რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუჩერა

რუსეთმა მილსადენ  Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. როგორც ,,გაზპრომში” განმარტავენ, მილსადენზე შეზღუდვა სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა. ​რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანის განცხადებით, შეზღუდვები  მომდევნო 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება ივლისში 10 დღით შეწყდა, რის მიზეზადაც მაშინაც ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული. ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გაახანგრძლივოს მილსადენის გათიშვა გაზის ფასების გაზრდის მცდელობით, რომელიც უკვე  400%-ით გაიზარდა.  

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, 47 900 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 47 900 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 47 900; ტანკი – 1 974; ჯავშანტექნიკა – 4 314; საარტილერიო სისტემა – 1 091; სარაკეტო სისტემა – 285; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 152; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 204; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 849; საკრუიზო რაკეტები – 196; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 236; გემი/ნავი/კატარღა – 15;​სპეციალური აღჭურვილობა – 103. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

რუსეთი საფრანგეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს

“გაზპრომი” პირველი სექტემბრიდან საფრანგეთის უმსხვილეს გაზის მიმწოდებელ კომპანიას Engie გაზის მიწოდებას შეუჩერებს. “გაზპრომის” განმარტებით,  ბუნებრივი აირის შეჩერების მიზეზი ივლისში არსებული დავალიანების გადაუხდელობაა. ,,30 აგვისტოს სამუშაო დღის ბოლოს შპს “გაზპრომს“ არ მიუღია ივლისში არსებული კონტრაქტების მიხედვით კომპანია Engie-სთვის მიწოდებული გაზის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით “გაზპრომ ექსპორტმა” აცნობა Engie-ს გაზის მიწოდების სრული შეჩერების შესახებ“, – ნათქვამია “გაზპრომის” განცხადებაში.

მეტი...

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გორში, საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა და „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო შტაბში 50-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა. „წელს ვაშლის უხვ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით, 120 000 ტონის ფარგლებში,…

მეტი...

,,აშშ უკრაინას კონტრშეტევისთვის განკუთვნილ იარაღს თვეების განმავლობაში აწვდიდა”- „სიენენი“

„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კონტრშეტევისთვის იარაღს თვეების განმავლობაში აწვდიდა, რომლის მიზანიც რუსი ოკუპანტებისგან სამხრეთის რეგიონების გათავისუფლება იყო. გამოცემის ცნობით, უკრაინამ ჯერ კიდევ თვეების წინ სთხოვა აშშ-ს იმ ტიპის იარაღის მიწოდება, რომელიც აუცილებელი იყო სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის. აშშ-მა კი, უკრაინის თხოვნის დიდი ნაწილი შეასრულა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გადასცა. არსებული ინფორმაციით, იარაღის მიწოდება ბოლო 2 თვის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დახმარების რამდენიმე პაკეტის ფარგლებში განხორციელდა.

მეტი...

,,გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში დევნილი ადამიანები”- ანალენა ბერბოკი

,,გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში დევნილი ადამიანები,” – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინს სურს, დევნილმა ადამიანებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ. „უნდა მოვემზადოთ, რომ რუსეთი მომავალშიც შეუქმნის საფრთხეს ჩვენს უსაფრთხოებას და თავისუფლებას. ამავდროულად, არ შეგვიძლია, შევხედოთ მთელ უსაფრთხოების პოლიტიკას მხოლოდ ამ რუსული აგრესიული ომის თვალსაზრისით“, – აცხადებს ბერბოკი. „ჩვენ არ ვსჯით იმათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ გამბედაობა, რეჟიმის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლონ“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მეტი...

მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა

საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

მეტი...

,,უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში იქნება მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა და არა 24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება. „24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრაინა 2014 წლიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში არის მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა, სადაც ეს შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც შესაძლებელია – დიპლომატიური საშუალებებით“, – განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, გამარჯვების შემდეგ დადგება ომის მეორე ეტაპი, როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან და პასუხს აგებენ. „შემდეგ დადგება ომის მეორე ეტაპი – ეს იქნება ომის დანაშაულების,…

მეტი...

ესპანეთში 7 მიგრანტის  ცხედარი იპოვეს

სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროებთან 7 მიგრანტის  ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ამასთან, ერთ-ერთი მიგრანტი ალიკანტეს სანაპიროსთან სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. როგორც მიგრანტი აცხადებს, ის 15-კაციან ჯგუფთან ერთად მგზავრობდა, რომელიც ალჟირიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდა.

მეტი...

,,ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„მადლიერი ვარ თითოეული იმ ადამიანის, ვინც ასე დგას, იცავს საკუთარ პოზიციებს, ამცირებს ოკუპანტების ტექნიკას, ლოჯისტიკას, სამხედრო მასალებს,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ,,რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჰქონდა ბრძანება, რომ დონეცკის ოლქი სრულად აეღო აგვისტოს ბოლოსთვის. აგვისტოს ბოლო დღეს ხვალ არის, დონბასში კი, უკრაინული დროშა ფრიალებს,”- აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის მცხოვრებლებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ რუსებს, ოკუპირებული ყირიმიდან დაწყებული, ხარკოვის ოლქამდე, არ ექნებათ არც ერთი უსაფრთხო ბაზა და  მშვიდი ადგილი. „ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საცავს და შტაბს, ტექნიკას, სადაც უნდა განათავსონ ისინი. ეს უკრაინის მიწაა და…

მეტი...