,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი რუსეთს არ დაეხმაროს“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სასურველია ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტირანიის მიმართ, ერთიან საერთაშორისო პოზიციას შეუერთდეს.  მისივე თქმით, ჩინეთის ნეიტრალიტეტი დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ის ფაქტი, რომ იგი რუსეთს შეუერთდეს. „დღეს ვისურვებდი, რომ ჩინეთი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტირანიის მიმართ, ერთიან საერთაშორისო პოზიციას შეუერთდეს. ეს აქამდე არ მოხდარა, ჩინეთი განზე დგას. დღეს ჩინეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მე ვიტყვი გულწრფელად, რომ ეს ნეიტრალიტეტი ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ ჩინეთი რუსეთს შეუერთდეს. მე მჯერა, რომ ჩინეთის საზოგადოება, ამ ქვეყნის ხალხი ჭკვიანურ არჩევანს გააკეთებს. ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი რუსეთს არ დაეხმაროს“, – განაცხადა ვოლოდიმირ…

მეტი...

შვეიცარიის ფედერალური საბჭო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

შვეიცარიის ფედერალური საბჭო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. შეზღუდვები ოქროსა და ოქროს ნაწარმს ეხება. „ახალი ზომები, ძირითადად, რუსეთიდან ოქროსა და ოქროს ნაწარმის ყიდვის, იმპორტის ან ტრანსპორტირების აკრძალვას ეხება“, – აღნიშნულია ფედერალური საბჭოს განცხადებაში.  

მეტი...

რუსეთმა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა

რუსულმა ძალებმა უკრაინაში დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა. არსებული ინფორმაციით, „ურაგანის“ სარაკეტო სისტემით განხორციელებული იერიშის შედეგად, დნეპროპეტროვსკის რეგიონში ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი კი, დაშავდა. ამასთან, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხარკოვის რეგიონის ქალაქი ჩუგუევში „ურაგანის“ სისტემით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას.  

მეტი...

,,ყველაფერი ძალიან საშიშ სახეს იღებს, ეს იმ სცენარს გავს – საქართველო ქართველების გარეშე”- მამუკა ხაზარაძე

პარტია ,,ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მცოცავი ანექსიის პირობებში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი და მათ მიერ შეძენილი ქონება სრულიად უკონტროლოა. მისივე თქმით, შრომისუნარიანი ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს. ,,ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით; უიმედობის და უპერსპექტივობის გამო შრომისუნარიანი ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს და საშიში გზებით ემიგრაციაში მიდიან, მათ ადგილს კი აქ სხვები იკავებენ; მცოცავი ანექსიის პირობებში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი და მათ მიერ შეძენილი ქონება სრულიად უკონტროლოა; საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ უმოქმედობას იჩენს ამ პრობლემებისადმი და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეროვნული…

მეტი...

,,როდესაც ეკა გიგაური ომისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, მნიშვნელოვანია, ელჩი გაემიჯნოს”- ეკა გიგაური

ჩვენ არასდროს არ გვსურდა საჯარო დისკუსია გაგვემართა აშშ-ის ელჩთან, ჩვენ არ დაგვისვამს კითხვები, თუმცა მოხდა ისე, რომ კონკრეტული კითხვები დასვა მის მიმართ და სამწუხაროდ, ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ეკა გიგაურის განცხადებებს გამიჯვნოდა, რაც არ მოხდა. ,,მაგალითად, ემიჯნებოდა თუ არა ეკა გიგაურს კელი დეგნანი. ეკა გიგაური არის ადამიანი, რომელიც კონკრეტული წყაროდან იღებს ფულს და როდესაც ის ომისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ელჩი გაემიჯნოს ასეთ განცხადებას, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ…

მეტი...

,,ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს”- მდინარაძე კელი დეგნანზე

,,ჩვენ, არც ადრე და არც ახლა, კითხვებს არ ვსვამდით და არც ვსვამთ, მაგრამ რადგან მის მიმართ კითხვები დაისვა, ჩვენი გულწრფელი რჩევა იყო, რომ ამ კითხვებზე პასუხები გაცემულიყო, რომ შემდეგ ცუდი გაგრძელებები არ მოჰყოლოდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით,  კითხვების დასმა და მასზე პასუხების მოთხოვნა თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს. „ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ და თქვენც თუ ამაში მიერთდებით, რომ ვართ სახელმწიფო, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თუ რჩევა, თავმოყვარე სახელმწიფოში თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს და თავმოყვარე პოლიტიკოსებმა ეს არ უნდა ილაპარაკონ. დღეს, საქართველოში არიან, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები,…

მეტი...

,,ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული ხელყოფაა“- ჩინეთის საელჩო

საქართველოში ჩინეთის საელჩო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს  სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმიანება. „ეს არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპის და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზული დარღვევა. მას აქვს სერიოზული გავლენა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების საფუძველზე და ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული ხელყოფაა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. საქართველოში ჩინეთის საელჩოს ცნობით, ნენსი პელოსის  ტაივანში ჩასვლა ძირს უთხრის ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრეთა „სეპარატისტულ“ ძალებს არასწორ სიგნალს უგზავნის.

მეტი...

,,ბევრი ტურისტი კარგია, ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ყველამ დაიმახსოვროს”- მამუკა მდინარაძე

,,ბევრი ტურისტი არის კარგი. ჩვენ ტურისტებს ეროვნებით არ ვარჩევთ, ეს ყველამ დაიმახსოვროს, – ასე ეხმიანება  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”კვლევას, რომლის თანახმად,  საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება. „რაც შეეხება დამოკიდებულებას, არანაირი არსებითი ცვლილება არ არის, არც ტურისტი არ არის იმდენი, რომ საგანგაშო იყოს, თან ტურისტია. როდესაც „ფეიკები“ ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 10% უკვე არის რუსების სახით შემოსული, 10% არ არის, არის 7% და ისიც ტურისტული მიზნით, უმრავლესობა გასულია და ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში. რუსიც…

მეტი...

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის ვითარება დაძაბულია. მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია სომხური მხარის დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით,  3 აგვისტოს დილით სომხური შეიარაღებული ძალების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ლაჩინის რეგიონის მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციები დაბომბეს, რის  შედეგადაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, რის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

მეტი...

,,ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო”- თბილისში, მანაგაძის კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში,   მანაგაძის სახელობის კლინიკაში 7 წლის გიორგი დემურია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბიჭს საოპერაციოდ ამზადებდნენ, მოზარდი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა. გარდაცვლილილი ბავშვის დედა აცხადებს, რომ  7 წლის გიორგი დემურიას ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს. ,,მე ბავშვმა მითხრა, არ დამტოვოო და ხელი მომკიდა… ვუთხარი, ნარკოზის გაკეთების დროს შემიყვანეთ-მეთქი. მერე ნარკოზისტმა გაუკეთა ნარკოზი, ვენაში შეუყვანა. ბავშვმა ხელი ასე დაიდო და ვიხრჩობიო მითხრა. ვიხრჩობიო. ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო და თვალები გადააყირავა… ნარკოზისტმა თქვა, ეს იცისო ნარკოზმაო, თქვენ უნდა გახვიდეთო, მე მივხედავ ყველაფერსო, ხოდა გამომიშვეს აქეთ. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი,”- განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ ბაია ინჯგიამ.

მეტი...

,,პარტიის შექმნაზე, კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, ნაადრევია საუბარი, როგორ გამოვა ესა თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი, შექმნიან თუ არა პარტიას  მმართველი გუნდიდან წასული  დეპუტატები. „ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ შეფასება ზოგადად ამ თემაზე და ვთქვით, რომ ერთადერთი განსხვავება პოზიციებს შორის არის, რომ ისინი თვლიან, მეტი დოზით უნდა ითქვას სიმართლე საზოგადოების წინაშე, ჩვენ ვთქვით, რომ ამის საშუალება იმ სტატუსიდან გამომდინარე გვაქვს, რაც გვაკისრია. ეს იყო აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას, ეს არის მათი გადაწყვეტილება, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები. როგორც ვიცი, მხოლოდ ზოგადი საუბარია პარტიაზე, არანაირი…

მეტი...

ბორჯომში ყირიმ-კონგოს ვირუსით 45 წლის კაცი გარდაიცვალა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მცხოვრები 45 წლის კაცი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულმა კაცმა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელების დადასტურების შემდეგ,  სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

მეტი...

,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირებულია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანების რაოდენობა შემცირდა. „დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანების რაოდენობა 17.5% – ია, რაც მინიმალური მონაცემებია და სხვა წლებთან შედარებით დაწეულია. ვიცით, რომ 2020 წელს 19.5%-ი იყო. 2012 წელს, დაახლოებით 30%-ს მიღმა იყო, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 30%-დან 17.5%-მდე ჩამოვიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. საერთო სურათი არის ასეთი, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირებულია”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

ნენსი პელოსმა ტაივანში ვიზიტი დაასრულა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელმა  ნენსი პელოსმა ტაივანში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში ნენსი პელოსი დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ აშშ-ის კონგრესის ხუთ წევრთან ერთად, ტაივანის ხელმძღვანელობას შეხვდა. ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთმა დაგმო და საპასუხოდ შესაბამისი ზომების მიღებით დაიმუქრა.

მეტი...

 მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ომბუდსმენის კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი პროცესის დამაზიანებელია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  ომბუდსმენის კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი პროცესს დააზიანებს, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით უნდა წარიმართოს. მისივე თქმით,  მნიშვნელოვანია პერსონალიებისგან დამოუკიდებლად პროცედურებზე მსჯელობა, რომ  საუკეთესო კანდიდატურა შეირჩეს. ,,ახლა რომ დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ კანდიდატურებზე ამით მე მგონი ყველაზე მეტად დავაზარალებთ პროცესს, რომელიც 12- პუნქტიანი გეგმის თანახმად უნდა წარიმართოს და პროცედურების გადახედვის და შეფასების მიხედვით უნდა მოხდეს გაანალიზება, თუ როგორ აჯობებს კანდიდატურის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად ოპტიმალური იქნება და ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს ფუნქციებს, რაც სახალხო დამცველს ეკისრება. წინასწარ კანდიდატურებზე საუბარი არის დამაზიანებელი პროცესის, რომელიც უნდა…

მეტი...

ქვემო ქართლში ჯილეხი გამოვლინდა – ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ჯილეხის გამოვლენის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ მიიღო ინფორმაცია   დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარები მყისიერად გავიდნენ ადგილზე, აიღეს პათოლოგიური მასალა და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაავადება  ჯილეხი  დადასტურდა. ,,სააგენტოს ვეტერინარულმა სამსახურმა პირუტყვის დაცემის ადგილებზე განახორციელა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის” შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების  პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა. სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მას პირადად გადასცა. პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და გამძლეობა უსურვა.

მეტი...

„ოცნებაში“ თვლიან, რომ საზოგადოება არის ლენჩი, ყველა ვართ შტერი”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საზოგადოება ყველა ტყუილს დაიჯერებს. „ალტ ინფო“ გაბანძდა, „კონსერვატიული პარტია“ გაბანძდა, „პატრიოტთა ალიანსმა“ ხმები ვერ აკრიფა, “პატრიოტთა ალიანსს“ ამ სამეულის თუ ოთხეულისგან განსხვავებით, რაღაც დამოუკიდებელი აზრი მაინც გააჩნდა. ამ შეურაცხმყოფელ თაღლითობას „ქართული ოცნება“ დღისით, მზისით სჩადის. ისინი თვლიან, რომ საზოგადოება არის ლენჩი, ჩვენ ვართ ყველა შტერი და ამ რაღაც დადგმულ სპექტაკლს ვინმე ჭამს ქვეყანაში. საზოგადოების შეურაცხყოფაა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ფიქრობენ, რომ ყველა ტყუილში შეუძლიათ დაგვაჯერონ, ზღვარი დაკარგა ამ თაღლითობამ,…

მეტი...

,,რუსეთიდან საქართველოში ჩამოდიან ახალგაზრდები – სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევას „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ ეხმიანება, საიდანაც დგინდება, რომ საქართველოში რუსეთიდან შემოსული ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობის კუთხით არაფერი არ შეცვლილა და 2020-2021 წლებთან შედარება არარელევანტურია. ,,იცით, რომ არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში, შემოსვლის კუთხით, არც ვიზებთან დაკავშირებით. არაფერი არ შეცვლილა ბოლო წლებთან შედარებით. იცით, რომ უბრალოდ ეხლა 20 და 21 წლის აღება რომ ხდება, ეს არარელევანტურია იმიტომ რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში. რაც…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია,  ყველა პოლიტიკურმა ძალამ ენერგია გააერთიანოს, ვიმედოვნებ,  ისინი იპოვიან გზებს პარლამენტში ერთად მუშაობისთვის”- დიეგო კოლასი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ელჩების შეხევდრას საინტერესოდ და მნიშვნელოვნად აფასებს. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური ძალები იპოვიან გზებს პარლამენტში ერთად მუშაობისთვის. „ზოგადად, ჩვენი პოლიტიკა საქართველოში არის საქართველოს მხარდაჭერა და მუშაობა პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტრანსფორმაციას ევროპულ ქვეყნად, რომ საქართველო ისე დაუახლოვდეს ევროკავშირს, როგორც არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების პროცესს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდეს. დღეს გვქონდა საინტერესო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილთან იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში, რომ რეფორმები იყოს შემუშავებული და მიღებული. ძალიან კარგი, ყოვლისმომცველი შეხვედრა გვქონდა და რაც ასევე კარგია ამ…

მეტი...

„საუბარი, თითქოს საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, არის ჰიბრიდული ომის ნაწილი”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადება ეხმიანება, რომლის თქმითაც: ,,ამდენი თავდასხმის შემდეგ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, არის ძალიან დაბალი”. მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რომლიც ჰიბრიდული ომის ნაწილია. „საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა. ეს არის აბსურდი. ერთი ხელით პროპაგანდა მიდის, თითქოს არის ანტიდასავლური კამპანია და მეორე ხელით, თითქოს ებრძვიან ამ კამპანიას, ეს არის ნაწილი ერთი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 13:11 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი  სოფელ სამებასთან იყო.

მეტი...

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრინციპში, ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით პოზიციები უფრო და უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებული ომბუდსმენის შერჩევაში  იყო გამოყენებული, გარკვეულწილად, ეს მექანიზმი მოგწონს, თუმცა გვექნება ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაცია და მივიღებთ საბოლოო პოზიციას სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც.  ერთი რამ ცხადია, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ომბუდსმენის შერჩევაში ძალიან  მნიშვნელოვანია. ომბუდსმენი, ფაქტობრივად, ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც სახელმწიფო ქმნის ადამიანის უფლებების დასაცავად.…

მეტი...

,,აშშ-ის ელჩს ჰქონდა შეხვედრა ივანიშვილთან ომის შემდეგ, დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  დასკვნები ხალხმა უნდა გამოიტანოს, თუ არანაირი სანქცია არ არსებობს, მაშინ რას უკავშირდება მოსამართლის მოხსნა პროგრამიდან და რა მიზანი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან კელი დეგნანის შეხვედრას. მისივე თქმით, საელჩოს აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, მათ შორის, ჩემთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. „საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის კითხვა, განმარტება, თუ პასუხი. ამ პასუხებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დადასტურდა, რომ კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ სანქცია არ არსებობს. ასევე, ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ომის შემდეგ შეხვდა. ეს ორი ფაქტი დადასტურდა და დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. პირველ შემთხვევაში, თუ სანქცია არ არსებობს, რა იყო ეს დაბარება? რა იყო მოსამართლის…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კარგია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელს არანაირი კავშირი არ აქვს მის პოლიტიკურ აქტივობასთან. მისივე თქმით, სააკაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს კანონმდებლობას არღვევდნენ. „მიხეილ სააკაშვილი თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ყოველი დღე, როდესაც ის ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, ის და მისი პარტია არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, უფრო მეტიც, ის არის უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის მქონე პირი. ეს ჩარევა პირდაპირ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას. რაც შეეხება სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან მის სასჯელს არ აქვს. მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან,…

მეტი...

,,საერთოდ, რუსეთთან ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევას „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო,  სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთთან. ,,სამწუხაროდ ესეც ნაწილია იმ კამპანიისა, რომელიც ცდილობს წარმოსახოს თითქოს არის გარკვეული ტრენდი, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია, საქართველო დასავლეთს სცილდება და ა.შ. ეს არის ნაწილი ამ კამპანიისა,და მერე ამ კამპანიას რომ აწარმოებენ, რომ თითქოს არის ანტიდასავლური ტრენდი და პრორუსული ტრენდი, მერე ამის საპირისპიროდ თავადვე აწარმოებენ კამპანიას, რომ პირიქით დასავლეთი კაია და ასე შემდეგ. თავადვე ქმნიან ყალბ აღქმებს და მერე ყალბ აღქმებს ებრძვიან თავადვე. რაც შეეხება დამოკიდებულებას,…

მეტი...

ბათუმში ტრაილერი ავტობუსს შეეჯახა – დაშავდა ექვსი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – თამარ მეფის გამზირზე ტრაილერი ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად,  ავტობუსის მძღოლი და 5 მგზავრი დაშავდა. არსებული ინფორმაციით დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

მეტი...

ქუთაისში 58 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ქუთაისში, 58 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა – აღნიშნულ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს. ,,შეუძლებელი არაფერია, სასწაულები გრძელდება. ქუთაისში შპს „ხონელიძის კლინიკაში“ 58 წლის ასაკში ქალბატონმა რუსუდან არველაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება. დაიბადა მამრობითი სქესის ახალშობილი გაბრიელ არველაძე,”- წერენ კლინის გვერდზე.

მეტი...

,,არ მგონია, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება”- დავით უსუფაშვილი

,,მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნით მიღებული სარგებელი, დაწყებული 2007-2008 წლებიდან, მე მაინც და მაინც არ მახსოვს და არც ახლა ველოდი,” – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება. „2013 წელს, როდესაც საპრეზიდენტო ვადაც ამოეწურა, მაშინაც საჯაროდაც მითქვამს და არა მხოოოდ საჯაროდ, რომ ყოფილ პრეზიდენტს უნდა მოეხერხებინა ყოფილი პრეზიდენტის როლში და რანგში დარჩენა, რაც ძალიან სერიოზული რანგია საზოგადოებისთვის, თუ მას სიკეთის კეთება უნდა. მისი პოლიტიკაში ყოფნით მიღებული სარგებელი, დაწყებული 2007-2008 წლებიდან, მე მაინც და მაინც არ მახსოვს და არც ახლა ველოდი.…

მეტი...

,,პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ”- იაგო ხვიჩია

,,პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის  პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია. „ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ნაცვლად მშვიდობის ჩამოგდება ჩვენ თუ გვინდა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია, გაჩნდეს პარტიის შიდა დისკუსიები, მსჯელობები, განსხვავებული შეხედულებები, გამოუკვეთონ ადამიანები, რომელთან შეთანხმება შესაძლებელია და ამ შეთანხმებას ფასი აქვს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული…

მეტი...

სამომხმარებლო სესხების ვადა ოთხიდან სამ წლამდე შემცირდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდება. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. „სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის, გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შედეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის სამ წლამდე შემცირების თაობაზე. აღნიშნული ცვლილება შევა ძალაში 15 აგვისტოდან და ამ ეტაპზე ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მეტი...

რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კვლევას „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ რუსეთ-უკრიანის ომის პირობებში  საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს. „კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: მიმდინარე წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა – საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა; მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს…

მეტი...

იანვარ-ივნისში საქართველოში დაახლოებით 240 000 რუსი ტურისტი შემოვიდა- კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კვლევას „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ რუსეთ-უკრიანის ომის შემდეგ გაზრდილია რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები. კვლევის თანახმად,  2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს. „გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, დაახლოებით 240 000 ადამიანი შემოვიდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის სერიოზული ზრდა წინა წლებთან შედარებით. საქართველოში…

მეტი...

ივლისში, სურსათსა  და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 16.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები – 29.3%; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 21.3%; ყავა, ჩაი და კაკაო – 18.2%; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.1%; ზეთი და ცხიმი – 17.5%; რძე, ყველი და კვერცხი – 16.9%; თევზეული – 14.9%; ხილი და ყურძენი –13.7%; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 12.7%;. ამასთან, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების…

მეტი...

აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხო სამ რუს ოლიგარქს, ოთხ ფიზიკურ პირს და ერთ სუბიექტს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებენ. ამასთან, აშშ  სავიზო შეზღუდვებს უწესებს რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირს და 31 უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად. სანქციები ასევე შეეხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალს, ალინა კაბაევას.

მეტი...

თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და  კახეთში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინეს, რომლებიც  რეცეპტის გარეშე ახდენდნენ  მედიკამენტების რეალიზაციას

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 2022 წლის განვლილ პერიოდში, თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ  მედიკამენტების რეალიზაციას. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა…

მეტი...