ბორჯომში დაახლოებით 150 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ხანძრის შედეგად სავარაუდოდ 150 ჰექტარი ტყეა განადგურებული. მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. „ძალიან მიუვალ ადგილებში იყო ცეცხლი გაჩენილი, ამან გაართულა ლოკალიზება. შემდგომ იყო ქარი, რომელმაც სწრაფად მოახდინა გავრცელება. ამჟამად, ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. ჩართულია თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ჩვენი სატყეო სააგენტოს დაახლოებით 160 თანამშრომელია ჩართული პროცესში, მობილიზებულია 100 ერთეულზე მეტი ტექნიკა, ასევე ვერტმფრენები არიან ჩართული პროცესში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს, ამ ეტაპზე ეს სიტუაცია სტაბილურია. მოსახლეობისთვის საფრთხე ამ ეტაპზე არ დგას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ,…

მეტი...

პატიმრის მხრიდან ბადრაგისთვის იარაღის წართმევისა და თავში სროლისთვის ესკორტის ოფიცერი დააკავეს (ვიდეო)

აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა  ბაჩო კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა. როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე,  სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი. „ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2022 წლის 18 აგვისტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან – ქ. თბილისში, პ. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა. პატიმარი…

მეტი...

რუსული მხარე დარია დუგინას „,მკვლელის“ ფოტოს აქვეყნებს

რუსულმა ეფ-ეს-ბე-მ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის “მკვლელის” ფოტო გამოაქვეყნა. როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, დარია დუგინა უკრაინის მოქალაქემ, 43 წლის ნატალია ვოვკიმ მოკლა. მათი ინფორმაციით, ვოვკი რუსეთში ივნისში, 12 წლის ქალიშვილთან ერთად ჩავიდა. ინფორმაციაში მინიშნებულია,  რომ ვოვკი აზოვის პოლკში ირიცხება.

მეტი...

„ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა საკუთარი სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო, გთხოვთ, გაიმარჯვეთ“-  ალექსანდრ დუგინი

რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი  ქალიშვილის აფეთქებასთან დაკაშირებით პირველ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ ეს უკრაინის „ნაცისტური რეჟიმის“ ჩადენლია. „უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 20 აგვისტოს, მოსკოვის მახლობლად, “ტრადიციის” ფესტივალიდან დაბრუნებისას, ჩემი ქალიშვილი, დარია დუგინა ჩემ თვალწინ, აფეთქებით სასტიკად მოკლეს. ის იყო მშვენიერი მართლმადიდებელი ქალი, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. ის არასდროს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ. ის გზის დასაწყისში მყოფი ამომავალი ვარსკვლავი იყო. რუსეთის მტრებმა ზიზღით, მალულად მოკლეს ის. ჩვენ, ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი…

მეტი...

„საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე” – პუტინი

მოსკოვის ოლქთან დარია დუგინას მკვლელობას რუსეთის პრეზიდენტი ეხმიანება. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, ეს არის საზიზღრობა, რომელმაც შეაჩერა დუგინას სიცოცხლე. „საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე.  ნიჭიერი ადამიანის, რომელსაც ნამდვილი რუსული გული ჰქონდა – კეთილი, მოსიყვარულე და ღია. ჟურნალისტი, სწავლული, ფილოსოფოსი, სამხედრო კორესპონდენტი. იგი პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს. მან საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს, იყო რუსეთის პატრიოტი“, –  აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა მოსკოვის ოლქთან საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.  

მეტი...

ალექსანდრ დუგინი შვილის მკვლელობაში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს

ალექსანდრ დუგინი შვილის მკვლელობას ტერორისტულ აქტად აფასებს და მის მოწყობაში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს. „რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს ის. მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ. მათ სისხლიანი ტერორით სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი თავისას ვერ მიაღწევენ. ჩვენ არა მარტო შურისძიება გვინდა, ეს ძალიან ცოტაა, ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვინდა, ამ გამარჯვებას შეეწირა ჩემი ქალიშვილი. ასე რომ, გაიმარჯვეთ, გთხოვთ. ჩვენ გვინდოდა, ის აღგვეზარდა ჭკვიან და გმირ ადამიანად. დაე, ახლა იყოს ის შთაგონება ჩვენი გმირობისთვის“, – განაცხადა დუგინმა. შეგახსნებთ, ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა ორი დღის წინ…

მეტი...

,,საჯაროდ მივაწვდი ხალხს ინფორმაციას კოლაბორანტების მიერ ჩანერგილი აგენტურის შესახებ”- სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში გოგაშვილი პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არ მიწვევას ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები, ერთხელ აშორებს ევროატლანტიკურ მიზანს ,,მსგავსი ქმედებები, რასაც ახორციელებს რაშისტული ოცნება, საქართველის კიდევ ერთხელ აშორებს ევროატლანტიკურ მიზანს (პროგრესსა და განვითარებას). სამაგიეროდ, უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთსა და უპერსპექტივობას. ყველა ეს ნაბიჯი, რასაც დღეს კოლაბორანტი ოცნება დგამს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ეწინააღდეგება ქართველი ხალხის ურმავლესობის ნებას. ISFED და TI არიან დამოუკიდებელი, ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციები. თითქმის ერთი წლის წინ მე არ ორგანიზაციებს გადავეცი ამომწურავი…

მეტი...

,,2018 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტების ნაკადი რუსეთთან შემცირებულია”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ტურისტების ნაკადი რუსეთიდან 2018 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. მისივე თქმით, ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან აღდგენა ვერ მოხდა. „საკმაოდ კარგად აღდგენილი ტურიზმი – აქაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ხშირ შემთხვევაში, აღქმები რეალობასთან თანხვედრაში არ არის. კერძოდ, ის რომ ჩვენ ახალი ტურისტული ნაკადების მიღება შევძელით, სამწუხაროდ, სრულად ვერ მოვახდინეთ ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან აღდგენა. ხშირად საუბარია ხოლმე რუსეთზე და თუ ნახავთ, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია ტურისტების ნაკადი რუსეთთან ასე, რომ აღქმები რეალობასთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლის საფუძველზეც 16 ფიზიკურ პირს და 19 ოჯახს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. გადასაცემი ქონება დაინტერესებულ პირებს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ასევე გადაეცემა შვიდსულიან  სოციალურად დაუცველ ოჯახს. ოჯახი უძრავ ქონებაში წლების განმავლობაში ცხოვრობს.

მეტი...

,,მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში”- თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის საკრებულოს მიერ  ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებას, სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეხმაურება. მისი თქმით, მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში. ,,ბათუმის ბულვარს, ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს, პირველად ისტორიის მანძილზე აქვს დაცვისა და განაშენიანების გეგმა, რომელიც მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნების და განვითარების გარანტია. განაშენიანების გეგმა მოაწესრიგებს ბულვარში არსებულ გამოწვევებს და მომავალში ვერავინ შეძლებს უხეშ ჩარევას ბულვარის განვითარებაში”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოში ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა დაამტკიცეს. გეგმის დამტკიცების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა,…

მეტი...

,,დასავლეთ საქართველოს ფაროსანა უტევს, აღმოსავლეთს – კალია”- ნიკოლოზ მესხი ,,მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსნის და აღმოსავლეთ საქართველოში კალიის მასობრივი გავრცელება, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარეობს. მისი განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორებზე არსებული ბიოტიპები სრულ შესაბამისობაშია მავნებლებთან. ,,აზიური ფაროსანას წარმოშობის ქვეყნებია – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, სადაც არის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. ჩვენთან, დასავლეთ საქართველოში არის ასეთი პირობები, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც შეუძლია ამ მავნებელს გავრცელდეს. რაც შეეხება კალიებს, აღნიშნული მავნებელი გვხვდება ისეთ ადგილებზე, როგორი კლიმატიც არის აღმოსავლეთ საქართველოში. ეს ბიოტიპები შესაბამისობაშია მავნებლებთან,”-  განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”. როგორც ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, სურსათის ეროვნული…

მეტი...

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, დარია დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, მკვლელი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია. „გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა 1992 წელს დაბადებული რუსი ჟურნალისტის დარია დუგინას მკვლელობა. დანაშაული მომზადდა და განხორციელდა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, ქალი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა და იქირავა ბინა იქ, სადაც დუგინა ცხოვრობდა, რადგან  მასზე ინფორმაციას მოეპოვებინა. „მკვლელობის დღეს ვოვკი და შაბანი იმყოფებოდნენ ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე „ტრადიცია“, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. 21 აგვისტოს, Toyota Land Cruiser Prado…

მეტი...

უბედური შემთხვევა ჩოხატაურში – მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ჩოხატაურში – მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დენის დარტყმის შემდეგ მოზარდი  კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა,  ექიმების განცხადებით,  კლინიკაში შეყვანისას ბიჭი ფაქტობრივად უკვე გარდაცვლილი იყო.

მეტი...

,,კალიას შეუძლია მოსავლის 80-100% გაანადგუროს”- ნიკოლოზ მესხი ,,მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, კალიები მრავალი სახეობის მცენარით იკვებებიან და შესაბამისად, საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, არამედ მთლიანად მწვანე საფარს. მისივე თქმით, საქართველოში გავრცელებული კალიები, საკმაოდ დიდი მავნებლობით გამოირჩევიან. ,,კალიები მრავალი სახეობის მცენარით იკვებებიან მთლიანად მწვანე მასას უქმნიან საფრთხეს, არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, არამედ საძოვრებს, ყველაფერს, რაც მწვანეა ეს მავნებლები საფრთხეს უქმნიან. ის ორი სახეობა, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, საკმაოდ დიდი მავნებლობით გამოირჩევიან და ამისთვის სააგენტო ატარებს შესაბამის სალიკვიდაციო ღონისძიებებს,”- განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”. როგორ ნიკოლოზ მესხი აღნიშნავს, კალიები ვაზს საფრთხე…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა

თბილისში უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა – დაშავებულია მამა-შვილი. შემთხვევა ისნის მეტროსთან ცოტახნის წინ მოხდა. კაცს მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება. მოზარდმა კი  მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  უკრაინის მოქალაქეები კლინიკაში გადაიყვანა .  

მეტი...

ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და  პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ასევე, ფიზიკური იძულების გზით, დაზარალებულს  გასტაცა პასპორტი. სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება), 150-ე მუხლით (იძულება) და 363-ე მუხლით (მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროკურატურა…

მეტი...

თამარ მეფის გამზირზე გზის საკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

თამარ მეფის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. აღნუშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, გამზირზე დაიხაზა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. ასევე, სრულად განახლდა საგზაო ნიშნები, შუქნიშნით რეგულირებადი „ზებრა“ გადასასვლელები და გზის გამყოფი კუნძულები. დედაქალაქის მერის განცხადებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი პრობლემას წარმოადგენდა, რადგან დღის განმავლობაში, მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 500-მდე შეუსრულებელი მარშრუტიდან 250 თამარ მეფის გამზირზე მოდიოდა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რაც სადგურის მოედნიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტობუსის ზოლების მოწყობას გულისხმობს, რაც იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც დედაქალაქის მერიამ…

მეტი...

,,რაც უფრო მეტს ისაუბრებს უსამშობლო ოპოზიცია ბოიკოტზე, არეულობაზე, უფრო მეტად წარმოაჩენს თავის სახეს”- რატი იონათამიშვილი

,,რაც უფრო მეტს ისაუბრებს უსამშობლო ოპოზიცია ბოიკოტზე, არეულობაზე, ქაოსსზე, მით უფრო მეტად წარმოაჩენს თავის რეალურ სახეს, რომ უნიათო და უსამშობლო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია პოლიტიკური გაკოტრების, თვითდაზიანების და თვითგანადგურების პროცესშია. „ცხადია, ამ ლუსტრირების პროცესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შედეგი მათთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე მანამდე იყო. ესენი ფაქტობრივად შედიან პოლიტიკური გაკოტრების, თვითდაზიანების და თვითგანადგურების პროცესში, მაგრამ ესეც ბუნებრივია, რადგან უსამშობლო პოლიტიკოსებისა და პარტიებისგან ჩვენ სხვას არაფერს უნდა ველოდოთ”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მეტი...

,,ნატო-ს დესტრუქციული კურსი სახიფათოა და შეიძლება მოჰყვეს ბირთვული სახელმწიფოების შეჯახება”- სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ნატო-ს პოლიტიკა უკიდურესად სახიფათოა და შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ძალების შეტაკება. მისივე თქმით, ასეთი სცენარი თავიდან უნდა იქნას აცილებული. „ნატოს ქვეყნების დესტრუქციული კურსი უგულებელყოს ჩვენი წითელი ხაზები და ჩაერთოს რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინაში, რომელიც დაბალანსებულია პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, უკიდურესად სახიფათოა. ამას შეიძლება მოჰყვეს ბირთვული სახელმწიფოების შეტაკება, რასაც მოჰყვება მძიმე შედეგები“, – განაცხადა რიაბკოვმა.

მეტი...

,,კალიების გავრცელების არეალი გაფართოვდა, მომრავლებულია იტალიური და მაროკოული კალიები”- ნიკოლოზ მესხი ,,მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, კალიების გავრცელების არეალი გაფართოვდა. მისი განმარტებით, მომრავლებულია  იტალიური და მაროკოული კალიები. ,,სააგენტო წლებია ახორციელებს კალიისებრი მავნებლის საწინააღდეგო ღონისძიებებს. ბოლო წლებში, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მავნებლის გავრცელების არეალი გაფართოვდა და ამჟამად აღნიშნული მავნებელი გვხვდება კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში. საუბარია ორ სახეობაზე, ეს არის იტალიური და მაროკოული კალია. სააგენტო სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს ამ ორი სახეობის საწინააღმედეგო ღონისძიებებს. მოცემული მომენტისთვის, 150 000 ჰექტარზე განვახორციელეთ მონიტორინგი და ჩვენი ჯგუფები მუდმივ რეჟიმში აფიქსირებენ მავნებლის გავრცელებს…

მეტი...

,,ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც”- კახა კალაძე Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვაზე

რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის ქმედებების რეკეტად შეფასებაზე მერის პოზიციის დაფიქსირებას ეხებოდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. „რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მეტი...

საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში 32, 37, აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც, სააგენტოს ცნობით, ტყის ხანძრების გაჩენის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

მეტი...

,,ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება, გადატრიალებისა და რევოლუციის მცდელობა კი მარცხისთვის არის განწირული. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში არეულობის მოხდენა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია და ისინი ამის შესახებ პირდაპირ განცხადებებსაც აკეთებენ. „ყველასათვის ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაჯგუფება, რომლის სურვილია, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოხდეს. ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის მათი პირდაპირი განცხადებები, მათი სატელევიზიო ნარატივი, თუმცა არავის გამოუვა ქვეყანაში არეულობის შემოტანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ხელისუფლების ცვლილებები ამ ქვეყანაში მოხდება მხოლოდ…

მეტი...

,,სამსახურის დატოვების მოთხოვნით, ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ”- მელია პოლიციელებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით,  სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინება ხდება. მისივე თქმით, უპერსპექტივობის და უკანონო ბრძანებების შესრულების მოთხოვნის გამო,  შსს-ს გამოცდილი კადრები ტოვებენ და საზღვარგარეთ მიდიან. მელიას თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოსული ძალა ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლიციელები ებრძოდნენ დამნაშავეებს და არა კვლავ ხელისუფლების ოპონენტებს. „უსამშობლო ოლიგარქმა ისეთი რეჟიმი დაამყარა ამ ქვეყანაში, რომ აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა იმ ასი ათასობით მოქალაქისთვისაც კი, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო. ამიტომაც გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან! საკუთარ სამშობლოში დევნილად და გარიყულად ყოფნას, საკუთარ ქვეყანაში ემიგრაციას, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ურჩევნიათ! დიახ, ამ ქვეყანას მხოლოდ ასი ათასობით…

მეტი...

,,ფაროსანა 300-მდე მცენარეს აზიანებს”- ნიკოლოზ მესხი ,,მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მოცემული მომენტისთვის აქტიურ ფაზაშია. მისივე თქმით, მავნებელს 300-მდე მცენარის დაზიანება შეუძლია. ,,სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტო უკვე წლებია ახორციელებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამების ბიოლოგიიდან გამომდინარე, ღონისძიებები მოცემული მომენტისთვის არის აქტიურ ფაზაში, რადგან მავლენებელი არის აქტიურ ფაზაში, მცენარეებით იკვებება და შეუძლია დააზიანოს, როგორც სასოფლო- სამეურნეო, ასევე არა  სასოფლო- სამეურნეო კულტურები. 300-მდე მცენარეს აზიანებს და მნიშვნელოვანია მის წინააღმდეგ ეს ღონისძიებები ტარდებოდეს, რადგან ამ მავნებელს შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს სოფლის მეურნეობას,”- განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთს დონბასში ცოცხალი ძალა აღარ ჰყოფნის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს დონბასში ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის. უწყების ცნობით,  რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დამატებითი ძალების მოტივირებას. „რუსეთი სავარაუდოდ ცდილობს დამატებითი ძალების მოტივირებას, რომელსაც დონბასში რეგულარული ჯარების გასაძლიერებლად იყენებს. მეთაურები სავარაუდოდ ფინანსური წახალისების ხერხს მიმართავენ“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.  

მეტი...

,,თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ივანიშვილის ადვოკატი საუბრობს, გამოდის, სააკაშვილის მართვის მოდელი შვეიცარიაშიც დაუმკვიდრებიათ”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმიანებიან. დეპუტატების თქმით, აშშ-ის საელჩოს სურვილია ,,ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ყოვლად დეგრადირებული „ნაციონალური მოძრაობით“ ჩაანაცვლოს”. ,,რას შეიძლება უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერი…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა დაახლოებით 45 400 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 45 400 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 45 400; ტანკი – 1 919; ჯავშანტექნიკა – 4 230; საარტილერიო სისტემა – 1 032; სარაკეტო სისტემა – 266; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 145; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 1 981; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 815; საკრუიზო რაკეტები – 194; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 143; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 99. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

,,ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ,,ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო…

მეტი...

„ისფედი“ პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება აშშ-ის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმიანებიან. დეპუტატების განცხადებით, „ისფედი“, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. „უპასუხოდ ვერ დავტოვებთ ამერიკის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა. საელჩომ „ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და სამუშაო პროცესში მისი არდაშვების გამო პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს ის „ისფედია“, რომელიც გასული…

მეტი...

ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. ადგილობრივი ტელეგრამარხების ცნობით, აფეთქებების ხმები ისმოდა  სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედოროვკაში. ამასთან, საჰარეო თავდაცვის სისტემები ჩაირთო კაზაჩკაში, ხერსონესის კონცხის მახლობლად.

მეტი...

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის და გერმანიის ლიდერებმა უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. „ერთობლივ სატელეფონო საუბარში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის შეჭრის ფონზე“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაში. ლიდერები მიესალმნენ ბოლო პერიოდში გამართულ დისკუსიებს, რაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ვიზიტს უკავშირდება.    

მეტი...

,,ჩვენ მტკიცედ ვატარებთ  მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც შეესაბამება სამშობლოს ფუნდამენტურ ინტერესებს”- პუტინი 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე გაატარებს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც მის ფუნდამენტურ ინტერესებს აკმაყოფილებს. ,,რუსეთი არის ძლიერი, დამოუკიდებელი მსოფლიო ძალა. ჩვენ მტკიცედ ვატარებთ საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც შეესაბამება სამშობლოს ფუნდამენტურ ინტერესებს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მეტი...

„გერმანიის მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად”- ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი უარს ამბობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვაზე და არ რეაგირებს შუამავლობის ინიციატივებზე. მისივე თქმით, გერმანიის  მთავრობა უკრაინის კეთილსინდისიერად დახმარებას ცდილობს. „გერმანიის ფედერალური მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად, ყველაფრით, რაც მას გააჩნია, თუმცა ისე, რომ არ გახდეს ომის მონაწილე”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...