მარჯანიშვილზე გაშიშვლებული მამაკაცი და მისი პარტნიორი ქალი საქართველოს მოქალაქეები აღმოჩდნენ

თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარეთ, ღია სივრცეში, ქუჩაში გაშიშვლებულ მამაკაცსა და ქალზე, რომლებიც შეურაცხმყოფელი ქმედებით იყვნენ დაკავებულები, შსს-მ მოკვლევა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ისინი არა რუსეთის, არამედ, საქართველოს მოქალაქეები არიან. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, -აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალა, სადაც შიშველი კაცი და ქალი, ქუჩაში წვანან და სექსუალური კავშირიან არიან დაკავებული სოცალურ ქსელში გავრცელდა. ის ერთ-ერთმა გამვლელმა…

მეტი...

„პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა“ – სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატზე

პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ამ თემაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. „2022 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის  ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურების წარდგენასთან  დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები  და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების  მცდელობა. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს  ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის…

მეტი...

„უნდა დაიწყოს დეპოლარიზაციითა და დასრულდეს დეოლიგარქიზაციით“ – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე აგვისტოს ომის 14 წლისთავის აღსანიშნავად ევრობლივ გაცხადებას ავრცელებენ, სადაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ. „როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებაში ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ეს მხოლოდ წარმოადგენს შემდგომ მტკიცებულებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია“, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებში. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, რომ შეასრულონ 12 პუნტიანი გეგმა. „შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებს, რომელიც მჟღავნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დააზიანოს საქართველოს შესაძლებლობა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში. ერთადერთი გზა, რომ საქართველომ თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა სახის…

მეტი...

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სასწაულის ძალით არ აიწია ჰაერში“- მიხაილო პოდოლიაკი

უკრანული მხარე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და გაეროს მიმართავს, მოითხოვონ, რუსეთმა სასწრაფოდ  დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. „ევროპის ბევრ ქალაქში ეს შაბათი დილა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ გუშინ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სასწაულის ძალით არ აიწია ჰაერში. რუსებმა აიღეს ელექტროსადგური და აწყობენ პროვოკაციებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და გაერომ რუსეთისგან მკაცრად უნდა მოითხოვონ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია და ის სპეცილაური კომისიის კონტროლს დაუქვემდებარონ“, – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს.  

მეტი...

„რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიას ვინც გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსეთის მოქალაქეების წანააღმდეგ ატეხილ კამპანიაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც მდინარაძე აცხადებს, დღეს ეს ხალხი ცდილობს რუსების თემის გავლით არევას. „სხვანაირად რადგან არ გამოგვივიდა, მოდი, რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ. ამით ხელისუფლებას თან რუსების დაცვა მოუწევთ და პიარულად მაგაზე მაგრად დავარტყამთ, თან იქნებ კარგად გაღვივდეს და ამ გზით მაინც ავრიოთ“ – ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია!… ხვალ 7 აგვისტოა. ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ჯარებს უგზავნის

რუსეთის ფედერაციის დასახმარებლად უკრაინის წინააღმდეგ, ჩრდილოეთ კორეაც ერთვება. კერძოდ, ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთს ფიზიკური ძალით დაეხმაროს. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს 100 000 ჯარისკაცს სთავაზობს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს. „100 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზად არის, ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში. თუ ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს სურვილს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალი უკრაინის ფაშიზმთან ბრძოლაში, ჩვენ მას ამის საშუალება უნდა მივცეთ,“- აცხადებს რუსეთის  თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იგორ კოროჩენკო.  

მეტი...

დაჭრილი ექიმის მდგომარეობა სტაბილურია

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა აჟამად სტაბილურია. როგორც ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა მედიასთან განაცხადა, პაციენტი გონზე მოვიდა და კონტაქტურია. „მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში სტაბილური მდგომარეობით. სავარაუდოდო, პალატაში გადავიყვანთ. ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. პაციენტი კონტაქტურია“, – აღნიშნა ექიმმა მედიასთან. გიორგი გალდავა მისივე თანამშრომელმა, 80 წლის ექიმმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრალდებული დაკავებულია. კლინიკის ხელმძღვანელის დაჭრისთვის 80 წლის ექიმი დააკავეს

მეტი...

ღაზას სექტორში არიან დაღუპულები

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ღაზას სექტორში, არიან დაღუპულები. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, დაახლოებით 10-მდე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შოროსაა  პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური. არიან დაშვებულებიც, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ  პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა ჩამოაგდო. ისრაელმა რეზერვისტები გამოიძახა  

მეტი...

კლინიკის ხელმძღვანელის დაჭრისთვის 80 წლის ექიმი დააკავეს

  80 წლის ექიმი, რომელმაც საკუთარი კოლეგა და კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი გიორგი გალდავა დაჭრა, დაკავებულია. ინფორმაციას და ვიდეომასალას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, შელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.…

მეტი...

ისრაელმა რეზერვისტები გამოიძახა

ისრაელი რეზერვისტების მობილიზებას აცხადებს. 25 00 რეზერვისტის გაოძახების შესახებ ბრძანება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა დაამტკიცა. რეზერვისტების მობილიზაცია ღაზას სექტორში გამწვავებულ ვითარებას უკავშირდება. „არავის არ მივცემთ უფლებას დაემუქროს ან ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს. ვინც ამას შეეცდება, დაზარალდება. ჩვენ არ ვესწრაფვით კონფლიქტს, მაგრამ ყოყმანის გარეშე დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს თუ საჭირო გახდება“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი. „ნულოვანი ტოლერანტობა“ – ისრაელის პრემიერი

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას. ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებსა და კერძო ინვესტიციებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.  

მეტი...

„ნულოვანი ტოლერანტობა“ – ისრაელის პრემიერი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც  იაირ ლაპიდი ამბობს, ისრაელზე თავდასხმის მხდელობის შემთხვევაში, მის მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ექნება. „ისრაელი არ იქნება გულხელდაკრეფილი, როცა არსებობენ ისეთები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ მის მშვიდობიან მოსახლეობას.  ვისი დაპატიმრებაც საჭირო იქნება, დაკავებული იქნება. ისრაელის ხალხი ძლიერია, მათ ესმით შეკავების მნიშვნელობა, ისინი სამხრეთის მცხოვრებლების გვერდით დგანან. ჩვენი უსაფრთხოების ძალები მზად არიან ნებისმიერ თავდასხმაზე ძლიერი პასუხისთვის. მტერს ძალით, ერთად დავუპირისპირდებით… ისლამური ჯიჰადის ხელმძღვანელი ახლა, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, თეირანში იმყოფება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი“ – აცხადებს პრემიერი.  

მეტი...

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოქმედების ინსტრუქციას აცნობს. საელჩოს განცხადბას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ): ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის: ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში. სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება. სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია. უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100…

მეტი...