,,პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა“- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვში, საერთო საცხოვრებელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება. კულება მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. „რუსეთი განაგრძობს ევროპის ცენტრში ადამიანების მოკვლას. პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების აღმოჩენა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა“, – წერს კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. რუსებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს – დაიღუპა შვიდი ადამიანი – (mcm.ge)

მეტი...

ესტონეთი და დანია რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტენ

18 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემასაც წყვეტს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, ქვეყანა რუსებისთვის სტუდენტური, სამუშაო და საქმიანი ვიზებისთვის საბუთების მიღებასაც შეწყვეტს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას დანიაც წყვეტს.

მეტი...

რუსებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს – დაიღუპა შვიდი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს  ხარკოვზე. სალტოვკის რაიონში მდებარე  საერთო საცხოვრებელზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 პირი დაშავდა. ამასთან, გამთენიისას რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ხარკოვის კიდევ რამდენიმე რაიონი. სლობოდის რაიონში დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი. დაშავებულთაგან ორი ბავშვია. „სარაკეტო დარტყმა საერთო საცხოვრებელზე – ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას”- ვოლოდიმირ ზელენსკი – (mcm.ge)  

მეტი...

 დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას. „23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკლობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

,,დავკარგე შვილი მდინარე ცხენისწყალზე ბაბუას ჰყავდა, 5 წუთში კი გაქრა” – მარტვილში 6 წლის ბავშვს ეძებენ

მარტვილის რაიონში 6 წლის ბავშვს ეძებენ. ინფორმაციას დაკარგული ბავშვის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ,,გთხოვთ დამეხმარეთ, დავკარგე შვილი მდინარე ცხენისწყალზე ბაბუას ჰყავდა თავის და-ძმასთან ერთად, 5 წუთში კი გაქრა. იქნებ ვინმემ რამე დაინახეთ, გთხოვთ, გამწარებული დედა გეხვეწებით, დამეხმარეთ იქნება ვინმემ სადმე ნახეთ,”- წერს დაკარგული ბავშვის დედა.  

მეტი...

„სარაკეტო დარტყმა საერთო საცხოვრებელზე – ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ზელენსკის ცნობით, რუსებმა იერიში საერთო საცხოვრებელზე მიიტანეს რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურდა. „სარაკეტო დარტყმა… საერთო საცხოვრებელზე… შენობა მთლიანად განადგურებულია. ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას. მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და რომელიც აჩვენებს აგრესორის უძლურებას. არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...