,,რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს”- ლავროვი

,,რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა თავიანთი ამოცანების შესრულება შეძლონ,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისგან ობიექტურობას ელოდება. „ჩვენ სწორედ ობიექტურობას ველოდებით, თუმცა ყველა დანარჩენს, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ ვიზიტთან, მის მზადებასთან და მისი გართულების მცდელობებთან, აშკარად არ სურს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ობიექტური დასკვნები გააკეთოს“, – განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

სემეკმა „რუსთავის წყალი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „რუსთავის წყალი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ქ. რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტები. კომპანიას დაევალა მომდევნო თვეების განმავლობაში უზრუნველყოს განსაზღვრულ ვადებში საინვესტიციო პროექტების მოცულობის ზრდა და მათი განხორციელების ტემპის დაჩქარება.  ინვესტიციების განხორციელება ხელს შეუწყობს წყალმომარაგების ქსელის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ავარიების შემცირებას. შპს „რუსთავის წყალმა“ სექტემბრის ბოლომდე სემეკში დეტალური გეგმა უნდა წარადგინოს. აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ კომპანიისთვის დადგენილი 2021-2023 წლების ტარიფი იძლევა საშუალებას, შპს „რუსთავის წყალმა“ 2023 წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაზარდოს საინვესტიციო პროექტების მოცულობა და გააუმჯობესოს…

მეტი...

,,ქართული ოცნების“ ინიციატივა არის მიუღებელი, დესტრუქცია და საბოტაჟი”- ხატია დეკანოიძე ომბუდსმენის არჩევაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის შეფასებით,  სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მიუღებელია. მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს და კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ. ,,ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვალოს და სახალხო დამცველის არჩევას ერთი ხელოვნური რგოლი დაუმატონ, რაც გულისხმობს, რომ თურმე, „ქართული ოცნების“ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანდიდატები უნდა შეარჩიონ და შეაფასონ, არის მიუღებელი, დესტრუქცია და საბოტაჟი 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით. „ქართულ ოცნებას“ სურს, სახალხო დამცველი არ იყოს დამოუკიდებელი და იყოს მათ მიერ შერჩეული. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ირპენში ჩავიდა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ირპენში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ზელენსკი, იმ სკოლას ეწვია, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს და უკრაინელებმა სრულად აღადგინეს.

მეტი...

რუს მილიარდერს, ვიაჩესლავ კანტორს იტალიაში 11 ვილა დაუყადაღეს

იტალიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს, ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა დაუყადაღა. ვილები სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე პორტო როტონდოში მდებარეობს. ვიაჩესლავ კანტორს  პერსონალური სანქციები ევროპამ აპრილში დაუწესა და მისი აქტივების კონფისკაცია მოითხოვა.  

მეტი...

,,სახელმწიფოს ამ ადამიანისთვის არაფერი დაუკლია, პირიქით, აკეთებს ყველაფერს“- ბრეგაძე სააკაშვილზე

 იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით,  სახელმწიფო სამხარაულის ბიუროსთვის მიმართვას მიხეილ სააკაშვილისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად. მისი თქმით, სახელმწიფომ  ყველაფერი გააკეთა, რომ დაცული იყოს სააკასვილის  ჯანმრთელობის უფლება. „ეს ადამიანი რამდენიმე თვეა, იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და მის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს პერსონალი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს და გვინდა მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება იმისთვის, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. სააკაშვილს პატიმრობის პერიოდში არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, მას ეს დახმარება გაეწია. როდესაც ვინმე საუბრობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა…

მეტი...

,,მერია მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 18-21 წლის მოქალაქეებს ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას ვაუჩერით დაუფინანსებს”- კახა კალაძე

თბილისის მერიამ მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 18-21 წლის მოქალაქეებს ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას არამატერიალიზებული სახით, ვაუჩერით დაუფინანსებს, ვაუჩერის ღირებულება, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, თვეში 500 ლარი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის ბენეფიციარი იქნებიან, თბილისში რეგისტრირებული 18-დან 21 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკამდე ბოლო ერთ წელი თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები იყვნენ. „სიახლეს ეხება მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით დახმარებას, მხარდაჭერას. თქვენ იცით, რომ პრობლემას წარმოადგენს როდესაც…

მეტი...

ცვლილებების თანახმად, მშენებლობადამთავრებული ობიექტების, გარკვეული პირობებით, ექსპლუატაციაში მიღება ხდება შესაძლებელი

დედაქალაქის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამის კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, იცვლება 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესი. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში ისეთი შენობა-ნაგებობების მიღება, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით. მისივე განცხადებით, ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს. „როგორც იცით, დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობადამთავრებული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებულები დღემდე. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში…

მეტი...

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ. „თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით  ჩაირიცხნენ   ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  ან დოქტორანტურის   აკადემიურ საფეხურზე,  აქვთ   აქტიური სტუდენტის სტატუსი და კანონმდებლობით დადგენილი  წესით  არიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან  მრავალშვილიანი  ოჯახის წევრები ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.…

მეტი...

რა ღირს ცხოველის ჩიპირება და ტატუირება და რა ვალდებულება ეკისრება მეპატრონეს?

შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.  გარდა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებისა, ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მნიშვნელოვანია თავად ცხოველისთვისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტო საინფორმაციო მასალას ავრცელებს. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ყოველი სამი შინაური ცხოველიდან, ერთი მათგანი იკარგება, მისი სიცოცხლის განმავლობაში. იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველის პოვნის ალბათობა კი გაცილებით მაღალია. რატომ? გავყვეთ თანმიმდევრობით. რას ნიშნავს იდენტიფიკაცია? იდენტიფიკაცია ნიშნავს ცხოველის იდენტიფიცირებას სამი სხვადასხვა საშუალებით. იდენტიფიკაციის საშუალებებია: ა) ჩიპირება, რომლის დროს ხდება ცხოველის კანქვეშ მიკროჩიპის მოთავსება. ბ) ტატუირება გ) ყურზე საჭდისა და ამასთანავე, ყელსაბამის გაკეთება. რა არის მიკროჩიპი…

მეტი...

ახალგაზრდა ქალი, სხეულის კრიტიკული დამწვრობით – აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლამდე ქალის ჯანრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დიდ დიღომში, “ბენდუქიძის დასახლებაში” მომხდარი აფეთქების შედეგად ოჯახის სამი წევრი დაშავდა. დედა-შვილის მდგომარეობა კი განსაკუთრებით რთულია. როგორც ექიმი-რეანიმატოლოგი ქეთევან თარგამაძე განმარტავს, დაშავებული ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. „ქალი იმყოფება რეანიმაციაში. საუბარია ახალაგაზრდა ქალბატონზე, რომელსაც მიღებული აქვს კრიტიკული დამწვრობა. დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. ტრავმა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს“ – განმარტავს რეანიმატოლოგი. რაც შეეხება შვილს, ის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დიდ დიღომში აფეთქება გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ქირით ცხოვრობდნენ და ბინაში 2 დღის გადასულები იყვნენ.

მეტი...

უკრაინაში ლიკვიდირებულია 49 000-მდე რუსი სამხედრო

უკრაინული მხარე ქვეყანაში განადგურებული რუსი სამხედროებისა და მათი შეიარაღების შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც თავდაცვის გენერალური შტაბში აცხადებენ, 24 თებერვლიდან დღემდე ლიკვიდირებულია 48 350 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული. გენშტაბის ინფორმაციით, 450 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია გასულ ღამეს მოხდა. „მტრის საერთო დანაკარგი მოიცავს 1997 ტანკს, 4345 ჯავშანმანქანას, 1115 საარტილერიო სისტემას, 287 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 153 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 205 ვერტმფრენს, 3239 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 851 უპილოტო საფრენ აპარატს, 104 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“ – განმარტავენ გენერალურ შტაბში.  

მეტი...

„ხბოების რეგლამენტის“ დამტკიცებაზე სეს-ი განმარტებას აკეთებს

„ხბოების რეგლამენტის“ დამტკიცებასთან დაკავშირებით რომელსაც მთავრობამ ხელი მოაწერა, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც „ხბოების კეთილდღეობის“ დოკუმენტის სახელით გავრცელდა და სოციალურ ჯგუფებში საქილიკო თემად იქცა. „გარკვეული მედიასაშუალებების მიერ „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცება სრულიად არაადეკვატურად იქნა აღქმული და გააზრებული, რაც საზოგადოებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ჩრდილს აყენებს და ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“ – აცხადებენ უწყებაში. როგორც სეს-ში განმარტავენ, დოკუმენტის მიღება საქართველოს ევროკავშირის ვალდებულება იყო ევროკავშირის წინაშე. „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება,…

მეტი...

ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა, რომელიც სახლში აფეთქდა, მდგომარეობა მძიმეა. ჩვილი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს სხვა მძიმე დაზიანებებთან ერთად, დამწვრობაც აქვს მიღებული. შემთხვევა დიდ დიღომში მოხდა. ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, სადაც ერთ-ერთი ბინა აფეთქდა. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. დაშავებულები არიან ბავშვის მშობლებიც, რომლებიც ასევე კლინიკაში გადაიყვანეს. დიდ დიღომში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები  

მეტი...

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები  

დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის სახლებში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება, თუმცა, დეტალები უცნობია. არსებული ინფორმაციით არიან დაშავებულები. აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი ბინა და ასევე, ეზოში გაჩერებული ავტომანქანები. აფეთქების შედეგად ოჯახი 3 წევრი დაშავდა. მათ შორისაა მცირეწლოვანი ბავშვი. აფეთქება კი გამთენიისას მოხდა.

მეტი...

„ჯერჯერობით უცნობია, რასთან გვაქვს საქმე“ – ბიძინა კულუმბეგოვი ე.წ. პომიდვრის ვირუსზე

ე.წ. პომიდვრის ვირუსის ინდოეთის რამდენიმე შტატში დაფიქსირდა. მისი გლობალური გავრცელება არ მომხდარა, თუმცა, მედიკოსებისთვის აუხსნელია, რასთან აქვთ საქმე. როგორც ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, შემთხვევები ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება. „ჯერჯერობით, ბოლომდე აუხსნელია, რასთან გვაქვს საქმე. “პომიდვრის ვირუსს“ იმიტომ ეძახიან, რომ ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე გარკვეულ ეტაპზე პომიდვრის მსგავსია. დაახლოებით, პომიდვრით რომ დაისვაროს ადამიანი, ასეთი ეფექტი აქვს და ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება“ – აღნიშნა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავართან.“ მისი შეფასებით, შესაძლებელია, ეს ვირუსი საქართველოში გავრცელებული ვირუსის ერთ-ერთი განშტოება იყოს. „ჩვენთანაც არის ახლა მაღალი გავრცელება ისეთი ვირუსის, როგორიცაა პირის, ხელისა და ფეხის დაავადება, რომელსაც „კოქსაკის…

მეტი...

„ჩვენთან ვაქცინაციის საჭიროება არ არის, თუმცა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – ბიძინა კულუმბეგოვი „მაიმუნის ყვავილზე“

საქართველოში მაიმუნის შემთხვევის გავრცელება არ ფიქსირდება, თუმცა, ევროპასა და ამერიკაში ინფირცირება მზარდია. როგორც ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ზოგიერთ ქვეყანაში რისკის ჯგუფების ვაქცინაციასაც კი იწყებენ. „საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. შიდა გადაცემას საქართველოში ადგილი არ ჰქონია, რაც, პრაქტიკულად, ინფექციის მართვას ნიშნავს. როგორც კი გამონაყარის საეჭვო ვითარება დაფიქსირდება, ქვეყანაში არსებობს ტესტირებისა და შემთხვევის გამოვლენის საშუალება. ლუგარის ცენტრი ამაზე რეაგირებას ძალიან სწრაფად მოახდენს. თუ მსოფლიოზე ვისაუბრებთ, შემთხვევები საკმაოდ ბევრია. ამ შემთხვევაში, აშშ არის გენერატორი 17 000 შემთხვევით.   ევროპის მასშტაბით კი 16 000-ზე მეტი ინფიცირება ფიქსირდება. ამ ეტაპისთვის, ეს ინფექცია ძირითადად…

მეტი...

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, გერმანია არ აპირებს, რუსეთს სანქციები გაუუქმოს

ზამთრის პერიოდში, გაზრდილი გადასახადების ფონზე, რაც გამოწვეულია რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებით, გერმანია არ აპირებს, ოკუპანტ ქვეყანას სანქციები მოუხსნას. „ზამთარი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს დიდი გამოწვევა გველოდება. ხალხი გამოვა ქუჩაში და იტყვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა არ შეგვიძლიაო. მე კი ვუპასუხებ: დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალური ზომების მიღებით, მაგრამ არ მინდა ვთქვა –  კარგი, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ეს ნიშნავს, რომ სანქციები ზამთარშიც დარჩება, თუნდაც ეს რთული იყოს პოლიტიკოსებისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ. მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის…

მეტი...

სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე

დაახლოებით 2 კვირაში, საქართველოში სასწავლო პროცესი იქნება, თუმცა, შეუშლის თუ არა ხელს კორონავირუსის გავრცელება სასწავლო პროცესი სკოლებსა და აუდიტოერიებში განახლებას, დამოკიდებულია ვირუსის მასშტაბურობაზე. როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, კლინიკების გადატვირთვის მოლოდინი არ აქვს. „სწავლის დაწყება თუ დისტანციური სწავლება – ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაღალი სეროპრევალენტობის ქვეყანა ვართ, თუ გლობალურადაც შევხედავთ მსოფლიოში,  დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, პალნეტაზე კოვიდით და მისგან გამოწვეული გართულებით დაახლოებით 14-15 000 ადამიანი იღუპება. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონს აღწევს. ძირითადი დაავადების გენერირებას ახლა…

მეტი...

ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს

ესტონეთმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა აკრძალოს. როგორც ესტონეთის საგარეო მინისტრი, ურმას რეინსალუ აცხადებს, ქვეყანაში შესვლას უახლოეს კვირებში შეუზღუდავენ. მისივე შეფასებით, მუშაობენ პროცედურებზე, რის მიხედვითაც,  რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას ესტონეთში შესვლას აეკრძალებათ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ექვს თვეში ქვეყანაში რუსეთიდან 300 000 მოქალაქე შევიდა.  

მეტი...

„მტრებმა არ დაივიწყონ, ვის ნახევარკუნძულზე იმყოფება“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ საუბრობს და მებრძოლებსა და დაზვერვას მადლობას უხდის. „სამხედროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია.  დეტალებში არ შევალ. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ჩვენი დაზვერვის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ჩვენს ხალხს, ვინც ძალიან მტკიცედ გვიჭერს მხარს ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთში და განსაკუთრებით, ყირიმში. დაზვერვა მადლობელია მოწოდებული ინფორმაციისთვის და მაქსიმალურად დაამუშავებენ.  მტრებმა არ დაივიწყონ, ვის ნახევარკუნძულზე არიან. ისინი დროებით იმყოფებიან“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

მეტი...

„ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად მას განიხილავენ, როგორც ერთ დიდ ბუტიკად ან რესტორნად” – ზელენსკი ვიზების შეზღუდვაზე

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში სამოგზაურო ვიზების შეზღუდვას ისევ ითხოვს და აცხადებს, რო ევროპისთვის დამამცირებელია, როცა მას დიდი ბუტიკად თუ რესტორნად განიხილავენ. მისი შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების ვიზების საკითხი სასწრფოდ გადასაწყვეტია. „ვფიქრობ, ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად მას განიხილავენ, როგორც ერთ დიდ ბუტიკს ან რესტორანს. ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებების ტერიტორიაა და არა პრიმიტიული მოხმარების. როდესაც სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროპული ფასეულობების განადგურება სურთ, ევროპას იყენებენ გასართობად ან შოპინგისთვის, საყვარლების დასასვენებლად; მაშინ, როცა ისინი თავად მუშაობენ ომისთვის ან უბრალოდ იმისთვის, რომ ჩუმად ელოდონ რუსეთის ამორალურ დაცემას, რაც სწორედ ახლა მიმდინარეობს, მაშინ ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ზოგადად…

მეტი...