პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო 79 ხმით დაძლია. პლენარულ სხდომაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების“ შესახებ იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს. „სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გაცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პირველად იმყოფება ბრიუსელში და  აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, იმავე დროს პარლამენტი აპირებს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და  აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს.  იზრდება…

მეტი...

დეპუტატებმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 81 ხმით მიიღეს

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით  მიიღო  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ,  იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას,  მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან  ჩამოსმის მიზნით. კანონპროექტი ადგენს რომ  ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.  

მეტი...

„ხატია დეკანოიძე – გაერთიანება ხატიასებრთა ოჯახიდან“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით,  ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, პირობითად თუ დავარქმევთ, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო. როგორ მინისტრი წულუკიანი განმარტავს, დეკანოიძეს არეული აქვს, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს. „მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, იმასაც კი ვიხსენებ, რომ ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავისი ბელადის მსგავსად, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო, შევიდა უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში უკრაინაში, მიიღო იქაური მოქალაქეობა. როგორც ჩანს, მას დღემდე აღრეული აქვს, ვისი შვილია, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. წულუკიანის…

მეტი...

რუსეთმა აშშ-ს მოქალაქეები სანქციებში მოაქცია

აშშ-ის სანქციების და შეზღუდვების პარალელურად, სანქციებს რუსეთიც აწესებს. ის ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხო გზავნილს უგზავნის და მის მოქალაქეებს სანქციებში აქცევს. ამჯერად, მოსკოვმა სანქციებში აშშ-ის 25 მოქალაქე მოაქცია. სანქცირებულთა რიგებს იკავებს და აშშ-ის ტერიტორიაზე ვერ შევა მსახიობი შონ პენი და ბენ სტილერიც. სანქციები ეხება კონგრესმენებსა და ამერიკელ ბიზნესმენებს. შონ პენი სანქცირებულთა სიაში იმიტომ მოექცა, რომ ის უკრაინაში არაერთხელ ჩავიდა, მას მხარს უჭერს და ომზე ფილმსაც კი იღებს. უკრაინაში ბენ სტილერიც იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის გმირი უწოდა.  

მეტი...

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლა შეიზღუდება

რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროპაში ტურისტულად მიემგზავრებიან, ვიზების გაცემა შეიზღუდება. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, მათი მოლოდინია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ინიციატივას, რომელიც, გასულ კვირას, პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სხდომაზე წარადგინეს. „რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში იოლად შესვლა არ უნდა შეეძლოთ“, – ასეთია საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისრის – ივა იოჰანსონის პოზიცია. ოფიციალურად გამოქვეყნებული ინიციატივის მიხედვით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება შეჩერდება. ასევე,  რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადის შევსებისას მოსაკრებელი 35-ის ნაცვლად 80 ევრო იქნება. ვიზების გაცემის სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გახანგრძლივდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 45 დღესაც კი შეადგენს. ასევე, შეიზღუდება მრავალჯერადი ვიზების გაცემა.

მეტი...

„თან ბიძინა უძლეველიაო და თან იბრძოლეთო, თან დროზე პარლამენტიდან გამოდითო და თან ვადამდელი ბიძინას აწყობსო…“ – ნიკა მელია

„მოვითხოვეთ ვადამდელი არჩევნები და მივიღეთ, რბილად რომ ვთქვათ საინტერესო სურათი. მავანს რომ ვუსმინოთ, გვაქვს მოცემულობა, სადაც ყველაფერი ბიძინას აწყობს – მოქმედებაც და უმოქმედობაც, ბრძოლაც და დანებებაც, არჩევნების მოთხოვნაც და არჩევნებს დალოდებაც“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია. მისივე შეფასებით, 2024 წლისთვის დალოდება მხოლოდ „რუსულ ოცნებას“ აწყობს. ანუ, რას გვეუბნებიან? პირდაპირ წახვალ? დაიღუპები. მარცხნივ წახვალ? – დაიღუპები. მარჯვნივ წახვალ – დაიღუპები. ანუ ყველგან დაიღუპებიო. არადა ახლა არის სიტუაცია, როდესაც დალოდება არის საქართველოს ევროპული მომავლის დაღუპვა! თან 2024-მდე რას უცდითო და თან რა დროს ვადამდელიაო, თან ბიძინა უძლეველიაო და თან იბრძოლეთო,…

მეტი...

ცხოველის წამება პატიმრობით ისჯება – რას ავლდებულებს კანონმდებლობა შინაური ცხოველის პატრონს?!

ქალაქ თბილისის ცხოველთა მონიტორინგი სააგენტო ცხოველების მეპატრონეებს აფრთხილებს და მათ  საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მეპატრონე პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და კეთილდღეობაზე. მეპატრონე ვალდებულია ცხოველს მოუაროს, მისი ჯიშის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად, კერძოდ უზრუნველყოს: ცხოველის სათანადო კვება და დაწყურება; ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა – მოწყობა, დათბუნება და განათება; ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ – ჰიგიენური პირობების შექმნა. პატრონი ასევე ვალდებულია: განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია; უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით; უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში. უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული…

მეტი...

მაშველებმა ლეკვი გადაარჩინეს

მაშველებმა გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე რკინის ჯიხურის ქვეშ მოყოლილი ლეკვი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. მაშველებმა ჯერ კიდევ თვალაუხელელი ლეკვი დედა ძაღლთან დააბრუნეს, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა ზრუნავს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.  

მეტი...

ავსტოსაზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში – ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით  (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  4 სექტემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში ბრალდებულმა, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რის შედეგადაც ქვეითად მყოფ მცირეწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა.    პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

7 სექტემბერს, ევროპის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

7 სექტემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 6 სექტემბრის 21:00 საათიდან 7 სექტემბრის 13:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება შეზღუდული იქნება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. „სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხენა მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებებისათვის გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება ევროპის მოედნიდან ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა…

მეტი...

რუსეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი საკუთარ სახლში დაჭრილი იპოვეს – გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიაზე მუშაობს

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში მცხოვრები ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ქართველი ე.წ. კანონიერ ქურდი, 68 წლის გიორგი დიაკვნიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში დაჭრილი იპოვეს. როგორც ,,primecrime” წერს, 68 წლის  გია დიაკვნიშვილმა თვითმკვლელობა სცადა. ,,დიაკვნიშვილი საკუთარ სახლში იპოვეს თავში ტყვიით – ტყვიამ თვალი დაუზიანა. კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. პოლიციამ მის სახლში საბრძოლო იარაღად გადაკეთებული ე.წ. გაზის იარაღი იპოვა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიაზე მუშაობს”- ნათვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ევროპამ რაც დათესა, იმას მოიმკის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპამ რაც დათესა, იმას მოიმკის. მისივე თქმით,  ევროპა ამ ზამთარს სერიოზული პრობლემებით გაატარებს. „ამ დროისთვის ბუნებრივ აირთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროპა რეალურად მოიმკის, რასაც თესავს. ევროპის დამოკიდებულება პუტინის მიმართ, სანქციების პრაქტიკა, რა თქმა უნდა, პუტინმაც უთხრა მათ: „თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ მეც ასე გავაკეთებ“. თავად პუტინი იყენებს ყველა საშუალებას და იარაღს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირი. სამწუხაროდ, არ გვინდა, მაგრამ ევროპაში ამჟამად ასეთი მდგომარეობა ვითარდება და ვფიქრობ, რომ ევროპა ამ ზამთარს სერიოზული პრობლემებით გაატარებს. ჩვენ ასეთი პრობლემა არ გვაქვს“,…

მეტი...

საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც დიასახლისად მუშაობდა და ოჯახებს ძარცვავდა 

საბერძნეთში დააკავეს 40 წლის ქართველი ქალი, რომელიც ოჯახებში დიასახლისად მუშაობდა და სახლებს ძარცვავდა. პოლიციის ცნობით, ნაპოვნია ძვირფასი ნივთები და ძვირფასეულობა. ​40 წლის ქალის სახლში აღმოჩენილი ნივთების ჩამონათვალი ვრცელია: ორმოცდაათი საათი; ოქროს სანთებელა; ორი მოოქროვილი ჯაჭვი; 22 წყვილი მანჟეტი; 6 სამაჯური; 10 საკოლექციო კალამი; 1 წყვილი საყურე; მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მოოქროვილი ხატი; 1 წმინდა სახარება ვერცხლის ყუთში; 7 საფულე; 1 ლეპტოპი; 15 ვიდეოკამერა; 7 საკოლექციო ხმალი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს 43 სახლის გასაღები აღმოაჩნდა. ქალს  ჰქონდა ძვირფასი ქვების დეტექტორიც, ძვირფასი ნივთებისა და სამკაულების შესამოწმებლად.

მეტი...

„გულწრფელად მეცოდებიან ის ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც თავიანთი ლიდერების პოლიტიკური სიხარბის გამო არ ერთვებიან პროცესში” – ნინო წილოსანი

„გულწრფელად მეცოდებიან ის ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური სიხარბის გამო არ ერთვებიან ამ პროცესში, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ამ მნიშვნელოვან გზაზე ხელი შეუშალონ,” – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. ,,მე პარლამენტის იმ ნაწილს წარმოვადგენ, რომლისთვისაც ამ 12 რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია და ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ეს დიდი მისია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გვაქვს აღებული, შევასრულოთ.  ასევე გულწრფელად მეცოდებიან ის ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური სიხარბის გამო არ ერთვებიან ამ პროცესში, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ამ მნიშვნელოვან გზაზე ხელი შეუშალონ. ქვეყნის სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენებას…

მეტი...

,,სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდეთ – მაგაზე პრორუსული პოლიტიკა რა უნდა არსებობდეს?”- არჩილ თალაკვაძე ,,ნაციონალურ მოძრაობას“

„როდესაც მედია ჯიბეში გყავდათ ჩასმული,  პარლამენტი გქონდათ ერთპარტიული, ადამიანის უფლებებს არღვევდით და მერე ტელევიზიებში ხალხს სხვა რამეს უყვებოდით, საკუთრებას ართმევდით, როდესაც სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდეთ – მაგაზე პრორუსული პოლიტიკა რა უნდა არსებობდეს?“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს პლენარულ სხდომაზე.  „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გვადანაშაულებს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში. მეგობრებო, როდესაც მედია ჯიბეში გყავდათ ჩასმული, როდესაც პარლამენტი გქონდათ ერთპარტიული, როდესაც ადამიანის უფლებებს არღვევდით და მერე ტელევიზიებში სხვა რამეს უყვებოდით ხალხს, საკუთრებას ართმევდით, როდესაც სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდეთ, მაგაზე პრორუსული პოლიტიკა რა უნდა არსებობდეს? ამას თქვენ აკეთებდით და ჩვენზე როგორ გიბრუნდებათ…

მეტი...

,,ქვეყანა შეიძლება სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დადგეს”- ბექა ლილუაშვილი

 პარტია „საქართველოსათვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ახალგაზრდობა ვეღარ ხედავს პერსპექტივას და ქვეყნიდან გარბის, რამაც შეიძლება საქართველო სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევების  წინაშე დააყენოს.  „ვხედავთ ქვეყნიდან გაქცეულ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ ხედავენ პერსპექტივას და საბოლოოდ ჩვენ შეიძლება დავდგეთ სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ მწვავე სოციალური ფონის ქვეყანაში, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ ქმედით ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც შეეძლო შეემსუბუქებინა მდგომარეობა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.  მისი თქმით, ქვეყანას მდგრადი განვითარებისთვის ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ქვეყნის დაცლა ახალგაზრდებისგან და ეს ქვეყანა…

მეტი...

,,მიმდინარეობს ორკესტრირებული კამპანია, საზოგადოებას დააჯერონ, თითქოს მთელი საქართველო მიდის ქვეყნიდან”- არჩილ თალაკვაძე

„მიდის უკვე მართლაც შეთანხმებული და ორკესტრირებული კამპანია, საზოგადოებას დააჯერონ, თითქოს მთელი საქართველო მიდის ქვეყნიდან – ვინც ამ  განცხადებებს აკეთებდით, მიგრაციის სტატისტიკას იცნობთ? იცით თუ არა, რომ მიგრაციის სტატისტიკაში ერთადერთი დადებითი განსხვავება ბოლო 15-20 წლის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ფიქსირდება?“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას მიგრაციის შესახებ.  „იცით თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ყველაზე მაღალი ემიგრაციის მაჩვენებელი, ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო სწორედ თქვენი მმართველობის დროს? და მაშინ რომ საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქონოდა, მერწმუნეთ, რომ მართლაც შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ…

მეტი...

,,აშშ-ს პოლიტიკაა, სანქციებზე წინასწარ არ ვისაუბროთ, ვიდრე არ გამოვაცხადებთ”- კელი დეგნანი

,,აშშ-ს პოლიტიკაა, სანქციებზე წინასწარ არ ვისაუბროთ, ვიდრე არ გამოვაცხადებთ,”- ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა  უკრაინის მხრიდან, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას. ელჩმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, სანქციები, ზოგადად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ,,სანქციების პროცესში ჩვენ ჩართული არ ვართ და ახლა ბევრს ვერაფერს გეტყვით. საბოლოო ჯამში, სანქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი, მათ შორის ძალიან ეფექტური, რომ გავლენა მოადინოს და შეცვალოს ადამიანების ქცევა. დასავლურმა სანქციებმა სერიოზული გავლენა უკვე მოახდინა რუსეთზე, შეზღუდვები, რომლებიც დააწესა მსოფლიომ, წარმატებით მუშაობს, თუმცა აშშ-ს პოლიტიკაა, სანქციებზე წინასწარ არ ვისაუბროთ,…

მეტი...

,,მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც შეუფასებელია ჩვენთვის”- ზელენსკი ზურაბიშვილს

,,მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც შეუფასებელია ჩვენთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილშია ნათქვამი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. ზელენსკის მიმართვა, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს , უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გააცნო. „მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამა წლის აგვისტოში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისთვის. სამიტმა წარმოაჩინა დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობა და ძალა რუსეთის აგრესიისგან უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დაცვის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული…

მეტი...

,,ხაბეიშვილი საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა – გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს”- ირაკლი ზარქუა

,,ლევან ხაბეიშვილმა 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, რომ 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო,  სიდედრი ამის გამო ერთი კვირა არ მიშვებდა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, ხაბეიშვილი საკრებულოში ყოფნისას წლის ,,მასხარა” გახდა. „ვუსმენდი, როგორ დავარქვა ახლა, კი ბატონო, კოლეგა ხაბეიშვილს ე.ი. წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში, იცით თქვენ, რომ საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და ისევ აგრძელებს ამ თემას. ეს რა არის მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ და იცით, რაში დაიმსახურა ეს ნომინაცია? 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, რომ…

მეტი...

,,წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია – შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა”- ხაბეიშვილი კობახიძეზე

,,შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა აქ და ალბათ მთელი თავის ცხოვრება ამ ნაგავს და ჭუჭყს ვერ მოიშორებს,”- ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი კობახიძე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მოიხსენია. ხაბეიშვილის თქმით, მას ესმის ირაკლი კობახიძის. ,,წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლის სპორტსმენების სიყვარულს.  მესმის, შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა აქ და ალბათ მთელი თავის ცხოვრება ამ ნაგავს და ჭუჭყს ვერ მოიშორებს. მესმის მისი, რომ წარმატებული ადამიანების ამოფარება გადაწყვიტა. წარმატებულ ადამიანებზე საუბრობს და თვითონ შეუმდგარი რუსი ოლიგარქის მოურავი, რაღაცებს ლაპარაკობს…

მეტი...

,,საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა”- ხატია დეკანოიძე

,,მოგმართავთ ასე – ძვირფასო, რუსულ გზას დამდგარო უმრავლესობავ, საპარლამენტო საარჩევნო კამპანია იყო პროევროპული, 2020-ის საპარლამენტო კამპანიის შემდეგ თქვენ გახდით პრორუსული, ამიტომ ნებისმიერი ლეგიტიმაცია გაქვთ დაკარგული,” – ამ სიტყვებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე. დეკანოიძის თქმით, „საქართველოს კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. „ბატონო თავმჯდომარე, თქვენ გავიწყდებათ, რომ არ ხართ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პანელურ დისკუსიაზე იმიტომ არ მოხვედით, რომ კონფერენციას „სლავა უკრაინე“ ერქვა. ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ცვლილებების, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა…

მეტი...

,,არახამიას ვურჩევდი,პირდაპირ თქვას, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურს და ივანიშვილს ამიტომ აშანტაჟებს” – ირაკლი კობახიძე

,,არახამია ერთი მხრივ, დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ჩვენ ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი და მეორე მხრივ, ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე არახამიას ურჩევს ,,ნაცვლად ამ რაღაცა გვერდითი შანტაჟისა, პირდაპირ თქვას, იმიტომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, რომ სურს მეორე ფრონტის გახსნა”. „უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დაკავებული იმ უმძიმესი კორუფციით, რომელიც არის დღეს უკრაინაში. ამის მაგივრად სხვა რაღაცებითაა დაკავებული. როგორც ჩანს, არ აღელვებთ საკუთარ ქვეყანაში კორუფცია, რომელშიც მათ შორის მაღალჩინოსნებიც არიან გარეული და გახვეული, რაზეც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ბოლო…

მეტი...

,,ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს”- სალომე ზურაბიშვილი

,,საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ – ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება. ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, საერთაშორისო კონფერენციის ,,დიდება უკრაინას“ მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით,  ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის გამეორებაა. „ ჩვენ (საქართველო და უკრაინა) გავიარეთ გზა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნიდან პირველ დამოუკიდებლობამდე, რაც ჩვენი ქვეყნებისათვის მცირეხნიანი აღმოჩნდა, შემდეგ ისევ ძალისმიერი მეთოდებით საბჭოთა კავშირთან შეერთება და ამ ძალიან რთული რეპრესიების პერიოდმა უკრაინასა და…

მეტი...

,,ქართველი ხალხის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი“- შალვა პაპუაშვილი

„ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ვალდებულია, ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება – რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ ესწრება თბილისის საერთაშორისო კონფერენციას. „გუშინაც ვთქვი, დღესაც გავიმეორებ: ჩვენი ამოცანა, მათ შორის, 12 პუნქტის ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაცია, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა…

მეტი...

,,პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი”- ირაკლი კობახიძე

,,ე.წ. ანტირუსული ხელისუფლება როცა მართავდა ქვეყანას 20 პროცენტი ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პირველი ხელისფლებაა, რომლის პირობებში არც ერთი ომი არ ყოფილა. „ათი წლია ხელისუფლებაში ვართ და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში არ ყოფილა არც ერთი ომი და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული პროგრესი. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს 20 პროცენტი ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას, ე.წ. ანტირუსული ხელისუფლება როცა მართავდა ქვეყანას, მაშინ ჩააბარეს 20 პროცენტი რუსეთს. ჩვენი ხელისუფების პერიოდში ყველაფერს ყურადღებით ვეცნობით, ვაკვირდებით და გაქვს სათანადო რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, პირადად ვმუშაობ სანქციებზე”- ხატია დეკანოიძე

,,პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სანქციების ქვეშ. „ირაკლი კობახიძეს ვეტყვი, რომ მე, პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ სანქციების სია გაიზარდოს და პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის. ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, მე, პირადად ვმუშაობ ამ სანქციებზე, რა თქმა…

მეტი...

,,ყველაზე მაღალი ფასი დაედო სიმართლეს, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს”- დიმიტრი ხუნდაძე

„ჩვენ, ის დეპუტატები, რომლებიც აღარ ვართ „ქართულ ოცნებაში“, ვერასოდეს გავხდებით რადიკალური ოპოზიციის წევრები, ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მაღალი ფასი დაედო სიმართლეს, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არადა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უმეტესწილად, ან ბოლომდე ვერ აფასებენ სწორად, ან  არ აწყობთ, ან ვერ ამბობენ ღიად სათქმელს და ვერ ბედავენ საუბარს“, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძის  განცხადებით, იმისთვის, რომ  სპეკულაციისთვის არ დარჩეს სივრცე,  იგი კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატვს „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების პოზიციას. „დიახ რუსეთი ოკუპანტია. დიახ, უკრაინაში შეიჭრა პუტინი, დიახ ამ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინას. დიახ დასავლური ღირებულებები არის…

მეტი...

,,პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში – ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება”- რომან გოცირიძე

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია. „გამოდის პრემიერ-მინისტრი და იძახის, რომ ეკონომიკა იზრდება და ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში – ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება. რომელ ზრდაზეა საუბარი, როდესაც ოფიციალურად ინფლაცია 20-30% და უფრო მეტია. სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური მანიპულირებს და ფასების ზრდას რეალურად არ აჩვენებს. შედით მაღაზიაში და ნახეთ, რას ყიდულობდით 100 ლარით თუნდაც გასულ წელს და რის ყიდვა შეგიძლიათ დღეს.…

მეტი...

,,რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს”- ირაკლი კობახიძე

,,ამ ადამიანების ერთობლიობას, რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კობახიძს თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროში. „სპორტის თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა. აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნებისმიერ სხვა სფეროში. ხვიჩა კვარაცხელიასაც კი დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი არამხოლოდ იტალიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს…

მეტი...

რუსეთი საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას დააკვირდება – პუტინის ახალი ბრძანება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება, აღნიშნულ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ – აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

მეტი...

რუსულმა მხარემ ნავთობბაზა დაბომბა

რუსულმა ძალებმა კრივოი-როგი დაბომბეს.  ბობი ნავთობბაზასაც მოხვდა, რომელიც აფეთქდა და  ძლიერი ხანძარია. ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ავრცელებს. „კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება“, – წერს რეზნიჩენკო.  

მეტი...

ნარკოდანაშაულისთვის 10 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ნარკორეალიზატორები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1952 წელს დაბადებული რ.ა., 1961 წელს დაბადებული ი.ა.,1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ., 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ჭ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად 1983 წელს დაბადებულ ზ.ნ. -ს, 1987 წელს დაბადებული გ.დ.-ს, 1988 წელს დაბადებული ლ.ა.-ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან ასევე დაკავებულები 2002 წელს დაბადებული,უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. და 1974 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო 1981 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნ.ტ.…

მეტი...

სემეკის წევრი მაია მელიქიძე განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა და ფოტოელექტრული ენერგიის რეგულირების პრინციპების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მაია მელიქიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის კუთხით მარეგულირებელი კომისიის პოლიტიკა, საკანონმდებლო ჩარჩო  განახლებადი ენერგიების ეფექტიანი გამოყენების ინოვაციური მიდგომები. სემეკის წევრმა ხაზი გაუსვა ფოტოელექტრული ენერგიების ათვისების პრაქტიკასა და ისაუბრა ამ კუთხით საქართველოს გამოცდილებასა თუ სამომავლო პროექტებზე. კონფერენცია სახელწოდებით „მზის ენერგია საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარებისათვის“ გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროექტის ფარგლებში „განახლებადი ენერგიების ინსტიტუტის“ ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებითა და პოლონეთის საგარეო რესპუბლიკის მხარდაჭერით ჩატარდა.…

მეტი...

რუსეთს საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეა აწვდის

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს საბრძოლო მასალითა და იარაღით ჩრდილოეთ კორეა ამარაგებს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად, ჩრდილოეთ კორეიდან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვს ყიდულობს. .

მეტი...

უკრაინის ზარალი, ამ ეტაპისთვის 326 მილიარდი დოლარია

უკრაინული მხარის ინფორმაციით, პირდაპირი ზარალი, რაც უკრაინამ რუსეთის ომის გამო მიიღო და რაც უკვე დათვლილია 326 მილიარდი დოლარია. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერი ადასტურებს. „მსოფლიო ბანკთან ერთად, რეგიონული განვითარების სამინისტროს დადასტურებული აქვს რუსეთის მიერ მიყენებული ზარალი 326 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს არის პირდაპირი ზარალი, რომელიც დღეისთვის უკვე დათვლილია” – აღნიშნავს დენის შმიგალი.  

მეტი...