,,უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველო”- ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მელიას თქმით,  უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით, საქართველო გაიმარჯვებს. ,,მჯერა, ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მალე გახდება ყველა თვალსაზრისით დიდი ქვეყანა. უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველო. გაიმარჯვებს თავისუფლების მოყვარე სამყარო, რადგან როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო – ჯოხარ დუდაევი ამბობდა –  “რუსეთი მაშინ მოკვდება, როცა უკრაინის მზე ამოვა,”- წერს ნიკა მელია.

მეტი...

,,უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა. „გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია. უზენაესი კანონი, რომელიც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციას – თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამართლებრივ დოკუმენტს ეფუძნება, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველმხრივი განვითარების საფუძვლებს ქმნის. იგი ასახავს საზოგადოების შეთანხმებას ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ხალხის საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს; ამკვიდრებს და იცავს კანონის…

მეტი...

„27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია მიიღო”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას კონსტიტუციის დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი. ყველას გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!“- წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო

მეტი...

,,ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან მოვიტოვეთ”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ ომის ყველაზე ცუდ სცენარი უკან მოიტოვა და ბრძოლის ველისა და ხაზების სტაბილიზაციის ეტაპზეა. „ჩვენ ბრძოლის ველზე სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით შევქმენით კარგი შემაკავებელი გარემოებები“, – აღნიშნა რეზნიკოვმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რუსეთთან ომში უკრაინისთვის ერთ-ერთო ყველაზე მთავარი საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების „დაღლის სინდრომია“. „მე ამას ვეძახი „დაღლის სინდრომს“ და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საფრთხეა. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვისაუბროთ, როგორც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, ვთხოვოთ ადამიანებს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მეტი...

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის  თითქმის მთელ ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის გარდა, დილიდან საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის. მედიის ცნობით, გვიან ღამით რუსეთმა კიდევ ერთი იერიში განახორციელა ზაპოროჟიეზე.  ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის განმარტებით, რუსეთის სამიზნე ორი ქალაქის ინფრასტრუქტურა გახდა.

მეტი...

,,ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის მზად არ ვართ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ფრონტის ხაზზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ ემხრობა. მისი თქმით, უკრაინა  ქვეყნის სამხრეთზე  რუსეთის კონტროლის შენარჩუნებას არ დაეთანხმება. „იმ ადგილზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის მზად არ ვართ. ჩვენ ავხსენით, რომ არ იქნება მინსკი 3, ან მინსკი 5 თუ 7. ამ თამაშს არ ვითამაშებთ. დავკარგეთ ტერიტორიების ნაწილი და მათ ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენგან ეს ყველამ მოისმინა, რადგან ეს სატყუარაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის განცხადებით,  რუსეთის დასამშვიდებლად უკრაინა არანაირ პირობას არ დათანხმდება. „შემდეგ იქნება რაღაც პირობები. ეს გაგრძელდება რამდენიმე წელი. ჩვენ კი ამ დროს…

მეტი...

,,გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია გაზს, რუსეთის ნაცვლად, კანადისგან შეიძენს. მისივე თქმით, კანადა  დემოკრატიული და სანდო პარტნიორია. „რუსულ გაზზე უარის თქმის პროცესში კანადა ჩვენი პარტნიორია. იმედი გვაქვს, რომ კანადური გაზი ამაში დიდ როლს ითამაშებს. კანადას ყველაფერი აქვს, რაც რუსეთს აქვს და ის დემოკრატიული და სანდო პარტნიორია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მეტი...

„ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა”- ვოლოდიმირ ზელენსკი დუგინას მკვლელობაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარია დუგინას მკვლელობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული არ არის უკრაინის პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, მკვლევლობაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის. „ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ის არ არის უკრაინის მოქალაქე, ჩვენ მისით დაინტერესებული არ ვართ. ის არ იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე, არც ოკუპირებულზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა რამდენიმე დღის  ავტომობილში ააფეთქეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის ცნობით,  მკვლელობაში ბრალდებული  უკრაინელი ქალია.

მეტი...

რუსეთმა აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა

4 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპანტ რუსეთს შორის მორიგი ხელშეკრულება გაფორმდა. „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეკრულება“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ აფხაზეთის მოსახლეობას შესთავაზა. დოკუმენტი ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, მას, ხელი ორივე მხარემ უკვე მოაწერა. მისი განხორციელება კი 2022-2025 წლებში უნდა განხორციელდეს. რას ითვალისწინებს ხელშეკრულება და როგორ გადადის აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში, აღნიშნულთან დაკავშირებით, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“  ისაუბრებს.  

მეტი...

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან  დაკავშირებით, პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ მოსახლეობას მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მეგობარი სახელმწიფოსგან მიიღეს გაფრთხილება, რომ რუსეთი „რაღაცისთვის“ ემზადება. „ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა. სამწუხაროდ, ჩვენი მტრისთვისაც. გთხოვთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები. უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა, ველოდოთ პროვოკაციებს და სასტიკ იერიშს. შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ხალხის დასაცავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.  გთხოვთ, ამ დღეს განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების წესები. გთხოვთ, დაიცავით კომენდანტის საათი. გაითვალისწინეთ განგაშის სიგნალები. ყურადღება მიაქციეთ ოფიციალურ განცხადებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის…

მეტი...

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე საერთაშორისო მონიტორების შესვლას დათანხმდა

ფრანგული მხარის ინფორმაციით, რუსეთი მზადაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები დაუშვას. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთი ქვეყნის საგარეო მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც კომუნიკაცია ჰქონდა რუსეთის საგარეო მინისტრთან. როგორ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,  რუსეთი თანახმაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორები შევიდნენ. სერგეი ლავროვს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კატრინ კოლონა ესაუბრა. ოფიციალური რუსეთი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არ ავრცელებს. ადრე, ის წინააღმდეგი იყო, ტერიტორიაზე, რომელსაც რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ, ვინმე შესულიყო.  

მეტი...

მორიგი, ყველაზე მასშტაბური დახმარება უკრაინას აშშ-დან

უკრაინა ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორი ქვეყნისგან მორიგ დახმარების პაკეტს მიიღებს. აღნიშნული განცხადების გაკეთება დღეს, უკრაინა-რუსეთის ომიდან 6 თვის თავზე გაცხადება. როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება,  3 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი მოიცავს როგოც საბრძოლო შეიარაღებას, ისე უკრაინელი სამხედროების წვრთნასა და აღჭურვას. შეიარაღების სახეობები ბუნებრივია, არ სახელდება. თუმცა, ცნობილია, რომ პაკეტში სწორედ ის დანადგარები შევა, რაც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება.  

მეტი...

„უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მსოფლიომ ხშირად უნდა აკეთოს გზავნილები, რომ უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია. როგორც ენტონი ბლიკენი აცხადებს, აუცილებელია  დაჟინებული მტკიცება, რომ ყირიმი არის უკრაინა, ისევე როგორც დონეცკი და ლუგანსკია უკრაინა და ამჟამად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყველა ნაწილი არის უკრაინა. „უნდა გავაგრძელოთ საფასურის გაზრდა და საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე და მის არაერთ ხელშემწყობზე, სანამ უკრაინელი ხალხისა და მათი სუვერენული ქვეყნის უფლებები არ იქნება აღიარებული“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.  

მეტი...