„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს“ – დმიტრო კულება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რუსული ძალების მიერ სამხედრო ბაზადაა გადაქცეული. „ათწლეულების განმავლობაში, ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებით კი ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან – მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. ის რამდენჯერმე გახდა შეტევის ობიექტი.

მეტი...

ძამას ხეობაში 7 სახლი დაიწვა

ძამას ხეობაშ, ერთმანეთის მიყოლებით 7 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ყველა სახლი ნათესავებისაა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მამაკაცმა სიგარეტის ნამწვი ბალახში გადააგდო, საიდანაც ხანძრის კერა გაჩნდა. შვიდივე ოჯახის წევრი უსახლკაროდ დარჩა, როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ სხვაგან წასასვლელი არ გააჩნიათ. ამ წუთებში, ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა, შვიდივე სახლი სრულად დაიწვა. მაცხოვრებლებმა ვერაფერი გადაარჩინეს.  

მეტი...

პუტინის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებს რუსეთში „მწვანე აუნთეს“

რუსეთის პრეზიდენტის,  ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რომელსაც მან  ხელი უკვე მოაწერა და ძალაშია, უკრაინის მოქალაქეებს რუსეთში სრული თავისუფლება ექნებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  რუსეთში შესულ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ,  განუსაზღვრელი ვადით იცხოვრონ რუსეთში. მათ მუშაობის უფლებასაც აძლევენ. სიახლე  ოკუპირებულ ტერიტორიებზე – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში მაცხოვრებლებსაც ეხება.  

მეტი...

ბორჯომის შემდეგ, შავნაბადა და ძამას ხეობა იწვის

შავნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყეს მასივსა და მინდორს უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძარი იმდენად მასშტაბურია, ბორჯომის ხეობიდან თურქული სამაშველო ვერტმფრენი შავნაბადასკენ გადაისროლეს. ხანძარია ძამას ხეობაშიც. აქაც, ხანძარი გამხმარ ბალახებს გაუჩნდა. და შემდეგმ დასახლებულ პუნქტში გავრცელდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.  

მეტი...

მეუფე იაკობის შეფასებით, გოგაშვილების ოჯახის განცხადება ტყუილია

მეუფე იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების  კითხვებს უპასუხა. როგორც მეუფემ აღნიშნა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახის განცხადებები მასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება და ყველაფერი ტყუილია. „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის ჭამას არ ვაპირებ. მასეთი საუბარი არ მქონია, ტყუილია. შეხვედრა ბევრჯერ მქონდა. შვილიშვილის ნათლია ვიყავი და ხშირად ვხვდებოდი. თანამდებობაზე რომ იყო და მერეც“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი. საუბარია ოჯახის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მეუფემ სოსო გიგაშვილი გააფრთხილა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

მეტი...

“წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ – შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია“ – მეუფე

მეუფე იაკობის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ქართველებმა ერთად დაჯდომა ისწავლონ. მისი შეფასებით, თუ ევროპა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას გვთხოვს, საქართველოს შეუძლია, 10 წლიანი ვადა მოითხოვოს  იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებსაც ერთად დაჯდომა არ უნდათ. როგორც ბოდბელი მიტროპოლიტი აღნიშნავს, ცუდი ეპისტოლეები ევროპაში და ამერიკაში დაიწყო. მან „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატების განცხადებებზეც ისაუბრა. „ერთი რამ ვიცი, რომ ცუდი ეპისტოლე ევროპაში დაიწყო. ამერიკელების მხრიდან დაიწყო. შემდეგ კი შესაბამისი რეაქციები მოჰყვება ხოლმე იმ ქვეყანაშიც. ამიტომ, თავიდანვე როცა იწყება ასეთი რაღაცები, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა აღკვეთონ იქაც და აქაც. ამერიკელებთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ამერიკასაც ნორმალური ურთიერთობა აქვს ჩვენს მიმართ. თუ…

მეტი...

„ომში არახამიამ მილიარდი იშოვა“ – მეუფე იაკობი უკრაინაზე

მეუფე იაკობის შეფასებით, ქართველმა პოლიტიკოსებმა სახე დაკარგეს, ავტორიტეტი არ გააჩნიათ და არავინ მათ არ ენდობა. „ავტორიტეტი არ შერჩათ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ხალხი გაიყოლონ. ხალხი შეგროვდება, რომ დაინახავენ ერთიდაიგივე სახეებს, გარბიან. იმიტომ რომ არ ენდობიან. ხომ უნდა დაიმსახურო, რომ გენდონ. ნუ უშლით ხელს განვითარებას. ნუ უშლით ახალგაზრდობას ქვეყანაში დარჩენას. შეიძლება პოლიტიკოსების სათამაშოები გახდნენ ახალგაზრდები?! ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მათ საქართველოში უნდა იმოღვაწეონ. ნუ ვიქნებით ჩვენი პოლიტიკოსებივით, სირაქლემასავით რომ არიან“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგების დასრულების შემდეგ. მისივე შეფასებით, უკრაინის ომში მილიარდები იშოვეს. ერთ ერთ ასეთ მილიარდელად კი ქართული წარმოშობის უკრაინელი პოლიტიკოსი დავით…

მეტი...

„საქართველოში ვერავინ აურევს“ – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობმა მარიამობის სადღესასწაულო ქადაგების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაციას საქართველოში ვერავინ აურევს. „მსოფლიოში, თითქმის ყველა სახელმწიფოში არეულობაა. ადამიანები გულგრილები გახდნენ. სხვისი ტკივილი უკვე აღარ სტკივათ. რაც მსოფლიოში ხდება, არ იქნებოდა, ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის რომ გვესმოდეს და გვტკიოდეს. პოლიტიკურმა ველმა ისეთი სიტუაცია შექმნა ქვეყანაში, თითქოს არაფერი ხდებოდეს. თითქოს ვიღაცა მხსნელია და თუ მოვა ქვეყნის სათავეში გადაარჩენს საქართველოს. ეს ყველაფერი ტყუილია. კაცობრიობისთვის, საქართველოსთვის, თითოეული ჩვენგანისთვის მხსნელი არის ღმერთი“ – აღნიშნა მეუფემ. მისი შეფასებით, ახალგაზრდები გარბიან,  უცხოეთის ეკონომიკას ვაძლიერებთ და უკან არავინ ბრუნდება. „ევროპას აქვს თავისი ფასეულობები და…

მეტი...

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი 2 დღის უკან აზიარა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის,  მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მან მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და აზიარა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს კიდევ 2 კილო აქვს დაკლებული. ,,მიხეილ სააკაშვილი ბოლოს ვინახულე ორი დღის წინ და ვაზიარე. არ არის დიდი ხანი, რაც ვნახე და იმის შემდეგ კიდევ 2 კილო აქვს დაკლებული. ვფიქრობ ეს სავალალოა. თუ ადამიანი იკლებს ავადმყოფობის გამო ეს არის ცუდი და საგანგაშო. 13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია ნამდვილად. თუ მისი ფიზიკური განკურნება მოხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიერ ძალიან კარგი, თუ ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს…

მეტი...

„კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს“ – პატრიარქის ქადაგება

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში იქადაგა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. „ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა. ყველას გილოცავთ მარიამობას. დღეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. სიონობას გილოცავთ, ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია, ზეციური და ქვეყნიური. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს. აი, თქვენ ახლა იგალობეთ – დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო. კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა…

მეტი...

განადგურებულია 150 ჰექტარ ტყის ფართობზე მეტი

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა. გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი. დილიდან სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით,…

მეტი...

საქართველოში იმპორტირებული წამლების ნაწილი რეექსპორტზე გადის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების დაახლოებით 22% რეექსპორტზე გადის. მიმდინარე წლის ივლისის თვის ჩათვლით, ქვეყანაში  234,207 მლნ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალებების იმპორტი განხორციელდა. აქედან  47,597 მლნ დოლარის მედიკამენტები რეექსპორტზე გავიდა. რეექსპორტის მხრივ პირველი სამეული ქვეყანაა უზბეკეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

მეტი...

„რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას,  ომი აღარ იქნება,  უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება – ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სასტიკ ომს ევროკომისიის პრეზიდენტი უსრულა ფონ დერ ლაეიენი ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. საფრანგეთში, სოფელ ტაიზეში ქრისტიანული ეკუმენური თემის ღონისძიებაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა აღასრულოს მისი დამფუძნებლების მისწრაფებები, იტვირთოს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის მისია. „რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება.  დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის.  დარწმუნებული…

მეტი...

ტაძრებში მარიამობის საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობის დღესასწაულს  აღნიშნავს. ქვეყანაშ მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო. სიონის საკათედრო ტაძარში ბრძანდება საქართველოს პატრიარქი, რომელიც  საღმრთო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. “მედიაცენტრი მთავარი” გილოცავთ  მარიმობის დღესასწაულს.

მეტი...