დონალდ ტრამპი გამოძიებას კითხვებზე არ პასუხობს

გენერალურ პროკურატურაში დაბარებული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უწყებაში მივიდა, თუმცა, კითხვებზე პასუხები არ გასცა. დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს აკრიტიკებს. „მე უარი ვთქვი, პასუხი გამეცა კითხვებზე აშშ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებული თითოეული მოქალაქის უფლებისა და პრივილეგიის ფარგლებში“, – აცხადებს ტრამპი. პროკურატურა დონალდ ტრამპის ორგანიზაციას თაღლითურ ქმედებებში ადანაშაულებს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.  

მეტი...

„სიცხე აქვს, გამხდარია და წონაში იკლებს“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც პრეზიდენტის დედა აცხადებს, მის შვილს სიცხე აქვს, გამხდარია და წონაში იკლებს. გიული ალასანია ვარაუდობს, რომ სააკაშვილს ანთება აქვს და დამატებით გამოკვლევებს ელოდება. „ისეთი მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ სიცხე აქვს. რაღაც ანთებითი პროცესია და ალბათ, დამატებით გამოკვლევებს გაუკეთებენ ამასთან დაკავშირებით. გამხდარია, წონაში იკლებს. როცა მივედი, მაშინაც იწვა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ადგა და გადმოვიდა სავარძელზე. ერთადერთი ჩვენი საუბრის თემა იყო ექიმები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ, როდის ჩამოვლენ, ყველაზე აქტუალური ახლა ეს არის ჩვენთვის“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ისევ ითხოვს

უკრაინა უკვე მეორედ აჟღერებს დასავლეთისადმი მოთხოვნას, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტონ და ვიზები არ მისცენ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს,  ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. „პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, როცა  ამას მოითხოვს. რუსების უმეტესობა მხარს უჭერს ომს უკრაინაში. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების კვეთის უფლება, ვიდრე არ ისწავლიან მათ პატივისცემას“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

მეტი...

„ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ვიდეომასალას ითხოვს

ცენტრი „ემპათია“ ოფიციალურად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისა და  გორის სამხედრო ჰოსპიტალში 27 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალაზე წვდომას. როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ექსპერტიზა სათანადო  საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად არ ჩატარებულა. „ჩვენ გვაქვს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და შესაბამისად, მოვითხოვეთ საგამოძიებო უწყებიდან მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან  გლდანის მე-18 დაწესებულებაში გაყვანის ვიდეომასალა, რათა ის სრულად შევისწავლოთ. ასევე, შევისწავლოთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ძალადობრივი ინციდენტი, განხორციელებული 27 დეკემბერს. გარდა ამისა, ვითხოვთ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან წვდომას. ეს ექსპერტიზა არ არის ჩატარებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. გვაინტერესებს რა არის ჩატარებული და რა შედეგები არის ამ…

მეტი...

„შეერთებული შტატები, ტაივანის კოზირს იყენებს ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად“ – ელჩის განცხადება

საქართველოში ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, ტაივანის ამჟამინდელი ხელისუფლება შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას. მისივე შეფასებით, ტაივანი ცდილობს  კონტინენტურ ჩინეთთან ისტორიული და კულტურული კავშირების გაწყვეტას და ეროვნული იდენტობის წაშლას. როგორც ელჩი განმარტავს, აღნიშნულ ქმედებებს  ჩინელი ხალხი არ შეეგუება. „შეერთებული შტატები, თავის მხრივ, ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას, ტაივანის კოზირს იყენებს ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად, იგი მუდმივად ამახინჯებს ცვლის და არასწორად გადმოსცემს ერთი ჩინეთის პრინციპს. წელიწადნახევარში, შეერთებულმა შტატებმა ტაივანს მოწინავე შეიარაღება უკვე ხუთჯერ მიჰყიდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და მხარს არ უჭერს…

მეტი...

„ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია“ – ჩინეთის ელჩის განცხადება

ჩინეთის ახალ ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ტაივანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია. როგორც ელჩი განმარტავს, შეერთებულმა შტატებმა დაარღვია ერთი ჩინეთის პრინციპი და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა. „მინდა, გაგაცნოთ ჩინეთის მთავრობის პოზიცია ტაივანის საკითხზე. შეერთებული შტატების პროვოკაციული ქმედებების წინამძღვრებისა და ჩინეთის მხრიდან გატარებული მკაცრი ზომების მიზეზები. 1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, 1943 წელს ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურებმა კაიროს დეკლარაცია მიიღეს, რომლის მიხედვითაც, იაპონიის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, მათ შორის ტაივანი, ჩინეთს უნდა დაბრუნებოდა. 1945 წლის დეკლარაციით ხელახლა დადასტურდა…

მეტი...

„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, ატომურ სადგურზე კონტროლი დააბრუნოს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო მინისტრები რუსეთს მიმართავენ და  მოუწოდებენ,  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაუყოვნებლივ უკრაინას დაუბრუნონ. „რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიას და სუვერენიტეტს. მოვითხოვთ, რუსეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ატომურ ობიექტზე, რათა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო და დაცული მუშაობა“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.  

მეტი...

127 კოვიდკლინიკა შეამოწმეს და დადგინდა, რომ უმრავლესობა პერსონალს შრომის ანაზღაურებას არ უხდიდა

შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ 90 კლინიკა მედპერსონალს იმ ანაზღაურებას არ უხდიდა, რაც მათთვის იყო გათვალისწინებული. როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს,  დაწესებულებებს მიეცათ გონივრული ვადა, რომ არსებული  დარღვევები მოაწესრიგონ. „2020- 2021 წლებში შრომის ინსპექციამ კოვიდკლინიკების შემოწმება მოახდინა იმ სახელფასო გასაცემებთან დაკავშირებით, რომელსაც სახელმწიფო კოვიდკლინიკებს აძლევდა მედპერსონალისთვის, ექიმებისთვის და ექთნებისთვის საათობრივი ანაზღაურებისთვის. 127 კლინიკიდან, 37 გარდა, სხვა კლინიკებში დარღვევები გამოვლინდა. ჩვენ გავეცით გაფრთხილება და გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ეს გულისხმობდა მითითებას, რომ მომხდარიყო ანაზღაურება იმ სახელფასო დავალიანების, რომელიც ექიმების მიმართ არსებობდა“, – განაცხადა ფერაძემ. მისივე შეფასებით, კლინიკების ნაწილმა პრობლემა მოაგვარა, თუმცა,  14-მა კლინიკის შემთხვევაში, პრობლემა პრობლემად დარჩა.…

მეტი...

დონალდ ტრამპს პროკურატურაში დაკითხავენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის მიერ დაიკითხება. დაკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში დღეს, 10 აგვისტოს იგეგმება,  ტრამპის ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს. საქმე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს ეხება ფინანსურ საკითხს. კერძოდ, ტრამპის ორგანიზაციის მიერ კრედიტორებსა და დაზღვევის წარმომადგენლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. თავად ტრამპი კი ფიქრობს, რომ გამოძიების დაწყება მის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.    

მეტი...

„ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს“ – მეუფე ნიკოლოზ მიხეილ სააკაშვილზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა  „ვივამედი“ დატოვა, სადაც ის  მიხეილ სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი გამხდარი სააკაშვილი არასდროს უნახავს. „რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი. მე ხომ ვიცი, წონაში დაკლება რასთან არის დაკავშირებული, რამდენს ვშრომობ, რამდენს ვცდილობ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით დავიკლო წონაში და არ გამომდის არაფერი, ძალიან ძნელია. ავადმყოფობით დაკლება ძალიან ცუდია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან. მეუფემ როგორც აღნიშნა, მათ ჩაი დალიეს და სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს. მან მესამე პრეზიდენტი გაამხნევა, რომ…

მეტი...

„რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“ – ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს. ტექსტი საკმაოდ ვრცელია, 8 გვერდიანია და ძირითჯადად მოღვაწეობის ანგარიშის ფორმატს მოიცავს. „მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის“ – აღნიშნულია მიმართვის პირველ ნაწილში. მეორე ნაწილი დაწესებულების საქმიანობასა და მიღწევებს ეხება. „ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა…

მეტი...

პროკურორისთვის ბოტასის სროლის გამო, პირს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სხდომის დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა. აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით გამოიხატა). მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და…

მეტი...

მორიგი სანქცია რუსეთს – ქვანახშირის იმპორტი შეწყდა

ევროკავშირი რუსეთს მორიგ სანქციას უწესებს და მარწუხებში აქცევს. ამჯერად, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს. ემბარგო ძალაში დღეიდან შევიდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, 10 აგვისტოდან აკრძალული იქნება ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ მათ ექნებათ რუსული წარმომავლობა ან ექსპორტირებულია რუსეთიდან. მორიგი სანქცია რუსეთს წელიწადში რვა მილიარდ ევროს დააკარგვინებს.  

მეტი...

მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა

კლინიკაში, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იმყოფება,  მეუფე ნიკოლოზი მივიდა. მეუფემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს. სააკაშვილს დღეს ადვოკატიც შეხვდება. მისთვის ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო სააკაშვილთან უცხოელი ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით.  

მეტი...

ყირიმში მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია 13 ადამიანი. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. რუსული მხარის ინფორმაციით, აფეთქდა საბრძოლო მასალა. აფეთქების მიზეზი უცნობია. აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მეტი...

უკრაინის დანაღმული ტერიტორიების განაღმისთვის აშშ 89 მილიონს გამოყოფს

ომის პარალელურად, დანაღმული ტერიტორიები, სოფლები და ქალაქები უკრაინისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დღე არ გავა, ნაღმები არ აფეთქდეს და მსხვერპლი არ მოყვეს. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, შტატები უკრაინაში გამნაღმველი ჯგუფების მუშაობას დააფინანსებს. შეერთებული შტატები 89 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს დანაღმული ტერიტორიების გასასუფთავებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საუბარია უკრაინაში  დაახლოებით 100 გამნაღმველი ჯგუფის განთავსებაზე, მათ მომზადებასა და აღჭურვაზე. „უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებულმა შემდგომმა შეჭრამ ქვეყნის დიდი ნაწილი ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაფარა. თვითნაკეთი ასაფეთქებლების  ისეთი გამოყენება, როგორსაც უკრაინაში რუსი აქტორების მიერ ვხედავთ, ადრე მხოლოდ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული. ეს…

მეტი...

ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას „მწვანე შუქი“ აუნთო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას თანხმობა მისცა და  შესაბამის პროტოკოლს ხელი მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიალი თეთრ სახლში გაიმართა. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, მოკავშირეებმა არ უნდა გააჭიანურონ პროტოკოლზე ხელმოწერა. „ამერიკა, შვედეთი და ფინეთი ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე სიფხიზლეს, შევაკავებთ საფრთხეებს და წინააღმდეგობას გავუწევთ აგრესიას, თუ ის წარმოიქმნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ცერემონიალზე.  

მეტი...

“შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია“, – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. რუსეთმა ყირიმს მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი მოუტანა. ისტორიკოსები, ალბათ, ერთ დღესაც დაადგენენ, რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ყირიმის ტერორისთვის გამოყენების შედეგად. ათიათასობით? ასიათასობით? უკრაინიდან და საქართველოდან სირიამდე და უფრო შორეულ რეგიონებამდე. ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის…

მეტი...