,,რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ამერიკას, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული და ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული”- ღარიბაშვილი

,,მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ამერიკას, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული არაერთი მიმართულებით, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას,” -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კელი დეგნანი ძალიან აქტიური ელჩია და აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. “ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და , პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა…

მეტი...

,,პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი, როგორც პრემიერის როლია, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ურთიერთობები ამერიკასთან, ევროკავშირთან. ეს არის ჩვენი მთავარი გეზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობების გაძლიერება სჭირდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი, როგორც პრემიერი სურვილია, „უფრო მეტად გავუფრთხილდეთ საქართველო ამერიკის ურთიერთობებს“. „მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ყურადღებით გავეცანი მათ კრიტიკულ კითხვებს, წერილებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში  ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. მეორე მხრივ, მინდა შევახსენო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, სტაბილურად ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას. მე, როგორც პრემიერი, ჩვენი…

მეტი...

,,გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც ჩვენ მიმართ შეიქმნა”- სალომე ზურაბიშვილი

,,გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც ჩვენ მიმართ შეიქმნა,”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენ მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. „როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო, ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ. ვიცით, ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით. სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს…

მეტი...

,,პრეზიდენტის ბრიფინგისთვის არ მომისმენია, გავეცნობი და შემდეგ შესაბამის დასკვნებს გამოვიტან”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგისთვის არ მოუსმენია და დასკვნებს მას შემდეგ გააკეთებს, რაც მის ბრიფინგს გაეცნობა. „სამწუხაროდ, ჯერ არ მომისმენია ქალბატონი პრეზიდენტის ბრიფინგისთვის, არ გავცნობივარ მისი ტექსტის შინაარსს, გავეცნობი და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

,,პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს”- სალომე ზურაბიშვილი

,,პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს. „პირველ რიგში, პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპის კომისიას და ვაბრალებდეთ ევროპელებს თუ სხვა პარტნიორებს, ვითომ მათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს უნდა…

მეტი...

,,ყველა ერს და სახელმწიფოს ჰყავთ თავისი აგენტებიც, მოღალატეებიც და გამყიდველებიც”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სახელმწიფოს ჰყავს აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ,,მას შემდეგ, რაც ზოგადად დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი, ჩამოყალიბდა, შეიქმნა დიდი სახელმწიფოები, მას შემდეგ, ყველა სახელმწიფოს, მოგეხსენებათ კარგად, იცით ჩვენი ქვეყნის ისტორია, სხვების ისტორიაც, რომ ყველა ერს და სახელმწიფოს, მათ შორის დიდ სახელმწიფოებს ჰყავთ თავისი აგენტებიც, მოღალატეებიც და გამყიდველებიც. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და ჩვენ ძალიან არ უნდა გავერთოთ ასეთი საკითხებით. ჩვენი მთავარი…

მეტი...

,,არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ეს”- სალომე ზურაბიშვილი

,,არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ეს. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია,”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება  ერთი ხელით ვითხოვდეთ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ხან ევროპის კომისიას. ,,პირველ რიგში, პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ხან ევროპის კომისიას და ვაბრალებდეთ ევროპელებს თუ სხვა…

მეტი...

,,ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რამის საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართული ბრიფინგზე მოსმენების კანონის შესახებაც ისაუბრა. პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზიც განმარტა. ,,ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და რამის საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო და მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

 ,,დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება”- სალომე ზურაბიშვილი

,,გაერო-ში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, არამედ იმიტომ, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას არ სურდა, რომ საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ელჩის გარეშე ყოფილიყო წარმოდგენილი. ,,ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ  – აქამდე ვიდრე მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემ გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მით უმეტეს ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება გაერო-ს გენასაბლეას.…

მეტი...

,,ელჩების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი თქვას, მოუთმენლად დაველოდები”- სალომე ზურაბიშვილი

,,დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე ჩემს ხელმოწერას ერთი მხრივ დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო, თუმცა ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს ოხ, საკვირველებავ, მივიღე ელჩების თანამდებობაზე შვიდი წარდგენა, ისე, რომ არც ერთი საიდუმლო კონსულტაცია არ ჩატარებულა,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ელჩების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი უნდა თქვას. „დამიდეს მაგიდაზე ეს შვიდი წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან და მგონი, საჭიროა და უკვე ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი, ტექსტები, არსებული პრაქტიკა და კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ამტკიცებს,…

მეტი...

,,გორბაჩოვი მადანაშაულებდა ოსების გენოციდში,მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე, დღესაც ამ აზრზე ვარ”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი განცახდებას ავრცელებს, სადაც მიხეილ გორბაჩოვის სიკვდილს ეხმაურება. სააკაშვილის თქმით,  მას გორბაჩოვთან დებატები ჰქონდა CNN-ზე, რომლის დროსაც გორბაჩოვმა სააკაშვილი დაადანაშაულა ოსების გენოციდში. ,,გარდა 9 აპრილისა, გორბაჩოვის სინდისზეა ის, რომ პუტინმა, როცა მას გაუჭირდა, პროპაგანდისტულ ფრონტზე გამოაგორა 2008 წლის აგრესიის გასამართლებლად. მე გორბაჩოვთან დებატები მქონდა CNN-ზე, რომლის დროსაც ის მე მადანაშაულებდა ოსების გენოციდში. მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე. დღესაც ამ აზრზე ვარ,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ჩვენი სტრატეგია პუტინის არმიის გატეხვაა” – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სისტემატურად ანადგურებენ ოკუპანტების საწყობებსა და სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ,,იმისთვის, რომ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა აღიმართოს და ჯარი გადავარჩინოთ, აუცილებელია, რომ მტერს არ შეეძლოს და არ სურდეს ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. იქ არ იქნება სწრაფი გამარჯვებები. ჩვენი სტრატეგია პუტინის არმიის გატეხვაა, ეს გზა კი გრძელია, ამიტომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარია

ამ წუთებში ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. ხანძარი ტყეში, მიუვალ ადგილზეა გაჩენილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სამ კერაზეა გაჩენილი. ამ დროისათვის უცნობია, რა ფართობს მოიცავს ხანძარი.  

მეტი...

,,აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება”- ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის,  ასლან ბჟანიას გაცხადებით, აფხაზეთში  მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. მისი თქმით, მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება. „ქვეყნის ძირითად კანონში – აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ „მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი“. ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს ნორმები ურყევია და არ ექვემდებარება გადასინჯვას“, – ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა თემაზე გააკეთებს განცხადებას სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგი 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი...

,,ომბუდსმენის ჯგუფმა სააკაშვილთან დაკავშირებით დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს, იმიტომ, რომ არავითარი დიაგნოზი არ არსებობს”- კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა სააკაშვილთან დაკავშირებით დიაგნოზიც კი ვერ დადეს, რადგან სინამდვილეში არავითარი დიაგნოზი არ არსებობს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი  უზრუნველყოფილია სათანადო მომსახურებით, როგორც სასჯელაღსრულების, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში. „აქედან გამომდინარე, დაგვიანებული არაფერია. გაგრძელდება სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ჩატარდება ნებისმიერი ექსპერტიზა. დასამალი არაფერი არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურებაც არის სათანადო. შესაბამისად, დამატებით დადასტურდება ეს ყველაფერი. თქვენ გახსოვთ, ომბუდსმენის მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს მათ, რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში არავითარი დიაგნოზი არ არსებობს. ანუ, არავითარი ნიშან-წყალი იმისა,…

მეტი...

,,რუსეთი უკრაინაში ვერ დამარცხდება – რუსეთს ვერ დააჩოქებენ” – ალექსანდრ ლუკაშენკო

პუტინის მეგობარი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის ომს უკრაინაში ამართელებს და აცხადებს, რომ რუსეთს ვერ ,,დააჩოქებენ”. ლუკაშენკოს თქმით,  რუსეთს უკრაინაში ომი რომ არ დაეწყო, უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო დარტყმებს მიიტანდა. ,,რუსეთი იქ ვერ დამარცხდება. მე და ბელარუსი ხალხი რუსეთს ამ კუთხით მხარს ვუჭერთ. ისინი ადანაშაულებენ რუსეთს, რომ ის აგრესორია, რეალურად კი მაშინ პრევენციული სპეცოპერაცია რომ არ დაწყებულიყო, უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო იერიშს მიიტანდა.დასავლეთი და აშშ ზეწოლას ახდენენ ამ სიტუაციაზე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთი დააჩოქონ, მაგრამ ვერ დააჩოქებენ”, – განაცხადა  ლუკაშენკომ.

მეტი...

,,ვენეციის კომისიის დასკვნაში არანაირი სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი არ არის”- ირაკლი კობახიძე

,, ვენეციის კომისია დაემატა იმ ჩამონათვალს, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს სამართლებრივი შენიშვნები,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი ყველანაირი თვალსაზრისით გამართულია და არანაირი სამართლებრივი ხარვეზი არ აქვს. „ჩვენ ყველას ვთხოვეთ, წარმოედგინათ სამართლებრივი შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით. ვთხოვეთ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს და მეოთხე ვინც ამ პროცესში ჩაერთო, არის ვენეციის კომისია. ვენეციის კომისია დაემატა იმ ჩამონათვალს, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს სამართლებრივი შენიშვნები. ამას აქვს მარტივი მიზეზი, კანონი მიღებულია, გამართულია ყველანაირი თვალსაზრისით და თუ გაეცნობით ვენეციის კომისიის დასკვნას, ნახავთ, რომ იქ შენიშვნა წარმოდგენილი არ არის. კიდევ…

მეტი...

,,ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის”- ემანუელ მაკრონი

„ევროპის ერთიანობა საკვანძოა, რადგან განხეთქილება რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანია“,– ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპა ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის და ამისთვის უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, სურსათსა და მრავალ სხვა საკითხს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ ხანგრძლივი ომის წინაშე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დავამყაროთ მშვიდობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.  

მეტი...

,,კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღევანდელ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ,  გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დავით ბაქრაძის დანიშვნაზე ხელმოწერას გამოეხმაურა.  კობახიძის თქმით, კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ,,კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნაში და გათავისუფლებაში და რეალურად, ეს პრინციპი იქნა დაცული ამ შემთხვევაში, როდესაც დაინიშნა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება სარჩელს, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა, თუმცა ამაზე…

მეტი...

,,არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, რომ გადავხედოთ რუსეთთან მოქმედ სავიზო რეჟიმს”- ირაკლი კობახიძე

,,არ არსებობს არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ გადავხედოთ თავის დროზე შემოღებულ სავიზო რეჟიმს,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ომის პროპაგანდას უკავშირდება. „საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც სხვათაშორის, წინა ხელისუფლებამ შემოიღო 2012 წლის დასაწყისში და არანაირი რისკები დღეს არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ გადავხედოთ თავის დროზე შემოღებულ სავიზო რეჟიმს. დანარჩენი არის სპეკულაციები და ყველაფერი უკავშირდება ისევ და ისევ ომის პროპაგანდას, ომის რიტორიკას. ბუნებრივია, ამაში არ შევყვებით ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, საქართველოში რუსეთის…

მეტი...

,,რუსეთი არ უნდა იზოლირდეს და არ უნდა დასაჯოს ევროპული ქვეყნების მოქალაქეები”- სერგეი ლავროვი

,,რუსეთი არ უნდა იზოლირდეს და არ უნდა დასაჯოს ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის მიერ შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის გამო,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსეთი არ უნდა ,,ჩაიკეტოს”. „მიმაჩნია, რომ ამ შენგენის კედლების პასუხად, რომელთა აგებასაც ახლა ცდილობენ, ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ, არ უნდა ვუპასუხოთ ანალოგიურად, არ უნდა დავსაჯოთ კოლექტიურად ევროპული ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენ გვყავს საყვარელი პერსონაჟები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.    

მეტი...

,,ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ მხარეს”- ირაკლი კობახიძე

,,უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძის თქმით, უკრაინული კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ მხარეს. „თუ გადმოვიღებთ უკრაინულ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ მხარეს. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს ოპოზიციას, მათ იციან, რომ თავად ჰყავთ ოლიგარქები თავიანთ რიგებში. უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით. უკრაინული კანონი არის ყოველგვარი კონტექსტისგან დამოუკიდებლად გაწერილი, ჩვენ საბაზისოდ ავიღებთ…

მეტი...

,,ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს მივიღებთ”- კობახიძე

,,როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, უმრავლესობა ერთჯერადად ”თვალს დახუჭავს” სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებს. ,,აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი განიხილა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოს განვითარების ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს ასახავს. აღინიშნა, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვისათვის, მისი ხედვა კი ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და კეთილდღეობაზე. სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრებმა ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი მოიწონეს, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

მეტი...

,,თბილისის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია”- გიორგი ვაშაძე

,,სამწუხაროა, რომ ქალაქის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ქალაქში სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით,  უმჯობესია დედაქალის მერი იმ საკითხით დაინტერესდეს, რომ თვეობით გადათხრილია ქუჩები და ნახოს იქ არსებული მტვერისა და ბუღის გამო რა მდგომარეობაშია მოსახლეობა. „თბილისის მერი ტელევიზიასთან და ჟურნალისტებთან კეკლუცის ნაცვლად, რომ თითქოს ქალაქში დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობს და გული შესტკივა ქალაქის მცხოვრებლების პრობლემებზე, უმჯობესია იმ საკითხით დაინტერესდეს, რომ თვეობით გადათხრილია ქუჩები და ნახოს, იქ არსებული მტვერისა და ბუღის გამო რა მდგომარეობაშია მოსახლეობა, ან რა ხდება…

მეტი...

ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლების და ხეხილის ბაღების განადგურების ფაქტზე ერთ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლების, სათავსოების, ხეხილის ბაღების დაზიანების და  განადგურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით,  საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო. მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე  შედეგებზე გააფრთხილეს და  ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს,  ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მისული მეზობლები  სახლიდან გაყარა. ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე…

მეტი...

,,საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მშპ-ს 30 %-ს – მსგავსი რამ მსოფლიოში არ არსებობს”- სალომე სამადაშვილი

,,საქართველო არის სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ძალაუფლება მიტაცებული აქვს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტს, ასეთი უნიკალური მოდელი შექმნა ბატონმა ბიძინამ,”-  ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ  მთავარია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო იქნას მიღებული, რომელიც ევროკავშირისთვის საკმარისად დამაჯერებელი იქნება. „ის გავლენა, რასაც ის ახდენს სახელმწიფოზე, შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც სახელმწიფოს მიტაცება და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირის გამოკვეთილი მოთხოვნა, რომ სანამ არ დასრულდება სახელმწიფოს მიტაცება ოლიგარქის მიერ, ვერ მივიღებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამიტომ კანონზე მსჯელობის პროცესში ჩვენი…

მეტი...

,,ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში საფრთხეს შეუქმნის რუს სამხედროებს, განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად”- სერგეი ლავროვი

,,ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში საფრთხეს შეუქმნის რუს სამხედროებს, მოსკოვის მიერ განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ლავროვი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ,,მშვიდობისმყოფელებზე” თავდასხმაში ადანაშაულებს. „რაც შეეხება ჩვენს ინტერესებს, იქ იმყოფებიან ჩვენი მშვიდობისმყოფელები, იქ იმყოფება ჩვენი სამხედროების ჯგუფი, რომელიც ევროპაში საბრძოლო მასალების უმსხვილეს საწყობს იცავს. და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განხილული იქნება როგორც რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა, როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთში, როდესაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხა სააკაშვილი“, – განაცხადა…

მეტი...

კახა კალაძე „ტვ პირველს” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივის

თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კალაძე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს. კალაძის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას თქმით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”. ადვოკატის განმარტებით, კახა კალაძემ საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე 2022 წლის 20 ივნისს მიმართა. „სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი…

მეტი...

სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს. გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი გელაშვილს მიმართავს და წერს, რომ რუსთავის ციხიდან სასამართლომდე მისი გადაადგილება შეიცავს სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს. „მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო. ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ „მტკიცებულებებზე“, რომელიც 16 ივლისის ღამეს შემოიტანეს და ჩადეს ჩემს საცხოვრებელ სახლში, ქ.თბილისი, ავთო ვარაზის 91-ში. ჩემი დაკავებაც განხორციელდა უკანონოდ და ძალადობრივად, ასევე იძალადეს ჩემი ოჯახის წევრებზეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტი და აღკვეთიც კი არ შეცვალა. მე არ ვაპირებ…

მეტი...

სტუდენტთა 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების პროგრამა დაიწყო

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან: სოციალურად დაუცველი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, არის აქტიური სტატუსის მქონე   სტუდენტი, რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.…

მეტი...

ლიკანშია ხანძარია – ცეცხლი ტყის მასივს უკიდია

ლიკანში ხანძარია, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამასთან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მეტი...

მთავრობამ ღორების დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა

​საქართველოს მთავრობამ ხბოს შემდეგ, ღორის დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. დოკუმენტში განსაზღვრულია, თუ  რა პირობებში უნდა იმყოფებდნენ ღორები, რა სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი მათი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს. ღორის დაცვის ზოგადი მოთხოვნები ასეთია: 1. „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში − წესი) ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის. 2. ეს წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია. 3. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში…

მეტი...

,,ადამიანი საზღვარგარეთ სამკურნალოდ რომ გავიდეს, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი”- რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

,,ადამიანი საზღვარგარეთ სამკურნალოდ რომ გავიდეს, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი, შესაბამისად, მსჯავრდებული პატიმარი რომ არ იყოს პიროვნება, მისი სასჯელი უნდა იყოს გადავადებული ან გათავისუფლებული უნდა იყოს,”– ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, სასჯელისგან გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას, ამას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო. „მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში, ეს არის რა თქმა უნდა, ამოსავალი პრინციპი. ადამიანი საზღვარგარეთ სამკურნალოდ რომ გავიდეს, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი, შესაბამისად, მსჯავრდებული პატიმარი რომ არ იყოს…

მეტი...

წელს თბილისობის დღესასწაული 1-2 ოქტომბერს ჩატარდება

თბილისობის დღესასწაული პირველ-ორ ოქტომბერს გაიმართება,  – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისობას ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი, წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. „მინდა, შევეხო თბილისობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია და უხდება ჩვენს ქალაქს. ეს ჩვენი მრავალწლიანი ტრადიციაა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქალაქის ცხოვრების ნაწილიც არის. წელს თბილისობა გაიმართება. იყო გარკვეული შეფერხება პანდემიის გამო, თუმცა წელს გვაქვს შესაძლებლობა პირველ-ორ ოქტომბერს ჩავატაროთ თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება მასშტაბური ღონისძიებები. თბილისობას ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და…

მეტი...