80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერები სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება – 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა მთავრობის მეთაურთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს. პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023- 2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. როგორც სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა,  განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია. პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს.

მეტი...

უკრაინის სკოლებში რუსი და ბელარუსი ავტორების შემოქმედებას აღარ შეასწავლიან

უკრაინის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,  სკოლებში უცხოური ლიტერატურის შესწავლის სასწავლო გეგმა განახლდა. ცვლილებების თანახმად, სასწავლო პროგრამიდან  რუსი და ბელარუსი ავტორების ნამუშევრები ამოიღეს. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც გამოიწვია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეიარაღებულმა აგრესიამ. უკრაინის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეისწავლება იმ მწერლების შემოქმედება, რომლებიც რუსულად წერდნენ, მაგრამ რომელთა ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული უკრაინასთან.

მეტი...

სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი დააკავეს

სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა თავად მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს. უკრაინის პრეზიდენტმა, „ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში“ განმარტა, თუ რატომ არ გამოაცხადა განგაში უკრაინის მთავრობამ ომის დაწყებამდე. „ჩვენ რომ ეს გვეთქვა, ეს კი ზოგიერთ ადამიანს უნდოდა, რომლებსაც არ დავასახელებ, მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან, თვეში შვიდ მილიარდს დავკარგავდით და იმ მომენტში, როდესაც რუსები ნამდვილად დაგვესხნენ თავს, ისინი ჩვენ აგვიღებდნენ სამ დღეში“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, მოქალაქეების მოსალოდნელი ომის შესახებ გაფრთხილება მასობრივ ქაოსს გამოიწვევდა. „არ გეტყვით, ვინ მოიფიქრა ეს, მაგრამ საერთო ჯამში, სწორი იყო – შემოჭრამდე ხალხში…

მეტი...

ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში  უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 18 აგვისტოს ლვოვში შეხვდება. „გენერალური მდივანი ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, ლვოვში ჩავა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა. არსებული ინფორმაციით,  შეხვედრის შემდეგ ანტონიო გუტერეში ოდესაში ერთ-ერთ იმ ნავსადგურს ეწვევა, საიდანაც  ხორბლის ექსპორტი ხორციელდება.

მეტი...

,,როცა რუსეთის მოსახლეობა პუტინზე ზეწოლას მოახდენს, მაშინ დადგება შედეგი და ომი დასრულდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რაც დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ დაუწესონ რუსეთს,  საზღვრების ჩაკეტვაა. მისივე თქმით,  რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვა,  მათი მხრიდან ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას გამოიწვევს და გავლენას მოახდენს ომის დასრულებაზე. „დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ევროკავშირში შესვლა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ. მე დასაწყისიდანვე ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სანქციად საზღვრების ჩაკეტვას ვთვლიდი, რადგან ისინი  ისაკუთრებენ უცხო ტერიტორიებს. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე არ შეიცვლიან ფილოსოფიას. ისინი ამბობენ „ჩვენ რა შუაში ვართ. ხალხი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“. დიახ, მათ შეუძლიათ; მათ აირჩიეს ეს ხალხი და ახლა არ ეწინააღმდეგებიან. რუსები, რომლებიც საჯაროდ გამოდიან…

მეტი...