,,ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს ძალადობრივი დაშლა ყოველთვის სიკვდილთან ჭადრაკის თამაშს ნიშნავს”- დიმიტრი მედვედევი

,,დასავლელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტით ისარგებლონ და რუსეთს დაშლისკენ უბიძგონ, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი “ტელეგრამში“ წერს. მედვედევის თქმით, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს ძალადობრივი დაშლა ყოველთვის სიკვდილთან ჭადრაკის თამაშს ნიშნავს. “მაგრამ ასეთი მცდელობა მართლაც უკიდურესად საშიშია და მისი სათანადოდ არშეფასება არ შეიძლება. ეს “მეოცნებეები” განზრახ უგულებელყოფენ მარტივ აქსიომას: ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს ძალადობრივი დაშლა ყოველთვის სიკვდილთან ჭადრაკის თამაშს ნიშნავს, რომელშიც ცნობილია ზუსტად როდის იქნება ქიში და შამათი. კაცობრიობის განკითხვის დღე“, – აღნიშნა მედვედევმა.

მეტი...

,,თავისი მასშტაბებით წარმოადგენს საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას”- თორნიკე რიჟვაძე ხელოვნურ კუნძულზე

,,ეს არის პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით წარმოადგენს საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას,”- ამის შესახებ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, ამ პროექტის მიმდინარეობისას, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში არაერთხელ ისაუბრებენ. „დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ რეგიონისთვის და შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას. პროექტის, რომელიც როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ტურიზმის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დღიდან პროექტის დაანონსებისა, ბევრს არ სჯეროდა, ბევრი სკეპტიციზმი მოვისმინეთ, თუმცა, გათვალისწინებით საერთაშორისო კომპანიებისა, გათვალისწინებით იმ ძალიან დიდი ნდობის და პროექტის…

მეტი...

,,ჩემი დროც დადგა”- კადიროვი შესაძლოა გადადგეს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გადადგომას აანონსებს. მისი თქმით, თანამდებობაზე ძალიან დიდხანს იმყოფება და დაიმსახურა ხანგრძლივი შვებულება. „მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ თურმე მე ვარ „დღეგრძელი“ რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მოქმედ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონაც შევამჩნიე, რომ ძალიან დიდ ხანს შემოვრჩი. მიმაჩნია, რომ სავსებით დავიმსახურე უვადო და ხანგრძლივი შვებულება. ვიმედოვნებ, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, – განაცხადა კადიროვმა. კადირვის თქმით, მისი წასვლის დროც დადგა. „ჩვენ კავკასიელებს გვაქვს გამოთქმა: როგორი პატივსაცემი და სასურველიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა. ვიდრე არ გამაგდეს. როგორც აღმოჩნდა, მე…

მეტი...

„ამბასადორ ბათუმი აილენდის“ პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას”- პრემიერი

ჩვენ დღეს ვიწყებთ უნიკალურ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში, ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში სულ მცირე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება. „მინდა, ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენ დღეს ვიწყებთ, მე ვიტყოდი, უნიკალურ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ,…

მეტი...

რუსული სკოლა ბათუმში – განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნის შესახებ. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ School Club Georgia არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. როგორც მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.  ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას”- ღარიბაშვილი

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარებისა, ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. „ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში, მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. დღეს ჩვენს ქვეყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც შექმნის…

მეტი...

რუსეთი აშშ-ისგან 56 ვიზას ითხოვს

რუსეთის ფედერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს 56 ვიზას სთხოვს. ვიზები საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და დელეგაციის სხვა წევრებისთვისაა მოთხოვნილი, რომლებსაც ნიუ-იორკში, მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეკრებაზე გამგზავრება სურთ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, წერილი რუსეთის ფედერაციამ გაერო-ს გენერალურ მდივნს – ანტონიო გუტერეშს გაუგზავნა.  

მეტი...

ხმაურიანი მანქანით გადაადგილება დასჯადი ხდება

შსს სატრანსპორტო საშუალებებზე სანქციებს ამკაცრებს. კანონპროექტი უკვე მზადაა და საკანონმდებლო ორგანოს შეკრებას ელოდება. თუ  სატრანსპორტო საშუალების ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ცვლილებების “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი  შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. ასევე, იზრდება სანქცია სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენებასა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენებაზე. ჯარიმა 2 000 ლარი იქნება. ქმედების განმეორებით ჩადენა კი 2 500 ლარით დაჯარიმდება.  

მეტი...

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები იზრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”  შესატანი ცვლილებების პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული ჯარიმები მკაცრდება. შსს-ის კანონპროექტით,  სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე, სანქცია იზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, რაც  300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.  თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება. სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას…

მეტი...

დაბურული მანქანის მართვა  500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”  მომზადებული ცვლილებებით, სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე სანქციები იზრდება. ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და მას პარლამენტს პირველივე სხდომაზე წარუდგენენ. კანონპროექტის მიხედვით, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებისა ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება – სანქცია 500-დან (პირველ ჯერზე) 1000 ლარამდე (მეორე ჯერზე) იქნება. გარდა აღნიშნულისა,  მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას, აღარ იქნება გათვალისწინებული და ამ შემთხვევაშიც სანქცია 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება. სანქცია წესდება მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს…

მეტი...

„გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს“ – შარლ მიშელი

რუსული „გაზპრომის” მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის განუსაზღვრელი ვადით წყვეტას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორც შარლ მიშელი აცხადებს, გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს. „გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას,” – აცხადებს მიშელი. „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუწყვიტა

მეტი...

ყვარელში ისევ ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები ავიაციაც ჩაერთო. შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.  

მეტი...

აჭარასა და შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 2 პირი დააკავეს, 1 პირი კი ამხილეს. „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების და შეძენა-შენახვისა ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ასევე ამოღებულია ნ.ტ.-ის მიერ კუსტარულად გადაკეთებული იარაღები. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – აცხადებენ უწყებაში. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ,…

მეტი...

უკრაინელებმა რუსული ცოცხალი ძალა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ზაპოროჟიეს მიმართულებით მიმავალი რუსების ცოცხალი ძალა გაანადგურეს. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, რუსული  სატვირთო მანქანების კოლონა, რომელთაგან ერთი დაღუპულთა ცხედრებით იყო სავსე, ბერდიანსკისკენ მიემართებოდა, სადაც კრემატორიუმი იყო განთავსებული. უკრაინული მხარე ასევე აცხადებს, რომ მათ მოიგერიეს თავდასხმები ბახმუტსკოეს, კოდემას, ზაიცევოს, ავდეევკას, მარინკასა და ვრემოვკას მიმართულებით. გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა 40-ზე მეტი გაფრენა განახორციელა, რომლის დროსაც განადგურდა მტრის რამდენიმე სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი.

მეტი...

ბორის ჯონსონს, დიდი ალბათობით ლიზ ტრასი შეცვლის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.  „კონსერვატიულმა პარტიამ“ დაასრულა ლიდერის არჩევნები, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ლიდერობს. ლიზ ტრასი თავიდანვე განიხილებოდა ბორის ჯონსონის შემცვლელად. 47 წლის ტრასი გამოკითხვებში ყველა ეტაპზე ლიდერი იყო. როგორც მომავალი პრემიერი აღნიშნავს, პირველი ლიდერი, რომელთანაც ის პრემიერ-მინისტრის რანგში ის პირველი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.  

მეტი...

პრეზიდენტი ერთსიტყვიანი გზავნილების ტრენდს შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უერთდება მსოფლიო ლიდერების ერთგვარ კამპანიას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება. სოციალურ ქსელებში ლიდერები მხოლოდ ერთ სიტყვას წერენ და ამით ერთგვარ ტრენდს ქმნიან. „დამოუკიდებლობა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. რაც შეეხება სხვა ლიდერებს,  ჯო ბაიდენის გზავნილია „დემოკრატია“; უკრაინის პრეზიდენტის – „თავისუფლება“; „ნასა“ – „სამყარო“; „ვაშინგტონ პოსტი“ – „ნიუსი“.

მეტი...

ჯო ბაიდენი, უკრაინისთვის სასწრაფოდ 11,7 მილიარდის გამოყოფას ითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს თხოვნით მიმართავს, უკრაინის დასახმარებლად, დამატებით, ე.წ. სასწრაფო დახმარების სახით 11,7 მილიარდი დოლარი გამოყოს. ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ვრცელდება. „ჩვენ, ყველანი შევკრიბეთ მსოფლიო უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ჩვენი დემოკრატიის დასაცავად. არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მხარდაჭერა დასრულდეს“, – აღნიშნავს თეთრი სახლის წარმომადგენელი, რომელიც ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.

მეტი...

უკრაინის ომში დაღუპული ქართველი ჩამოასვენეს

ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. გელა გოგიას ცხედარს აეროპორტში  მოქალაქეები, ახლობლები ნათესავები დახვდნენ და პატივი მიაგეს. გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა ის, 26 აგვისტოს, რუსული სარაკეტო დარტყმების მსხვერპლი გახდა. გელა გოგია აფხაზეთის ომშიც იბრძოდა და ბოლო პერიოდში უკრაინაში ცხოვრობდა. დაღუპულ მებრძოლს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, შემდეგ კი სენაკში გადაასვენებენ.

მეტი...

„გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუწყვიტა

რუსული „გაზპრომი“ ევროპას ბუნებრივ აირს არ აწვდის. აღნიშნულის მიზეზად კომპანია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ არსებული გაუმართაობას ასახელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საკომპრესორო სადგურზე ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა და შესაბამისი ზომების მიღება გაწყვიტეს. „გაზპრომმა“  წერილი გაუგზავნა Siemens Energy AG-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, სადაც არსებულ საკითხზეა საუბარი.

მეტი...