ანტონიო გიტერეში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სასწრაფო შეთანხმებას ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტთან ერთად უკრაინაში ჩავიდა, განცხადებას აკეთებს, როგორც გუტერეში აცხადებს, საჭიროა ატომურ ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის “დემილიტარიზაცია.” „არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ელექტროსადგურის ობიექტები ან მისი შემოგარენი არ იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე. სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის გარიდება უნდა მოხდეს ელექტროსადგურიდან. ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ან აღჭურვილობის შემდგომი განლაგება თავიდან უნდა იქნას აცილებული. საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია და სასწრაფოდ შეთანხმება”, – აღნიშნა უკრაინაში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა. უკრაინაში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

მეტი...

„მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ჯიხაიშიდან მიმართვას ავრცელებს. როგორც სალომე ზურაბიშვიი აცხადებს, მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე და ეს, დამთხვევა ალბათ, არ არის. „მინდა მივმართო საზოგადოებას, მივმართო მთავრობას: ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, პარლამენტს აქედან დიდი ჯიხაიშიდან, რამეთუ მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180 წელი. ეს საიუბილეო წელია და ამავე დროს ჩვენთვის, საქართველოსთვის მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე და ეს, დამთხვევა ალბათ, არ არის. ნიკო ნიკოლაძე იყო ის, რომელიც ყველაზე მეტად ამზადებდა საქართველოს ევროპისთვის და რომელსაც შემოჰყავდა ევროპა საქართველოში. ამიტომ, ძალიან სწორი იქნება, რომ მომავალი წელი…

მეტი...

„არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება“ – თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში

დასავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ, ერთ-ერთი განსახილველი თემა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური იყო, რომელიც რუსეთის ხელშია და ოკუპანტების სამიზნე არაერთხელ გახდა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას და არავის სურს ჩერნობილის გამეორება. „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტი შემაშფოთებელია. არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება”, – ასეთია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მესიჯი. მეორე შეხვედრის მონაწილე გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც იყო, რომელიც ლვოვში სპეციალურად ჩავიდა. როგორც ერდოღანმა სამმხრივ შეხვედრაზე აღნიშნა, თურქეთი ისევ მზადაა, მხარეების მოლაპარაკების ინიციატორი და მასპინძელი იყოს.

მეტი...

უკრაინაში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტის,  თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალურ მდივნის შეხვედრა გაიმართა. სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი თემა მარცვლეული იყო. პარალელურად, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზეც ისაუბრეს. სამმხრივ შეხვედრამდე, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები ცალკე შეხვდნენ. როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სამმხრივი შეხვედრის თეა იყო უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი; რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება და საომარი მოქმედებების შეწყვეტა. თურქული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ერდოღანი მზადაა, ომში ჩართულ მხარეებს თურქეთში ისევ უმასპინძლოს.

მეტი...

“გალერია პალასში” ვეტერან ირაკლი ავალიშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

სასტუმრო “გალერია პალასში”, აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ირაკლი ავალიშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 23 და ერთი – შვილის, ნიკო ავალიშვილის ნამუშევრები. დამთვარიელებლებს, შეუძლიათ, 31 აგვისტომდე ესტუმრონ ,,გალერი პალასს“, ყოველ დღე, დილის 10:00-დან 21:00 საათამდე. ( მისამართი: პავლე ინგოროყვას # 5 ) ირაკლი ავალიშვილი დაიბადა 1950 წლის 21 თებერვალს. ხელოვნებაში მისი გააქტიურება აფხაზეთის ომის შემდეგ დაიწყო. 1994 წლის 2 ოქტომებრს, ირაკლი ავალიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროს, კოდორის ხეობაში მძიმედ დაიჭრა. სერიოზული მხატვრობა 1995 წლიდან დაიწყო, ომში მიღებული ემოციები დღემდე ტილოზე გადმოაქვს. როგორც თვითონ აღნიშნავს, ,,რომ არა ომი მე…

მეტი...

,,შტატებმა და ნატომ იციან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ დაძაბულ ანტირუსულ რიტორიკას”- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

,,შეერთებულმა შტატებმა და ნატომ იციან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ დაძაბულ ანტირუსულ რიტორიკას, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე აქცენტით“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ივან ნეჩაევმა განაცხადა. ნეჩაევის თქმით, რუსული სამხედრო დოქტრინა ბირთვულ რეაგირებას უშვებს მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ. „რუსული სამხედრო დოქტრინა ბირთვულ რეაგირებას უშვებს მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ, რა დროსაც გამოყენებული იქნება მასობრივი განადგურების იარაღი, ან როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ იციან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ დაძაბულ ანტირუსულ რიტორიკას, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე აქცენტით“,…

მეტი...

მომხმარებლები თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინაპლიკაციის გამოყენებას 22 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ

თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, სადაც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, 22 აგვისტოდან შეუფერხებლად იმუშავებს. „სისტემის განახლების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან დაიწყო, ფიქსირდებოდა ტექნიკური შეფერხებები და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ ჯარიმდებოდნენ. სხვადასხვა ონლაინაპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია და 22 აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები სისტემით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში. მერიის ცნობით, ტექნიკური შეფერხებები ამ დროისთვის, ასევე, აღარ ფიქსირდება თბილისის ტაქსის მომხმარებლებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ. „თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინაპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება…

მეტი...

,,დღეს მინდა, გავიხსენოთ ყველა გმირი, ვინც 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა”- სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ,,ფოთის ნავსადგურში ეს მემორიალი არის ადგილი, სადაც უნდა გავიხსენოთ 2008 წლის ომის ეს ძალიან მძიმე ეპიზოდი. დღეს ასევე, გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა და მინდა, ერთად გავიხსენოთ ეს გმირები და ყველა ის, ვინც 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. ეს ის თარიღებია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეტი...

,,აგონიაშია – თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, წარადგინოს”- გივი მიქანაძე გოგაშვილზე

,,იმდენად უსუსური და უსაფუძვლოა ბრალდებულ გოგაშვილის განცხადება, არც შეიძლება ამაზე პასუხის გაცემა ღირდეს”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის,  სოსო გოგაშვილის მორიგი განცხადება. მიქანაძის თქმით, გოგაშვილი აგონიაში და ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც დაზარალებულმა ადამიანმა. ,,მორიგ ჯერზე ის არის აგონიაში და ის ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკეთებს განცხადებებს. ახლა შეეცადა ვექტორი ვახტანგ გომელაურისკენ გადაესროლა. რა არის ამის მიზანი – პირველი ის, რომ რეალური ბრალდებებისგან საზოგადოების ინტერესი გადაიტანოს და თავი წარმოაჩინოს როგორც დაზარალებულმა ადამიანმა; მეორე – იერიში მიიტანოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და წარმატებულ მინისტრზე; მესამე – მნიშვნელოვანია…

მეტი...

,,ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციის განსახორციელებლად კიევის რეჟიმის მზადება ბირთვული შანტაჟია”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციის განსახორციელებლად ემზადება. ,,გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციის განსახორციელებლად კიევის რეჟიმის მზადება ბირთვული შანტაჟია. ეს არ არის მხოლოდ პროვოკაცია, ეს არის ის, რასაც ჩვენ ბირთვულ შანტაჟად ვაფასებთ და კიდევ რა არის ეს, თუ არა დიდი ხნის პროვოკაცია ბირთვული ობიექტის გარშემო, პირდაპირი საფრთხე ბირთვული ენერგიისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ბირთვული შანტაჟის აქტია”, – განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვას თქმით, უკრაინის ხელისუფლება მთელ ევროპას აშანტაჟებს. „ჩვენ ვსაუბრობთ ბირთვულ ენერგიაზე, ევროპის მთელი კონტინენტი მძევლად არის…

მეტი...

,,სიტყვებით ჟონგლიორობა არანაირად არ ჯდება არავითარ კონტექსტში“- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც ელჩი აღნიშნავს, რომ  გავრილოვის ღამემ, არშესრულებული დაპირებებმა და  არადემოკრატიული ქმედებებმა წარმოშვა პოლარიზაცია და არა დასავლელმა პარტნიორებმა. იოსელიანის შეფასებით, „გავრილოვის ღამის“ უკან იგულისხმება კონკრეტული მოვლენა და სიტყვებით ჟონგლიორობა არანაირად არ ჯდება არავითარ კონტექსტში. „გავრილოვის ღამე“ რას ნიშნავს?! ეს ამბავი მოჰყვა გავრილოვის ჩამოსვლას საქართველოში, ასე რომ ეთქვა, ხომ არ იქნებოდა პრობლემა. „გავრილოვის ღამის“ უკან იგულისხმება კონკრეტული მოვლენა, რაც გულისხმობს გავრილოვის ჩამოსვლას, ამ შენობაში თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას და ამის მერე საზოგადოებისგან გაპროტესტებას. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტზე გაამახვილა ელჩმა ყურადღება.…

მეტი...

სომხეთის ზოგიერთ სკოლაში  ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყება

სომხეთის განათლების მინისტრის, ვაგრამ დუმანიანის ინფორმაციით, სომხეთის ზოგიერთ სკოლაში  ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყება. „წელს ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ქართული ენის სწავლების პროცესი სომხეთის ზოგიერთ სკოლაში“, – აღნიშნა ვაგრამ დუმანიანმა. მისივე თქმით, მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლა  სავალდებულო არ იქნება. „საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოსთან მოსაზღვრე რეგიონების სკოლებზე“, – აღნიშნა სომხეთის განათლების მინისტრმა.  

მეტი...

,,არ მითქვამს, რომ ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს”- სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. როგორც გოგაშვილი აღნიშნავს, მას არ აქვს უთქვამს, რომ პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ის ლაპარაკობს მხოლოდ სიმართლეს, რომელიც გამყარებულია ფაქტებით. ,,სამართლიანობა მოითხოვს გავაკეთო მცირე განმარტება ჩემს ბოლო ღია წერილთან დაკავშირებით, რათა გამოვრიცხო შემდგომი ინტერპრეტაციების დაშვება. ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი. წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების…

მეტი...

,,მოწოდებებით საუბარი, რომ ვიღაცა ვიღაცას საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმიანება. იოსელიანის თქმით, მოწოდებებით საუბარი, რომ ვიღაცა ვიღაცას საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია. „არავის მოწოდება არ სჭირდება და ეს ჩვენ ვნახეთ 20 ივნისს, როდესაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა დაეცვა თავიანთი მთავარი გზავნილი, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროატლანტიკურ და პროდასავლურ კურსს. ასე რომ, მოწოდებებით, რომ ვიღაცას ვიღაცა საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია ამაზე საუბარი, რადგან მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ამის აღსრულება. იმ თვალსაზრისით, რომ პარტიები, რომლებიც ამას საუბრობენ, ამის პოტენციალი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „ბევრ…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, 18 აგვისტოს ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. კურტევის ინფორმაციით, ოთხი რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. დაბომბვა კი ვასილიევსკის რაიონიდან განხორციელდა.  

მეტი...

ხანძარი გორის დევნილთა დასახლებაში – დაიღუპა 80 წლამდე მამაკაცი

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძრისთვის თავის დაღწევა მოახერხა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მეტი...

,,ქართულ ოცნებას” არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა”- იაგო ხვიჩია

,,ქართულ ოცნებას” არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა,”- ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, ყველა შეხვედრას, რომელიც ევროინტეგრაციის ფორმატში იმართება, აქვს ერთი და იგივე დამახასიათებელი ნიშანი და “ქართული ოცნება” ცდილობს არანაირი შეთანხმება არ შედგეს. ,,ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ ამ შეხვედრებთან დაკავშირებით – ყველა შეხვედრას, რომელიც ევროინტეგრაციის ფორმატში იმართება, აქვს ერთი და იგივე დამახასიათებელი ნიშანი. შეხვედრა იწყება „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა არანაკლებ ნახევარსაათიანი გამოსვლით, რომლის დროსაც დაისმება ერთი ისეთი საკითხი, როგორიცაა მაგალითად, ვიღაცის სადღაც არ დაშვება, ვიღაცის შეზღუდვა, ვიღაცის კრიტიკა, რასაც…

მეტი...

ჩინეთი რუსეთში ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის სამხედროებს გაგზავნის

ჩინეთი რუსეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობისთვის სამხედროებს გაგზავნის. სამხედრო სწავლება „ვოსტოკი“ 30 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბელარუსი, ინდოეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წვრთნაში მისი მონაწილეობა რუსეთთან ორმხრივი ყოველწლიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ნაწილია. მათივე განცხადებით, ერთობლივი სწავლება მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციას არ უკავშირდება. „მიზანია წვრთნაში მონაწილე ქვეყნების არმიებს შორის პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული კოლაბორაციის დონის ამაღლება და უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევებზე რეაგირების უნარის გაძლიერება“, – აღნიშნულია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

მეტი...

 ,,მოვუწოდებთ, ყველა ოპოზიციური პარტია ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, იყოს აქტიურად ჩართული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში”- ჟულიენ კრამპსი

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი და ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ევან ელიოტი საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს – „გირჩს“ და „რეფორმების ჯგუფს“ შეხვდნენ.  შეხვედრაზე ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. „გვქონდა კითხვები ევროკავშირის პოზიციაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გავაცანით ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ხედვები კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე“,- განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის  „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. „სტუმრები დაინტერესდნენ, რატომ და რა არგუმენტებით არ ვართ ჩართული ძირითად პროცესში, რატომ არსებობს პარალელური პროცესი და როგორ ვხედავთ ამ პროცესების შეერთებას, გაერთიანებას უკვე საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც წარდგენილი…

მეტი...

მედიის ინფორმაციით, ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს

მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ თურქეთის პრეზიდენტი მზადაა სამხედრო ტყვეების გაცვლაშიც მიიღოს მონაწილეობა. ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლვოვში, გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

მეტი...

პროკურორის განცხადებით, ლაშა ნაკაიძის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა

პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგელი. „საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ,” – განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა. „დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე…

მეტი...

,,საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი”- ხათუნა სამნიძე

,,საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი,” – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე  „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას. სამნიძის თქმით, მოქალაქეებს აქვთ უფლება გააპროტესტონ, მიიღონ აქციებში მონაწილეობა და ეს არის ნორმალური პროცესი. „პროტესტი არის გამოხატვის კონსტიტუციური ფორმა, ისევე როგორც აქციები. არაერთხელ გვინახავს ჩვენს ქვეყანაში, მოქალაქეებს აქვთ უფლება გააპროტესტონ, მიიღონ აქციებში მონაწილეობა და ეს არის ნორმალური პროცესი. საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება, არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი, ამას არასდროს არ დავეთანხმები, ეს ხელისუფლება წავა არჩევნების გზით, არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების…

მეტი...

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ არ მიიწვიეს

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებული ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას მართვს. აღნიშნულ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნები” არ მიიწვიეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის გაცხადებით, პროცესში მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთებიან, რომლებიც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. ,,მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ მოვიწვიეთ ამ სხდომაზე. ამას აქვს თავისი საფუძველი და საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, შეიძლება ჩაერთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ როტაციული პრინციპით სხვადასხვა შეხვედრებზე სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.  ჩვენი სამუშაო…

მეტი...

საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის სემეკმა განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „საჩხერის წყალკანალის“ 2023-2025 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. სამი წლის განმავლობაში კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 641 600 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ხარისხისა და მიწოდების მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები. შპს „საჩხერის წყალი“ სასმელი წყლის მიწოდებითა და წყალარინების მომსახურებით უზრუნველყოფს ქ. საჩხერესა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს.

მეტი...

,,დიპლომატი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს”- გურამ მაჭარაშვილი

,,დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად “გავრილოვის ღამედ” არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს,” – ასე ეხმიანება გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას. მაჭარაშვილის თქმით, დიპლომატი ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს. ,,ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თუკი მის ქვეყანაში შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ეს ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ, ესე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა…

მეტი...

,,ქერჩის ხიდი უკანონო ობიექტია, საჭიროა მისი დემონტაჟი”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით,  რომელიც რუსეთისა და  ოკუპირებულ ყირიმის დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი უკანონო ობიექტია და მის მშენებლობაზე ნებართვა უკრაინას არ გაუცია. „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყირიმი ეს უკრაინაა. ასე რომ, ეს ხიდი არის უკანონო ობიექტი, რომლის მშენებლობის ნებართვა უკრაინას არ გაუცია. ის ზიანს აყენებს ნახევარკუნძულის ეკოლოგიას და საჭიროა მისი დემონტაჟი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხდება ეს – მოხდება ეს რუსების ნებაყოფლობით თუ არა”, – წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.

მეტი...

„მთავარი არხის“ წამყვან ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა,  რადგან ბრალდების მხარის განმარტებით საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა. დაცვის მხარე კი გირაოს მოითხოვდა. პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,მთავარი არხის” წამყვანს გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა – (mcm.ge)

მეტი...

,,სახალხო უნდა მოვაშოროთ, „ნაცების“ დამცველია ეგ”- რიჟვაძე ლომჯარიაზე

,,სახალხო უნდა მოვაშოროთ და „ნაცებთან“ შეზრდილი, „ნაცების“ დამცველია ეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში და გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში,”- ასე ეხმიანება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დამცველის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც  ლომჯარიას აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს. რიჟვაძის თქმით,  ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის დისკრედიტაციისა და მით უმეტეს, შეჩერების შესაძლებლობა არავის მიეცემა. ,,ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის გახლავთ ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3 000-ზე მეტი ოჯახის მდგომარეობა. სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც…

მეტი...

,,რუსებს წინსვლა არ აქვთ – ვერაფერი შეძლეს”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია. მისივე თქმით, ოკუპანტები წინსვლა მხოლოდ უკანა მიმართულებით აქვთ. „შეიძლება, ითქვას არა მხოლოდ ის, რომ რუსებს წინსვლა არ აქვთ, ან აქვთ მიკროსკოპული წინსვლა, არამედ ისიც, რომ მათ წინსვლა აქვთ უკანა მიმართულებით. ერთ თვესა და ხუთ დღეში ვერაფერი შეძლეს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.  

მეტი...

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების საკითხს პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5 000 ლარის ოდენობით შეეფარდას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, 14 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი და ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებული, ქორწინების მიზნით, ნებაყოფლობით წაიყვანა ნათესავის კუთვნილ…

მეტი...

ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ბერდია ჯოხაძე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სამხედრო ხერსონში, რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 18 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში  44 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში  დაახლოებით 44 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.  გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 44 300; ტანკი – 1 889; ჯავშანტექნიკა – 4 179; საარტილერიო სისტემა – 1 010; სარაკეტო სისტემა – 265; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 197; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 793; საკრუიზო რაკეტები – 190; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 061; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 93. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა 17 აგვისტოს რეგიონში სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 6 ადამიანი კი დაშავდა. უწყების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან რუსებმა დონეცკის რეგიონში სულ მცირე 739 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 1 918 ადამიანი დაჭრეს.  

მეტი...

,,მაღალი ხარისხის პროდუქცია არის კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერეს და მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ. ოთარ შამუგიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის თხილი ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. „მოგეხსენებათ, ეს დარგი უკვე წლებია მავნებელთან ბრძოლის გამოწვევის წინაშე დგას. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, სახელმწიფო, ჩვენი ფერმერები, ფერმერთა ასოციაცია, ერთობლივად ვახორცილებთ მასშტაბურ ღონისძიებებს, რისთვისაც უკვე მრავალი წელია მობილიზებული გვაქვს ძალიან დიდი ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი. გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები. ჩვენი მთავრი მიზანია მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება. მხოლოდ…

მეტი...

დედ-მამის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, კასპში 44 წლის მამაკაცი დააკავეს

დედ-მამის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, კასპში 44 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი შვილის მხრიდან თანხის მოთხოვნა გახდა. ბრალდებულმა მამას ფული მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას მოკვლით დაემუქრა. ბრალდებულის თქმით, მან მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა. გორის სასამართლომ ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მეტი...

მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

6 წლის ბავშვი, რომელსაც მდინარე ცხენისწყალში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი მდინარე ცხენისწყალში იპოვეს. მდინარე ცხენისწყალში სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ,,დავკარგე შვილი მდინარე ცხენისწყალზე ბაბუას ჰყავდა, 5 წუთში კი გაქრა” – მარტვილში 6 წლის ბავშვს ეძებენ – (mcm.ge)

მეტი...