რუსეთი უკმაყოფილოა რომ მის მოქალაქეებს საქართველოში შესვლაზე ხშირად უარს ეუბნებიან

რუსეთის გენერალური საკონსულო, რომელიც თურქეთში მდებარეობს და საქართველოსაც ფარავს, უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე ხშირ შემთხვევებში უარს ეუბნებიან. „ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, არაფრითაა დასაბუთებული. უარის მიზეზი არ განიმარტება. რუსეთის მოქალაქეთა შორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ დაუშვეს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებნი, ასევე ყირიმის რესპუბლიკის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებნი არიან, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“, – აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში. საუბარია ავტომანქანით გადმომსვლელებზე, რომლებიც თურქეთში პირადი ავტომობილით ჩავიდნენ. „მიმდინარე წლის აგვისტოში გენერალური საკონსულო საქართველოში შესვლაზე უარს პრაქტიკულად ყოველდღე აფიქსირებს“, – აცხადებენ საკონსულოში და საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ.

მეტი...

თილისმები, ბუნებრივი ქვები, სამაჯურები – გვიცავს თუ არა, მითია თუ რეალობა, რა ძალა აქვს მას?! – ინტერვიუ ეზოთერიკოსთან

თილისმები, დამცავი სამაჯურები, ბუნებრივი ქვები, ჯადოსნური კოლბა და ასე შემდეგ, 21-ე საუკუნის ერთგვარი ტრენდი გახდა. სოციალური ქსელები აჭრელებულია გვერდებით, სადაც ეზოთერიკოსები თუ ე.წ. ტაროს სპეციალისტები მსგავს მომსახურებას და დამცავ საშუალებებს გვთავაზობენ. შეთავაზებები იმდენად ბევრია და ე.წ. ბუნებრივი ქვები იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რთულია გაარჩიო რომელია რეალური და რომელი ყალბი. რეალურად არსებობს თუ არა გარკვეული ძალის მატარებელი დამცავი ქვები? რისთვის გვჭირდება გააქტიურებული თილისმები? როგორ გავარჩიოთ ნატურალური ხელოვნურისაგან? როგორ ვიგრძნობთ რომ თილისმა გვიცავს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მედიაცენტრი მთავარი“ ეზოთერული პლატფორმა “გრიმუარი“-ს დამფუძნელებელს, მარის ესაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი“: ბოლო პერიოდში, სოციალური ქსელებით აქტიურად…

მეტი...

მომღერალი ძმები რაჭაში ავარიას ემსხვერპლნენ

რაჭაში ავტოავარია მოხდა. დაიღუპნენ ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები. მათი ავტომობილი ხევში გადაიჩეხა. გადარჩა ძმების ბიძაშვილი, რომლის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ძმები ანსამბლ “ძირიანში” მღეროდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მანქანა ხეს შეეჯახა და ძმები მანქანიდან გადმოვარდნენ. გადარჩენილი ბიძაშვილი კი შემთხვევით იპოვეს. მის ტელეფონზე ახლობელმა დარეკა და მაშველებმა ჯიპიესის საშუალებით მიაგნეს.  

მეტი...

ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. ამჟამად, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება. მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს, რის გამოც, 29 აგვისტოს 07:00 საათიდან 4 სექტემბრამდე, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ბოჭორმის ქუჩიდან და მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები კი ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით ვერ იმოძრავებენ. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით – ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩების…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოკუპანტებთან შეტაკებისას კიდევ სამი ქართველი დაიჭრა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ. კავშირი აქვთ დაღუპულის ოჯახთან და მათ ყველა ინფორმაციას აწვდიან. შეტაკება ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, კრამატორსკთან მოხდა, სადაც  სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. დაღუპულის ვინაობა ამ ეტაპისთვის არ ვრცელდება. დაჭრილთა მდგომარეობა კი სტაბილურია. „შემთხვევა ლისიჩანსკის მახლობლად მოხდა. ერთია დაღუპული, დაჭრილია სამი ქართველი. მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. რაც შეეხება ცხედრის საქართველო გადასვენებას, ეს გარკვეული პროცედურების შემდეგ მოხდება“ – აცხადებენ დაღუპულის თანამებრძოლები.

მეტი...

ბრიტანეთი უკრაინას წყალქვეშა დრონებს გადასცემს

მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირებისა და სანაპირო ზოლის რუსული ნაღმებისგან დასაცავად, დიდი ბრიტანეთი უკრაინას წყალქვეშა დრონებით მოამარაგებს. მთლიანობაში, საუბარია ექვს ერთეულ წყალქვეშა დრონზე, რომლის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, დრონები ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლის ნაღმებისგან გაწმენდას და მარცვლეულის უსაფრთხოდ გატანას. აშშ უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ყიდულობს

მეტი...

აშშ უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ყიდულობს

უკრაინა ძლიერდება, შეიარაღება იზრდება. ბოლო, 3 მილიარდ დოლარიანი დახმარების შემდეგ, აშშ უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ყიდულობს. პენტაგონმა უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAM-ს შეიძენს. კომპლექსში 6 ერთეულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა შედის, რომლის უკრაინისთვის გადაცემა მომავალ წელს უნდა მოხდეს.  

მეტი...

„ყველაფერი უფრო უკეთესად მიდის, ვიდრე ბევრს ეგონა. გამარჯვება ახლოვდება“ – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი წერს, ყველაფერი იქნება და იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე იყო. ფრონტზე ხდება ყველაზე მოულოდნელი რამ – დონბასში, სადაც ბოლო დრომდე რუსეთს ჰქონდა სრული უპირატესობა, ყველაფერი შეიცვალა. ჩამოყალიბდა საარტილერიო პარიტეტი და ბოლო დღეებში უკრაინელებმა დაიწყეს იარაღის საწყობების ინტენსიური განადგურება. შოიგუმ აღიარა, რომ რუსეთის ჯარი წინ ვეღარ მიიწევს. რეფერენდუმების გეგმებიც გააუქმეს იმიტომ რომ ჩაიშალა ტერიტორიის გაკონტროლების გეგმა. პრაქტიკულად, საუბარია დონეცკის რაიონებზე, რომლებსაც ვერ იღებენ რუსები. დონბასის სხვა ნაწილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებადი დიდი ქალაქების, სლავიანსკის და…

მეტი...

ქართულ ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდები არ დაფიქსირდა

მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების ნარჩენების შემცველობაზე შესამოწმებლად, სარეალიზაციო ობიექტებიდან ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის 108 ნიმუში აიღო. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, პესტიციდების შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტესტირება ჩატარდა 68 მოქმედ ნივთიერებაზე, მათ შორის, ქლორორგანულ და ფოსფორორგანულ, ასევე, დითიოკარბამატულ პესტიციდებზე. გამოკვლეულია ხილისა (ატამი, ვაშლი, ვაშლატამა) და კენკროვნების 44 ნიმუში, ბოსტნეულის (კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) 13 და ბაღჩეულის (საზამთრო, ნესვი) 51 ნიმუში. სურსათში პესტიციდების ნარჩენების დონე რეგულირდება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის…

მეტი...

რუსეთი უნგრეთში ბირთვულ რეაქტორებს ააშენებს

უნგრეთში ორი ახალი ბირთვული რეაქტორია აშენდება. მშენებლობას რუსული ატომური ენერგიის კომპანია “როსატომი“ იწყებს. მშენებლობას უნგრული მხარე უვე დასთანხმდა. „დაიწყოს მშენებლობა! ეს არის დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში და დავიცავთ უნგრელებს ელექტროენერგიის ფასების თავაწყვეტილი რყევებისგან“, – აცხადებს უნგრეთის საგარეო მინისტრი პიტერ სიიარტო. პროექტი 12.5 მილიარდი ევროს ღირებულებისაა და  პროექტს რუსეთი აფინანსებს.  

მეტი...

„რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია“ – მიხაილო პოდოლიაკი  

უკრაინა რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების წინააღმდეგია. არსებულ ვითარებისა და რისკის გათვლით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია. „პრეზიდენტი ზელენსკი ნამდვილად წინააღმდეგია რუსეთთან მოლაპარაკებების. ამ საკითხზე მტკიცე პოზიცია აქვს უკრაინულ საზოგადოებასაც, რადგან ჩვენ სრულად ვაფასებთ არსებულ რისკს – რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია“ – აცხადებს  მიხაილო პოდოლიაკი. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რუსეთს ახლა „პაუზა“ მობილიზაციისთვის სჭირდება. პოდოლიაკის შეფასებით, ყველა რისკი, საფრთხე და საშიშროება გათვლილია, რაც მნოლაპარაკების ეგიდით ოკუპანტი ქვეყნიდან შეიძლება მოდიოდეს. შესაბამისად, უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებაზე არ მიდის და ყველა დეტალს საერთაშორისო პარტნიორებთან…

მეტი...

ნატო-ს წევრობაზე უარი რუსეთისთვის საკმარისი არ არის, უკრაინაში ომი დაასრულოს – რას ითხოვს კრემლი?!

ოკუპანტი ქვეყანა ოფიციალურად აცხადებს, რომ თუ კიევი უარს იტყვის ალიანსის წევრობაზე, ეს საკმარისი არ იქნება უკრაინაში მიმდინარე პროცესების დასასრულებლად. აღნიშნულ გზავნილს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი ავრცელებს. მისი შეფასებით, რუსეთს მეტი სჭირდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი აუცილებელია, მაგრამ აღარ არის საკმარისი მშვიდობის დამყარებისთვის. აუცილებელია გაჩნდეს ის გარანტიები, რის შესახებაც პრეზიდენტი პუტინი საუბრობს“, –  ასეთია მედვედევის გზავნილი. მედვედევი კი უკრაინის „დენაციფიკაციას“ ითხოვს.  

მეტი...

ნორვეგია რუსეთიდან ოქროს არ შეისყიდის

რუსეთისთვის მსოფლიოს მხრიდან დაწესებულ სანქციებს ნორვეგიაც უერთდება. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნორვეგიაში რუსული ოქრო არ შევა. ოქროთი იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების მეშვიდე პაკეტში იყო გათვალისწინებული. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, აკრძალვა უკვე ძალაშია.

მეტი...

ჩრდილოეთში რუსი სამხედროების ძალებს ზრდას ნატო სტრატეგიულ გამოწვევად მიიჩნევს

ჩრდილოეთის მიმართულებით, არქტიკაში, რუსეთის სამხედრო ძალებს აქტიურად აძლიერებს. აღნიშნულს ნატოს გენერალური მდივანი ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის ქმედება ალიანსისთვის გამოწვევაა. იენს სტოლტენბერგის შეფასებით,  არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა. აღნიშნულ საკითხზე სტოლტენბერგმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ისაუბრა. „უფრო და  მნიშვნელოვანია კანადისა და მთლიანად ნატო-სთვის უკიდურესი ჩრდილოეთი, რადგანაც, ჩვენ ვხედავთ რუსული სამხედრო ძალის სერიოზულ ზრდას. ეს ეხება ახალი სამხედრო ბაზებსა და  სისტემურ შეიარაღებას“, – აცხადებს იენს სტოლტენბრგი. ჯასტინ ტრუდომ კი აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში რუსეთი ყველა მიმართულებით შეშფოთებას იწვევს. ამიტომ, აცხადებს, რომ საკითხი ნატოსთან უნდა იყოს განხილული.

მეტი...