,,ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ” – დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.  დაჯგუფება განადგურებით დაემუქრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. “ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა უკვე პარტიზანები და ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლები, უკანონო მეომრები, ყაჩაღები და რუსეთის ხალხების მჩაგვრელები! ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ ვაცხადებთ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა. ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები – ეს მისი პოლიტიკის არსია.  ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ.  ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ! ჩვენი…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთში – დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში – მიკროავტობუსი ორ სატვირთო მანქანას შორის მოჰყვა.  შემთხევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მანქანის გაჩერება სატვირთოს მძღოლმა ვერ შეძლო და მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევაში სულ 5 ავტომობილი მონაწილეობდა.  

მეტი...

 ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლოს გამართვის შემთხვევაში, რუსეთთან მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადა აცხადებს, რომ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება. მისივე თქმით, რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთავს მოლაპარაკებებიდან. „რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია იქნება აბსოლუტურად გასაგები. თუ ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება. რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთავს მოლაპარაკებებიდან. მეტი საუბრები არ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა. უკრაინა არ მოითმენს იმ…

მეტი...