„თელასის“ დასანქცირების შემთხვევაში, კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნება

დავით ნარმანიას განცხადებით, თუ უკრაინის მოვლენების გამო თელასს სანქციები დაუწესდება, საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ შეექმნება. როგორც   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტა, კომპანიაში სპეციალურ მმართველი დაინიშნება. „თელასი არის „ინტერ-რაოს“ შვილობილი კომპანია. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის სანქცია განხორციელდება მასთან დაკავშირებით, მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, დანიშნოს სპეციალური მმართველი კომპანიაში და სპეციალური მართვის რეჟიმით მართოს კომპანია. მსგავსი პრაქტიკა არსებობს კომისიის უახლეს ისტორიაში. როცა მაშინდელ  „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სემეკს დანიშნული ჰყავდა სპეციალური მართველი და ის მართავდა კომპანიას სანამ კომპანიამ სრულყოფილი მომსახურების გაწევა ვერ შესძლო მოსახლეობისთვის“ – განმარტა დავით…

მეტი...

„წყალი პრაქტიკულად არც კი დაღვრილა ელექტროსადგურებიდან, რა ენერგიაც გამომუშავდა, ყველა ექსპორტზე გავიდა“ – დავით ნარმანია  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უხვი ნალექიდან გამომდინარე, საქართველომ წელს ექსპორტზე ელექტროენერგიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გაიტანა. „წელს ექსპორტზე ელექტროენერგიის საკმოდ მაღალი მაჩვენებელი გავიდა. ეს გამომდინარეობდა მოსული უხვი ნალექიდან.  იმაზე გაცილებით მეტი ენერგია გვქონდა, ვიდრე წინა წლებში. აქედან გამომდინარე, მაისი-ივნისის თვეებში ექსპორტზე ელექტროენერგიის რეკორდული მაჩვენებელი გავიდა. წყალი პრაქტიკულად არც კი დაღვრილა ელექტროსადგურებიდან, რაც კი გამომუშავდა, ყველა ექსპორტზე გავიდა“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, მომავალი თვეებიდან ქვეყანას იმპორტის განხორციელება მოუწევს. „ახლა, უკვე ეტაპობრივად დეფიციტური თვეები მოდის, როცა იმპორტი ხდება საჭირო. შემოდგომიდან ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით გაიზრდება.…

მეტი...

„ტარიფების რაიმე არსებით ზრდას არ ველოდებით“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, წლევანდელი წელი საქართველოსთვის იმდენად უხვნალექიანი იყო, ელექტროენერგიის საკმარისი ოდენობით გამომუშავება მოხდა და ფასების ცვლილებაც არ არის მოსალოდნელი. „გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი წელი საკმაოდ წყალუხვი იყო, და ჩვენმა ჰიდროელექტროსადგურებმა ელექტროენერგია კარგად გამოიმუშავეს, შედარებით იაფი ენერგია ვიდრე იმპორტირებული, ამან საშუალება მიგვცა, ტარიფზე ზეწოლა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ტარიფების რაიმე არსებით ზრდას არ ველოდებით“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მეტი...

მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა თავად

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამას ადასტურებს ის, რომ სააკაშილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციაში. „პენიტენციური სამსახური არ იღებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელმაც სასჯელი ან უნდა გადაუვადოს ან უნდა გაათავისუფლოს. მე არ ვარ ექიმი და თავს არ მივცემ უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციაზე და ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ“,- აღნიშნა მინისტრმა მედიასთან.…

მეტი...

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ გოგაშვილთან ციხეში ოჯახის წევრები შეიყვანეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ სუს-ის მაღალ ჩინოსანთან რუსთავში პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ოჯახის წევრები შეიყვანეს. როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს,  შეხვედრა თავად გოგაშვილის თხოვნით შედგა. „საქართველოში, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება იმის თაობაზე, რას საუბრობს ბატონი გოგაშვილი და ნებისმიერი სახის შეთქმულების თეორიაზე. თუ მას რაიმე სახის მტკიცებულებები აქვს, უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, აღნიშNული ქმედებით გოგაშვილი კმაყოფილი იყო. „ნამდვილად შედგა გოგაშვილის შეხვედრა მის ოჯახის წევრებთან, მისივე თხოვნით და კანონმდებლობის სრული დაცვით. ცნობილია, რომ ამ გამოძიების მასალებს გრიფით…

მეტი...

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან საპატიმრო დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა

საპატიმრო დაწესებულებაში, სოსო გოგაშვილთან გამომძიებელი იმყოფება, რომელიც მას გამოკითხავს და შესაბამის პროცედურებს ჩაატარებს. სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადებებით  სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც დაინტერესდა, რომელიც ასევე აპირებს გოგაშვილის გამოკითხვას გამოძიებას დღეს სახალხო დამცველმაც მიმართა და გოგაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ გოგაშვილის ადვოკატმა და ოჯახმა გაავრცელა ინფორმაციას, რომ გოგაშვილს ციხეში შს მინისტრმა დაურეკა და დაემუქრა.

მეტი...

ურეკის საზაფხულო ბანაკში 7 სპორტული ჩემპიონატი ჩატარდა

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”ფარგლებში, ურეკში გაიმართა ტრადიციული საზაფხულო ბანაკი. ექვსი დღის განმავლობაში, ბანაკში ცხოვრობდა 24 შშმ პირი, მათ შორის, სხვადასხვა სამშვიდობო მისიებსა და საომარ მოქმედებებში დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ასევე, პარასპორტსმენები და სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები. ბანაკს, ყოველდღიურად, სტუმრობდნენ და აქტივობებში მონაწილეობას იღებდნენ სხვა ბენეფიციარებიც, 20-ზე მეტი შმმ პირი გორის მუნიციპალიტეტიდან და გურიის რეგიონიდან. ურეკის 6 დღიანი ბანაკის ფარგლებში, ჩატარდა 7 სპორტული ჩემპიონატი: ფეინთბოლში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში ბოჩა, მჯდომარე ფრენბურთში, მკლავჭიდში, როგორც მჯდომარე, ასევე, მდგომარე პოზიციებში, მარცხენა…

მეტი...

ხვალიდან, მეტროს მატარებელი ყველა სადგურზე არ გაჩერდება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები ზონალური სქემით იმოძრავებენ. მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად. მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ . თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

მეტი...

მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლულია 38 წლის 3 შვილის დედა

გურიაში მოკლულ ახალგაზრდა ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეჭვმიტანილი მრავალჯერ ნასამართლევი პირია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს – 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ი.ტ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის…

მეტი...

„ეროვნული სატყეო სააგენტო წლის ბოლომდე დამატებით 200 სოციალურად დაუცველს დაასაქმებს“ – ირაკლი მუკნიაშვილი

სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რეგიონულ სატყეო სამსახურებსა და „საქმიან ეზოებში“, ჯამში, 233 მოქალაქე დაასაქმა. ეროვნული სააგენტოს უფროსის ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე, სააგენტო საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დამატებით, მოთხოვნის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ 200 მოქალაქეს დაასაქმებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზესტაფონის „საქმიან ეზოში“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს შეხვდნენ და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. ზესტაფონის „საქმიანი ეზო“ 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. დღეისათვის, აღნიშნულ ,,საქმიან ეზოში“…

მეტი...

ქმარმა ცოლი 4 წლის შვილის თანდასწრებით მოკლა

ოზურგეთში, გამთენიისას მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მოკლული ქალის ძმა აცხადებს, მისი დის ყოფილი ქმარი რამდენჯერმეა ნასამართლევი და შემაკავებელი ორდერიც არართხელ ჰქონდა გამოწერილი. ბოლო ორდერი კი მკვლელობამდე რამდენიმე დღითა ადრე გამოიწერა. როგორც მოკლულის ძმა ყვება, მკვლელობის დროს დედასთან ერთად 4 წლის შვილიც იმყოფებოდა. ბავშვი პოლიციის განყოფილებაშია  გადაყვანილი და შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. ეჭვმიტანილი კი დაკავებულია. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ საკუთარ სახლში მოკლა. მოკლული 3 შვილის დედაა, რომელიც ოზურგეთში ქირით ცხოვრობდა. 50 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

მეტი...

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გოგაშვილის ოჯახის ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სახალხო დამცველის  განცხადებით, ბრალდებულ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატისა და ოჯახის განცხადებებით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, საუბარია იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებასა  და ფიზიკურ განადგურებაზე. „საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს. იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ  პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატის განცხადებით, იგი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც…

მეტი...

„არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია“ – თალაკვაძე არახამიას

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინის რადას წარმომადგენელს გზავნილი გაუგზავნა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, მისი განცხადებები არამეგობრულია და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს იმეორებს. „ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, მთელი ამ თვეების განმავლობაში თავს ვიკავებთ, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებით უკრაინის ხელისუფლებაში, რომელსაც რეალურად იმსახურებენ. რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ გაკეთებული არამეგობრული განცხადებები. როცა უკრაინაში ომია, ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები იცლიან, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს და…

მეტი...

40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

ოჯახური ძალადობის მორიგი მსხვერპლი ისევ ქალია. 50 წლამდე ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა. შემთხვევა კი ოზურგეთში მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. რაც შეეხება კონფლიქტის მიზეზს, როგორც ახლობლები აცხადებენ, ის ბავშვს უკავშირდება.

მეტი...

რუსული მხარე ფიქრობს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე რისკი არსებობს

​ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ძალებმა გუშინ კიდევ ერთხელ დაბომბეს. მსოფლიო რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო ძალებმა დატოვონ ელექტროსადგურის ტერიტორია. რუსეთის ელჩი გაერო-ში კი აცხადებს, რომ დემილიტარიზაცია შეუძლებელია. „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შემთხვევაში პროვოკაციებისა და ტერორისტული თავდასხმების რისკი შეიქმნება… არავინ იცის, რა იქნება მათი მიზნები და ამოცანები. არ გამოვრიცხავთ პროვოკაციებსა და ტერორისტულ თავდასხმებს ელექტროსადგურზე, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ”, – ასეთია ვასილი ნებენზიას განცხადება, რომლითაც მან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებას უპასუხა. გუტიერეშმა კი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შესახებ ისაუბრა. ვასილი ნებენზია ითხოვს, გუტიერეშმა განმარტოს, რას გულისხმობს „დემილიტარიზაციის პერიმეტრში“. „ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში,…

მეტი...

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, ის რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება“ – უკრაინული მხარე

უკრაინული მარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის შემთხვევაში, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება. „მიუღებელია სიტუაცია, როდესაც რუსმა ტერორისტებმა იარაღით დაიპყრეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და პირობებს გვკარნახობენ. „რუსმა ტერორისტებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აიღეს ატომური ობიექტი და პარალელურად თავადვე იწვევენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს. მსოფლიო თავდაყირა დადგა, მსოფლიო დღეს სულ სხვა გახდა, არ ესმის, რა ხდება… თუ რამე მოხდება, ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა…

მეტი...

„სასიკვდილო პროგრამით ზეწოლას ახორციელებენ ჩემზე, ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია“ – საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს

ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს. ქალბატონი მერი სუბელიანი „მედიაცეტრ მთავარს“ დაუკავშირდა და მისი პრობლემის გაჟღერება სთხოვა. საუბარია ე.წ. ფაბრიკაზე, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებით ადამიანებზე ზემოქმედებას ახდენს და სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებს. როგორც ქალბატონი მერი აცხადებს, „ფაბრიკა“, რომელმაც ის ექსპერიმენტისთვის გამოიჭირა, საქართველოში მოქმედი „ზეგ“-ის ანალოგია, რომელიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის საქმეში ფიგურირებდა. „აქ მუშაობს ფაბრიკა, რომელიც პირდაპირ მანჰეტენზეა გახსნილი. იგივე საქმიანობას ეწევა, რასაც საქართველოში „ზეგ“-ი, რომელიც თამარ ბაჩალეიშვილი საქმეში ფიგურირებდა. ექსპერიმენტებს ატარებენ ადამიანებზე. მათი ექსპერიმენტის ერთ-ერთი მსხვერპლი მე ვარ. დახმარებას ვითხოვ. მებრძვიან განა იმიტომ რომ მაგარი ვარ, მე მათ გამოსაყენებლად დამიჭირეს. სატანისტებზე…

მეტი...

დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალები პირველი ლედის ტანსაცმელში იქექებოდნენ

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები, რომლებიც მის სახლში შეიჭრნენ, პირველი ლედის პირად ნივთებსა და ტანსაცმელებში იქექებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დონალდ ტრამპი სოცილურ ქსელში ავრცელებს. „რეზიდენცია დილის 06:30-ზე გაჩხრიკეს. იყო ძალიან ბევრი აგენტი. ახლა გავიგე, რომ ისინი პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ“, – ამბობს დონალდ  ტრამპი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას უკავშირდება.  

მეტი...

გვიან ღამით, ვარკეთილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა  

სამგორის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ავარიული შენობიდან მოსახლეობა გაიყვანეს. ისინი დროებით სასტუმროებში დარჩებიან. „შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, სამგორის რაიონში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე. მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა.  სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი. კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ…

მეტი...