4 წლის ბავშვს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. მცირეწლოვან ბავშვს დენმა დაარტყა. 4 წლის ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

სავიზო რეჟიმი რუსი ტურისტებისთვის

​ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კარგი იქნება თუ ევროკავშირის ქვეყნები ლიეტუვას მსგავსად, რუსი ტირუსტებისთვის სავიზო რეჟიმს აამოქმედებენ. გაბრიელიუს ლანდსბერგის შეფასებით, ეს კიდევ ერთი მექანიზმი იქნება რუსეთზე ზეწოლის. „უკრაინელები იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენს ქვეყნიდან.  ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის. ადამიანებს რუსეთიდან კი თავისუფლად შეუძლიათ იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის. ლიეტუვამ შეაჩერა ვიზების გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასასვენებლად მიდიან… ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, –…

მეტი...

დატირება ინტერნეტით და სოციალური ქსელით “გამოგლოვილი” შვილები, მშობლები თუ ახლობლები  (რედაქტორის ბლოგი)

„საწყალი, შვილის დასაფლავებაზე ფერ ჩამოვიდა;“ „ის უბედური დედა გარდაეცვალა და უკანასკნელ გზაზე  ვერ გააცილა;“  „ეს რა ვნახე, კუბოსთან ინტერნეტი ქონდათ ჩართული და ქმარს ტელეფონით ეთხოვებოდა“… ეს სწორედ თანამედროვე ეპოქის რეალობაა, რომელიც არავისთვის უცხო არაა. თითქოს, ყველაფერს ვეჩვევით, ვეგუებით… იმასაც კი, რომ ახლობელ ადამიანს კუბოსთან ჭირისუფალი არ ჰყავს და ოჯახის წევრები სოციალური ქსელებიდან დასტირიან. არაერთხელ შევხვედრივარ მსგავს სცენარს, როცა ოჯახი უახლოესი წევრი, შვილი, დედა, მეუღლე, და, თუ სხვა, ვერ ჩამოვიდა საქართველოში მიცვალებულის დასატირებლად, იმიტომ, რომ ის „იქ“ უსაბუთოა. რომ ჩამოვიდეს, ყველაფერი „წყალში ჩაეყრება“ და ვალიც, რომელსაც იქ წვალებით ისტუმრებს, ჯოჯოხეთში გაისტუმრებს……

მეტი...

ინტერნეტი გრაფიკით და „მაგთიკომი,“ რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს

რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მოსახლეობას კომპანია „მაგთი“ ინტერნეტს გრაფიკით აწვდის. როგორც მომხმარებლები აცხადებენ, 17:00 საათის შემდეგ ინტერნეტი ითიშება და ხან 22:00 საათზე მოდის, ხან დილას. „3 დღეა, უპასუხისმგებლო კომპანია „მაგთი“ ინტერნეტს გრაფიკით გვაწვდის. 13 აგვისტოს რომ აამოქმედეს გრაფიკი, დღემდე ასე გრძელდება. 13-ში დაახლოებით 5 საათის შემდეგ გაითიშა და საღამოს ჩართეს, ასე იყო 14-შიც, 15-ში კი 5 საათის შემდეგ რომ გათიშეს, მთელი ღამე არც მოსულა, დილის 07:00 საათზე ჩართეს. ამ სამი დღის განმავლობაში, მეზობლებს დაახლოებით 20-ჯერ გვაქვს კომპანიაში დარეკილი, თუმცა, სულ ტყუილად, ვისმენთ  ავტომოპასუხის ხმას, რომ „ყველა ოპერატორი დაკავებულია“. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ…

მეტი...

უკრაინაში მებრძოლი უცხოელები შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ

უკრაინაში, სეპარატისტების მიერ დატყვევებული უცხოელები შესაძლოა სიკვდილით დაისაჯონ. „როიტერის“ ინფორმაციით,  შვედ, ხორვატ და ბრიტანელ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, რადაგანც მათ ოკუპანტები უკრაინული მხარის სასარგებლოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. როგორც თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ბრიტანელ ჯონ ჰარდინგს, ხორვატ ვიეკოსლავ პრებეგს და შვედ მატიას გუსტაფსონს ბრალად ედება ფულის სანაცვლოდ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის სასარგებლოდ მონაწილეობა. იგივე ბრალი წარუდგინეს კიდევ ორ ბრიტანელს. სასამართლომ გადაწყვეტილება ოქტომბერში უნდა მიიღოს.

მეტი...

ყირიმის დეოკუპაციის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

უკრაინა ყირიმის გათავისუფლებაზე აქტიურად მუშაობს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადება უკვე შეიქმნა ყირიმის დეოკუპაციის საბჭოც. „ყირიმის პლატფორმის“ მომზადების თაობაზე შეხვედრა გავმართე. ველოდები გეოგრაფიის, დონის და მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებას. შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო ყირიმის დეოკუპაციის შესახებ, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამ მიმართულებით ყველა აქტივობასა და პროექტს და უზრუნველყოფს ყირიმის პლატფორმის საქმიანობას“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. 23 აგვისტოს „ყირიმის პლატფორმის“ სამიტი იმართება. ყირიმის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინა ეკონომიკური აღდგენის გეგმას წარადგენს.  

მეტი...

რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, გერმანელები დამატებით „პუტინის ომის“ გადასახადს გადაიხდიან

გერმანიამ მტკიცედ თქვა უარი რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი გაზის მოხმარებისთვის ადგილობრივებს საფასური გაეზრდებათ.  გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ დამატებითი გადასახადი საჭიროა იმისთვის, რომ რუსული აირის ჩანაცვლების საფასური დაიფაროს და ენერგეტიკულ ბაზარზე კოლაფსი არ შეიქმნას. დამატებითი გადასახადი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მათ, დაახლოებით,  წელიწადში 500 ევრომდე მეტის გადახდა მოუწევთ. „პუტინის ომის გადასახადი“ – ასე ხსნიან გერმანიაში აღნიშნულ პროცესს. „დამატებითი გადასახადი არის პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიული ომის შედეგი. ის წარმოადგენს ხელოვნურ ენერგოდეფიციტს, რომელიც რუსეთმა გამოიწვია“ – ასეთია გერმანიის ენერგეტიკის მინისტრის შეფასება.

მეტი...