,,ბევრს ჯერ კიდევ ეშინია “დათვის“ გაბრაზების, მაგრამ ყველაფერი, რისი ჩვენებაც შეეძლო რუსეთს ნაჩვენებია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი  აცხადებს, რომ , რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე  ყველა ”კოზირი” გამოიყენა. მისი თქმით, საჭიროა უკრაინის დახმარება გაიზარდოს. ,,ბევრს ჯერ კიდევ ეშინია “დათვის“ გაბრაზების, მაგრამ ყველაფერი, რისი ჩვენებაც შეეძლო რუსეთს, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა, ნაჩვენებია. ყველა კოზირი გამოყენებულია. ყველაფერი დანარჩენი პროპაგანდაა. არ არის საჭირო გვეშინოდეს, დახმარება უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მეტი...

ხულოში სკოლის მოსწავლე ფეხმძიმედაა – ომბუდსმენმა ფაქტის შესწავლა დაიწყო

ხულოში სკოლის მოსწავლე ორსულადაა, ფაქტის შესწავლა კი ომბუდსმენმა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმეში ჩართულია პოლიცია, არასრულწლოვანი კი მძიმე ემოციური ფონის ქვეშაა. გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის გოგო რვა თვის ორსულია.

მეტი...

„მიზანი უცვლელია, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მიზანი, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს უცვლელია. კანცლერმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პუტინის ომია და არა რუსების. „მიზანი უცვლელია, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დევს ფსონზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ აშშ არ მიაწვდის უკრაინას ისეთ შეიარაღებას, რომელიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიტანის საშუალებას მისცემს. ჩემი აზრით, ეს არის პრინციპი, რომელსაც ყველა უნდა დაექვემდებაროს. ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით, სხვები რას აკეთებენ. რაც შეეხება საკითხს, რომელიც ახლა განიხილება, ვიზების გაცემის საკითხს, ყოველთვის შეიძლება, დეტალებს შეხედო და გაუგო რუსეთის…

მეტი...

,,რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკიმ ბუნებრივ აირის ფასების ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა საკმარისად ძლიერია,  რომ რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებელი გახდეს. „რუსეთის შანტაჟის გამო ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრში 3 300 დოლარს გადააჭარბა. რუსეთის ამ ნამდვილად ანტიევროპულ პოლიტიკას დამანგრეველი ხასიათი აქვს, თუმცა სტრატეგიულ პერსპექტივაში თავად რუსეთისთვისაც. ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთი, როგორც მოთამაშე, აღარ იქნება. თუ ვინმეს რუსეთში ჰგონია, რომ წელს ზამთარში დააჩოქებს ევროპას მთლიანად, ან უკრაინას ან ცალკეულ სახელმწიფოებს, ცდება. ეს წამგებიანი გათვლაა. ევროპა…

მეტი...

ატომური ელექტროსადგური ამუშავდა – რადიაციის საფრთხე მოხსნილია

უკრაინა და მსოფლიო რადიაციულ კატასტროფას გადაურჩა. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, რომელიც გათიშული იყო, ამუშავდა,  უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, ატომური სადგური დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოირთო ქსელიდან, თუმცა ახლა ის ისევ მუშაობს. ამ ეტაპზე, სადგური მიერთებულია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან, რომელსაც სარეზერვო ელექტროენერგიის უზრუნველყოფა შეუძლია. შეახსენებთ, რომ ატომური სადგურის გაჩერებასთან დაკავშირებით მიმართვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაავრცელა და აღნიშნა, რომ  რუსული ჯარების ტერიტორიაზე ყოფნა გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკია. „ყველაფერს ვაკეთებთ საგანგებო სცენარის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. საჭიროა ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ოკუპანტებს აიძულებს დაუყოვნებლივ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსდგურის ტერიტორია“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.…

მეტი...

„ავტომატური სისტემა რომ არ ამუშავებულიყო, რადიაციული ავარია მოხდებოდა“ – უკრაინა რადიაციულ დაბინძურებას გადაურჩა

​ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ავტომატური სისტემა რომ არ ამუშავებულიყო და პერსონალს სათანადოდ არ ემოქმედა, რადიაციული ავარია მოხდებოდა. „ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რომ ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს – დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას არ ემუშავა და ელექტროსადგურის ჩვენ თანამშრომლებს არ ემოქმედათ, იძულებული გავხდებოდით რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ“, – აცხადებს პრეზიდენტი. ზელენსკი ატომური…

მეტი...

უკრაინამ მორიგი შეიარაღება ტაივანისგან მიიღო

უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების მორიგი დახმარება ტაივანმა გაუგზავნა. საუბარია ახლო მანძილზე მოქმედი ბომბდამშენ დრონებზე, რომელიც 800 ერთეულს მოიცავს. დრონს 40 წუთში 20 კილომეტრამდე მანძილზე ფრენა შეუძლია.  

მეტი...

„ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ – რომის პაპი დარია დუგინას აფეთქებაზე

რუსი პოლიტიკოსების მსგავსად, რომის პაპი დარია დუგინას მკვლელობასთან უკრაინას აკავშირებს და მას „ომის უდანაშაულო მსხვერპლს“ უწოდებს. აღნიშნული გზავნილით პაპი ომსაც ახალისებს და რუსეთის აგრესიასაც უკრაინის წინააღმდეგ. მსგავსი შეფასების გამო, წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს. უკრაინის საგარეო მინისტრის შეფასებით, ფაქტი, რომ წმინდა საყდრის ნუნციო დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს. „უკრაინული გული იხლიჩება პაპის სიტყვების გამო. ეს უსამართლობა იყო.  გაუგებარია პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქის რუსეთის ტერიტორიაზე სიკვდილი მოეხსენიებინა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რომელთანაც უკრაინას არავითარი კავშირი არ აქვს,” -განაცხადა კულებამ. პაპის შეფასებით, მოსკოვში, ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან.  

მეტი...

გერმანია უკრაინას ისეთ იარაღს არ მიაწვდის, რომლითაც ის რუსეთს დაარტყამს

გერმანიის კანცლერის ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინას იმ ტიპის იარაღს არ მიაწვდიან, რომლითაც უკრაინის დაბომბვა იქნება შესაძლებელი. როგორც ოლაფ შოლცი განმარტავს, იარაღი განკუთვნილია მხოლოდ თავდაცვისთვის. „შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა. მან აღნიშნა, რომ არ მიაწოდებდა იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა იქნება შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ ეს პრინციპია, რომელსაც ყველა ვეთანხმებით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ოლაფ შოლცის განმარტებით,  გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში და მოხდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ, ამერიკა პირობა დადო, რომ გააკონტროლებდა უკრაინისთვის მის მიერ მიწოდებული იარაღის მიმართულებას და ის რუსეთის…

მეტი...