უკრაინის პრეზიდენტი რუსული მედიის აკრძალვას ითხოვს

​ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მიმართავს რომ ყველა რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება აკრძალოს. „რუსეთის პროპაგანდით არც ერთი მოვაჭრე არ უნდა რჩებოდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არც ერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა ჰქონდეს უფლება იმუშაოს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, -აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

„ჩვენ ამას ვაკეთებ ისე, რომ ჩვენსავე ფეხებს არ ვესროლოთ და თავი არ დავიზიანოთ“, – ლავროვი იმუქრება

თუ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, კრემლი მას სათანადოდ უპასუხებს. ოკუპანტი ქვეყანა დასავლეთს ისევ თითს უქნევს. როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო მინისტრი აცხადებს, თუ დასავლეთი გააგრძელებს  რუსეთზე ზეწოლას, მოსკოვი მას მკაცრად უპასუხებს. „ჩვენზე და სხვა ქვეყნებზე ზეწოლით, ჩვენ წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მზადებით, დასავლეთი ძირს უთხრის მსოფლიო წესრიგის ყველა საფუძველს, რომელიც ეფუძნებოდა თავად დასავლეთის პროპაგანდას გლობალიზაციის პრინციპების შესახებ. ღია ბაზრები, თავისუფალი მეწარმეობა, სამართლიანი კონკურენცია, უდანაშაულობის პრეზუმფცია – ეს ყველაფერი ერთ წუთში წაიშალა. ჩვენ ამ ზეწოლას  მკაცრად ვუპასუხებთ, მაგრამ არა ჩვენს საზიანოდ”, – აცხადებს სერგეი ლავროვი. მისივე განცხადებით, რუსეთის ყველა პასუხი ადეკვატური და…

მეტი...

შვედეთი უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ენ ლინდემის ინფორმაციით, შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების მეშვიდე პაკეტს მიაწვდის. აღნიშნული დამხარება 500 მილიონი შვედური კრონის ღირებულებების საარტილერიო საბრძოლო მასალის გადაცემას ითვალისწინებს. ​მინისტრის თქმით, ეს არ არის ბოლო პაკეტი, რომელსაც შვედეთის მთავრობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს.

მეტი...

,,ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა”- კელი დეგნანი

,,ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო. „პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში…

მეტი...

,,საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას”- მამუკა მდინარაძე

,,საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებსა და სამოქალაქო სექტორს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, უმრავლესობა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს დაარეგისტრირებს, რომლის მიხედვითაც, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები. „ჩემი დაპირება იყო და გახსოვთ ალბათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბრიფინგი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო ოპოზიციას პირველ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი კანდიდატის წარდგენა, რომელიც თანაბრად იქნება მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის, შესაბამისად, ექნება მაღალი ლეგიტიმაცია. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს…

მეტი...

,,ვიდრე მზე იქნება, “ქართული ოცნება” ისევ გაირუჯება”- გიორგი ვაშაძე

,,ჩვენ კანონპროექტებს დავდებთ – ვიდრე მზე იქნება, “ქართული ოცნება” ისევ გაირუჯება,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტს მიმდინარე კვირის ბოლომდე სამოქალაქო სექტორს გააცნობენ, რის შემდეგაც გასაჯაროვდება. ,,სულ მალე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ, კომპლექსურად დამუშავებულ პროდუქტს იხილავთ, რომელსაც მიმდინარე კვირის ბოლომდე სამოქალაქო სექტორს გავაცნობთ და შემდგომ გავასაჯაროებთ. ამას მოჰყვება კონკრეტული კანონპროექტები, რომელიც არის ფორმულა – როგორ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ობიექტური რეალობიდან გამომდინარე შემუშავებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტი და ჩარჩო 12 პუნქთან მიმართებაში, რათა საქართველომ ისტორიული შანსი არ გაუშვას და კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, –…

მეტი...

,,სახალხო დამცველი არ უნდა იყოს მიკერძოებული, უნდა იყოს კვალიფიციური, რომელიც მისაღებია ყველა და არა ერთი მხარისთვის“- კელი დეგნანი

,,სახალხო დამცველის მთავარი საქმიანობა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და სწორედ ამიტომ, ის არ უდა იყოს მიკერძოებული”, – ამის შესახებ საქართველოსი აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, სახალხო დამცველის არჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ახლა არის დრო, რომ პროცესში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ხმა და არა ის, რომ პროცესი იყოს დახურული და ექსკლუზიური. „სახალხო დამცველის არჩევა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს უდიდესი შესაძლებლობაა პარლამენტისთვის, საქართველოსთვის, რომ პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური. ახლა არის დრო, რომ პროცესში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ხმა და არა ის, რომ პროცესი იყოს დახურული და ექსკლუზიური. აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

,,ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას აჩერებს”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას აჩერებს. „ივლისის დასაწყისიდან ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მხრიდან მეზობელ ქვეყნებში გადამსვლელთა რაოდენობის არსებითი ზრდა. ეს გახდა უსაფრთხოების რისკი ამ ქვეყნებისთვის. დამატებით ჩვენ ვნახეთ ბევრი რუსი, რომელიც მოგზაურობს დასასვენებლად და შოპინგისთვის, ისე, თითქოს ომი არ მიმდინარეობდეს უკრაინაში. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა ყველაფერი ისე არაა, როგორც იყო და არც შეიძლება, ასე იყოს. ჩვენ უკვე დავაწესეთ სპეციფიკური აკრძალვები იმ პირთათვის, ვინც მხარს უჭერს პუტინის რეჟიმს, თუმცა ჩავთვალეთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. ამიტომ ჩვენ მივაღწიეთ…

მეტი...

საფრანგეთში, ზამთარში შესაძლოა მოსახლეობისთვის დენის გათიშვა დღეში ორი საათით გახდეს საჭირო

საფრანგეთში ზამთარში შესაძლოა, მოსახლეობისთვის დენის დღეში ორი საათით გათიშვა გახდეს საჭირო. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნიმ განაცხადა. მისი თქმით, დენის გათიშვის მიზეზი ნაწილობრივ უკრაინაში მიმდინარე ომი, ნაწილობრივ ატომური ელექტროსადგურების გათიშვა, რომელთა რეაქტორები ტექნიკურ პრობლემის აღმოფხვრას საჭიროებს. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და შეიძლება დადგეს მომენტი, თუ ზამთარში ძალიან აცივდა, რომ დენის მიწოდებაში პრობლემები შეგვექმნება. ასეთ შეთხვევაში, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.    

მეტი...

,,ევროკავშირი შეაჩერებს რუსებისთვის ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას, სრული აკრძალვა არ იქნება”- პიტერ სიიარტო

,,ევროკავშირი შეაჩერებს რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც ამარტივებს ვიზების გაცემას, თუმცა ვიზების გაცემაზე სრული აკრძალვა არ იქნება,”- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განაცხადებას „როიტერი“ ავრცელებს. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვიზების სრულად აკრძალვის საკითხზე ერთსულოვნება არ არსებობს. მისივე თქმით, უნგრეთი ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას.  

მეტი...

ინსპექტორ-გამომძიებელმა დაკავებულ პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა – პროკურატურამ შსს-ის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა 

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და სამმართველოს შენობის ერთ-ერთ ოთახში მყოფ დაკავებულ პირს სახეში ხელი დაარტყა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 30 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. პროკურატურა…

მეტი...

,,პირდაპირ გეტყვით, ეს არის ევროკავშირის დავალება”- ვასილ ბასილაძე ხბოს დაცვის რეგლამენტზე „მედიაცენტრ მთავარში“

,,პირდაპირ გეტყვით, ეს არის ევროკავშირის დავალება სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის მიმართულებით,”- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ხბოს დაცვის რეგლამენტის შესახებ საუბრისას განაცხადა. ბასილაძის თქმით, 2015 წლიდან დღემდე 270 აქტიდან 162 უკვე გაუთანაბრა სააგენტომ ევროკავშირის მოთხოვნებსა და კანონმდებლობას. ,,აღნიშნული საკანონმდებლო აქტი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის დაახლოებასთან დაკავშირებით მიიღო. სააგენტო გაწერილი გეგმის მიხედვით აქტიურად და პროგრესულად თანამშრომლობს ევროკავშირთან. 2015 წლიდან დღემდე 270 აქტიდან 162 უკვე გაუთანაბრა სააგენტომ ევროკავშირის მოთხოვნებსა და კანონმდებლობას. ეს კონკრეტული…

მეტი...

,,ხვალ, ზეგ პრეზიდენტი ხომ გვეყოლება? სულ სალომე ხომ არ იქნება? – ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუას განცხადებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკან არ უნდა გამოიწვიოს. ზარქუა უპასუხა კითხვას აპირებს თუ არა უმრავლესობა სარჩელის გამოტანას, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას. „ხვალ, ზეგ პრეზიდენტი ხომ გვეყოლება? სულ სალომე ხომ არ იქნება? ინტერპრეტაციები არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ან პრეზიდენტს არ უნდა გაუჩნდეს მომავალში. კონსტიტუციაში რაც შავით თეთრზე წერია, ის უნდა წავიკითხოთ ყველამ ერთნაირად, სწორად. მგონია, რომ ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე და დადგინდეს სწორი ინტერპრეტაცია,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მეტი...

,,შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს, განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. კულებას თქმით, შეხვედრაზე მინისტრებ,ა განიხილეს სხვადასხვა ორმხრივი საკითხი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი. „პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ სხვადასხვა ორმხრივი საკითხი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“, – წერს დმიტრო კულება.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი ხასიათის ადამიანია, დიპლომატების მიმართ მისი განცხადებები შეუფერებელი იყო”- ირაკლი ზარქუა

,,ქალბატონი სალომე ცოტა თავისებურია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც ინტერვიუში ბაქრაძეზე თქვა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, შეუფერებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის ის განცხადებები, რაც ზურაბიშვილმა გააკეთა დიპლომატების მიმართ. „პრეზიდენტმა ეტყობა გაანალიზა, გაითავისა და შემდეგ გააკეთა დასკვნა, გადაწყვეტილება მიეღო, რომ დაენიშნა ელჩები, მათ შორის გაერო-ში დავით ბაქრაძე, რომელიც არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური. მგონია, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი, ისევე როგორც დანარჩენი ელჩები, სასარგებლო საქმიანობით იქნებიან დაკავებული. ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ,…

მეტი...

,,მოქმედი სახალხო დამცველის მონაცემები უნდა ავიღოთ იმისთვის, რომ სწორი წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი”- გია ვოლსკი

,,როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი განხილვების პროცესში არ მონაწილეობს, ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა სწორი ფორმულა შესთავაზო, კონსტრუქციულ განხილვაში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ახლანდელი სახალხო დამცველი გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანია. „ახლა როგორ სახალხო დამცველსაც ვხედავთ – მისი პოზიციიდან, განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ის არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანი, რომლის მონაცემებიც უნდა ავიღოთ, რათა სწორი წარმოდგენა გვქონდეს, როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი – ამის საპირისპიროდ ისეთი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიემხრობა, – განაცხადა…

მეტი...

,,მომხმარებელს მოვუწოდებ თავი შეიკავონ გარევაჭრობის პირობებში ხორცის შეძენისგან”- ვასილ ბასილაძე „მედიაცენტრ მთავარში“

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ გარევაჭრობის პირობებში ხორცის შეძენისგან. მისი განმარტებით, ასეთ პირობებში შესაბამისისი ნორმების დაცვა არ ხდება. ,,გარევაჭრობა არის აკრძალული, შესაბამისი სამსახურები უწევენ ამ ყველაფერს ზედამხედველობას. მომხმარებელს მოვუწოდებ თავი შეიკავონ გარევაჭრობის პირობებში ხორცის შეძენისგან. რადგან, გარევაჭრობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამის პირობებს, სადაც ხორცი უნდა იყოს განთავსებული მომხმარებლის მიერ შესაძენად,”- განაცხადა ვასილ ბასილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. 2 თვეში 10 000 კილო ხორცი ამოიღეს – ვასილ ბასილაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მეტი...

,,ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ნაცებისა და რუსების წისქვილზე დაასხამენ წყალს”- მამუკა მდინარაძე

,,ასეთი მოქმედებები დღეს პიარულად აწყობს ერთადერთს – ნაცმოძრაობას და მთლიანად მის კლასტერს”,- ასე შეაფასა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოქალაქემ ქუთაისში რუსეთის დროშა დაკიდა. მდინარაძის თქმით, ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ”ნაცებისა და რუსების წისქვილზე დაასხამენ წყალს”. ,,მოდი, ერთ რამეზე დაფიქრდით ყველა, საზოგადოებაც და თქვენც, ჩემო ძვირფასო ჟურნალისტებო, ვის აწყობს ასეთი მოქმედებები და აქედან გამოვიდეთ. ასეთი მოქმედებები დღეს პიარულად აწყობს ერთადერთს – ნაცმოძრაობას და მთლიანად მის კლასტერს და ისინი და მათი ტელევიზიები აგებენ ხოლმე ამაზე შემდეგ პიარს.  გაურკვეველი ადამიანი დარბის, ხან მანქანაზე აკრავს…

მეტი...

,,პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აღნიშნავს, დავით ბაქრაძე გაერო-ში ელჩად პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად, ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის განკარგულებით, 30 აგვისტოს გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე…

მეტი...

გოგა ხაინდრავა აზოვ-ის მებრძოლებს “გმირებად შემოსაღებულებს” უწოდებს

უკრაინის ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლებთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს. როგორც კინორეჟისორი ამბობს,  მათ „გმირებად ასაღებენ“. “საუკუნეების მანძილზე, კაცობრიობამ ჩამოაყალიბა მხედრული გმირობის ზუსტი დეფინიცია – მეომრის გააზრებული თავგანწირვა. მაგალითად: 300 არაგველი, ძმები ხერხეულიძეები… დღეს გმირებად გვასაღებენ ხელებაწეულ, მტერს ნებაყოფლობით ჩაბარებულ “აზოვ“- ის მებრძოლებს. დრონი მეფობენ“ – აცხადებს გოგა ხაინდრავა „აზოვს“ მებრძოლებთან დაკავშირებით.  

მეტი...

,,პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის განსაზღვრული, სამწუხაროა, რომ მთავრობას ამ კომპეტენციის შესახებ მითითებები დასჭირდა”- მდინარაძე

,,პრეზიდენტის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობას ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები დასჭირდა,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე პრეზიდენტის ხელმოწერასაც გამოეხმაურა. „ფაქტია, რომ კონსტიტუციაში წერია ყველა თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ და ეს ყველაფერი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხელი უნდა მოაწეროს და ასეც მოიქცა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები პრეზიდენტის კანონიერ ქმედებას „მძევლობას“ არქმევენ, რაშიც არის მთავარი პრობლემა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა…

მეტი...

 გოგაშვილის დაცვის წევრს სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის წევრ ალექსანდრე სამხარაძეს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა  5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, არსებობდა საფრთხე, რომ ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას, გამოძიებისთვის ხელი შეეშალა და მტკიცებულებები გაენადგურებინა. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები დასაბუთებულ საფუძველს იძლევა, რომ სამხარაძე საბრძოლო მასალას უკანონოდ ინახავდა. ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას არ დაეთანხმა. გოგაშვილის დაცვის წევრი ბრალს არ აღიარებს და განმარტავს, რომ ყოფილი სამსახურისთვის ვაზნების ჩაბარება დაავიწყდა. ადვოკატის განცხადებით, სამხარაძე სუს-ის თანამშრომელი იყო, იარაღი ჩააბარა, თუმცა ვაზნების ჩაბარება დაავიწყდა. ცნობისთვის, სამხარაძის სახლის ჩხრეკისას 69 ვაზნა…

მეტი...

ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდა

2022 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი  მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას. აღინიშნა ევროკომისიის გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული…

მეტი...

,,სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით”- იაგო ხვიჩია

,,ვაჭრობისას, როგორც წესი, ძვირს ვითხოვთ – სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით, უფრო ამნისტიას, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია სხვებს ევაჭროს, რადგან ისინი უფრო იაფად აძლევენ ”გამოძრომის საშუალებას”. „როგორც წესი, ვაჭრობაში ძვირს ვითხოვთ. „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ჩვენს კოლეგებთან ივაჭროს, ისინი უფრო იაფად აძლევენ გამოძრომის საშუალებას. სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

,,10 წლის შვილმა მითხრა, სპეცრაზმელმა იარაღი მომიშვირა და მითხრა, არ გამოხვიდე, ხომ იცი, რა მიჭირავს ხელშიო”- გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის განცხადებით,  გოგაშვილის დაკავების  ღამეს, ერთ-ერთი შეიარაღებული სპეცრაზმელი, მისი 10 წლის შვილს დაემუქრა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლის თქმით, ბავშმა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ უთრა. ,,გუშინ, სხვათაშორის, ჩემი პატარა ბიჭი, 10 წლის ბავშვი მეუბნება, დედა, აქამდე არ მინდოდა ამის თქმაო, მაგრამ მე, როცა საპირფარეშოში მომინდა გასვლაო, შენ ყვირილის ხმა რომ მესმოდა გამიშვი ხელიო, კარები გამოვაღეო და ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მომიშვირა იარაღიო და ასე მითხრა, არ გამოხვიდე იცოდე, ხომ იცი, ეს რა მიჭირავს ხელშიო”- განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

მეტი...

მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი მათი სადგომი. რეგლამენტი შემდეგ პუნქტებს მოიცავს: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და აღჭურვილობა, რომელთანაც ხბოებს უშუალო შეხება აქვთ, არ უნდა იყოს საზიანო მათთვის და უნდა ექვემდებარებოდეს სრულად რეცხვა-დეზინფექციას. ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.  იზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სადგომში უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და გაზის  კონცენტრაციების იმ ზღვრულად…

მეტი...

,,დაკავების ოპერაციაში სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ”- სოსო გოგაშვილის მეუღლე

,,დაკავების ოპერაციაში სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, მათ შორის შს მინისტრის, წმინდა ვახუშტის მოადგილე შალვა ბედოიძე,”- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მატყოფლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გოგაშვილის დაკავების ღამეს თავად გადაიღო ვიდეო, ხოლო  დროდადრო დათვალიერებისას დააფიქსირა ის, რომ ნიღბიან პირთა შორის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნები იყვნენ. ,,ახლა, ნელ-ნელა ვაფიქსირებ იმას, თუ ვინ იმყოფებოდა ჩემს ოჯახში. აღვიდგინე, რომ მათგან ერთ-ერთი იყო მოქმედი შს მინისტრის, წმინდა ვახუშტის მოადგილე შალვა ბედოიძე. ასევე, იყო სუს-ის გენისპექციის უფორის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე, სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი დვალიშვილი მის მოადგილესთან ერთად და და შსს-ს გენისპექციის…

მეტი...

პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა

სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ,  ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას მხარს არ უჭერდა. მისი განმარტებით, მას ამერიკაში ელჩობისას არაფერი გაუკეთებია და სვამდა კითხვას – რისთვის, რა დამსახურებისთვის უნდა დანიშნულიყო გაეროში. ელჩების დანიშვნის საკითხი პრეზიდენტისა და მტავრობის დაპირისპირების თემა არაერთხელ გახდა.  

მეტი...

 პირველი სექტემბრიდან კრწანისის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით, ეტაპობრივად შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. „კრწანისის ქუჩაზე ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკამდე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცალმხრივად – ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმართულებით. რაც შეეხება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას, სატრანსპორტო საშუალებები წინანაურის, ორთაჭალის, მელქაძისა და კალანდაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ, ხოლო კალანდაძის ქუჩიდან გადაადგილებას ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე შეძლებენ, როგორც კრწანისის, ასევე, გულუას მოედნის მიმართულებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, N331 ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება. კერძოდ, კრწანისის ქუჩის…

მეტი...

ლატვია მომხრეა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა აიკრძალოს

მაშინ, როცა უკრაინელები იხოცებიან, რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა რ უნდა ჰქონდეთ. ასეთია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის შეფასება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდვას. „ნამდვილად რაც გვჭირდება, არის გადაწყვეტილების მიღება ვიზების  საკითხთან დაკავშირებით. ეს ის თემაა, რომელზეც ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, სულ მცირე, ნაბიჯს წინ გადავდგამთ. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს ვიზების აკრძალვას და ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 6 თვის წინ წამოვაყენეთ. მჯერა, რომ ეს უსაფრთხოების საკითხია, რუსეთის სანქცირების გაგრძელებაა და საერთო არაფერი აქვს კოლექტიურ დასჯასთან. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ძალიან მკაფიო გზავნილია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ…

მეტი...

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა – ,,საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. მათივე ცნობით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.

მეტი...

როგორია სურსათში ტყვიის შემცველობა – შედეგები გამოქვეყნდა

ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ  სუნელ-სანელებლების 4 ნიმუშში გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობის კვლევას მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათში, სასმელ წყალსა და ალკოჰოლიან სასმელებში რეგულარულად ახორციელებს. ამ ეტაპზე, უკვე აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია ცხოველური წარმოშობის სურსათის, მათ შორის, ჩვილისა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის 250-ზე მეტი ნიმუში, სასმელი წყლის 142 და ალკოჰოლიანი სასმელის 25 ნიმუში/სინჯი, რომელთაგან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის სურსათს, აღებული 197 ნიმუშიდან, დასაშვებ ნორმას ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 4 შემთხვევაში აღემატებოდა: წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში)…

მეტი...

2 თვეში 10 000 კილო ხორცი ამოიღეს და გაანადგურეს – ვასილ ბასილაძე „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ბოლო 2 თვეში რეალიზაციიდან 10 000 კილოგრამამდე ხორცი ამოიღო და გაანადგურა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  ივლისი-აგვისტოს პერიოდში 800-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შემოწმდა, აქედან 375 დაჯარიმდა. „სეს-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, 800-ზე მეტი შემოწმება განახორციელა, მათ შორის სასაკლაოებში, ასევე სარეალიზაციო ობიექტებში. აქედან 375 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სხვადასხვა სახის დარღვევები იყო, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია და ა.შ. ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჯამურად 10 000 კილოგრამამდე ხორცი ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში ხორცი მიჩნეულია მავნედ და ადამიანის გამოყენებისთვის შეუსაბამოდ…

მეტი...

საია მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავას სასამართლოში იწყებს. საქმე ეხება სენაკის საკრებულოს არჩევნებს. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი ინიციატივით არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, საია-მ მიმართა მას განცხადებით და მოითხოვა აქტის გამოცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე“ – აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება საქმის ვითარებას, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ის შემდეგია: „2022 წლის 12 აგვისტოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ. განკარგულების შესაბამისად, ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31…

მეტი...

უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ

უკრაინული მხარე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისევ მიმართავს და რუსი ტურისტების ბლოკირებას სთხოვს. როგორც ქვეყნის საგარეო მინისტრი აცხადებს, საჭიროა მკაცრი სანქციები. „ამკრძალავი ზომების ნახევრად მიღების დრო წავიდა. მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა… რუსი ტურისტებისთვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის გენოციდურ აგრესიულ ომზე, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. შეგახსენებთ, რო აღნიშნულს რუსული მხარეც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ევროპამ ვიზების აკრძალვის მუქარით „ტვინი წაიღო“.

მეტი...