არეულობა ერაყში – ევროკავშირი მხარეებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება ბაღდადის ქუჩებში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულია 350 ადამიანი. არეულობის ფონზე, ევროკავშირი ყველა მხარეს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. „ევროკავშირის ყველა მხარეს მოუწოდებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება და შეინარჩუნონ სიმშვიდე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორმა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ყველა კანონი უნდა იყოს პატივცემული და ინსტიტუტების ერთიანობა დაცული. ყველა მხარემ უნდა იმუშაოს დაძაბულობის დეესკალაციისთვის და ჩაერთოს პოლიტიკურ დიალოგში კონსტიტუციის ფარგლებში, რაც აზრთა სხვადასხვაობის გადაჭრის ერთადერთი საშუალებაა. ევროკავშირის ადასტურებს…

მეტი...

პოლონეთის პრემიერმა მაკრონს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მატეუშ მორავეცკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. პოლონეთის პრემიერმა მაკრონს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ​ მისი თქმით, ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყდრნობოდეს. ,,ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას დაეთმო. მე ვისაუბრე იმაზე, რასაც ჩვენი მხრიდან ვხედავთ და ასევე ვთხოვე პრეზიდენტს უზრუნველყოს იარაღის სწრაფი მიწოდება, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა. ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყრდნობოდეს“, –  განაცხადა მორავეცკიმ. შეგახსენებთ, მატეუშ მორავეცკი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში 29 აგვისტოს იმყოფებოდა.

მეტი...

„ამ დიდი სახელმწიფოებრიობის შესახებ ლეგენდა უნდა დავივიწყოთ”- ზელენსკი რუსეთზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და არც სურვილი აქვს. მისივე თქმით, უკრაინას თავისი ტერიტორიების დაბრუნება სურს. „თუმცა ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარეს სურდეს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი საჯარო ტყუილი. ისინი არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის, მათ ეს არ სურთ. მათი გაგებით, მოლაპარაკებები – ეს არის ულტიმატუმი, რომელშიც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთის ტერიტორიებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ძლევამოსილობაზე ლედენდა უნდა დავივიწყოთ. „ამ დიდი სახელმწიფოებრიობის შესახებ ლეგენდა უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ამას ბრძოლის ველზე ვაჩვენებთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

საბერძნეთში ორი ქართველი  ბინის ძარცვის დროს დააკავეს

საბერძნეთში ორი ქართველი  ბინის ძარცვის დროს დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველები გუშინ აღმოსავლეთ თესალონიკში, კალამარიას რაიონში დააკავეს. 30 და 28 წლის ქართველებმა ცენტრალური სადარბაზოს საკეტები ჩაამტვრიეს და სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეაღწიეს. მძარცველებმა ბინიდან 120 ევრო და ძვირფასეულობა წაიღეს. ამასთან, დაკავებისას ერთ-ერთმა მძარცველმა   წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდა.

მეტი...

,,გადავდივართ სასტიკი ომის ახალ ეტაპზე – დროა, უკრაინის პარტნიორებმა გადადგან მტკიცე ნაბიჯები”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს. „ჩვენ გადავდივართ ამ სასტიკი ომის ახალ ეტაპზე. ჩვენს ფრონტებზე განვითარებული მოვლენების ფონზე, დროა, უკრაინის პარტნიორებმა გადადგან ახალი მტკიცე ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას. ამ გარანტიებმა უნდა ჩამოაყალიბონ ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი წესრიგი და შეუძლებელი გახადონ ახალი ომი ევროპის ცენტრში“, – განაცხადა ერმაკმა. ერმაკის თქმით, ორ თვეზე ნაკლებ დროში შემუშავდა რეკომენდაციების ხარისხიანი, კომპლექსური პროექტი.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლეს

„სიენენის“ ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტებისგან ოთხი სოფელი გაათავისუფლეს. სამხედროებმა ახალი დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის ქვეითებზე, რომლებიც გაიქცნენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების თავდაცვის ხაზი სამ ადგილას გაარღვიეს. გამოცემის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების სამხედრო მანქანებიც გაანადგურეს, ზოგი მათგანი კი ტყვედ აიყვანეს.    

მეტი...

„ეს არის მასიური თაღლითობა” – ტრამპი 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. შესაბამისად, ან პრეზიდენტად აღიარებას, ან ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საქმე ეხება მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სოციალურმა ქსელმა 2020 წლის საარჩევნო პერიოდში, ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ აკრძალა. ტრამპი კი აცხადებს, რომ ეს არჩევნებში ჩარევაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაიმარჯვებდა. „გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დამარხა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის შესახებ ისტორია არჩევნების წინ, რადგან იცოდნენ, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ, ტრამპი მარტივად გაიმარჯვებდა. ეს არის მასიური თაღლითობა. გამოსავალი: გამოცხადდეს კანონიერი გამარჯვებული ან/და ეს იქნება მინიმალური გამოსავალი –…

მეტი...

“მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” – მარათონი თბილისში

თბილისში, ლისის ტბის გარშემო, უკრაინის საელჩოს, ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარათონში 37 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, ომისა და თავდაცვის ვეტერანებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა. გამარჯვებულები გამოვლიდნენ მამაკაცების, ქალბატონების და ბავშვების კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა კატეგორიაში გაიმარჯვა, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის, დიმიტრი მსხალაძის შვილმა, ვანო მსხალაძემ. გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, თასები…

მეტი...

„თუ გადარჩენა სურთ, დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ მხარეს, პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გათვლილი აქვს და გეგმას მიჰყვება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, არავინ აპირებს ამ გეგმების გასაჯაროებას. მთავარი გეგმა კი საკუთარის დაბრუნება და მტრის განდევნაა. „ვის სურს გაიგოს, როგორი გეგმები გვაქვს? კონკრეტიკას ვერ გაიგებთ. რადგან ეს ომია.  ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საზღვართან განვდევნით, ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზი არ შეცვლილა. ოკუპანტებმა ეს კარგად იციან. თუ მათ გადარჩენა სურთ,  დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ. წადით სახლში. თუ რუსეთში, სახლში დაბრუნების გეშინიათ, მაშინ ასეთი ოკუპანტები ტყვედ ჩაბარდნენ და ჩვენ უზრუნველვყოფთ ჟენევის კონვენციის ყველა ნორმის შესრულებას“, – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

„უკრაინა იბრუნებს საკუთარს, ზმეინიდან ქერჩის სრუტემდე“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ჩვენი თავდაცვის ძალები თავის საქმეს აკეთებენ“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და რუს ჯარისკაცებს ურჩევს, თუ გადარჩენა უნდათ, გაიქცნენ. „ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენი მეომრების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენის სახელმწიფოსთვის და დამოუკიდებლობისთვის. ხსოვნის ეს დღე ზაფხულის ბოლოს, 29 აგვისტოს აღინიშნება. ეს ომი, რომელიც რუსეთის მიერ ჩვენი ყირიმის ოკუპაციით, დონბასის დაპყრობის მცდელობით დაიწყო, უნდა დასრულდეს სწორედ იქ – გათავისუფლებულ ყირიმში, დონბასის გათავისუფლებულ ქალაქებში, ჩვენი სამხედროების უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე გასვლით. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს მიზანი. ჩვენ ის არ გვავიწყდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ჩვენი თავდაცვის ძალები თავის საქმეს…

მეტი...

„მტერმა 8 რაშისტი და აღჭურვილობა დაკარგა“ – უკრაინული მხარე

გასული ღამე უკრაინელებისთვის საკმაოდ დაძაბული და „შედეგიანიც“ იყო. უკრაინულმა ძალებმა, ქვეყნის სამხრეთით 80-ზე მეტი რუსი სამხედრო და მათი 30 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალები ძირითადად ავიაციას იყენებდნენ. ოკუპანტებმა უკრაინას არაერთხელ შეუტიეს, თუმცა, ყველა შეტევა წარუმატებლად დასრულდა. უკრაინულმა ძალებმა კი რუსების 13 სამეთაურო პუნქტს დაარტყა  ხერსონის, ბერისლავისა და კახოვკის ტერიტორიებზე. რუსმა სამხედროებმა კი შეტევა განახორციელეს ნიკოპოლისა და კრივოი-როგის მიმართულებით. დაზიანდა სახლები, სამოქალაქო ობიექტები, ეკლესია. როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მტერმა სერიოზული დანაკარგი განიცადა. კერძოდ, „მტრის ზარალი შეადგენს 82 რაშისტსა და 30 ერთეულ აღჭურვილობას, მათ შორის S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას,…

მეტი...