„სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ არსებათა სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ”, – მედვედევი ბორელზე

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელს ხელი არავინ უნდა ჩამოართვას. „ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი „ფაშისტური რუსეთის შესახებ“ სიტყვების შემდეგ, სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ ადამიანების სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ. მე არ დავუბრუნდებოდი ევროკავშირის კომისრის ამ ამაზრზენ განცხადებას, მაგრამ იძულებული ვარ, სპეციალურად გავუსვა ხაზი, რომ ასეთი რამეების დავიწყება არავისთვის და არასდროს შეიძლება. ეს მაღალჩინოსანი სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ არსებათა სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ”, – აცხადებს მედვედევი. შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ბორელის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ ევროკომისრის ფრაზა ესპანურად არასწორად ითარგმნა და ბორელს  „ფაშისტური რუსეთი“ არც…

მეტი...

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთს შეზღუდავენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მათ ტერიტორიაზე,  შენგენის ვიზებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლას შეზღუდავენ. აღნიშული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს უკავშირდება. როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი აცხადებს, გადაწყვეტილებებს ეროვნული მთავრობები ეროვნული პროცედურების შესაბამისად მიიღებენ. „ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის მნიშვნელოვნად შეზღუდვაზე (გარკვეული გამონაკლისის გარდა), რომლებსაც აქვთ ევროკავშირის შენგენის ვიზა“, – აცხადებს მინისტრი.  

მეტი...

ე.წ. მოსმენების კანონის მიღებით აშშ-ის საელჩო უკმაყოფილოა

საქართველოს პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აშშ-ის საელჩო ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს კანონი არ პასუხობს გამოწვევებს. „პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

„რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ ბოლო დღეებში. ასევე გააქტიურდნენ პარტიზანები. ააფეთქეს ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ქალაქის ბერდიანსკის და ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქის საოკუპაციო კერები. “რეფერენდუმები” რუსებმა ყველგან გადადეს “უსაფრთხოების” გამო. მოვლენები ძალიან აჩქარდა და უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელს მსოფლიოს“ – წერს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი.  

მეტი...

„არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს“ – პუტინი დასავლეთს ემუქრება  

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დასავლეთს ემუქრება, რომ ენერგორესურსების მიწოდების შეუწყვეტს. განცხადება აღნიშნულის შესახებ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. „არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს, არც ნახშირს და არც მაზუთს – არაფერს მივაწვდით. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს სახელშეკრულებო ვალდებულებებს, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება ჩვენთვის რაიმეს დაწესებას, მაშინ, ვინც აწესებს, დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავისი ნება გვიკარნახოს. გონს მოვიდნენ. ჩვენ დაწესებულს არაფერს გავაკეთებთ და დაგვრჩება მხოლოდ ერთი რამ, როგორც ცნობილ რუსულ ზღაპარშია – „გაიყინე, გაიყინე, მგლის კუდო“, – ასეთის პუტინის გზავნილი.   ​

მეტი...

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია. უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს 5 პირი: 1980 წელს დაბადებული დ.ბ., 1997 წელს დაბადებული ს.კ. ასევე წარსულში ნასამართლევები: 1982 წელს დაბადებული ა. ხ., 1966 წელს დაბადებული მ.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ., ხოლო 1987 წელს დაბადებულ, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.გ.-ს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მცდელობაში. „შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 7 პირი: 1980 წელს დაბადებული ზ.ხ., 1986…

მეტი...

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარს კეტავენ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი სახმელეთო საზღვრით რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ. არსებული ინფორმაციით აკრძალვა მოქმედი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ და  გამონაკლისი იქნება მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლები და დიპლომატები. სამივე ქვეყანა აკრძალვებს ერთდროულად, სავარაუდოდ 15 სექტემბრიდან აამოქმედებს.    

მეტი...

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – წყალტუბოში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით 5 შვილის დედას ბენზინი ქმარმა გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით კი, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა. შემთვევის შედეგად, დაღუპულის მეუღლემაც მიიღო მცირე დაზიანებები. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.

მეტი...

,,გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავზე სანქციები გაიზარდოს”- ხატია დენაკოიძე

,,ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხელს უწყობს რუსული გავლენების გაზრდას და ფინანსური კაპიტალით ეხმარება რუსული კაპიტალის გაზრდას, დიდი ალბათობაა, რომ სანქციების ქვეშ მოხვდეს,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით,  ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია შვეიცარიული ბანკის მიერ და გააკეთებენ ყველაფერს, რომ მის მიმართ სანქციები გაიზარდოს. „უმრავლესობის წევრებს ვურჩევდი, დაგუგლონ და ნახონ – არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელშიც მოვალეობის შემსრულებელი არის გიზო უგლავა და არის კიდევ მეორე უწყება – კორუფციის პრევენციის სააგენტო, ე.წ. ნაზეკა, რომელმაც ეს სია გამოაქვეყნა. თუ დაგუგლავენ, ნახავენ, რომ სხვადასხვა უწყებებია და სწორედ „ნაზეკას“ ევალება სანქციებთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამიტომ…

მეტი...

პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალი პროცედურების შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, 88-ხმით, პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი.  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება, დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.  „ეს არის ცვლილება რომელიც დაკავშირებულია 12 პუნქტიანი გეგმის მეთორმეტე საკითხთან და  სახალხო დამცველის არჩევას უკავშირდება. მოქმედ სახალხო დამცველს მოქმედების ვადა ეწურება მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ამოცანა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განვახორციელოთ პროცედურების ისე დაგეგმვა, რომ დროულად, ამ თარიღებამდე უზრუნველვყოთ პროცესი სწორედ იმ სტანდარტებისა და იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია თორმეტ პუნქტიანი…

მეტი...

,,ოპოზიციის მიზანია 12 პუნქტის შესრულებაში ხელი შეგვიშალონ და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ”- ირაკლი კობახიძე

,,ოპოზიციის მიზანია ყველაფერზე ცუდი თქვან, 12 პუნქტის შესრულებაში ხელი შეგვიშალონ და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ”-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, სახალხო დამცველის არჩევის წესზე ოპოზიციის კრიტიკა აბსურდულია. ,,რას ვთავაზობთ ოპოზიციას – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფასებენ კანდიდატებს ქულებით, ამის შემდეგ შემოდის პოლიტიკური ნაწილი და ამის შემდეგ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვასახელებთ არცერთ კანდიდატს და თავიდან ბოლომდე მხოლოდ იმ კანდიდატებს განვიხილავთ, რომლებიც დასახელდებიან ოპოზიციური ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების მიერ. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთო, არ ვიცი. აბსურდია, მათი მიზანია ყველაფერზე ცუდი თქვან, 12 პუნქტის შესრულებაში ხელი შეგვიშალონ…

მეტი...

,,არც გაზს, არც ნავთობს, არც ქვანახშირს – არაფერს არ მივაწოდებთ”- პუტინი დასავლეთს ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების ლიმიტი დაწესების შემთხვევაში, დასავლეთისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვა გამოიწვევს გლობალური ფასების ზრდას და ევროპაში ეკონომიკურ პრობლემებს. „მიიღება პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონტრაქტებს? დიახ, ჩვენ უბრალოდ არ შევასრულებთ მათ! და საერთოდ, ჩვენ არაფერს მივაწოდებთ…  არც გაზს, არც ნავთობს, არც ქვანახშირს, არც მაზუთს – არაფერს არ მივაწოდებთ და ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩება, რომ თან დავაყოლოთ: „გაყინე, გაყინე, მგლის კუდი“! – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

,,10 წელია ომი არ გვქონია და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა”- ირაკლი კობახიძე

,,სადაც საჭირო იქნება ხმამაღლა რაღაცის თქმა, ხმამაღლა ვიტყვით, სადაც საჭირო არ არის ხმამაღლა თქმა და სხვანაირად მუშაობაა საჭირო, ამასაც ვაკეთებთ, ამის დამსახურებაა, რომ 10 წელია ომი არ გვქონია და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა,” – ასე უსაპუხა  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ დუმს  მმართველი გუნდი ბიჭვინთის ანექსიაზე. კობახიძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება პირველია, რომლის მმართველობის პერიოდში ომი არ ყოფილა და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. ,,თქვენ ხომ ხედავთ, ხელისუფლება მაქსიმალირად ზრუნავს, რომ უსაფრთხოების კუთხით რისკები განეიტრალდეს. მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის. 10 წლის განმავლობაში არ გვქონია ომი, პირველი…

მეტი...

,,კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია”- ნინო ლომჯარია

,,კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია,”- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” წერს. მისივე თქმით, კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის,  თუ რამხელაა განსხვავება იმაში, ერთი და იგივე ადამიანი რუსულ კლუბში თამაშობს თუ ევროპულში. ,,სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,  რასაც კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის არის ის, თუ რამხელაა განსხვავება იმაში, ერთი და იგივე ადამიანი თამაშობს რუსულ კლუბში თუ ევროპულ კლუბში. იგივე ეხება ქვეყანასაც და შესაბამისად,  კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია. წარმატებები კვარაცხელიას და ყველა ქართველ სპორტსმენს!”- წერს ნინო ლომჯარია.

მეტი...

,,ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ”- ირაკლი კობახიძე სანქციებზე

,,უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ,” – ასე ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე   უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიას, რომელიც 12 ქართველის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას შეეხება. კობახიძის თქმით,  უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია სრული აბსურდია. „ეს სია უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოიტანა, რომელსაც ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს. ანუ, საქმე რასთან გვაქვს, ყველა ძალიან კარგად ხედავს. დღეს, უკრაინას ორი ძირითადი პრობლემა აქვს – ომი და კორუფცია, რაშიც უკრაინა იხრჩობა და ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ…

მეტი...

,,ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს და ვერ გვაიძულებს იმას, რომ აქ ომი გავაჩაღოთ”- ირაკლი კობახიძე

,,უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ,” – ასე ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე  ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას. ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები,, ერთი ხელით გვეუბნებიან, რომ ომში არ ვერთვებით და მეორე ხელით გვაშანტაჟებენ”. „ეს სია უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოიტანა, რომელსაც ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს. ანუ, საქმე რასთან გვაქვს, ყველა ძალიან კარგად ხედავს. დღეს, უკრაინას ორი ძირითადი პრობლემა აქვს – ომი და კორუფცია, რაშიც უკრაინა იხრჩობა და ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას…

მეტი...

,,საქართველომ აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად”- ასოცირების საბჭო

,,ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან,”- ამის შესახებ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ,,ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და…

მეტი...

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ვრცელი განცხადება  ეხება 2022 წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში გამართულ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას და შეხვედრაზე  განხილულ საკითხებს. “ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. მონაწილეება ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს. საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო…

მეტი...

,,ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მიზნით”- ასოცირების საბჭო

ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ერთობლივ განცხადებას პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ. განცხადებაში ნათვამია, რომ  ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით. „ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენდერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში…

მეტი...

ხმაური, გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

ხმაური, გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში – ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების დაწყების მიზეზი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით მჟავანაძის განცხადება გახდა. მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომის მთაზე მიწებს ითვისებენ და ხელს უშლიან კურორტის განვითარებას. „კურორტი ფაქტობრივად დაღუპეს, გაწირეს და ამის ნათელი მაგალითი არის წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება. ეს იყო ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, როდესაც ის ავიდა გომის მთის დასათვალიერებლად და გასცეს ბრძანება, პრაქტიკულად დააკანონა უკანონობა და ხმების სანაცვლოდ ადამიანებს მისცა ნება, იქ მიეთვისებინათ მიწები”- განაცხადა მჟავანაძემ. ბრალდებას მწვავე რეაქცია მოყვა მმართველი…

მეტი...

,,ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით”- დავით არახამია

,,ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით,”- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია ვიდეომიმართვაში აცხადებს, სადაც განმარტავს უკრაინის მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირების თაობაზე. არახამია ვიდეომიმართაში შემდგომ ნაბიჯებზეც საუბრობს. ,,ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს. ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის.…

მეტი...

პოლიციამ დააკავა 45  წლის კაცი, რომელიც ნარკოტიკებს პირდაპირ მაღაზიიდან ყიდდა

სამართალდამცავებმა დააკავეს 45  წლის კაცი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ვაგზლის მოედანზე ნარკოტიკებს პირდაპირ მაღაზიიდან ყიდდა. პოლიციამ ბრალდებული მობილური ტელეფონების ჯიხურიდან აიყვანა, სადაც სავარაუდო ნარკორელიზატორი მუშაობდა. ვაგზლის მოედანზე მომუშავე ადამიანები დაკავებულის ნარკორალიზატორობას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა ადასტურებენ, რომ დაკავებული პირი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.

მეტი...

,,სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს დიამეტრალურად მაღალია”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მედიისა და სასამართლოს ნაწილზე ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებები შეაფასა. თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, პრემიერმა ევროპელ კოლეგებს ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა. „სიმართლეა ის, რომ როცა ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ, ქვეყანაში მხოლოდ ოთხი ტელევიზია და ოთხი მიკროფონი მაუწყებლობდა, დღეს 20 ტელევიზიაა და 120 რეგიონული მედია მაუწყებლობს, მათ შორის არავითარი პრობლემა არ გექმნებათ, როცა კრიტიკული შინაარსი გაქვთ ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოში დავებში მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის 50/50-ზე არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში რეალური შეჯიბრებითობაა და სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს დიამეტრალურად მაღალია. ასევე, ამას ადასტურებს სტრასბურგში გაგზავნილი სტატისტიკა, სადაც სახელმწიფოს…

მეტი...

„უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის”- იენს სტოლტენბერგი

„უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, ზამთარი მოდის და იქნება რთული. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის,”- ამის შესახებ  ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს ელექტროენერგიის გათიშვის, შეფერხებების და შესაძლოა სამოქალაქო არეულობის საშიშროებაც. „უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და იქნება რთული. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და ჩვენთვის, ვინც მათ მხარს ვუჭერთ. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება, რადგან ოჯახები და ბიზნესი გრძნობენ რუსეთის სასტიკი შემოჭრით გამოწვეული ენერგეტიკის ფასების და ცხოვრების ხარჯების მკვეთრ ზრდას. უკრაინის მომავლისა და…

მეტი...

„ხატია დეკანოიძემ აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს“ – არჩილ თალაკვაძე

,,სერიოზულ კომენტარს ამ აბსურდულ სიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ,”- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე  უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიას, რომელიც 12 ქართველის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას შეეხება. „ყველამ იცის, რომ რეალურად, ეს არის სააკაშვილის გუნდი, ვინც აქტიურობს და ცდილობს, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიაყენოს და ახლა საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა მელას თავის კუდი მოჰყავს მოწმედ. სააკაშვილს მოწმედ მოჰყავს თავისი თანაგუნდელები, რომლებიც არიან თანამდებობებზე უკრაინაში – აქედან სააკაშვილი და მისი ადვოკატები, იქიდან კი, სააკაშვილის მეგობრები ერთმანეთს უცვლიან განცხადებებს. ამიტომ სერიოზულ კომენტარს ამ აბსურდულ სიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ. ვიცით,…

მეტი...

,,არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ”- პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომზე

„ჩვენ ეს განზრახ გავაკეთეთ, ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ბოლომდე შევასრულებთ“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, თუმცა ცდილობს მის დასრულებას, რომელიც უკრაინაში 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო. „ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის კუთხით შემიძლია, ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: სამხედრო ოპერაციების კუთხით არაფერი დაგვიწყია, მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები…

მეტი...

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თბილისი იყო ყოველთვის ლიდერი ევროპულ ქალაქებს შორის”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა. როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისთვის, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქებს შორის ტურისტული თვალსაზრისით ლიდერი იყოს, მუნიციპალიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს. „თბილისს, როგორც ულამაზეს და უძველეს დედაქალაქს სჭირდება მოვლა-პატრონობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თბილისი იყო ყოველთვის ლიდერი ევროპულ ქალაქებს შორის ტურისტული მიმართულებების თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურა ქალაქში იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და გამართული. თქვენ ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა გამზირზე იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული. კიდევ უფრო…

მეტი...

,,ხელისუფლება საფრთხეების თავიდან არიდებას აპირებს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ, გააზრებული პოლიტიკით“- კალაძე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას ეხება, უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება საფრთხეებს თავიდან აირიდებს ისე, როგორც ამას დღემდე აკეთებდა. „საფრთხეები ყოველთვის იყო. საფრთხეები და გამოწვევები არ გამქრალა. ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ გაანეიტრალოს ეს გამოწვევები და საფრთხეები. ასე ვიმოქმედებთ ჩვენ მომავალში. ჩვენი ხელისუფლება საფრთხეების თავიდან არიდებას აპირებს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ, გააზრებული პოლიტიკით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მეტი...

,,რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან“- ანრი ოხანაშვილი

,,იმ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა,  12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში პასუხისმგებლობა თანაბრად დააკისრა საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას. „ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა არის დიდი მონაპოვარი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. ასევე, მოვისმინეთ შეფასებები, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე სრულიად ოპოზიციურ სპექტრს. მოვისმინეთ მოწოდებები, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს…

მეტი...

ევროკომისიამ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ინიციატივა დაამტკიცა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენის ინფორმაციით, ევროკომისიამ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ინიციატივა დაამტკიცა. მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშანია ნდობისა, რომელიც მთლიანად დაანგრია რუსეთის აგრესიულმა ომმა. ,,რუსეთთან უკვე აღარ შეიძლება საქმის ჩვეულებრივად წარმოება. გამოვდივართ წინადადებით, მთლიანად შეწყდეს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება და არ იქნეს აღიარებული უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები. სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშანია ნდობისა, რომელიც მთლიანად დაანგრია რუსეთის აგრესიულმა ომმა”, – წერს  ურსულა ფონ დერ ლეიენი. საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ უნდა მიიღოს.

მეტი...

სპეცოპერაცია მიმდინარეობს თბილისშიც, თევდორე მღვდლის ქუჩაზე

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ადგილეზე სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების დაკავება მიმდიანარეობს. გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – (mcm.ge)  

მეტი...

გორში, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სპეცოპერაცია გორში – სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. კომბინატის დასახლებაში დააკავეს შუახნის კაცი, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მეორე დაკავებული კი,  წმინდა წყლის ტერიტორიაზე დააკავეს, სამართალდამცველებმა დაკავებული უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ,,შიდაქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართვეკლლოს მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებული იქნა რამდენიმე რეალიზატორი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით ინფორმაცას განცხადებას და ფარულ ჩანაწერბს პრესსამსახური გაავრცელებს”, – განაცხადა  შსს-ს წარმომადგენელმა.

მეტი...

,,გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”- ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოს სხდომის გამართვას გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა საქართველოს  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცენ. “ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირისა და საქართველოს საერთო დღის წესრიგის პრიორიტეტები განვიხილეთ.  ამ რთულ დროს გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”,- წერს ოლივერ ვარჰეი.

მეტი...

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, აგვისტოს თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 209,624 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის 44,904 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 164,72 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც დასაწყობდა ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში”. რეგიონების მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან, 15 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 – ქვემო ქართლის, 18 – შიდა ქართლის, 4 – სამცხე-ჯავახეთის, 6…

მეტი...

,,საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის გამართვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ბორელი წერს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა და საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ეს ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. „მას შემდეგ, რაც  ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების პირველ საბჭოს სხდომას ვთავმჯდომარეობდი.  საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი მზად არის ამ გზაზე თქვენს გვერდში იყოს“,- წერს ჯოზეფ ბორელი.

მეტი...

„ნეტფლიქსსა” და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

„ნეტფლიქსი“ დათანხმდა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მოგვარებაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტში“ ცილი დასწამეს. სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების პირობები ამ დროისთვის უცნობია. ნონა გაფრინდაშვილი ,,ნეტფლიქსისგან”კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა. ცნობისთვის, საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ სერიალ ლაზიერის გამბიტში გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.  გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ სერიალში მისი მიღწევები შეურაცხყვეს. ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მითითება იყო „სექსისტური და დამამცირებელი“. „ნეტფლიქსი“ ამტკიცებდა, რომ მინიშნება გაფრინდაშვილის აღიარებას ისახავდა მიზნად და არა მის შეურაცხყოფას.

მეტი...