„2021 წლის გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს“ – ევროკავშირი

ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშრებით ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. მის მიხედვით,  2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. „საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო. მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში პროგრესირებს. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას. თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული…

მეტი...

თეთნულდზე მაშველების გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  თეთნულდზე მყოფი სამი მთამსვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი  ექვსი უცხოელი ტურისტიდან  ორი დაშავებული  და ერთი გარდაცვლილი მესტიაში დღეს გადაიყვანეს. „სამაშველო ღონისძიება გრძელდება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი სამი მთამსვლელის გამოსაყვანად. დაშავებული მთამსვლელების ინფორმაციით, სამივე მთამსვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ შესახვედრად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი, სრული სამთო აღჭურვილობით, ქვეითად მოძრაობს. სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილების მაშველები“- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

„ბურთი საქართველოს მოედანზეა“ – ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებბც, რომ მას შემდეგ, რაც ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ბურთი საქართველოს მოედანზეა. „მას შემდეგ რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა.  დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების,  კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით“ – აღნიშნულია ევროკომისრის განცხადებაში.  

მეტი...

„ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები“ – ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში პარასკევს გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. „საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19  პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ…

მეტი...

რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტვა ისევ აქტუალურია

უკრაინის საგარეო მინისტრის განცხადებით, უკრაინული მხარის მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თავშესაფრის მიმღებთ არ უნდა შეეხოთ. როგორც დმიტრო კულება განმარტავს, საუბარია მათზე, ვინც რუსეთის ომს უკრაინაში მხარდაჭერას უცხადებს. „რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნაწყენი არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის შესაძლო აკრძალვის გამო, შეუძლიათ, საჩივრით მიმართონ კრემლს და თანამემამულეთა იმ 70%-ს, რომლებიც მხარს უჭერენ ომს. არავინ გამოდის წინადადებით,  რომ აკრძალვა შეეხოს რუსეთის იმ მოქალაქეს, ვისაც შესაძლოა, დასჭირდეს თავშესაფარი ან ჰუმანიტარული მიზნით ევროპაში ჩასვლა“, – წერს კულება. შეგახსენებთ, უკრაინული მხარის მოთხოვნაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაიკეტოს, რომ მათ ევროპაში მოგზაურობა ვერ შეძლონ.  

მეტი...

მოსახლეობის დაპირისპირების გამო ცაგერისა და ლენტეხის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ეკლესიის ჩარევას ითხოვენ

​ცაგერისა და ლენტეხის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და სამხარეო ადმინისტრაციას მიმართავენ. საუბარია ორი ეპარქიის მოსახლეობის დავაზე მიწებთან დაკავშირებით. „ჩვენი ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია ქვემო და ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან, ნებსით თუ უნებლიედ, იწვევს სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარი. საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივმართავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე – ყველა შესაბამის უწყებას, რათა დროულად შეიქმნას საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან…

მეტი...

საქართველოში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მაღალი არ არის

სამედიცინო პერსონალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაღალი მოცვით არ გამოირჩევა. არსებული მონაცემებით, სანიტრების ვაქცინაციის მაჩვენებელი მხოლოდ 58.4%-ია. „ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 50,7%. აბსოლუტურ ციფრებში ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია თბილისში (აცრების 47.51%), აჭარასა და იმერეთში. მოზრდილი მოსახლეობის (18 წლის ზევით) სრული აცრის მოცვის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი აცრა ჩატარდა თბილისში (57.8%), აჭარასა (57%) და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში (52.8%). ასაკობრივი კუთხით რისკის შემცველი მოსახლეობის აცრასთან ერთად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია. 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია ექიმების 83.8%, ექთნების 68.2%, სანიტრების 58.4%…

მეტი...

ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მოსალოდნელი არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომის პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატება იქნება, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მოსალოდნელი არ არის. „პანდემიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულმა გათვლებმა აჩვენა ინსტრუმენტის საიმედოობა მოკლე და საშუალო პროგნოზული პერიოდისათვის. დაავადების გავრცელების ამ ეტაპზე გაკეთებული გათვლები გვიჩვენებს დაავადების გავრცელების მზარდ დინამიკას 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომის მთელ პერიოდზე.  არსებული პროგნოზული მონაცემებით, დაავადების გავრცელების ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, დაავადების გავრცელების პიკის პერიოდშიც კი (თუ ვირუსის ახალმა ვარიანტმა რადიკალურად არ შეცვალა მისი მახასიათებლები), ჰოსპიტალისა და ICU-ს საწოლების დატვირთვა კოვიდ-პაციენტებით, არსებული რესურსის 50%-ს არ გადააჭარბებს“ – აცხადებენ ცენტრში. მათივე კვლევით, ჩამოთვლილი მახასიათებლებით…

მეტი...

რუსეთი აშშ-ს ემუქრება, რომ მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს

თუ აშშ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ  აღიარებს, რუსეთი იმუქრება, რომ  ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები დასრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება აჟღერებს.  კერძოდ კი  ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრ დარჩიევი. „კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული. თუ მსგავსი ინიციატივის რეალიზაცია მოხდება, მაშინ ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როდესაც უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება. ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ეს გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც კი“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ მსოფლიოს ქვეყნებს არაერთხელ სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად ეღიარებინა.  

მეტი...

უკრაინაში ტყვედ აყვანილი უცხოელები  შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დონეცკში „ბოევიკდების” მიერ ტყვედ აყვანილ უცხოელებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ენტონი ბლინკენი ამბობს, მსგავსი რამ შემაშფოთებელია და მისი დაშვება არ შეიძლება. „შეშფოთებულები ვართ განცხადებებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეებისთვის უკრაინის აღმოსავლეთში არალეგალური ხელისუფლების მიერ ბრალის წარდგენას ეხება. რუსეთი და მისი მარიონეტები ვალდებული არიან პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ უფლებას, მათ შორის სამხედრო ტყვეების უფლებებს“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, რონ რუსი „ბოევიკები“ 15 აგვისტოს დაიწყებენ 5 უცხოელი ტყვის „სისხლის სამართლის საქმის“ განხილვას. არსებული ცნობით, თუ „ბოევიკები“ უცხოელი ტყვეების დანაშაულს „დაამტკიცებენ, მათ შეიძლება სიკვდილით დასჯა დაემუქროთ“.  

მეტი...

რა არის კორონავირუსით გარდაცვალების ძირითადი მიზეზები?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 442.6-ია. „2020-2022 ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გამოწევეული სიკვდილის კუმულაციური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე შეადგენს 442.6-ს. განსხვავებულია მაჩვენებლები სქესის მიხედვით, სადაც მამრობით სქესში სიკვდილიანობის კუმულაციური მაჩვენებელი 444-ია, ხოლო მდედრობით სქესში – 441.3. 2020-2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით COVID-19 გარდაცვლილთა შორის, ისევე როგორც ყველა მიზეზით სიკვდილის შემთხვევებში, სჭარბობს 60 წელს ზემოთ ასაკის კატეგორია, რომელიც შეადგენს 86.4%-ს COVID-19-ის მიზეზით ჯამური გარდაცვლილებიდან, ხოლო 60 წელს ქვემოთ ასაკი 13.6%-ს. გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება,…

მეტი...

საქართველოში, კორონავირუსით 65 301 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში, კლინიკებში ვირუსით 65 301 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა თბილისში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა COVID-19- ით განპირობებული გარდაცვალების 153 შემთხვევა. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში – 1.4% შეადგინა. რაც შეეხება ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის მაჩვენებელს, შემდეგია: შიდა ქართლი – 2 469 თბილისი – 34 850 იმერეთი – 8 538 ქვემო ქართლი – 3 574 კახეთი – 2 585 მცხეთა-მთიანეთი – 987 აჭარა – 5 477 რაჭა-ლეჩხუმი და…

მეტი...

მსოფლიოში, კოვიდტესტირების მხრივ, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

კორონავირუსის ტესტის ჩატარების მხრივ, საქართველოში მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, საქართველო მეათე ადგილზეა. „2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ტესტირების (PCR+ანტიგენი) მაჩვენებელი 1 000 მოსახლეზე 4 897 შეადგენდა (მათ შორის PCR ტესტირების – 1 955, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირების – 2 942). საქართველო, მსოფლიოს იმ 50 ქვეყანას შორის, რომლებიც ტესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, მე-10 ადგილს იკავებს“ – აღნიშნულია კვლევაში.

მეტი...

ჯანმო რეკომენდაციას იძლევა, კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გაძლიერდეს

„უახლესი კვლევები და მონაცემები ქვეყნებიდან ადასტურებს, რომ ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი იარაღია პანდემიის სამართავად, ავტორიზებულ თერაპიულ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ერთობლივად უდიდეს პოზიტიურ როლს თამაშობენ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირებაში“ – ასეთია ჯანმო-ს დასკვნა. ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, ქვეყნებმა პრევენციული ღონისძიებები გააძლიერონ. „გენერალური დირექტორის რეკომენდაციაა, რომ გაგრძელდეს რიგი პრევენციული ღონისძიებების შესრულება. ქვეყნებმა აღადგინონ განახლებული მიდგომებით ტესტირების რეჟიმი და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ვაქცინაციას და ბუსტერის ადმინისტრირებას იმუნიტეტის გასამყარებლად“ – აღნიშნულია განცხადებაში. ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგეს  განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ინფიცირების ახალი ტალღის შესაკავებლად დროულად მიიღონ რეაგირების რიგი ზომები, როგორიცაა ვაქცინაცია და ბუსტერის ადმინისტრირება, ნიღბის ტარება,…

მეტი...

დონალდ ტრამპის რეზიდენციაში საიდუმლო მასალების 11 პაკეტი აღმოაჩინეს

ფედერალებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს და დალუქეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, რამდენიმე დოკუმენტს „გრიფით საიდუმლოც“ კი ადევს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფედერალური ბიუროს აგენტებმა რეზიდენციიდან 20-მდე ყუთი გაიტანეს. მათ შორისაა გარკვეული მასალები საფრანგეთის პრეზიდენტზე. გამოძიება დონალდ ტრამპს, ამ ნაწილში, თეთრი სახლიდან დოკუმენტების გატანას ედავება, რაც კანონით ისჯება.  

მეტი...