რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუჩერა

რუსეთმა მილსადენ  Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. როგორც ,,გაზპრომში” განმარტავენ, მილსადენზე შეზღუდვა სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა. ​რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანის განცხადებით, შეზღუდვები  მომდევნო 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება ივლისში 10 დღით შეწყდა, რის მიზეზადაც მაშინაც ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული. ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გაახანგრძლივოს მილსადენის გათიშვა გაზის ფასების გაზრდის მცდელობით, რომელიც უკვე  400%-ით გაიზარდა.  

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, 47 900 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 47 900 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 47 900; ტანკი – 1 974; ჯავშანტექნიკა – 4 314; საარტილერიო სისტემა – 1 091; სარაკეტო სისტემა – 285; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 152; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 204; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 849; საკრუიზო რაკეტები – 196; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 236; გემი/ნავი/კატარღა – 15;​სპეციალური აღჭურვილობა – 103. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

რუსეთი საფრანგეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს

“გაზპრომი” პირველი სექტემბრიდან საფრანგეთის უმსხვილეს გაზის მიმწოდებელ კომპანიას Engie გაზის მიწოდებას შეუჩერებს. “გაზპრომის” განმარტებით,  ბუნებრივი აირის შეჩერების მიზეზი ივლისში არსებული დავალიანების გადაუხდელობაა. ,,30 აგვისტოს სამუშაო დღის ბოლოს შპს “გაზპრომს“ არ მიუღია ივლისში არსებული კონტრაქტების მიხედვით კომპანია Engie-სთვის მიწოდებული გაზის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით “გაზპრომ ექსპორტმა” აცნობა Engie-ს გაზის მიწოდების სრული შეჩერების შესახებ“, – ნათქვამია “გაზპრომის” განცხადებაში.

მეტი...

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გორში, საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა და „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო შტაბში 50-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა. „წელს ვაშლის უხვ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით, 120 000 ტონის ფარგლებში,…

მეტი...

,,აშშ უკრაინას კონტრშეტევისთვის განკუთვნილ იარაღს თვეების განმავლობაში აწვდიდა”- „სიენენი“

„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კონტრშეტევისთვის იარაღს თვეების განმავლობაში აწვდიდა, რომლის მიზანიც რუსი ოკუპანტებისგან სამხრეთის რეგიონების გათავისუფლება იყო. გამოცემის ცნობით, უკრაინამ ჯერ კიდევ თვეების წინ სთხოვა აშშ-ს იმ ტიპის იარაღის მიწოდება, რომელიც აუცილებელი იყო სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის. აშშ-მა კი, უკრაინის თხოვნის დიდი ნაწილი შეასრულა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გადასცა. არსებული ინფორმაციით, იარაღის მიწოდება ბოლო 2 თვის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დახმარების რამდენიმე პაკეტის ფარგლებში განხორციელდა.

მეტი...

,,გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში დევნილი ადამიანები”- ანალენა ბერბოკი

,,გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში დევნილი ადამიანები,” – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინს სურს, დევნილმა ადამიანებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ. „უნდა მოვემზადოთ, რომ რუსეთი მომავალშიც შეუქმნის საფრთხეს ჩვენს უსაფრთხოებას და თავისუფლებას. ამავდროულად, არ შეგვიძლია, შევხედოთ მთელ უსაფრთხოების პოლიტიკას მხოლოდ ამ რუსული აგრესიული ომის თვალსაზრისით“, – აცხადებს ბერბოკი. „ჩვენ არ ვსჯით იმათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ გამბედაობა, რეჟიმის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლონ“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მეტი...

მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა

საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

მეტი...

,,უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში იქნება მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა და არა 24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება. „24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრაინა 2014 წლიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა, სადაც ეს შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც შესაძლებელია – დიპლომატიური საშუალებებით“, – განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, გამარჯვების შემდეგ დადგება ომის მეორე ეტაპი, როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან და პასუხს აგებენ. „შემდეგ დადგება ომის მეორე ეტაპი – ეს იქნება ომის დანაშაულების,…

მეტი...

ესპანეთში 7 მიგრანტის  ცხედარი იპოვეს

სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროებთან 7 მიგრანტის  ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ამასთან, ერთ-ერთი მიგრანტი ალიკანტეს სანაპიროსთან სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. როგორც მიგრანტი აცხადებს, ის 15-კაციან ჯგუფთან ერთად მგზავრობდა, რომელიც ალჟირიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდა.

მეტი...

,,ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„მადლიერი ვარ თითოეული იმ ადამიანის, ვინც ასე დგას, იცავს საკუთარ პოზიციებს, ამცირებს ოკუპანტების ტექნიკას, ლოჯისტიკას, სამხედრო მასალებს,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ,,რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჰქონდა ბრძანება, რომ დონეცკის ოლქი სრულად აეღო აგვისტოს ბოლოსთვის. აგვისტოს ბოლო დღეს ხვალ არის, დონბასში კი, უკრაინული დროშა ფრიალებს,”- აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის მცხოვრებლებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ რუსებს, ოკუპირებული ყირიმიდან დაწყებული, ხარკოვის ოლქამდე, არ ექნებათ არც ერთი უსაფრთხო ბაზა და  მშვიდი ადგილი. „ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საცავს და შტაბს, ტექნიკას, სადაც უნდა განათავსონ ისინი. ეს უკრაინის მიწაა და…

მეტი...

„ტვინი წაიღეს კრიახით“ – ევროპამ მედვედევი შეაწუხა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი შეწუხებულია ევროპის გზავნილებით რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც მედვედევი აცხადებს „ტვინი წაიღეს“. „ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაუღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს”, – აცხადებს მედვედევი.  

მეტი...

არასრულწლოვნებს ხელოვნურად ამწიფებდნენ, შემდეგ ანაყოფიერებდნენ და სუროგატ დედებად იყენებდნენ

სკანდალი თურქეთში. კვალი საქართველოშიც მოდის. საუბარია არასრულწლოვან გოგონებზე, რომლებსაც სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებით კვერცხუჯრედებს ხელოვნურად უმწიფებდნენ, ანაყოფიერებდნენ და სუროგაციისთვის ამზადებდნენ. სტამბოლში მდებარე ინვიტრო განაყოფიერების ცენტრი არასრულწლოვან ღარიბ გოგონებს არჩევდა. მათ სპეციალურ წამლებს ასმევდნენ, განაყოფიერებისთვის ამზადებდნენ და საქართველოსა და კვიპროსში აგზავნიდნენ. საქმეს თურქეთის პროკურატურა იძიებს. შუამავალი პირიც დადგენილია. როგორც თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, საქმე ეხება ინტერნაციონალურ დანაშაულს. გოგონების ხელოვნური განაყოფიერება კი საქართველოსა და კვიპროსში ხდებოდა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლითაც აჭრელებულია თურქული მედია. თურქულ მხარეს ეჭვია აქვს, რომ საქმე ტრეფიკინგსა და ჩვილებით ვაჭრობამდე მიდის.

მეტი...

სოსო გოგაშვილმა ციხეში განხორციელებულ ძალადობაზე გამომძიებელს ჩვენება მისცა  

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ბრალდებულ გოგაშვილთან  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იყვნენ შესულები, რომლებიც მას დაწესებულებაში მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე კითხავდნენ. „მან დაადასტურა, რომ მესამე ადვოკატი, რომელიც მასთან ერთხელ იმყოფებოდა ციხეში, მას და მის ოჯახს არ დაუქირავებია ხელშეკრულება მასთან თავისი ნებით არ გაუფორმებია. ამ ადვოკატის მონაცემები მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადასცა დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილემ – ბატონმა დავით ხარიტონაშვილმა და უთხრა, რომ ეს გზავნილი მოდიოდა ვახტანგ გომელაურისგან. ეს სწორედ ის ადვოკატი იყო, რომელიც ვახტანგ გომელაურმა უთხრა სოსო გოგაშვილს ერთ-ერთი საუბრის დროს. შემდეგ ეს ინფორმაცია გადავეცით ოჯახს,…

მეტი...

სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ბრალი წარუდგინეს

პატიმრობაში მყოფ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს. „ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი დღეს წაუყენეს,“ – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ მედიასთან. ალექსანდრე სამხარაძის…

მეტი...

ევროკავშირის ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის აკრძალვის მომხრეა, ნაწილი – არა

ერთ-ერთი საკითხი, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალზე განიხილავენ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვაა. როგორც  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, მინისტერიალზე ქვეყნები ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან. „რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას რაც შეეხება, მინისტერიალზე ამ თემასაც განვიხილავთ. როგორც იცით, ეს არაფორმალური სხდომაა, რომელზეც გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუმცა იქნება პოლიტიკურად საორიენტაციო მსჯელობა. პოზიციები განსხვავებულია. ზოგიერთ წევრს ვიზების სრულად აკრძალვა უნდა, მეორე ნაწილს იმ მოდელის აკრძალვა, რომელიც სავიზო ღონისძიებებს განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემასთან მიმართებით დაბალანსებული მიდგომის პოვნას შევძლებთ“ – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

მეტი...

„ომი გრძელდება, დაშავებულთა რიცხვი იზრდება“ – ევროკავშირი მინისტერიალისთვის ემზადება

დამატებით, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა უკრაინისთვის, რომ ომი შეჩერდეს – ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მინისტერიალზე განიხილავენ. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, ევროკავშირმა ამ ომის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. „თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ვისაუბრებთ უკრაინაზე. ამ თემაზე თავის არიდება შეუძლებელია. უკრაინაზე ვსაუბრობდით სამხედრო გადასახედიდან, ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას და უკვე პოლიტიკური გადმოსახედიდან განვიხილავთ, რა ხდება, რა არის რუსეთის პოზიცია, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ომის შესაჩერებლად. იცით, რომ ადგილზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია.  ომი გრძელდება, დაშავებულთა რიცხვი იზრდება,  ადამიანური ფასი, რომელსაც…

მეტი...

რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. ქალაქში ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა. ქალაქის მერის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. ,,სამწუხაროდ, ბოლო დაბომბვის შედეგად, არის მსხვერპლი. ამ დრომდე ვიცით, რომ ერთი დაღუპულია და ერთი დაჭრილი. ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გავიდნენ”, –  განაცხადა მიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა.

მეტი...

საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას მხარს არ უჭერენ

საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას მხარს არ უჭერენ. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ, საფრანგეთის და გერმანიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ დოკუმენტში წერია. „ჩვენი სავიზო პოლიტიკა უნდა აგრძელებდეს ევროკავშირში ხალხთა შორის კონტაქტების არსებობას რუსი ეროვნების ხალხთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ხელისუფლებასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში. ევროკავშირის მინისტრები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან. ევროპელი ლიდერები შეხვედრაზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს განიხილავენ, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსი დსთ-ს წევრმა ქვეყანამ მიიღო, ჩვენ არ და ვერ მივიღეთ, რაც სულ მცირე უცნაურია”- მამუკა მდინარაძე

„საქართველო თავის მეგობარ ორ ქვეყანას – იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, რეფორმებით, დემოკრატიის ხარისხით ბევრად უსწრებს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, სულ მცირე უცნაურია, როდესაც დსთ-ს წევრმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და საქართველომ არა. „იმ მეგობარმა ქვეყანამ, რომელსაც დღემდე შენარჩუნებული აქვს ადგილი დსთ-ში, ანუ სტატუსი დსთ-ს წევრმა ქვეყანამ მიიღო. ჩვენ არ და ვერ მივიღეთ, რაც სულ მცირე უცნაურია. ამ შეფასებას არ გავცდეთ, თუმცა ამის მიზეზები თქვენც კარგად იცით, ჩვენც კარგად ვიცით, საზოგადოებამაც კარგად იცის და შეიძლება, ბევრი ლაპარაკიც არ…

მეტი...

მესტიაში ხანძარია – ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ავიაციაც ჩართულია

მესტიის მუნიციპალიტეტში, ლეხზირში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ავიაციაც ჩართულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა საქართველოში”- ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე  ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა დავით კაკულიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას იარაღი ,,ჩაუდეს”. მისი თქმით, ჩხრეკის თვითმხილველი ბინის მესაკუთრეა. „პოლიციელებისგან დავინახე უკანონო ქმედება, იარაღები შემოიტანეს და ჩაგვიდეს, ეს ცნობილი პრაქტიკაა საქართველოში. ჩემმა ძმამაც დაინახა ეს ყველაფერი. ბინის ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ბინის მესაკუთრეც, რომელსაც გავუმახვილეთ ყურადღება, რომ „იარაღები ჩაგვიდეს”, თავადაც ხედავდა ყველაფერს”, – განაცხადა დავით კაკულიამ. კაკულიების ადვოკატის თქმით, ძმები ბრალს არ აღიარებენ. ,,ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული, რასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ პროცესზე. პროკურატურას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს გარდა ერთი…

მეტი...

ევროკავშირის მინისტრები რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმის აკრძალვას განიხილავენ

ევროკავშირის მინისტრები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან. ევროპელი ლიდერები განიხილავენ როგორ შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებს მხარი დაუჭირონ უკრაინას სამხედრო და სოციალური მიმართულებით. შეხვედრაზე, ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი  რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. ესტონეთის პრემიერ- მინისტრი  კაია კალასი რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მხარს უჭერს. მისი თქმით, ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება. ,,მაშინ, როცა უკრაინაში ხალხს აწამებენ, კლავენ და მათ წინააღმდეგ ტერორს ახორციელებენ, რუსეთის მოქალაქეები ვერ უნდა სარგებლობდნენ ევროპაში მოგზაურობით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობები. ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება,”-…

მეტი...

,,ქაოტურობა, სპონტანურობა და არასერიოზულობა არის „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე”- გიორგი ვაშაძე

,,ქაოტურობა და სპონტანურობა, არასერიოზულობა არის მთავარი მოკავშირე „ქართული ოცნების“ და მისი სტრატეგიის. ჩვენი გეგმაა, სისტემურად ვიმუშაოთ კომპლექსური სტრატეგიით,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ  ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ აქციების დაანონსების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პროტესტის დროც მოვა. „თანმიმდევრული ნაბიჯები იქნება გადადგმული კომპლექსურად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ოპოზიციურ პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ერთად. შესაბამისად, გეგმა გვაქვს, სტრატეგია გვაქვს, ნაბიჯები განსაზღვრული გვაქვს. ქაოტურობა და სპონტანურობა, არასერიოზულობა არის მთავარი მოკავშირე „ქართული ოცნების“ და მისი სტრატეგიის. ჩვენი გეგმაა, სისტემურად ვიმუშაოთ კომპლექსური სტრატეგიით, რომლის კონკრეტულ ჩარჩოებს თქვენ დაინახავთ. დაგეგმილი…

მეტი...

,,ზელენსკის  გეგმამ იმუშავა – ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას აფასებს. სააკაშვილის განცხადებით, ზელენსკის  გეგმამ იმუშავა. ,,ზელენსკის  გეგმამ იმუშავა – ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობას დაახლოებით ათჯერ შეამცირებს. ესტონეთმა, ლატვიამ, ფინეთმა, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ჩეხეთმა უკვე პრაქტიკულად გააუქმეს ვიზების გაცემა. ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი, ვისაც ევროპა უარს ეტყვის, ტურისტის საფარქვეშ მიგრანტად ჩამოვა საქართველოში. ხერსონის აღების შემდეგ უკრაინის სამხრეთის დანარჩენი ოკუპირებული ნაწილი და ყირიმი ძალიან ადვილ სამიზნედ გადაიქცევა და ძალიან მკვეთრად გაიზრდება უკრაინელების ისედაც ძალიან მაღალი…

მეტი...

,,წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა, სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და სამსახურიდან გაათავისუფლა”- მამუკა მდინარაძე

,,წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა, სია დადო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და სამსახურიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, წალენჯიხის მერმა ყველაფერს ”გადაუსვა ხაზი” და ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. „პირველი, არაფრის გაკეთება, რაც წალენჯიხაში ხდება, არაფერია გარდა პოპულისტური ნაბიჯებისა და მეორე, პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა და გათავისუფლება სამსახურებიდან. წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრები და გაათავისუფლა სამსახურიდან, არანაირი სხვა ნიშანი არანაირი სხვა მაკვალიფიცირები ნიშანი ამ ადამინების გამორჩევისა არ ყოფილა. შეგიძლიათ, თავად ნახოთ, მხოლოდ და მხოლოდ, ვინც იყო „ქართული ოცნების“ მომხრე და ვისზეც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი…

მეტი...

ქუთაისში ძლიერი ხანძარია – ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია

ამ წუთებში ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.  ა ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, თუმცა ძლიერი ქრის გამო ცეცხლის ქრობის პროცესი გართულებულია. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეტი...

,,საერთოდ არ გვიკვირს არავის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რამენაირად თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას”- მამუკა მდიანრაძე

,,საერთოდ არ გვიკვირს არავის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რამენაირად თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  განაცხადა. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ თუ სააკაშვილს რაიმე სერიოზული ან ნაკლებად სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მართლა ექნება,  კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან.  „ექსპერტიზის სათავისო დასკვნის მიღების მცდელობა იქნება ეს, სხვადასხვა გზით მართლმსაჯულების არასრულების მცდელობა თუ სხვა რამ, მისი მხრიდან ბუნებრივი ამბავია. თუ მართლა რაიმე სერიოზული ან ნაკლებად სერიოზული პრობლემა ექნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ძალიან კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან. რასაც მის ციხეში ადამიანებს უკეთებდნენ, მსგავსი არ მოაფიქრდება და გონებაშიც არ გაივლებს არავინ. დღეს ამ…

მეტი...

,,ზურა ჯაფარიძეს შეუძლია დადგას პერფორმანსები, აზომოს პარლამენტი, იმღეროს”- ხატია დეკანოიძე

,,პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს მრავალწახნაგოვანი, ესაა არაძალადობრივი პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, პარლამენტში იმ ინიციატივების წარმოჩენა, რამაც უნდა მოგვაპოვებინოს კანდიდატის სტატუსი,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძემ  პარტიის საშემოდგომო გეგმებსა და ზურაბ  ჯაფარიძის მიერ დაანონსებულ ქუჩის აქციებზეც ისაუბრა. ,,ზურა ჯაფარიძეს აქვს სრული უფლება თქვას ის, რაც თქვა, მე გულწრფელად გეტყვით, ის პერფორმანსები, რაც იყო, ჩემთვის არაფერს ცვლის, მას შეუძლია დადგას ეს პერფორმანსები, აზომოს პარლამენტი, კანცელარია, გაზომოს ყველაფერი, იმღეროს, ეს ყველაფერი შესაძლებელია და ყველას აქვს ამის უფლება. ჩვენ ერთიან პოზიციაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვიმხროთ იმ ადამიანების…

მეტი...

,,ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოქმედებენ ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებების ქვეშ”- მამუკა მდინარაძე

„ნაციონალური მოძრაობა“, იგივე „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთად მოქმედებენ ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებების ქვეშ“,- ასე აფასებს მამუკა მდინარაძე, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ოპოზიციის არმონაწილეობას. მისი თქმით, უმრავლესობა მაქსიმალურად შეეცდება პროცესი ინკლუზიური იყო და არავის ჰქონდეს კითხვის ნიშანი და ”შარის მოდების” საშუალება. „ხვალამდე ჩვენ არ ვიტყვით არაფერს, არც ერთ წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რას დავაპირებთ, რადგან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისულებიც არ ვართ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვისმინოთ ოპოზიციური სპექტრის აზრი შერჩევის წესთან დაკავშირებით, ხვალ ჩვენ გვექნება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ ჩვენ საბოლოო…

მეტი...

,,არავინ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,მსოფლიოში ვერ ვხედავთ ტენდენციას, ინფექცია მიდიოდეს დასრულებისკენ, ამიტომ არავინ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე,”-  ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და  ამ დროისთვის მხოლოდ 14 პროცენტს შეადგენს. „პირბადის მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს ამ ეტაპზე – 14 %. სასურველია, რომ შემოდგომის პერიოდზე მოსახლეობას მოვუწოდოთ, იგივე ასაკობრივი ჯგუფების მიუხედავად, რომ როდესაც თავშეყრის ადგილები გაიზრდება, სკოლებში ბავშვები დაბრუნდებიან, ატარონ პირბადე, ვისაც შეუძლია და რამე ჯანმრთელობის პრობლემას არ უქმნის. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩვენ მსოფლიოში ვერ ვხედავთ ტენდენციას, ინფექცია მიდიოდეს დასრულებისკენ. ამიტომ არავინ ჩქარობს…

მეტი...

,,ოპოზიციას ცუდ სიზმარშიც კი არ უნდა წარმოდგენა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციები შესრულდება”- მამუკა მდინარაძე

,,ახლა ახალი სიტყვა გამოიგონეს – მრავალწახნაგოვნება. ეს იმისთვის, რომ თან აქ მოვიდნენ და თან მათი დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი გამართლდეს ქუჩაში,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას არ სურს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. „ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი, რომელიც გამოუცხადეს ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების პროცესს, შეფუთონ და გამოიგონეს ახალი სიტყვა – მრავალწახნაგოვნება, იმისთვის, რომ თან პარლამენტში დესტრუქციული პროცესები აწარმოონ და თან გამართლდეს მათი ე.წ. პროტესტი ქუჩაში. წარმოუდგენელია გინდოდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ფიქრობდე, რომ ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია ქუჩიდან, ყველა ვადა, რომელიც მმართველმა გუნდმა აიღო, გრაფიკში…

მეტი...

,,სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ”- ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას,”- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრას არ დაესწრება. „დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახალხო დამცველის არჩევასა და წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი ფრაქცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი დღევანდელ სხდომას, სამუშაო ფორმატში შეხვედრას არ დავესწრებით. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ისინი კანდიდატის შერჩევაზე უკვე მუშაობენ და მათ შერჩეულ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. ჩვენი ფრაქცია მზადაა, წარადგინოს ეს კანდიდატი. ჩვენ ვართ ერთადერთი…

მეტი...

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ. საქართველოს და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით, პატიმრისთვის სასჯელის გადავადების მაქსიმალური დრო სწორედ 1 წელია „საქართველოს სასამართლო პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. ადვოკატი იუსტიციის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გულისხმობს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ის ექსპერტებთან ითანამშრომლებს. „ფიზიკურად და მორალურადაც ძალიან გადაღლილია, იმიტომ რომ ექსპერტებთან შეხვედრის დროს ურთულესი კვლევები ჩაუტარდა. დაინტერესდა ექსპერტების პოზიციით. ვუთხარი, რომ ისინი წერილობით ფორმით დააფიქსირებენ დასკვნაში, როდესაც…

მეტი...

,,ხელისუფლება იმყოფება ბოლოს წინა ფაზაში, დასასრულთან ახლოს”- სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს. როგორც გოგაშვილი აცხადებს, ხელისუფლება დასასრულთან ახლოს იმყოფება. „დღევანდელი მმართველი ბანდა არის ავტორიტარული რუსული მარიონეტული ხელისუფლების კლასიკური მაგალითი. ჯერჯერობით ის იმყოფება ბოლოს წინა ფაზაში, დასასრულთან ახლოს. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვისა და პოლიტპატიმრების ფაზა. ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია, თუმცა ეს ფაზა გარკვეულწილად დაწყებულია. აუცილებელი არაა ვინმე ტყვიით მოკლან, მოწამლონ ან ააფეთქონ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებული სტრესი იგივე შედეგს იძლევა. იმედი მაქვს, რომ ღირსეული ქართველი ხალხი მალე გამოიღვიძებს და ჩამოიშორებს „груსული ოცნების” ბოროტი რუსული ძალის მარიონეტულ, არალეგიტიმურ…

მეტი...

,,საქართველოს მიღწევები, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს. „გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას.

მეტი...

,,ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის, თუმცა პიკური პერიოდი, თუნდაც ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს,”-  ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, არსებობდა გარკვეული შემთხვევები, როდესაც პაციენტი სტაციონარში ვერ მოათავსეს, ამიტომ მისივე თქმით, კლინიკების სარეზერვო მზაობა შემოდგომისთვის უფრო უნდა გაძლიერდეს. ,,ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის, თუმცა პიკური პერიოდი, თუნდაც ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს. ახლა ჩვენ ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც რეალურად არის გავრცელების პლატო. თუ ჩვენ შევხედავთ ამ პროგნოზულ მაჩვენებელს, შეიძლება, შენარჩუნდეს სექტემბერ და ოქტომბრის პირველ…

მეტი...