„უკრაინას სრული გამარჯვებისთვის, ყველაზე პესიმისტური სცენარით, 10 თვე დასჭირდება“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის გათვლით, სრული გამარჯვებისთვის, მაქსიმუმ 10 თვეა საჭირო. „უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ. ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა – 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის – ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს. ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს – არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს – მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია –…

მეტი...

ბორჯომში სატვირთო ხევში გადავარდა, არის მსხვერპლი

სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან გადაადგილდებოდა,  ხევში გადავარდა. მძღოლი  გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

„ახალი ტალღის შესაკავებლად, ქვეყნებმა დროული ზომები უნდა მიიღონ“ – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოუწოდებს, ყველა ზომა მიიღონ ვირუსის ახალი ტალღის შესაკავებლად. ჯანმო-ს  საერთაშორისო წესების (IHR) საგანგებო კომიტეტის განცხადებით, COVID-19 კვლავ საგანგაშოა. მიმდინარე პანდემია რჩება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობად. „გენერალური დირექტორის რეკომენდაციაა, რომ გაგრძელდეს რიგი პრევენციული ღონისძიებების შესრულება, ქვეყნებმა აღადგინონ განახლებული მიდგომებით ტესტირების რეჟიმი და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ვაქცინაციას და ბუსტერის ადმინისტრირებას იმუნიტეტის გასამყარებლად. ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ინფიცირების ახალი ტალღის შესაკავებლად დროულად მიიღონ რეაგირების რიგი ზომები, როგორიცაა ვაქცინაცია და ბუსტერის ადმინისტრირება, ნიღაბის ტარება, რათა აცილებული იქნას ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გადატვირთვა და…

მეტი...

დაწყებულია კოვიდის შემთხვევების მატება და ეპიდ-პარამეტრების ზრდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მზარდია. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გარდაცვალების მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. „2022 წლის გაზაფხულის პერიოდის გავლის შემდგომ, ევროპის რეგიონსა და მათ შორის საქართველოშიც დაწყებულია კოვიდის შემთხვევების მატება და ეპიდ-პარამეტრების ზრდა. მიუხედავად ზრდისა, გარდაცვალების მაჩვენებელი გლობალურად მეტ-ნაკლებად სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება. მატების ძირითადი გამომწვევია BA.4 და BA.5 ვარიანტების ცირკულაციის ზრდა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისა, ახალი შემთხვევების სწრაფი მატებისას, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, შესაძლოა ზეწოლის მნიშვნელოვანი გაზრდა ჯანდაცვის სისტემაზე. განსაკუთრებით ლაბორატორიულ სექტორსა და პირველად ჯანდაცვაზე, რაც დინამიკაში რესურსის მობილიზების და საპასუხო ქმედებების სწრაფ…

მეტი...

ესტონეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთთან ტურიზმი უნდა შეწყდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საკუთარ სოციალურ გვერდზე გზავნილს ავრცელებს და რუსეთთან ტურიზმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. „შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება. რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლა დახურულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვება (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – წვდომის ერთადერთი წერტილები). დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან ახლავე“, – წერს პრემიერი.

მეტი...

„რუსების იზოლაციას პერსპექტივა არ აქვს“ – პესკოვი

რუსეთი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას პასუხობს, სადაც  ზელენსკი რუსებისთვის საზღვრების ჩაკეტვას ითხოვს. როგორც კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, ამ იდეას პერსპექტივა არ გააჩნია. „აზროვნების ირაციონალურობა ამ შემთხვევაში მასშტაბურია. ეს შეიძლება მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეფასდეს. რუსების იზოლაციის ან რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს” – აცხადებს  პესკოვი. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვარი ჩაუკეტონ. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს სთხოვს, საზღვარი რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ

მეტი...

კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა კვლევა გამოაქვეყნა, მის მიხედვით, 1-ელი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. კვლევის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში – 1.4% შეადგინა. ასევე, კვლევაში საუბარია, რომ სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა ლეტალობის 53 (34.6%) შემთხვევაში. რაც შეეხება რეინფიცირებას, 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა.  

მეტი...

„რაც აქ ჩამოვედი, 2.5 წლის წინ, ყოველი დღე ვცდილობდი  პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებას“ – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი საქარველოში იმედგაცრუებული და გულგატეხილია, როგორც ელჩი აცხადება, მას არაფერი დაუკლია, რომ პოლიტიკური ლიდერები გაეერთიანებინა. „ვცდილობდი მათ დახმარებას იმ ღრმა პოლარიზაციის დასაძლევად, რაც აქ არსებობს. გულდასაწყვეტია  მოსმენა, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს სიმართლეა, ცდილობენ, დაადანაშაულონ დასავლელი პარტნიორები იმაში, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციასა და პოლიტიზებულ გარემოზე. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამდენი ვიმუშავეთ რათა დავხმარებოდით საქართველოს ამის გადალახვაში. ხალხისთვის გულდასაწყვეტია იმის მცდელობა, რომ დაადანაშაულონ საქართველის დასავლელი პარტნიორები იმაში, რაც საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნა და საჭიროებს აღმოფხვრას“, – განაცხადა კელი დეგნანმა „ფორმულასთან“.  

მეტი...

ჩინეთი ტაივანში შესაჭრელად ემზადება

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთი ტაივანში შესაჭრელად ემზადება.  ჯოზეფ ვუს განცხადებით,  ჩინეთი სამხედრო წვრთნებს სწორედ ტაივანის სიახლოვეს ახორციელებს. „ჩინეთი ამ წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს. პეკინი ატარებს ფართომასშტაბიან სწავლებას, უშვებს რაკეტებს და აწარმოებს კიბერშეტევებს. ასევე ატარებს დეზინფორმაციულ კამპანიას, ეს მიმართულია ტაივანელების მორალურად გატეხვისკენ“, – აღიშნავს ოფიციალური ტაივანი. ჩინეთი თვლის რომ ტაივანი მისი ტერიტორიაა  და პეკინში უცხოელი პოლიტიკოსების მასთან შეუთანხმებლად ჩასვლას ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.

მეტი...

„თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას“ – მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს. პოდოლიაკის აღნიშნული შეფასება იმ განცხადებების პასუხია თითქოს, უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ასევე, თითქოს საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან. „თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ. დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს,…

მეტი...

„2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა“ – რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აგვისტოს ომსა და რუსულ აგრესიაზე წერს. როგრც სტეფანცუკი აღნიშნავს, 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა. „08.08.08 რუსეთმა შეწყვიტა „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და გადაწყვიტა დაესხას თავს საქართველოს. მაშინ სამყარო არ გამოფხიზლდა. რუსეთმა კი იგრძნო დაუსჯელობა და მიხვდა, რომ ასე მოქცევა შეიძლება. 2014 წელს მსოფლიომ იხილა „მწვანე კაცუნები“. მსოფლიომ ეს დაგმო, მაგრამ „ღრმა შეშფოთებაზე“ მეტი ვერ გაბედა. სამაგიეროდ, გაბედა რუსეთმა და 2022 წლის თებერვალში დაიწყოს ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში. რუსეთი უსასტიკეს ომს აწარმოებს და აჩვენებს მსოფლიოს, რომ უკრაინის ქალაქების რაკეტებით დაბომბვა შესაძლებელია“ – წერს…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს სთხოვს, საზღვარი რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ

პრეზიდენტს ზელენსკის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რომელიც შეუძლია დასავლეთმა რუსეთს დაუწესოს, საზღვრების ჩაკეტვაა.  პრეზიდენტის შეფასებით,  რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან. „რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ მათ, წავიდნენ რუსეთში.  ისინი ამბობენ, ამ ომს ჩემთან რა საქმე აქვს-ო. მთელი მოსახლეობა ვერ აგებს პასუხს, ეს შესაძლებელია? კი შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან, არ ეჩხუბებიან, არ უყვირიან. არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ამბობთ, რომ მთელი სამყარო თქვენი წესებით უნდა ცხოვრობდეს. მაშინ წადით და იცხოვრეთ რუსეთში. ეს ერთადერთი გზაა პუტინზე ზემოქმედებისთვის“, – აცხადებს ზელენსკი და დასავლეთს საზღვრების…

მეტი...

„დროა უკვე, ახლა უკვე მემუარებს დაგიწერთ“ – რას აპირებს ამირან გამყრელიძე?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 10 წელი ცოტა არა არის ამ სისტემაში და უკვე დროა, მემუარების წერაზე გადავიდეს. ეპიდემიოლოგმა საკუთარი საქმიანობის გადაბარების პროცესი დაიწყო და აცხადებს, რომ დროა, საქმე ახალგაზრდებმა გადაიბარონ. „დროა უკვე, 10 წელია ვარ. კოვიდ პანდემია თანდათან უკან იხევს, დღევანდელი მონაცემებიც დამამშვიდებელია.  დაპირისპირება არ არის. ახალი გუნდია, ძალიან კარგია, მოვიდნენ ახალგაზრდები, მე უკვე არა ვარ პატარა, დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში ვარ. ახლა დაგიწერთ მემუარებს.  როგორმე 2 თვე ცოტა დავისვენო. მერე დავბრუნდები, რამდენიმე უნივერსიტეტი მთხოვს, რომ ლექციები წავიკითხო. მაქვს ჩემი ძალიან კარგი სამეცნიერო ჯგუფი იმ დარგში,…

მეტი...

„ის ომი ჯერ არ ჩაბარებია ისტორიას, ის არ ჩაბარებია წარსულს“ – ზელენსკი აგვისტოს ომზე

„ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ბევრს საუბრობენ ამ ომის მიზეზებსა და მის შედეგებზე. საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე ბევრად გაზარდა რუსეთის ხელისუფლების გამბედაობა. მაგრამ  ის ომი ჯერ არ ჩაბარებია ისტორიას, ის არ ჩაბარებია წარსულს“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, უკრაინაში ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტი არ უნდა დარჩეს. მისი თქმით, კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც არსებობს. „აუცილებელია საუბარი არა მხოლოდ იმაზე, რაც იყო, არამედ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია და არა მხოლოდ იმის…

მეტი...

ამერიკა უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება

აგვისტოს თვეში უკრაინა ამერიკისგან ფინანსური დახმარების მორიგ ნაკადს მიიღებს. თანხა ძირითადად სოციალურ პაკეტს, ინფრასტრუქტურასა და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. „შტატები უკრაინას 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, რომ მას ფუნქციონირებასა და ომის შედეგად გამოწვეულ ბიუჯეტის დეფიციტთან გამკლავებაში დაეხმაროს“  – აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გზავნილში. რაც შეეხება თანხის მიმართულებას, ეს იქნება: საავადმყოფოების აღდგენა და გამართვა, სკოლების მოწესრიგება, ჰუმანიტარული დახმარება, საჯარო მოხელეების, ჯანდაცვის მუშაკებისა და მასწავლებლების ხელფასები და სხვა. თანხის პირველი ნაკადი მიმდინარე თვეს გამოიყოფა.  

მეტი...