,,აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს” – დიმიტრი მედვედევი

რუსულ სოციალურ ქსელში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტი ვრცელდება. მედვედევი წერს, რომ საქართველო რუსეთთან შეერთებამდე  არ არსებობდა. მისივე თქმით, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს. ,,ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მიწები ვინმეს დავუთმოთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე და სვანეთი მთიან რაიონებში. ანუ საქართველო ამ საზღვრებში შექმნა რუსეთმა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო მუსულმანთა საკმაოდ მტრულ…

მეტი...

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება. კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს. „არაერთხელ მისაუბრია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სამწუხაროდ, არ გვაქვს. არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება – ტერიტორიას…

მეტი...

,,საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა”- დიმიტრი მედვედევი

რუსულ სოციალურ ქსელში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტი ვრცელდება. მედვედევი წერს, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ და ახალ ლაშქრობებში წავლენ სამშობლოს საზღვრების აღსადგენად. მედვედევი პოსტში წერს, რომ  საქართველო რუსეთთან შეერთებამდე  არ არსებობდა. ,,არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორდება, არანაირი სუვერენიტეტების აღლუმი აღარ იქნება და ყველა ერო, რომელიც ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებაში. ამისთვის ჩვენ არ დაგვენანება არც ძალები და არც სახსრები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. კიევისა…

მეტი...

,,ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება”- კახა კალაძე

,,ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 3 აგვისტოს, 23:00 საათიდან, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას ქუჩის გავლით, ზურაბიშვილის ქუჩაზე და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად. „როგორც იცით, ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა. პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება. კერძოდ, დაგეგმილია საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შექმნილი დისკომფორტის გარეშე, ასეთი მასშტაბური…

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო 3 აგვისტოს ოზურგეთში ღონისძიებას გამართავენ 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA)  ‘’გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას’’ საჩუქრად გადასცემს სკებს, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარს და მეფუტკრეთათვის საჭირო სპეცტანსაცმელს. ღონისძიების ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე განთავსდება ასოციაციის წევრ ფერმერთა მიერ მოყვანილი და წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია,რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც, მოწვეულ სტუმრებს, ღონისძიების დაწყებამდე ექნებათ. ღონისძიება დაიწყება 11:30 საათზე და გახსნის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს თურქეთის თანამშრომლობისა და…

მეტი...

მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.  მომღერლის ცხედარი ამ დროისთვის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც 2 და 3 აგვისტოს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მამუკა ონაშვილს, ხუთშაბათს 4 აგვისტოს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, 55 წლის მომღერალი  30 ივლისს ნატახტარში მომხდარი ავარიის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, გუშინ გარდაიცვალა.

მეტი...

რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში  საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ორი ადამიანი

კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,  ალექსანდრ ვოლკულის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო მიკროავტობუსს, რომლითაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდათ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ვილკულის ცნობით, მიკროავტობუსში შვიდი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც დასახლება სტაროსელიედან ხორციელდებოდა. საოკუპაციო ძალებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა.

მეტი...

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანდება

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად, რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ბევრჯერ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტრონული მუნიციპალური სერვისები, მათი გამართულად მუშაობა, რათა ადამიანებს არ დასჭირდეთ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ან გამგეობაში მისვლა და შეეძლოთ, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით, კომპიუტერით მიიღონ სხვადასხვა მუნიციპალური სერვისი. თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.…

მეტი...

„ავარიულ შენობებში მცხოვრები ადამიანების მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო, ხშირია, როცა მათ არასწორი მოთხოვნები აქვთ”- კახა კალაძე

,,ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებაც განხორციელდება, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საპილოტეა, რომლის ბაზრის კვლევაც უკვე გამოცხადდა. „სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე შეხვდა…

მეტი...

გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულ 8 ადამიანს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს  2 აგვისტოს 11 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. შეგახსენებთ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი დაიღუპნენ.

მეტი...

,,ჩვენ  საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს”- ადამ კინზინგერი

კონგრესმენი ადამ კინზინგერი “Twitter-ში”  განცხადებას ავრცელებს, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა არ სურს. ,,რაც შეეხება დეზინფორმაციას ქართველ ერში, ჩვენ გვინდა ვიყოთ მკაფიო: აშშ ცდილობს დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში ისე, რომ უკრაინამ ერთი სანტიმეტრიც არ დაკარგოს. ჩვენ  საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს აბსოლუტური სიცრუეა”,- წერს ადამ კინზინგერი.

მეტი...

,,ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო, რის გამოც რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიაზე სუსტი და არასაკმარისად პრინციპული რეაქცია ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა. „გასულ წელს ჩვენ შევქმენით ყირიმის პლატფორმა და ვავითარებთ ამ ფორმატს, რუსეთის ყველა მუქარისა და საგრძნობი დიპლომატიური წინააღმდეგობის მიუხედავად. წლების განმავლობაში ოკუპაციის შედეგად, რუსეთმა ყირიმი დიდ სამხედრო-საპატიმრო ბანაკად აქცია და მისი მსხვერპლი ათობით ათასი ადამიანი გახდა. ყირიმი იქცა პლაცდარმად ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ყირიმის ოკუპაციაზე 2014 წელს და შემდგომ წლებში სუსტი და არასაკმარისად პრინციპული პოზიცია გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ რუსეთის აგრესია ამ მასშტაბებამდე გაიზარდა. ეტაპობრივად აღვადგენთ სამართლიანობას ჩვენს ყირიმთან მიმართებითაც“, –…

მეტი...

საბერძნეთში დააკავეს სამი ქართველი, რომლებმაც სახლები გაქურდეს და 23 000 ევროზე მეტი ღირებულების ოქრო და ფული მოიპარეს

საბერძნეთში დააკავეს სამი ქართველი, რომლებმაც სახლები გაქურდეს და 23 000 ევროზე მეტი ღირებულების ოქრო და ფული მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები სხვა რეგიონებში ჩადენილ ქურდობაში. ,,28 ივლისს ორი უცხოელი, 37 წლის და 38 წლის, შეიჭრნენ კალამატაში ორ სახლში. მათი ნაძარცვი ორი საქმიდან იყო ნაღდი ფული, ოქრო და ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა ღირებულება 23 000 ევროს აჭარბებს. მათ მფლობელობაში და ათენში არსებულ სახლში, ამოღებულია ოთხი მობილური ტელეფონი, ორი მონაცემთა შესანახი პორტატული მოწყობილობა, ლომბარდებიდან ორი ქვითარი, სადაც მათ გაყიდეს მოპარული ძვირფასეულობ,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა  გაერო-ს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის მონაწილეებს წერილს გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების სიტყვას. პუტინი მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც იცავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მოთხოვნებს, უნდა ჰქონდეს მშვიდობიან ატომზე წვდომის უფლება. „როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე და მისი ერთ-ერთი დეპოზიტარი, რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ხელშეკრულების სიტყვასა და სულისკვეთებას. სრულად შესრულებულია ასევე ჩვენი ვალდებულებები აშშ-სთან შესაბამისი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შეთანხმებების ფარგლებში. გამოვდივართ იქიდან, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ თანაბარ და განუყოფელ…

მეტი...

ინდოეთში “მაიმუნის ყვავილით” 22 წლის კაცი გარდაიცვალა

ინდოეთში, კერალას შტატში, მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტს, მაღალი სიცხე და ლიმფური კვანძების შეშუპება ჰქონდა, თუმცა არ აღენიშნებოდა გამონაყარი, შესაბამისად,  ექიმებს “მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების ეჭვი არ გაუჩნდათ. 22 წლის კაცი, საავადმყოფოში 27 ივლისს გადაიყვანეს, სადაც  მისი მდგომარეობა გაუარესდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

,,აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან ოპერატიულად აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე”- ჯო ბაიდენი

,,აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან ოპერატიულად აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს, როდესაც მას 2026 წელს ვადა ამოეწურება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უნდა აჩვენოს მზაობა, აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მუშაობასთან დაკავშირებით. „ამ კონტექსტში რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის, განაახლოს აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მუშაობა. ჩინეთს, როგორც ბირთვულ სახელმწიფოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება ​მოლაპარაკებებში ჩართვის პასუხისმგებლობა, რაც შეამცირებს არასწორი გათვლების რისკს და აღმოფხვრის მადესტაბილიზებელ სამხედრო დინამიკას“, – აღნიშნავს ჯო…

მეტი...

,,ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი წვლილი შევიტანოთ სურსათის მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციაში“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან. მისივე თქმით, უკრაინა მზად არის , შესაბამისი წვლილი შეიტანოს სურსათის მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციაში. „პირველი ხომალდი 26 ათასი ტონა სიმინდით გავიდა ოდესის ნავსადგურიდან. ამ მომენტისთვის არ არის დრო, გავაკეთოთ რამე დასკვნები და პროგნოზები. თუმცა პორტი ამუშავდა, საექსპორტო მოძრაობა დაიწყო და ამას შეიძლება, ვუწოდოთ პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შეჩერების შანსი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის პარამეტრების შესრულებაზე, ეს კი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა გაერო-სა და თურქეთის.…

მეტი...

აშშ უკრაინას 550 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია უკრაინისთვის მორიგ სამხედრო დახმარებაზე. როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, იარაღისა და აღჭურვილობის გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება. უკრაინისთვის გამოყოფილი  შეიარაღება  HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებსა და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს მოიცავს, რომლებსაც, უკრაინა ქვეყნის დასაცავად აქტიურად იყენებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დახმარება კიდევ გაგრძელდება.

მეტი...

მატარებელი კურიერს დაეჯახა, ის გარდაიცვალა

სადგურზე, რკინიგზის მონაკვეთზე, ბათუმი-თბილისის მატარებელი კურიერს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ. ადამიანი ლიანდაგზე იყო გადასული, რა დროსაც მოხდა შეჯახება. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...