„ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ვიყოთ ერთიანი. „მინდა, სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის უფრო ძლიერი, ჩვენი დემოკრატია არის უფრო ძლიერი, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა…

მეტი...

მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 67 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით,  ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 438,445 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის,  191,156 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, 247,289 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი. ამოღებული მასლა დასაწყობდა ეროვნული სატყეო სააგენტოსა „საქმიან ეზოებში“. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 18 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 14 – ქვემო ქართლის, 11 – შიდა ქართლის, 5 – სამცხე-ჯავახეთის,  13 – იმერეთის,  ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის ფაქტებზე შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან…

მეტი...

81 წლის ექიმს, რომელმაც ექიმი დაჭრა, ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში სცადა კოლეგის მოკვლა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით, რაც ვერ განახორციელა საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელშეშლის გამო. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,-…

მეტი...

ენტონი ბლინკენი კრემლს მოუწოდებს, საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს და რულეთს მოუწოდებს, ვალდებულებები შეასრულოს. „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს ენტონი ბლინკენი.  

მეტი...

„საქართველო ევროპულ ღირებულებათა ოჯახს ეკუთვნის“ – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოკლე შეფსებას ავრცელებს. როგორც ევროპარლამენტარი წერს, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. „14 წლის წინ, რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით სასტიკი სქემა დაიწყო, რომ მისი პროევროპული არჩევანი შეეჩერებინა. ჩვენ არასოდეს მივიღებთ “ძლევამოსილების უფლებას”… საქართველო ევროპულ ღირებულებათა ოჯახს ეკუთვნის. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას“, – წერს  ევროპარლამენტის პრეიდენტი.  

მეტი...

უკრაინაში რუსეთის ჯაშუშები დააკავეს, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდიდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილი და დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიკოლაევში სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად რუსეთს ინფორმაციას აწვდიდნენ. „ბოროტმოქმედები მუდმივ ვიზუალურ მონიტორინგს ახორციელებდნენ მტრისთვის საინტერესო ობიექტების შესახებ და ინფორმაციას დახურული ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით კურატორს უგზავნიდნენ“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. მათივე განმარტებით, სწორედ დაკავებულები აწვდიდნენ რუსულ მხარეს ინფორმაციას გემთმშენებლობის ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტის,  ქარხნების „ეკვატორის“, „კრისტალისა“ და „ოკეანის“,  საწვავის საწყობების და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებაში.

მეტი...

“ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე, აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა” – ევროკავშირი

აგვიტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს. „რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ევროკავშირი ერთხმად უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველმოკლებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს, ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. “ბორდერიზაციის”, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების…

მეტი...