,,ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით 8 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას ამზადებს”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი მაკროფინანსური დახმარებისთვის, 8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს ამზადებს.  ბორელის თქმით, ევროკავშირი აცნობიერებს, როგორი მნიშვნელობა გააჩნია უკრაინის ბრძოლას ევროპული უსაფრთხოებისთვის. „ევროკავშირი თავიდანვე იდგა უკრაინელების მხარეს ომის დაწყებისას და აცნობიერებდა, რომ ფსონი დადებულია ჩვენ საერთო უსაფრთხოებაზე. ჩვენ მივიღეთ მეტ-ნაკლებად არსებითი სანქციების ექვსი პაკეტი მთელი ამ დროის განმავლობაში. პირველად ჩვენ დავაფინანსეთ შეტევის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რათა მიგვენიჭებინა უკრაინისთვის შესაძლებლობა წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ ვუწევთ ჰუმანიტარულ და მაკროფინანსურ დახმარებას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის სახელმწიფოს ქმედუნარიანობას. ამჟამად, სულ…

მეტი...

,,მთავრდება დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა არასოდეს დასრულდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მთავრდება ჩვენი მთავარი დღე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა არ მთავრდება და არასოდეს დასრულდება,”– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ მიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველ დღე  გაძლიერდება. „უკრაინა – სამუდამოდ! და ყოველ დღე მხოლოდ გაძლიერდება და ეს აბსოლუტურად ყველას ესმის მსოფლიოში – გაერო-ს უშიშროების საბჭოდან დაწყებული ყველა დედაქალაქით, გამონაკლისის გარეშე. ამიტომ, ჩვენ არ ვუხვევთ ჩვენს გზას, ვიბრძვით. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარს გვიჭერს. ვზრუნავთ ჩვენს სახელმწიფოზე, ვინარჩუნებთ ერთიანობას – იგივე ერთიანობას, როგორც დღეს, როგორც ყოველ დღე ამ ექვსი თვის განმავლობაში. ვერც ერთი მტერი…

მეტი...

რუსეთი უკრაინაში დატყვევებულებს სამხედრო ტრიბუნალს უმზადებს

რუსეთი უკრაინაში აყვანილი ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებს. ისინი სამხედრო წესით უნდა გასამართლდნენ, რადგანაც ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული – ასეთია ოკუპანტი ქვეყნის ვერდიქტი. აშშ და თითქმის მთელი მსოფლიო გმობს რუსეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ტყვეებს გათავისუფლებას ითხოვს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც რუსმა სამხედროებმა უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში დაატყვევეს. „რუსეთის მიერ დაგეგმილი საჩვენებელი პროცესი უკანონოა და მართლმსაჯულების დაცინვაა. ჩვენ ვგმობთ მსგავს გადაწყვეტილებას… უპასუხისმგებლობას აგრესიულ ომზე და ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში რუსეთის ჯარების მიერ თებერვლის შემოჭრის შემდეგ ჩადენილი სისასტიკისგან“, –  აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი.  

მეტი...

რუსეთი, ოკუპირებული ტერიტორიების მისაერთებლად რეფერენდუმისთვის ემზადება

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი რეფერენდუმისთვის ემზადება. თეთრი სახლის ინფორმაციით, რეფერენდუმი უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონების რუსეთთან მიერთებას უკავშირდება. „რუსეთის ხელისუფლებამ დავალება გასცა,  დაიწყონ ფიქტიური რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადება. ფაქტობრივად, ჩვენ შესაძლოა, პირველი ან რამდენიმე რეფერენდუმის შესახებ განცხადება უკვე კვირის ბოლომდე ვიხილოთ“, – აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ჯონ კირბი. შეგახსენებთ, რომ რუსეთს სრულად აქვს ოკუპირებული უკრაინის ლუგანსკის ოლქი, დონეცკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების დიდი ნაწილი.  

მეტი...

უკრაინაში რუსეთის მორიგ თავდასხმას 22 მსხვერპლი ჰყავს

რუსი სამხედროების თავდასხმას, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე განხორციელდა, 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა 11 წლის მოზარდიც. როგოც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ტერიტორიაზე სამაშველო ღონისძიებების გრძელდება. „ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია, ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან ხუთი ადამიანი ავტომობილში დაიწვა, დაიღუპა მოზარდი , ის 11 წლის იყო, რუსულმა რაკეტამ მისი სახლი დაანგრია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მეტი...