„სწორედ ეს არის, რასაც ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყოს ერთიანობას“ – თეთრი სახლის წარმომადგენელი  

„მზად ვართ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ ამ პროცესის განმავლობაში, მაგრამ ამის გასაკეთებლად საჭიროა ერთიანობა. ერთიანობა არის ის, რისიც ავტორიტარებს ეშინიათ, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს წაიყვანს თავისი მისწრაფებისკენ, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა“, – აცხადებს საქართველოში მყოფი  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი. მისი შეფასებით, ამერიკის საელჩო საქართველოში და პირადად ელჩი კელი დეგნანი ყველაფერს აკეთებს საქართველოს დასახმარებლად და მან დიდი შრომა გასწია. „მე აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო უკრაინისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რათა გამოვხატო მხარდაჭერა თავად უკრაინის და ასევე საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლა…

მეტი...

„არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, არ ვიცი როდის გაჩნდება კიდევ ასეთი შანსი“ – თეთრი სახლის წარმომადგენელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი შეუწყობს ერთიანობას. კარა მაკდონალდის შეფასებით, ამ პროცესში ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი აქვს. „ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყოს ერთიანობას – ამაში ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი აქვს. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, არ ვიცი როდის გაჩნდება კიდევ ასეთი შესაძლებლობა. ამიტომ, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და გადადგით ის 12 ნაბიჯი, გადადგით ეს ნაბიჯები სერიოზულად და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“ – ასეთია თეთრი სახლის გზავნილი.

მეტი...

„ამ კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ ჩაითვლება“ – ირაკლი კობახიძე

მმართველ გუნდს ე.წ. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზება გააჩნია. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, უკრაინული კანონის გადმოკოპირებას აპირებენ. „დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება.  ჩვენ ვთარგმნეთ უკრაინული კანონი და მცირე ადაპტაციით მოხდა მისი დაკოპირება. ეს საკითხი განიხილება სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი? იმიტომ რომ არაფერზე არაა მორგებული, ქართულ რეალობაზე არ არის მორგებული, ეს დოკუმენტი განყენებულ სივრცეში ჩამოყალიბებულია. თემა არის ზოგადი და ძალიან მარტივად შეიძლება, გამოგვადგეს. ოლიგარქი ყველა მოხვდება. ჩვენ თუ ჩავხედავთ უკრაინულ კანონს, იქ არის ოთხი კრიტერიუმი. ამ ოთხი კრიტერიუმიდან ოლიგარქი სამს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ ჩაითვლება“,…

მეტი...

„ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულად იზიარებს კახი კალაძის შეფასებას ევროპარლამენტარებზე. მისი თქმით, ვინც „დებიძინიზაციაზე“ საუბრობს, საქართველოს მტერია. „სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას. მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები.  მათ ამოძრავებთ მტრული მოტივაცია, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. თუმცა პარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ. „ამას საზოგადოება ხედავს. ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები, სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან. ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი. მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ“ – აცხადებს კობახიძე. მისი თქმით,  მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება. „ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში. პირდაპირ საჯაროდ, „ფეისბუქზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ…

მეტი...

„ერთადერთი ადგილი, სადაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ეს არის რადიკალური ოპოზიცია“ – ირაკლი კობახიძე  

„აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით. როგორც კობახიძე განმარტავს, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი არა ქვეყანაში, არამედ, რადიკალურ ოპოზიციაშია. „ისინი მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ. რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუ არ ვცდები, ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული – „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ეს…

მეტი...

„არ გჭირდებათ აპლოდისმენტები, არ გჭირდებათ კარგი სიტყვები“ – ჯოზეფ ბორელი უკრაინას

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინის მხარდაჭერას ბრიუსელიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ ქვეყანას აპლოდისმენტების ნაცვლად დახმარება სჭირდება. „ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან ყოველგვარი მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად. მე არაერთხელ მითქვამს – თქვენ არ გჭირდებათ აპლოდისმენტები, არ გჭირდებათ კარგი სიტყვები, თქვენ გჭირდებათ კონკრეტული მხარდაჭერა და იარაღი და ჩვენ მას უზრუნველვყოფთ”, – აღნიშნა ბორელმა პრესკონფერენციაზე. მანს რუსი სამხედროების უკრაინიდან გასვლის საკითხზეც ისაუბრა. „ჩვენ გავუწევთ პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას რამდენადაც ამის საჭიროება იქნება. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში. გვინდა ეს ომი…

მეტი...

„რადგან თქვენ შედიხართ ევროპულ ოჯახში, თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა“ – ლინკევიჩუსი

„ევროპული პერსპექტივის საკითხი მტკივნეულად იქნა აღქმული, რადგან საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, მოდით, შევხედოთ პოზიტიურად – რადგან თქვენ შედიხართ ევროპულ ოჯახში, თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა“ – აცხადებს ლიეტუვას ყოფილი საგარეო მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი. როგორც დიპლომატმა თბილისში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. „თქვენ გაქვთ ძალიან კონკრეტული გზამკვლევი და  ეს მოიაზრებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას. უნდა იფიქროთ, როგორ იპოვოს გზა ამ სამუშაო ჯგუფებში ერთად სამუშაოდ. ხელისუფლება ყოველთვის მეტად არის პასუხისმგებელი, რადგან მათ ხელთ აქვთ ყველა ბერკეტი, თუმცა არასწორია იმის თქმაც, რომ ერთი მხარეა…

მეტი...

„ერთმანეთის ციხეში ჩასმა არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, გამოსავალი არ არის“ – ლინკევიჩუსი   

საქართველოში მყოფმა ლიეტუვას ყოფილმა საგარეო მინისტრმა ქვეყანაში შექმნილ, პოლიტიკურ ვითარებაზე უკრაინის მხარდმაჭერ აქციაზე ისაუბრა. როგორც ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, ერთმანეთის ციხეში ჩასმას არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, გამოსავალი არ არის. „ზოგადად ვიტყვი 12 პუნქტზე, ყველა საუბრობს ამ 12 პუნქტზე.  ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის – ვიცი, რომ სათქმელად მარტივია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს.  ვიცით იმ ცუდი ტრადიციის შესახებ, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის ციხეში ჩასმას არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, რაც გამოსავალი არ არის. არ უნდა დავხარჯოთ დრო და პოლიტიკურმა პარტიებმა ვიწროპარტიული ინტერესების ნაცვლად,…

მეტი...

„ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ“ – ევროკავშირის ახალი ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ევროკავშირის წარმომადგენლობა პაველ ჰერჩინსკის ოფიციალურ მიმართვას ავრცელებს. “საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ  ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა” – აღნიშნულია მიმართვაში. დღესვე,  პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონია კი ორბელიანების სასახლეში გამართა.

მეტი...

ორიგინალური მოფიქრება – თექის მწერების საკლავი

სამეგრელოში მცხოვრებმა, მწერებისგან შეწუხებულმა ერთ-ერთმა დიასახლისმა ორიგინალური მწერების საკლავი შექმნა. დიზაინიც თავად მოიფიქრა და პრობლემაც მოაგვარა. მწერების საკლავი თექისაა, რომელსაც ბამბუკის სახელური აქვს. როგორც დიასახლისი ამბობს, ამგვარად მწერები არ კვდებიან. „თექა იმიტომ მოვიფიქრე, რომ რბილია და ბუზებს არ კლავს, უბრალოდ, ფრენა არ შეუძლიათ. გარდა ამისა, ბაზარზე არსებული საკლავი იმდენად მყარი მასისგანაა გაკეთებული, მწერები იჭყლიტება. ასე უფრო მარტივია პრობლემის მოგვარება. საკლავს რომ მოვიქნევ, ბუზი თუ კოღო არ კვდება“ – გვითხრა “გამომგონებელმა“.

მეტი...

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდების პრობლემები სანქციებმა განაპირობა

კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არის კავშირში. „თქვენ იცით, რომ პრობლემები დატუმბვასთან დაკავშირებით წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მათ შორის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. სხვა მიზეზები, რომლებიც დატუმბვის პრობლემებს გამოიწვევდა, არ არსებობს“, – აღნიშნა პესკოვმა. პესკოვის თქმით, სანქციებმა ვითარება იქამდე მიიყვანა, რომ აგრეგატების მომსახურება და გადაადგილება შეუძლებელია. „რა თქმა უნდა, სწორედ ეს სანქციები, რომლებიც ხელს უშლის აგრეგატების მომსახურებას, ხელს უშლის მათ გადაადგილებას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების გარეშე, რაც ხელს უშლის ამ სამართლებრივი გარანტიების გაცემასაც და ა.შ.…

მეტი...

,,უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას”- ხატია დეკანოიძე

,,უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ნაწილობრივ დასანქცირებულია, რაც არ კმარა. „ივანიშვილი არის პრაქტიკულად რუსული ყაიდის ბოლო ორიგარქი, რომელიც აკონტროლებს ქვეყანას. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ბოლო პრეცედენტი იყო მოლდოვაში. შესაბამისად, ოლიგარქის დასანქცირება ახლა არის მთავარი ამოცანა, რადგან იგი ნაწილობრივ არის სანქცირებული, მათ შორის შვეიცარიული ბანკის მიერ, რომელმაც საეჭვო კალათაში გადააგდო მისი კაპიტალი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინასთან მიმართებით ივანიშვილის პოზიციის გამო არის საეჭვო კალათაში. შესაბამისად, ნაწილობრივი…

მეტი...

,,ნაცმოძრაობის” ფასიან ლობისტებს უნდათ ქაოსი იყოს, დაძაბულობა, ქართველმა ქართველს ესროლოს” – ირაკლი ზარქუა

,,ნაციონალური მოძრაობის” ფასიანი ლობისტების მცდელობა, რომ მთელი საქართველო დასანქცირდეს, ჩართული იყოს ომში, არაერთხელ მოვისმინეთ და ამას ვერ ეღირსებიან,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, უკრაინული მხარის მოთხოვნას  15 პირის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირების მოთხოვნას. ზარქუას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მათი ფასიანი ლობისტების დახმარებით შეადგინეს სია, რომელსაც აღსრულება არასდროს არ უწერია”. „უკრაინულ მხარედ გამოგყავდათ ადამიანები, ვინც ეს პეტიცია შეადგინა, რომლებიც არიან ჩვეულებრივად “ნაციონალური მოძრაობის” ფასიანი ლობისტები – ბატონი კრამერი და სხვები. ჩემთვის ბატონი კრამერი არის ერთ – ერთი არშემდგარი რევოლუციონერი და დანარჩენებიც, გინდათ საზოგადოებას შემოასაღოთ რომ უკრაინულმა მხარემ შექმნა, პირდაპირ…

მეტი...

,,რომელი რიგგარეშე არჩევნების მიღწევა შეიძლება, როცა ლიდერი ციხეში გიზის, მის დასახსნელად ვერაფერს აკეთებ”- იაგო ხვიჩია

,,რომელი რიგგარეშე არჩევნების მიღწევა შეიძლება მაშინ, როცა ლიდერი ციხეში გიზის, მის დასახსნელად ვერაფერს აკეთებ და ამას რომ ვერ აკეთებ, ამისთვის ახალ-ახალ მიზეზებს იგონებ,”- ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას. ხვიჩია თქმით, ხალხს უჭირს და სერიოზულ საკითხებზე ითხოვს პოლიტიკოსების ყურადღებას. „რეგიონებში მოძრაობას ისეთი პოზიციით აპირებენ, რომ მეშინია, რამე შარს არ გადაეყარონ მოსახლეობასთან და ამაზე ვნერვიულობ. ასეთი პოზიციით მოძრაობა სარისკოა, ხალხს უჭირს და სერიოზულ საკითხებზე ითხოვს პოლიტიკოსების ყურადღებას. ოპოზიციის ეს მოძრაობა არის უმიზნო, როცა ადამიანებს სერიოზულ თემებზე სალაპარაკოდ არ ხვდები და შენი პირადი…

მეტი...

გავლენიან ჩეჩნებს კადიროვის მოკვლა სურთ – რუსი პოლიტიკოსი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გენადი გუდკოვის ინფორმაციით, გავლენიან ჩეჩნებს რამზან კადიროვის მოკვლა სურთ. „ბევრ ჩეჩენს ვიცნობ, სერიოზულ ჩეჩნებს, ისინი არ არიან ყაჩაღები, პოლიტიკოსები არიან, ელიტადან. არ მივცემთ უფლებას იცოცხლოს იმ ბოროტების გამო, რაც მან ჩეჩნეთში ხალხს მოუტანა” ,- განაცხადა გუდკოვმა. მისივე თქმით, კადიროვის მრჩევლებიც მიიჩნევენ, რომ ის სიცოცხლის შენარჩუნებას მხოლოდ ჩეჩნეთის მეთაურად დარჩენის შემთხვევაში შეძლებს. მანვე აღნიშნა, რომ თავადაც არ იცის, რას გეგმავს კრემლი კადიროვათნ დაკავშირებით.  

მეტი...

ავარია ლანჩხუთში – მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში –  ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ამავე მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა. სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელშიც 22 მგზავრი იმყოფებოდა,  მათ შორის ბავშვებიც, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრების ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია. ამასთან, საჭირო გახდა რამდენიმე დაშავებულის კლინიკაში გადაყვანაც.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

,,ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრუსელში, დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებენ ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ახლა მუშაობს მთავრობა. „დღეს ჩვენ მივემგზავრებით ბრუსელში. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრუსელში. დელეგაციას პირადად მე ვუხელმძღვანელებ, მინისტრებიც იქნებიან, ბატონი ეკონომიკის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ასევე, ბუნებრივია, გვექნება საუბარი იმ 12…

მეტი...

,,ვულოცავ ლიზ ტრასს პრემიერად არჩევას, ველი ერთად მუშაობას საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ელოდება ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად. „ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა – (mcm.ge)

მეტი...

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. ხმის მიცემის შედეგები ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე გამოცხადდა. ლიზ ტრასს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 236-მა დაუჭირა მხარი, სუნაკმა 60 359 ხმა მიიღო. ლიზ ტრასმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერებს. ლიზ ტრასი მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერი გახდა. ახალი პრემიერი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს.

მეტი...

,,ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები – დავუძახოთ ხალხს ქუჩაში”- შალვა ნათელაშვილი

,,ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები,  შეიქმნას ეროვნული მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული ხსნის კომიტეტი, დავუძახოთ ხალხს ქუჩაში,”- აღნიშნული სამპუნქტიანი სტრატეგია  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა წარადგინა. ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციამ გარკვეული პირადი ინტერესები უნდა დათმოს. „როგორც საყოველთაოდ ცნობილია, „ლეიბორისტული პარტიის“ თავგანწირულმა შრომამ რუსი დიქტატორ-ოლიგარქი, გვარს არ დავასახელებ, ყველამ იცით, მიიყვანა სანქცირების დასაწყისამდე. დღეს მთელი ქვეყნიერება-საქართველო და მსოფლიო ოპოზიციის პოზიციას ელოდება, რათა დავასრულოთ ეს საშინელი რეალობა, რომელიც ჩვენს თავს ტრიალებს. გთავაზობთ სამპუნქტიან სტრატეგიას, რამაც ჩვენს ქვეყანაში უნდა გაწმინდოს მომავლის ჩახერგილი გზები. 1. ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები. 2. შეიქმნას ეროვნული მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული ხსნის კომიტეტი. 3. დავუძახოთ…

მეტი...

,,ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, შეიძლება, თქვენი პოლიტიკური თითები ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ”- არჩილ თალაკვაძე მელიას

,,ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება და თურმე, რაღაც უნდა მოასწროს. ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება, ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას დღევამდელ განცხადებას. თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის პოლიტიკური საბოტაჟისთვის. „შეხედონ ჯანსაღ ოპოზიციას, რომლებიც პარლამენტში კარით დადიან. კარები ჩვეულებრივად იღება. ასე რომ, ფანჯრიდან პოლიტიკაში ნურც შემოსვლას ეცდებიან და ნურც გასვლას, ეს იქნებოდა მეგობრული რჩევა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ყუთიდან ამოღებული განცხადება, რომელიც სამ თვეში…

მეტი...

უკრაინა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების  სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა 15-კაციანი სია შეადგინა, რომელთა დასანქირებასაც უკრაინული მხარე ითხოვს. 15-კაციანი სიიდან 12 ქართველია, მათ შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტატე მამაცაშვილი,  ვანო ჩხარტიშვილ, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი. ცნობისთვის, სანქციების სამუშაო ჯგუფში შედიან ჯონ ჰერბსი – აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ასევე დევიდ კრამერი, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მეტი...

,,რადიკალიზაციას ვერანაირად ვერ წავახალისებ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები”- პაპუაშვილი

,,რადიკალიზაციას ვერანაირად ვერ წავახალისებ და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა განმარტება გააკეთა თუ რატომ არ ესწრებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას. მისი თქმით, კონფერენციას ესწრებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ასეთი განხილვა იყოს. რაც შეეხება ჩემ მონაწილეობას ამ კონფერენციაში, აქ არის ერთი ასპექტი, რომელიც ვნახეთ, მათ შორის დღეს – ამ კონფერენციის დაწყებისას გაკეთდა კომენტარები, მაგალითად, „ევროპული…

მეტი...

,,ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა, ეს მართლაც უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელმაც  ბოლო 7 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა, ეს მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდაა მთელ მსოფლიოში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად, 40.% ით არის გაზრდილი ექსპორტი, ფულადი გზავნილები კი 46.8 %-ით არის გაზრდილი და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა. „მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ წინა კვირას უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელმაც შეადგინა 10,3% ბოლო 7 თვის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდა მთელს მსოფლიოში. თქვენ კარგად მოგეხსნებათ, რომ ძალიან…

მეტი...

,,წინა ხელისუფლების დროს რეალურად დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა და საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030, დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2014 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის პირველად დამტკიცდა და მაშინ ამ დოკუმენტზე ექსპერტი თომას ჰამერბერგი მუშაობდა. „მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს პირველად იქნა დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ დოკუმენტზე ასევე მუშაობდა ექსპერტი, ბატონი თომას ჰამერბერგი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ზოგადად ამ სფეროში, ადამიანის…

მეტი...

,,დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს”- ვიოლა ფონ კრამონი

,,დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში,”-  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ბოლო კვირებსა და თვეებში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს. ,,საქართველოში ბოლო კვირებსა და თვეებში განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს. ეს ეხება მედიის თავისუფლებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, მედიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა აქტივისტებს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და კიდევ სხვა საკითხებს. ამას ემატება ერთი პიროვნების გავლენა, რომელიც ძალიან მდიდარია და რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას. ეს დემოკრატიისთვის კარგი არ არის. როდესაც გყავს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი როგორიც…

მეტი...

,,მთავარი პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია – არჩევნები 2024 წელს ჩატარდება”- შალვა პაპუაშვილი

,,ამ განცხადებაში რომელი წინადადება, აბზაცი, ან სიტყვა გულისხმობს დეპოლარიზაციას? ეს არის რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება-არჩევნები 2024 წელს ჩატარდება,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მთავარი პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია. ,,იმდენად ბანალური გახდა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იმდენად წინასწარ განჭვრეტადია, რომ რთულია ამაზე კომენტარი. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება, 12 რეკომენდაციაში პირველი გაწერა დეპოლარიზაცია, მეორე დღეს კი ჩატარდა აქცია, რომელმაც ულტიმატუმი წამოუყენა პარლამენტს. იმის ნაცვლად, რომ დეპოლარიზაციისკენ გადაედგათ ნაბიჯი, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისა და რადიკალიზმისკენ გადადგეს ნაბიჯი. ესეც იგივე განცხადებაა. ამ განცხადებაში რომელი წინადადება,…

მეტი...

,,წარსულს ჩავაბარეთ წლები, როცა ხდებოდა ტყეების გაჩეხვა, სპორტულ მოედნებზე სამშენებლო სამუშაოები”- კახა კალაძე

საბედნიეროდ, ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს, როცა ტყეების გაჩეხვა ხდებოდა, როცა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ხდებოდა, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას თბილისში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხანძარი მიზანმიმართულად გაჩნდა, რათა აღნიშნულ ტერიტორიებს სტატუსი მოეხსნას. „საბედნიეროდ, ჩვენ ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, როცა ტყეების გაჩეხვა ხდებოდა, როცა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ხდებოდა. ეს იყო ზუსტად თქვენი ხელისუფლების პირობებში, როცა ამას აკეთებდით და არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნეთ ჩვენ, პირადად მე, დედაქალაქს, რაც მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს დამოკიდებულება…

მეტი...

ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან, ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან, სავარაუდოდ, ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 8 პირი დაშავდა. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ორი თანამშრომელია. „5 სექტემბერს, ქაბულის დროით 10:50 საათზე, ქაბულში, რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების შესასვლელთან, უცნობმა მებრძოლმა აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი. დაშავებულები არიან ავღანეთის მოქალაქეებს შორისაც“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, ავღანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაბულში რუსეთის საელჩოს შესასვლელთან და დასძინა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებულმა დაცვამ მოკლა.

მეტი...

,,საკუთარი თავისა და ოჯახის სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, კრიმინალები – იქ, სადაც საჭირო იყო”- კალაძე ივანიშვილზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად მიიღო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ტალახი ესროლოს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა არაფერი გამოუვათ. „ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, კრიმინალები, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ადამიანების წამებით, ადამიანების გაუპატიურებით საპყრობილეში, იმ უმძიმესი მოპყრობით. სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს იმ რეალობის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში იმ წლების განმავლობაში. ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოსულიყო პოლიტიკაში და მთელი…

მეტი...

,,груსული ოცნება ნაწილი პირველი – სკრიპალების საქმე”- გოგაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში გოგაშვილი  ე.წ. სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. ,,груსული ოცნება ნაწილი პირველი – სკრიპალების საქმე. ქართული ოცნება არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია. რა თქმა უნდა ე.წ. დეპუტატებს ყველას ამას არც ეტყვიან. ამიტომაც მზად არიან “დაიგინონ”, ამიტომ იმათთვის, ვინც ჯერ ისევ მზად არის ,,დაიგინოს’’. ვურჩევ გაეცნონ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას. ალბათ ყველას გახსოვთ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების “ნოვიჩოკით“ მოწამვლის ამბავი. მაშინ მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა თანამეგობრობამ გადაწყვიტა მკაცრი პასუხი გაეცათ რუსეთისთვის. სოლიდარობის ნიშნად მათ რუსეთის…

მეტი...

,,ქვეყნის მტერი, ვითომ მეგობრულად შერაცხილები” -კალაძე ევროპარლამენტარებზე, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ

კითხვაზე, დეოლიგარქიზაციის პროცესი არის თუ არა აუცილებელი ევროკავშირისკენ სწრაფვისთვის, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად არის საჭირო. „ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან განცხადებები არაერთხელ გაკეთდა. მე ახალს ვერაფერს ვიტყვი. მოთხოვნები, რაც ქვეყნისთვის სტატუსის მისაღებად იყო მოწოდებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს. ვინც ამას ამბობს, არის ქვეყნის მტერი, ვითომ მეგობრულად შერაცხილები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, ჩვენ ევროპული კურსიდან არასდროს გადაგვიხვევია. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების, უვიზო მიმოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება აბსურდია”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, არის აბსურდი, რადგან არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, კონსტიტუციის შესაბამისად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მერის თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში არ არის, კრიზისი აქვს ოპოზიციას და კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობას“. „პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას აქვთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.  

მეტი...

„ქართული ოცნება” როგორც პრორუსული ძალა, არ მიდის არსად, სადაც განიხილება საქართველოს ინტეგრაცია ევროპული მიმართულებით”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უმაღლესი რანგის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა ბოლო წლების განმავლობაში. ვაშაშის თქმით, ის, რომ „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს ამ ტიპის ფორუმებს, ნიშნავს იმას, რომ „ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“. „ეს არის უმაღლესი რანგის კონფერენცია, რომელიც საქართველოში ჩატარებულა ბოლო წლების განმავლობაში. სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპარლამენტი – ყველა ის ადამიანი არის აქ, ვინც მუშაობს რეგიონალური უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მთავარი თემა არის ის, რომ თუ „ქართული ოცნება“ კვლავ ბოიკოტს უცხადებს მსგავსი ტიპის კონფერენციებსა და ფორუმებს, ნიშნავს იმას, რომ ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.…

მეტი...

,,შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები”- ნიკა მელია

,,შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად. „30 წლის წინ საქართველომ დიდი ბრძოლით თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას და განაგრძო სვლა ევროპისკენ. ეს სვლა ხან უფრო სწრაფი იყო, ხან უფრო ნელი, მაგრამ დღევანდელ დღემდე, ეს სვლა არასოდეს შეჩერებულა, თუმცა შეჩერებულია ახლა, ახლა, როდესაც ევროპული პერსპექტივა ისე ახლოსაა, როგორც არასოდეს, მაგრამ ჩვენ, ბედის უკუღმართობით, გვყავს რუსული ოცნების მთავრობა, რომელიც გვექაჩება უკან, იმპერიული რუსეთისაკენ. ხალხის ნება კი არის ევროპა. ამ…

მეტი...