„როდესაც ევროპული სანქციების მე-8 პაკეტი ამოქმედდება, ვნახავთ, ვის როგორი პასპორტი ექნება და ვინ სად წავა“ – არახამია საქართველოს მთავრობას

ომში მყოფი ქვეყნის ოფიციალური პირი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრობს და ირიბად მიანიშნებს, რომ სანქციების მერვე პაკეტში ისინიც მოექცევიან. „გამარჯობა, საქართველო! დღეს გადავწყვიტე ვიდეომიმართვის ჩაწერა  იმიტომ, რომ რამდენიმედღიანი პაუზა ავიღე, რომ მომესმინა, რა რეაქცია ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას აგვისტოს ომის წლისთავზე. მინდოდა მომესმინა, ეყოფოდა თუ არა რომელიმე მათგანს სიმამაცე იმისათვის, რომ დაეგმო აგრესორი საქართველოს გამო მაინც, თუ უკრაინაზე არაფერს ამბობენ, იქნებ, ის მაინც გაეხსენებინათ, რამდენი ბოროტება და სიკვდილი მოუტანა ომმა საქართველოს. როგორც მოსალოდნელი იყო, არც ერთი საღი  რეაქცია საქართველოს ხელისუფლებისგან არ ყოფილა… იმიტომ რომ შიში აქვთ, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებაზე…

მეტი...

14 დიაგნოზს 3 დაემატა – როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ძმამ, გიორგი სააკაშვილმა მოინახულა. როგორც კლინიკადან გამოსულმა სააკაშვილმა აღნიშნა, დიაგნოზის რაოდენობა იზრდება და მისი ძმა საკმაოდ მძიმედაა. „ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ჩემი ვარაუდი გამართლდა, მართლაც ძალიან სუსტად არის. საუბრისას გაირკვა, რომ ბოლო 2-3 დღის მანძილზე დაემატა კიდევ 3 დიაგნოზი და აქედან არის დასკვნა, რომ საქართველოში ვერ ხერხდება, რომ უკეთესობისკენ განვითარდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.  ველოდებით უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლას, რომ სიტუაციის შეფასება მოხდეს, რომ რაც შეიძლება მალე განხორციელდეს მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ. თუ არ ვცდები, 14 დიაგნოზი აქვს უკვე დასმული და ბოლო 3 დღეში 3 დიაგნოზი დაემატა, რაც…

მეტი...

„მოულოდნელად, ორჯერ შეგვიყვანეს ჩემს მეუღლესთან“ – გოგაშვილის ცოლი ხელისუფლებას აფრთხილებს

​გოგაშვილის მეუღლე სახელისუფლებო უწყებებს მიმართავს და აფრთხილებს. როგორც თეა მარტყოფიშვილი აცხადებს, თუ მისი ოჯახს  რომელიმე წევრს ან რომელიმე ახლობელს რაიმე ზიანს მიაყენებენ ან ქუჩაში რაიმე პროვოკაციას მოუწყობენ, პირადად მათ აკისრებს პასუხისმგებლობას. გოგაშვილის ოჯახმა დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. „მინდა,  მივმართო იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს – თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან რომელიმე ახლობელს რაიმე ზიანს მიაყენებენ ან ქუჩაში რაიმე პროვოკაციას მოგვიწყობენ, პირადად მათ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მათ შორის ჩემი მეუღლის უსაფრთხოება არ არის დაცული მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. მის [ბიძინა ივანიშვილის] გარეშე ხომ…

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი ციხის „საშხაპეში“ გაიყვანეს, სადაც შს მინისტრი დაელაპარაკა

პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ადვოკატის ინფორმაციით, 28 ივლისს, ციხის საშხაპეში შს მინისტრსა და გომელაურს შორის საუბარი შედგა. როგორც რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს,  საუბარი საკმაოდ დაძაბული იყო. „28 ივლისს იოსებ გოგაშვილი, რომელიც მოთავსებულია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიყვანეს ე.წ საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და იოსებ გოგაშვილს ეპასუხა აღნიშნული ტელეფონისათვის. რამდენიმე წუთში ტელეფონზე განხორციელდა ზარი. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც იოსებ გოგაშვილი აცხადებს, საუბარი მათ შორის იყო საკმაოდ…

მეტი...

„ვერ ვხედავ პრობლემას, თუ თბილისში რუსული ნომრით ავტომობილი გადაადგილდება“ – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთამ რუსულნომრიან სატვირთო მანქანაზე ისაუბრა, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კალაძე განმარტავს, ამ მანქანას მერიასთან კავშირი არ აქვს. „თბილისის მერიის განცხადება მოისმინეთ? არ დაგაკმაყოფილათ?! არცერთი კონტრაქტორი, რომელიც მუშაობს და თბილისის მერიას ჰყავს აყვანილი, ეს ავტომობილი არ არის მათი. გარდა ამისა, სხვადასხვა მშენებლობები მიმდინარეობს კონკრეტულ გამზირზე. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში. რამეს გაუგებრად ვსაუბრობ? მერიას ჰყავს კომპანიები, ვინც კონკრეტულ სამუშაოებს ასრულებს”, – აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ საუბარია ავტომანქანაზე, რომელიც რეაბილიტაციის ზონაში მოძრაობს რუსული სანომრე ნიშნი აქვს მიკრული.…

მეტი...

დღეს შინდისის გმირების დღეა!

დღეს, შინდისის ბრძოლიდან 14 წლის თავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, სოფელ შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ” ღმერთმა გაანათლოს მათი მედგარი და ძლიერი სული. ერთ რამ უნდა გვახსოვდეს_სანამ დავიწყებთ ერთმანეთისთვის ქვის სროლას, თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი_ეს არის ჩვენი ქვეყანა! ამ ქვეყანაში…

მეტი...

„აშკარაა, საელჩოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს“ – სამეული კელი დეგნანზე

„სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების ინტერესი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ პოლიტიკიდან დისტანცირების მიუხედავად, ის დღესაც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის მთავარი ობიექტია. ამასთან, ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ეს შეტევა ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ერთდროულად არის მიმართული“ – აცხადებენ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები და კელი დეგნანის ქმედებებს ეჭვქვეშ აყენებენ. მათთვის განსაკუთრებით შემაწუხებელია ის, რომ „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად აცხადებენ“. „ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემის დაკნინებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანის დაცვას იმსახურებს, თუმცა, მას ეს დაცვა არ სჭირდება. შესაბამისად, ამ თემაზე საუბრისას, ჩვენი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების…

მეტი...

„საელჩოს სურვილია, ბიძინა ივანიშვილმა  გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს“ – სამეულის წერილი

„მან პასუხი არ გასცა შეკითხვას ივანიშვილის „ოლიგარქობის“ შესახებ და თქვა, ეს ხალხმა უნდა განსაჯოსო. როდესაც კითხვაზე პასუხს, თითქოს, თავს არიდებ და ამავდროულად, ყველა შენს მიერ კოორდინირებულ პარტიას, „ენჯეოს“ და უცხოელ ლობისტს სიტყვა „ოლიგარქი“ აკერია პირზე, ცხადია, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე“ – აცხადებენ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ამერიკის ელჩთან დაკავშირებით და კითხვებზე პასუხებს ითხოვენ. დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი წერილი დღეს გამოაქვეყნა, რომელიც ისევ კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს ეხება. „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გავლენიანი ფიგურააო. ამასთან, მან პასუხი არ გასცა შეკითხვას ივანიშვილის…

მეტი...

„როგორც ხელისუფლების გადატრიალების, ისე მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა კვლავაც უაღრესად აქტუალურია“ – დეპუტატების მორიგი წერილი

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ და ისევ ამერიკის ელჩს აკრიტიკებენ. როგორც ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის წერილში ვკითხულობთ, ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ქმედითი პასუხით ეჩვენებინა,  ტელევიზიებში კლიპებს ათავსებს იმის შესახებ, რომ ამერიკას ომი არ უნდა. „საზოგადოებას ყველაფერს ვახსენებთ არა საელჩოს დისკრედიტაციის მიზნით ან მასზე შურის საძიებლად, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს წინაშე არსებული არეულობისა და ომის საფრთხე სრულად მოხსნილი ჯერ კიდევ არაა, რისი რწმენაც ელჩის ბოლო ინტერვიუმ საბოლოოდ გაგვიმყარა: ჩვენს შეკითხვებზე კელი დეგნანის რეაქციიდან ნათლად ჩანს, რომ მიდგომა საელჩოს ჯერაც არ შეუცვლია და როგორც ხელისუფლების გადატრიალების, ისე მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა კვლავაც…

მეტი...

თანამდებობას ამირან გამყრელიძის  შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეც ტოვებს 

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე არ იქნება. არსებული ინფორმაცით, მას  ირაკლი გოგია ჩაანაცვლებს. როგორც ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს. გადაწყვეტილება პირადად მიიღო და არანაირი ჩარევა არ ყოფილა. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს ჯგუფის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის აღნიშნულ პოზიციაზე მთელს გუნდთან ერთად“,- აცხადებს გამყრელიძე.  

მეტი...

„საქართველო რუსეთზე ელექტროდამიკიდებული არ არის“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველო არ არის რუსეთზე ელექტროდამიკიდებული. აღნიშნული განცხადება დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მტავარში“ გააკეთა, სადაც ენერგეტიკული ბაზრის გახსნაზე ისაუბრა. „ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია კონკრეტული თვის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანა უფრო იაფ ფასს შესთავაზებს. როგორც წესი, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში, გააჩნია  რომელ პერიოდში რომელ ქვეყანას რა ფასის შეთავაზება შეუძლია. ამდენად, ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის ნაწილში“ – აღნიშნა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“. ენერგეტიკისა და…

მეტი...

„არაპიკურ საათებში ელექტროენერგია გაცილებით იაფი ეღირება“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

სექტემბრიდან, საქართველოში ენერგეტიკული ბაზარი იხსნება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ  „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაპიკურ საათებში, ქვეყანაში ელექტროენერგია გაცილებით იაფი ეღირება. „ახალი ბაზარი არის ევროპული ტიპის ყაიდაზე დაფუძნებული ელექტროენერგიის ბაზარი, სადაც მომხმარებლები და მიმწოდებლები ბირჟაზე ივაჭრებენ ელექტროენერგიით. პირველი ეტაპი არის ყველაზე მსხვილი 22 კომპანიის გასვლა ბაზარზე. თუ ადრე ეს მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო-პროდან“ ყიდულობდნენ ენერგიას, შემდეგ უკვე „თელმიკოდან“ და „ენერგო-პროდან“, ბაზრის გახსნის შემდეგ ეს 22 კომპანია ბაზარზე იყიდის ენერგიას. შეეძლებათ წინა დღეს დადონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები –…

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დნეტროპეტროვსკიზე თავდამსხმელებს პასუხს აგებინებს

„რაც უფრო მეტი დანაკარგი ექნება, მით უფრო მალე გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას უკრაინაში“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და დასძენს, რომ უკრაინელი სამხედროები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკიზე განხორციელებულ თავდასხმას. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, თავდასხმას 13 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. „13 ადამიანი დაიღუპა მარგანცზე ოკუპანტების დარტყმისგან. კიდევ ათზე მეტი დაჭრილია, ხუთი კი მძიმე მდგომარეობაშია. ეს რუსული ტერორის მორიგი გამოვლინებაა, როგორც დარტყმები მიკოლაევზე, ხარკოვზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო შორ მანძილზე მოქმედი, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს სასტიკი ომი“, –…

მეტი...

უკრაინამ გერმანიისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

გერმანიამ უკრაინას საბრძოლო მასალები გაუგზავნა. ამჯერად, საუბარია  Gepard-ი და საბრძოლო მასალებზე, რომელიც 4 ერთეულს მოიცავს. გერმანული მხარის ინფორმაციით, მთლიანობაში, უკრაინას Gepard-ის 12 დანადგარი გადასცეს.  

მეტი...

სექტემბრიდან ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება – რა სიკეთეს მიიღებს საქართველოს მოსახლეობა?!

სექტემბრიდან, საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი მოდელი შეიცვლება. ბაზარზე კონკურენცია გაჩნდება, რაც ფასების ცვალებადობაზეც იქონიებს გავლენას. ერთ-ერთი სიახლე კი ის არის, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასები საათობრივად მერყევი იქნება და შესაბამისად, არს კონკრეტულ ქვეყანაზე ვიქნებით ჩამოკიდებული, რომ ელექტროენერგია მისგან შევისყიდოთ. უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს ბაზრის გახსნა, როგორც აისახება ის მოქალაქეებზე, როგორ იმოქმედებს ფასებზე, შეგვეძლება თუ არა, მოქალაქეებმა თავად განსაზღვროს რომელი ელექტროენერგია შეისყიდონ, ამ და სხვა საკითხებზე,   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ 11:00 საათზე ისაუბრებს.

მეტი...

ჩეხეთი მომხრეა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები შეიზღუდოს

ჩეხეთი მხარს უჭერს ინიციატივას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში გადაადგილება შეიზღუდოს.  ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის განცხადებით, მათთვის შენგენის ვიზები არ უნდა გაიცეს. „ჩეხეთმა არაერთხელ წამოწია ეს საკითხი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. საჭიროა ევროკავშირის მხრიდან კოორდინირებულ მიდგომას… რუსეთის აგრესია ცვლის თავის გაცხადებულ საზღვრებს და ასეთ დროს, არ შეიძლება, საუბარი იყოს ჩვეულებრივ ტურიზმზე რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, მე დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი რუსი სპეცსამსახურების გავლენის შემცირებას ევროკავშირის ტერიტორიაზე“,- განაცხადა ელჩმა.  

მეტი...

უკრაინული მხარე საქართველოს მიმართავს, თანამდებობის პირებმა ტონი შეცვალონ ან საერთოდ არ ისაუბრონ უკრაინაზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, უკრაინასთან დაკავშირებით ტონი შეარბილონ, ან საერთოდ არ ისაუბრონ ამ ქვეყანაზე. „პირადად მე, პრეზიდენტ ზელენსკისა და დავით არახამიას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ამ ერს კარგად ესმის უკრაინაში მიმდინარე ომის არსი. ეს ხალხი თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებებს იზიარებს და რუსული მოძველებული ტექნოლოგიების კატეგორიული წინააღმდეგია. ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება. მაშინ, როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენს გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს…

მეტი...

„თუ უკრაინაში საფრენი აპარატების ქარხანა აშენდება, უკრაინელების ტანჯვა გაგრძელდება“ – კრემლი ისევ იმუქრება

თურქეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ომ უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხანა გაიხსენება, კრემლის განრისხება უკვე მოჰყვა. როგორც მოსკოვში აცხადებენ, ეს უკრაინელებს კარგს არაფერს მოუტანს. მსგავსი განცხადება ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ქარხანა დაუყოვნებლივ დემილიტარიზაციას დაემორჩილება. „მსგავსი ქარხნის აშენება მხოლოდ გაახანგრძლივებს უკრაინელების ტანჯვას, მაგრამ თავიდან ვერ აიცილებს იმას, რაც არის რუსეთის სპეციალური ოპერაციის მიზანი“ – ასეთია კრემლის გზავნილი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ელჩმა თურქეთში განაცხადა, რომ Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხნის უკრაინაში მშენებლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება უკვე დამტკიცებულია.  

მეტი...

რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ესტონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენი “მი-8” ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა. ესტონეთის  საჰაერო სივრცე  სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაირღვა. „ესტონეთის თვალთახედვით, ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მეტი...