ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 47 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 47 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 1947 ტანკი, 4269 ჯავშანმანქანა, 1060 საარტილერიო სისტემა, 279 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 149 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 234 თვითმფრინავი, 203 ვერტმფრენი,  828 უპილოტო საფრენი აპარატი, 101 ერთეულ სპეცტექნიკა, 196 ფრთოსანი რაკეტა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

,,უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინას მეგობრებისგან მძიმე იარაღი მომავალ ზაფხულსაც დასჭირდება” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში ომი, შესაძლოა, „წლების განმავლობაში გაგრძელდეს“. „სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას ახალი მძიმე იარაღი ჯერ კიდევ დასჭირდება თავისი მეგობრებისგან“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა. მისიევე თქმით,  გერმანია უკრაინას დაეხმარება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „უკრაინა იცავს ჩვენს თავისუფლებასაც, ჩვენს მშვიდობასაც. ჩვენ მათ ვუწევთ როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას და ამას გავაკეთებთ იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება. წერტილი!“ – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც.

მეტი...

,,არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისაგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნაკლებად სავარაუდოა, ერთხმად დაუჭირონ მხარი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას. „არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება“, – განაცხადა ბორელმა. მისივე  თქმით, თავად ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ არის. ,,ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ საშუალება, რომ ვიზები რუსების ნაწილმა მიიღოს და რა თქმა უნდა, არა ოლიგარქებმა. უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების…

მეტი...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელობის დოღი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების – ნიკა იმნაძის, პაატა პაპიძის, დავით რამიშვილისა და ვაჟა თოდუას სახელობის ტრადიციულ ტურნირს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მებრძოლების სახელობის დოღი, შეჯიბრი მკლავჭიდში, ძალოსნობაში, ასევე, ქართულ ჭიდაობაში, სადაც წელს, პირველად, გოგონებმაც მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულებს, კობა კობალაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები გადასცეს, ხოლო, დოღში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული…

მეტი...

ნორვეგია რუსული ოქროს შესყიდვას წყვეტს

ნორვეგიის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტს უერთდება, რომელიც რუსული ოქროს შესყიდვას კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 27 აგვისტოდან შევიდა. სანქციების საკითხი  ქვეყნის პარლამენტმა დამოუკიდებლად განიხილა და დაამტკიცა.

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება შესაძლოა შეაჩეროს

„გარდიანის“ ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებისთვის ემზადება. გამოცემის ცნობით,  გადაწყვეტილებას ევროკავშირი მიმდინარე კვირაში მიიღებს. გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის ვიზის მიღებას გამარტივებული წესით ვეღარ შეძლებენ, გაიზრდება სავიზო მოსაკრებელიც. როგორც გამოცემა  იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ტურისტული მიზნებით მოგზაურობის შეზღუდვისკენაა მიმართული. წლის ბოლომდე ევროკავშირი, რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, დამატებითი ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს.    

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – დაიღუპა 5 ადამიანი, 38 კი დაშავდა

თურქეთში ტურისტული ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ავტობუსის მუხრუჭის დაზიანება გახდა. მძღოლმა კონტროლი დაკარგა, სავალი გზიდან გადავიდა და კლდიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი და ორი მგზავრი. კიდევ ორი მგზავრი კი საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

,,უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა დაბრუნდება“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმ  თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან დახურული თათბირი გამართა. მისი თქმით, თათბირის  შედეგებს ოკუპანტები იგრძნობენ. „ყველა საკითხი, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, მნიშვნელოვანია, თუმცა დახურულია, დეტალებში ვერ შევალ. თუმცა, ოკუპანტები იგრძნობენ მათ შედეგებს ჩვენი დამცველების შემდგომ ქმედებებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა დონბასი თითქმის სრულად გაანადურა დაა დააცარიელა. „ახლა დონბასი თითქმის სრულად განადგურებული და დაცარიელებულია რუსეთის დარტყმების გამო. ამაყი უკრაინული დონეცკი დამცირებულია რუსეთის ოკუპაციით, გაძარცვულია. რუსეთმა დონეცკში ყველაზე საშინელი რამ მიიტანა. ესაა სოცოცხლის ფასის სრული იგნორირება, აბსოლუტური უპატივცემლობა ყველას მიმართ. ოკუპანტებმა მოიტანეს დეგრადაცია და სიკვდილი. მათ…

მეტი...