აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდების გაორმაგებას გეგმავს

უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის დასანქცირების გამო, აზერბაიჯანი გეგმავს ევროპას უფრო მეტი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, ტრანსადრიატიკული გაზსადენის – TANAP-ის სიმძლავრე გაორმაგდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას განვახორციელებთ. აღნიშნულისთვის კი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მთავარია  პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტექნიკური ღონისძიებები და რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის გამშვები შესაძლებლობა შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს, რომლის გაზრდას 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე ვგეგმავთ“ ,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე. ბაქოს სურვილია, 10 მილიარდ კუბურ მეტრიდან მიწოდება 20 მილიარდამდე გაიზარდოს.  

მეტი...

მოქალაქეობის მიღების თხოვნით საქართველოს რუსეთის 3 265-მა მოქალაქემ მიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქეობის მსურველ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სულ შემოსულია 3 265 მოთხოვნა. „პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ  პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა. სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილ იქნა რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს…

მეტი...

„მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები… სად იქნება ამ დროს საქართველო?“ – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესს 3-4 წელი დასჭირდება. ევროდეპუტატი აქვე სვამს კითხვას, სად იქნება ამ დროს საქართველო. „თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ. ეს პრობლემაა დეოლიგარქიზაცია და რას ნიშნავს ის  საქართველოში.  ყველამ იცის, თუ  რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ამაში ახალი არაფერია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკ​თან, უკრაინას – იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს პრობლემა. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში…

მეტი...

აფეთქების შედეგად დაშავებული დედისა და ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

დიდ დიღომში. ე.წ. ბენდუქიძის  საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაშავებული დედისა და ჩვილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმე რჩება. ჩვილი იაშვილის სახელობის ბავშვთა  კლინიკაშია მოთავსებული და ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. 30 წლის დედა კი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რეანიმატოლოგის განცხადებით, ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა და კრიტიკულად მძიმეა. „მდგომარეობა შეფასდა კრიტიკულად მძიმედ. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში გადის. მას სხეულის სხეულის უნივერსალური დამწვრობა აქვს  მეორე და მესამე ხარისხის, ასევე,  სასუნთქი თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,” – განმარტავს რეანიმატოლოგი გიორგი ბენიძე. დიდ დიღომში შემთხვევა გუშინ მოხდა.  

მეტი...

უკრაინამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინამ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა. აკრძალვა ე.წ. შავი სიის გაფართოებას ეხება. „შავ სიაში,“ დამატებით, 99 ფიზიკური და 178 იურიდიულ პირი მოხვდა. მათ შორის, პრეზიდენტ პუტინის ქალიშვილები. სიაში ასევე ირიცხებიან:  რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელი პირები, საწარმოების დირექტორები და ის ადამიანები რომლებიც ახალისებენ ამართლებენ და ახალისებენ უკრაინაში საომარ მოქმედებებს.

მეტი...

ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული

2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი შემდეგ პროდუქციას უჭირავს: თხილი – აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტის ღირებულებამ 45.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. თხილის ექსპორტი 35 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც 33.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული. ატამი და ვაშლატამა – ექსპორტის…

მეტი...

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. „საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

მეტი...

,,მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების დროა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით,ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს. „მტკიცედ მჯერა, რომ მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების დრო არის ახლა. გაზის ფასზე ლიმიტი შეიძლება შემოთავაზებული იყოს ევროპულ დონეზე და ასევე არსებობს სამართლებრივი საფუძველი ევროპულ დონეზე მოგების დროებით შესაჩერებლად, როგორც საგანგებო ზომა არსებული კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  

მეტი...

,,ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, აკრძალეს არტისტები რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას”- მაქსიმ გალკინის კონცერტი გაუქმდა

თბილისში, სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს დაგეგმილი მაქსიმ გალკინის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბილეთები ჯი” სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ბილეთები ჯი” კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ  3 კონცერტის ორგანიზატორს, დარბაზებმა უარი უთხრეს ღონისძიების ჩატარებაზე. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. ,,ამ დღეებში გახდა ცნობილი რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე. ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და…

მეტი...

„კუზიანს სამარე გაასწორებს“, ჩვენ უნდა გავთხაროთ სამარე “ქართული ოცნებისთვის”- გიორგი ვაშაძე

,,პირდაპირ გეუბნებით: „კუზიანს სამარე გაასწორებს“, ჩვენ უნდა გავთხაროთ სამარე “ქართული ოცნებისთვის”, თუ გვინდა, გადავრჩეთ, წინ წავიდეთ,”-  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს  დისტანცირდეს ,,ქართულის ოცნებიდან” წასული დეპუტატებისგან, რაც მისივე განმარტებით, ეს არის ერთი სცენარის მეორე ფაზა. ,,ეს არის დადგმული თამაში, სამწუხაროდ, ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს, გარკვეულ თამაშებს გეგმავს. ეს არის ერთი სცენარის მეორე ფაზა. პირველი ფაზის შინაარსი იყო, რომ ერთგვარად მხარი დაეჭირათ იმ განდგომილებისთვის, რომელთან ერთადაც პარტიას აკეთებენ კიდევ სხვა პრორუსი აგენტურული ქსელები, რომ ისინი არ გატეხილიყვნენ ამ ორი თვის…

მეტი...

დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ილტოზაში სახლი დაიწვა

დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ილტოზაში სახლი დაიწვა. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაზეე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ცეცხლი სახლზე სავარაუდოდ თივის დაწვის შედეგად გადავიდა. მისივე თქმით, არსებობდა ხანძრის მეორე სახლზე გადასვლის საშიშროება. ფერაძის ინფორმაციით, სახანძრომ მისვლა დაიგვიანა და ადგილობრივები საკუთარი ძალებით, სათლებით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას.

მეტი...

ლუკაშენკოს დაქირავებულ მებრძოლებს უკრაინაში დივერსიების მოსაწყობად ამზადებენ – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კერძო სამხედრო რუსული ორგანიზაცია “ვაგნერის” წევრები, დაქირავებული ბელარუსული დაჯგუფების წევრებს, უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიების მოსაწყობად ამზადებენ. არსებული ინფორმაციით, “ვაგნერის” დაჯგუფება ბელარუს მებრძოლებს უკვე ერთი თვეა ავარჯიშებს. სავარაუდოდ, ისინი უკრაინელი სამხედროების ფორმას გამოიყენებენ. ამასთან,8-დან 14 სექტემბრამდე უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონების საზღვრებზე რუსეთის, ბელარუსის და “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” ერთობლივი სამხედრო წვრთნებია დაგეგმილი.

მეტი...

,,პრეზიდენტმა კელი დეგნანის ხაზი გააგრძელა, ვის უნდა საქართველოში ომიო და თან უკრაინის ხელისუფლების სოლიდარობაზე მოგვიწოდებს”- ყაველაშვილი

,,პრეზიდენტმა კელი დეგნანის ხაზი გააგრძელა, ვის უნდა საქართველოში ომიო და თან უკრაინის ხელისუფლების სოლიდარობაზე მოგვიწოდებს,”- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასულმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი მსაჯულივით საუბრობს. „პრეზიდენტი რას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტის წევრს და ქვეყნის მოქალაქეს კითხვის დასმის უფლება არ მაქვს? თუ მაქვს, მაშინ შინაარსში გამომყვეს. გუშინ, პრეზიდენტმა კელი დეგნანის ხაზი გააგრძელა, ვის უნდა საქართველოში ომიო და თან უკრაინის ხელისუფლების სოლიდარობაზე მოგვიწოდებს. უკრაინის მიმართ საქართველოს მოსახლეობა პირველივე დღიდან სოლიდარული ვართ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ომში ჩართვას რომ მოგვიწოდებდნენ, ვინმემ საქართველოს პრეზიდენტის პასუხი მოისმინა,…

მეტი...

,,ქვეყანა, რომელშიც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთთან არ და ვერ ლაპარაკობენ, დიდი ხიფათის ქვეშ არის”- დავით უსუფაშვილი

,,ცოდნიდან გეუბნებით და არა თეორიიდან, რომ ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური, ანუ პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური, ანუ პრემიერ-მინისტრი ერთმანეთთან არ და ვერ ლაპარაკობენ, ეს ქვეყანა დიდი ხიფათის ქვეშ არის,”– ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არ შეიძლება, თუ მათ შორის პრობლემაა, ვინმე არ თაობდეს ამ პრობლემის მოგვარებას. „როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ იყვნენ პრეზიდენტი და პრემიერი, რომელიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ამით ქვეყანა ზარალდებოდა. მათ შორის ელჩებთან დაკავშირებით, სტუმრებთან, კანონზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. არ შეიძლება, თუ მათ შორის პრობლემაა, ვინმე არ თაობდეს ამ პრობლემის მოგვარებას. პრეზიდენტი თუ თვლის, რომ…

მეტი...

,,სააკაშვილის რეჟიმის გამო, ყველას გვაქვს მენტალიტეტში განცდა, რომ გვისმენენ – ზურაბიშვილსაც გაუჩნდებოდა ეს განცდა”- ირაკლი ზარქუა

,,კი, ზურაბიშვილს გაუჩნდებოდა ეს განცდა, რომ უსმენენ. სამწუხაროდ, ეს ყველას გვაქვს მენტალიტეტში სააკაშვილის რეჟიმის გამო, სადაც ყველა ისმინებოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ  განაცხადა. ზარქუას თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანა არა აღქმებით, არამედ სამართლებრივად იმართებოდეს. „ქალბატონი ზურაბიშვილი მაგ დროსაც ცხოვრობდა საქართველოში, ისევე როგორც მთელი საქართველო და ის მოსმენები როგორ ხდებოდა გვახსოვს, შეიძლება ამის გამოძახილია და ამის აღქმაა. ამ კანონზე  მისი პოზიცია გვახსოვს, რომ სამართლებრივი შენიშვნა არ ჰქონდა. ეს რას ნიშნავს, რომ სამართლებრივად გამართულია კანონი, პოლიტიკური აღქმა მაქვსო და ამიტომ მინდა ვეტო დავადოო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა აღქმებით იმართებოდეს ქვეყანა, არამედ სამართლებრივად“,…

მეტი...

პროკურატურამ სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 აგვისტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა თანასოფლელს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მეტი...

მაშველებმა სოფელ მისაქციელიდან დაკარგული 4 წლის ბავშვი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა სოფელ მისაქციელში დაკარგული მცირეწლოვანი ბიჭი იპოვეს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შევიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, ოთხი წლის ბავშვი დაახლოებით ერთი საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ. მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს. პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

,,გვინდა, 19 სექტემბრისთვის მელიქიშვილზე საავტომობილო გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი”- კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. როგორც მერმა აღნიშნა, ამჟამად, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა ფაქტობრივად, დასრულებულია. „მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები, ფაქტობრივად, მთლიანად გამოცვლილია. კონკრეტული ადგილებია, სადაც დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის შეფუთვა მიმდინარეობს, რათა წვიმის დროს გადასასვლელს პრობლემები არ შეექმნას. გვინდა, 19 სექტემბრისთვის არსებული მონაკვეთი ქვედა ფენებში მოექცეს, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში, რათა გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. შემდეგ ეტაპზე ჩაიკეტება და სამუშაოები დაიწყება გზის იმ ნაწილზე, სადაც ამჟამად ავტოსაგზაო მოძრაობაა. ყველა სამუშაო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია – მიწისქვეშა კომუნიკაციების…

მეტი...

სისხლიანი დაპირისპირება თანასოფლელებს შორის – დაჭრილია ერთი ადამიანი

სისხლიანი დაპირისპირება დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტში – თანასოფლელმა თანასოფლელს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა,  ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.  დაჭრილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. შემთხვევა სოფელ ზემო ქედში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

მეტი...

,,პრეზიდენტს ჩვენი რომ არ ესმის, არ მიკვირს, რადგან მას საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არ ესმის”- გურამ მაჭარაშვილი

,,პრეზიდენტს ჩვენი რომ არ ესმის, არ მიკვირს, რადგან მას საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არ ესმის, რომელსაც არც ომი უნდა და არც დესტაბილიზაცია, არც რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი გამოსვლებით ხელს უწყობს ხოლმე,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნებიდან” გასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციაში გაწერილი პრეზიდენტის ფუნქციები, ვერ ისწავლა. ,,სამწუხაროდ, პრეზიდენტმა მისი ფუნქციები ვერ ისწავლა, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი. სალომე ზურაბიშვილის ყველა გამოსვლაში არა მისი ფუნქციების საჭირო განცხადებებია, არამედ მისიები მშვიდობასა და შერიგებაზე, რაც სამწუხაროდ, არ გამოსდის, რადგან მისი განცხადებები არა მშვიდობაზე, არამედ ესკალაციისკენ არის მიმართული. როგორც ჩანს, პრეზიდენტიც მიხვდა, რომ…

მეტი...

,,არიან გარკვეული ჯგუფები, ვინც ომის პროპაგანდას ეწევიან – კინკლაობის დრო არ გვაქვს”- ირაკლი ზარქუა

,,პრემიერმა თქვა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის მადლობელი ვართ, თუმცა იქ, სადაც საკრიტიკო იქნება, არ მოვერიდებით და გავაკრიტიკებთ, სადაც ჩვენი მხარდამჭერია, ესეც ცალსახად, ნათლად უნდა ითქვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების პოზიცია, მათი პოზიციაა და აშშ- ის საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის პინგ-პონგი პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს. „ოთხეულის პოზიცია მათი პოზიციაა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამერიკა ისევე, როგორც დასავლეთის ქვეყნები, ყველანი არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მშვიდობისთვის და ჩვენი განვითარებისთვის არაერთ პროექტში იღებენ მონაწილეობას. ე.წ. ოთხეულს რომ განსხვავებული…

მეტი...

,,რუსების 80 პროცენტი მხარს უჭერს ომს – აუცილებელია სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის“- დენის შმიგალი

,,ჩვენთვის აუტანელია იმის ყურება, რომ ზოგიერთი რუსი აქ ხალხს კლავს, აუპატიურებს, მეორე ნაწილი კი, მშვენივრად ცხოვრობს დასავლეთში, მიდის სამოგზაუროდ, დოლჩე ვიტა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის საზოგადოებისთვის აუცილებელია ცივი შხაპი, როგორიცაა, მაგალითად, სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის. „სამწუხაროდ, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს ჩვენს წინააღმდეგ ომს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პუტინის ომი არ არის. 200 000 რუსი სამხედრო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მათი ოჯახებიც კი არაფერს ამბობენ საწინააღმდეგოს. რუსეთის მოსახლეობა, საერთო ჯამში, მხარს უჭერს ამ ომს. რუსეთის საზოგადოებისთვის აუცილებელია ცივი…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური გზიდან არასდროს გადაუხვევია”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხვევია იმ გზიდან, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველო, ჩვენი ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. „საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია იმ გზისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული – ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ თანმიმდევრული, მივყვებით ყველა იმ განსახორციელებელ რეფორმას და გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია ამ მნიშვნელოვან და რთულ გზაზე. ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია. თუმცა, როდესაც ხდება არასწორი…

მეტი...

,,ბევრ სიბინძურეს ვითმენ, ცილისწამებას, ტალახის სროლას – კონკრეტულ ჟურნალისტს მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა”- კალაძე „ტვ პირველთან“ დავაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, მის მიერ დაწყებულ სამართლებრივ დავას გამოეხმაურა. მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ მედია კრიტიკით და არა ცილისწამებით უნდა იყოს დაკავებული. კახა კალაძის თქმით, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიღებულ თანხას ის ქველმოქმედებას მოახმარს. „ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ, ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. რაც ეთერში თქვა, იმის შესახებ კონკრეტულ ჟურნალისტს მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა. ჩემმა ადვოკატმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ. რაც შეეხება თანხას, თუ მას მივიღებთ, ის მიმართული იქნება ოჯახებისკენ, ადამიანებისკენ, რომლებსაც დღეს ყველაზე…

მეტი...

,,ძალადობას ახორციელებდა როგორც ღამბაშიძე, ბედოიძე, დვალიშვილი და პაპუნაც”- გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ძალადობაში ადანაშაულებს. მარტყოფლიშვილის თქმით, 16 ივლისს მათ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი შალვა ბედოიძე იყო და გოგაშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა. ,,გამთენიამდე იყო ჩემს ოჯახში. შალვა ბედოიძეს  მე ძალიან კარგად ვიცნობ, მისი ამოცნობა არ გამიჭირდება. ნიღაბი ეკეთა – შეიძლება ცხვირი, ტუჩი დამალო, მაგრამ თვალებს ვერ დამალავ. მე სპეცოპერაციის დროს მათ ვუყვიროდი: თვალებით ამოგიცნობთქო. ძალადობას ახორციელებდა როგორც ღამბაშიძე, ბედოიძე, დვალიშვილი და პაპუნაც. ტელეფონზე ესაუბრებოდა და ალბათ, ვახტანგ გომელაურს ესაუბრებოდა. ის დაბალი პოზიციის თანამშრომელს ხომ არ დაურეკავდა და ხომ არ მოახსენებდა, როგორი “წარმატებული” სპეცოპერაცია ჩაატარეს…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს ან ინფორმაციას არ აწვდიან, ან თავად არის რაღაც სხვა მოდელირებულ საქართველოში”- ირაკლი ზარქუა

,,პრეზიდენტის მხრიდან საგარეო კრიტიკას რაც შეეხება, მგონი, სალომე ზურაბიშვილს ან ინფორმაციას არ აწვდიან, ან თავად არის რაღაც სხვა მოდელირებულ საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, ისურვებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტად ინფორმირებული იყოს. „საკონსტიტუციო სარჩელი განპირობებული იყო იმით, რომ გაერო-ში ელჩის დანიშვნას გაუგებრობა მოჰყვა. ვთქვით, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეწყვიტა, რათა ინტერპრეტაციები არ მოჰყოლოდა. პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ელჩი დანიშნა. მგონია, რომ სასამართლო დისკუსია ბოლომდე უნდა მივიდეს, რათა ხვალ და ზეგ ანალოგიური შემთხვევა არ მოხდეს და სახელისუფლებო შტოს რომელიმე წარმომადგენელმა განსხვავებულად არ…

მეტი...

,,საზოგადოებას მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების სიებს, რომლებსაც სუს-ი მართავს და შავი სალაროდან ფინანსდებიან”- გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. გოგაშვილი იმ ენჯეოების და მედიის, ექსპერტ-მპოსტავების სიების გამოქვეყნებას აანონსებს, რომლებიც მისი მტკიცებით, სუს-ის მიერ იმართებიან. “ქოცპარტია და სუსი აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ საბოტაჟს. ამ მიზნით ისინი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ აძლევენ საშუალებას იყვნენ ჩართული რეალური რეფორმების პროცესში, რომელიც მოცემულია თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების სახით. ისინი იმიტირებულ სამუშაო ჯგუფებშიც კი ანაცვლებენ დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ისეთი ენჯეოებით (GONGO) რომლებიც სრულად კონტროლდებიან მათ მიერ. ასე ჩაანაცვლეს ISFED და საია ორი სხვა ორგანიზაციით საარჩევნო რეფორმების ჯგუფში და იგივეს აკეთებენ სახალხო დამცველის არჩევასთან…

მეტი...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 551 მოქალაქეს მიენიჭა

,,რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551 მოქალაქეს, ხოლო უკრაინის მხოლოდ 8 მოქალაქეს მიენიჭა,”-  ამის შესახებ ინფორმაციას ,,თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით,  2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად ჭარბობს. 2019 წელს საქართველოს მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარდა) 1 219 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 629-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს 1 342 მდე გაიზარდა. 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა. ,,2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე…

მეტი...

,,პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ოთხეულმა თავი ამოწურა,ვფიქრობ, მათი გზავნილები და წერილები დასრულდება”- ლევან იოსელიანი

,,პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ოთხეულმა თავი ამოწურა, ვფიქრობ, მათი ეს გზავნილები და წერილები დასრულდება” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანი ,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატებისგან რიტორიკის შერბილებას ელოდება. „პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როგორც მივხვდი, ამ ოთხეულმა თავის თავი ამოწურა და ვფიქრობ, მათი ეს გზავნილები და წერილები დასრულდება. მათ გამოსვლებს თავიდანვე უარყოფითად ვაფასებდი. კარგი იქნება, თუ ამას წერტილი დაესმევა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მეტი პატივისცემა იქნება გამოხატული. მთლიანობაში, ველოდები რიტორიკის შერბილებას, რადგან პრემიერის გუშინდელი განცხადება ამას ნიშნავდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. ,,პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ”- ირაკლი ღარიბაშვილი…

მეტი...

,,პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან”- პაატა მანჯგალაძე

,,პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებული არაა, რომ ელჩების დანიშვნის თაობაზე არსებულ დავაზე, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება. „პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან. ეს დავა მნიშვნელოვანი იქნება. დარწმუნებული არ ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან ბოლომდე თავისუფალი იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური უფლებები არ აქვს ელჩების დანიშვნისას. პრეზიდენტს შეუძლია, საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს და გადაწყვეტილება შინაგანი რწმენით მიიღოს“, – აღნიშნა…

მეტი...

პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი კი 20.8 პროცენტით გაძვირდა – ,,საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა სურსათის გაძვირებამ მოახდინა. საქსტატის ინფორმაციით, პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით არის გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 20.8 პროცენტი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 20.3 პროცენტი, ზეთი და ცხიმი – 19.8 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო – 18.7 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.6 პროცენტი, თევზეული – 13.6 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.1 პროცენტი, ხილი – 2.5 პროცენტი. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე –…

მეტი...

სოფელ გავაზში, თანასოფლელებს შორის  სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, თანასოფლელებს შორის  სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. თანასოფლელმა 45 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

მეტი...

2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები 8 464 პირიდან 72% რუსეთის მოქალაქეა

2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები 8 464 პირიდან 72% (6 075 პირი) რუსეთის მოქალაქეს წარმოადგენდა- ამის შესახებ ინფორმაციას ,,თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით,2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა 13 575 პირს მიენიჭა, საიდანაც 5 111 პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, ხოლო 8 382 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018-2022 წლებში , რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 428 პირი უკრაინის მოქალაქეს, 404 პირი – სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს წარმოადგენდა. 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს…

მეტი...

,,პუტინი შემოდგომასა და ზამთარში უკრაინაზე თავდასხმისთვის, ახალ ძალებს შექმნის”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ხელმძღვანელობა, ალბათ, ემზადება ახალი ძალების შესაქმნელად შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის წინააღმდეგ შეტევის გასაძლიერებლად. მათივე ცნობით, პუტინის განცხადება უკრაინაში “ანტირუსული ანკლავის” ლიკვიდაციის გეგმების შესახებ, ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი მაქსიმალისტურ გეგმაზე – დაიპყროს მთელი უკრაინა. ,,კალინინგრადის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზანია აღმოფხვრას ” ანტირუსული ანკლავი“, რომელიც ყალიბდება უკრაინაში და წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს რუსული სახელმწიფოსთვის. პუტინმა ანალოგიურად გამოიყენა „ანტირუსეთის“ კონცეფცია თავის 24 თებერვალს გამოსვლაში. პუტინის გამეორება „ანტირუსული“ სუბიექტის შესახებ, რომელიც სამხედრო გზით უნდა დაამარცხოს რუსეთის დასაცავად,…

მეტი...

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 22 მარტიდან დღემდე 131,4 მილიონი ლარის 8 651 სესხია გაცემული

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 131,4 მილიონი ლარის ღირებულების 8 651 სესხია გაცემული. მათივე ცნობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას. „აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, აწარმოონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი. სოფლის განვითარების სააგენტო გაცემული სესხის 12…

მეტი...

სასწავლო დაწესებულების ბუღალტერი ხელოვნურად იზრდიდა ხელფასს და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა

სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რომელიც მუშაობდა აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში ბუღალტრის თანამდებობაზე, სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, იგი 2019-2021 წლებში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 41 543 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მეტი...