„მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“ – ნენსი პელოსი

ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე ტაივანის მიმართ. „კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის მიმართ. ჩვენი ვიზიტი არის ჩვენი ფართო მოგზაურობის ნაწილი ინდო-წყნარ ოკეანეში. მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია. ვიზიტები მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან ფოკუსირებული იქნება პარტნიორისადმი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე…

მეტი...

თალაკვაძე მედვედევის განცხადებს ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს ისტორიას ვერავინ გადაწერს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს არსებობის 5 000 წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს. აღნიშნული  განცხადება დიმიტრი მედვედევის „პოსტს“ ეხებოდა, რომელიც მის გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. „ვიმყოფებით რთულ რეგიონში, საფრთხეებით და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას და ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან. რაც შეეხება მედვედების გვერდზე გავრცელებულ გზავნილს,…

მეტი...

“ქართული ოცნებიდან” გასულმა დეპუტატებმა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს და პარტიად გარდაქმნისთვის ემზადებიან

დეპუტატებმა, რომლებმაც “ქართული ოცნებიდან” ცოტა ხნის უკან დატოვეს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს. „უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო. საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“, რომლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად…

მეტი...

„საქართველოს მცდელობა დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიულ დანაკარგს“, – რადას წარმომდგენელი დავით არახამია

რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ისევ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს. როგორც არახამია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა და აგრესორს მორგებული ქართული ხელისუფლება გამოიწვევს იმას, რომ საქართველო იქნება შემდეგი. „როგორც ადრე ვამბობდი, რუსებთან მეგობრობა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტირებას ვერ ახდენს. ამას ჩვენ უკვე ვხედავთ ბელარუსის მაგალითზე. საქართველოს მცდელობა დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო ტერიტორიულ დანაკარგს, მაგრამ პრორუსულ ხელისუფლებას თბილისში ეს ჯერ კიდევ არ ესმის“ – აცხადებს არახამია. მისი შეფასებით, მოსკოვი არც მალავს, რომ შემდეგი საქართველოა. „რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციებისთვის გვერდის ავლით, და…

მეტი...

გუდაურში დაღუპულები I ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ

გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაიკრძალნენ. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო დაღუპული მფრინავების, მაშველების, ექიმების ხსოვნას და მათ ოჯახებს, თანამშრომლებს, ასევე, ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად…

მეტი...

,,სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის”- არჩილ თალაკვაძე

,,პატიმრობაში მყოფი პირი არის თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არავითარ კავშირშია და ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პატიმრობაზე,”-  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის. „მიხეილ სააკაშვილი უკვე არის შემაფერხებელი ფაქტორი არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც ის პოლიტიკურად აშანტაჟებდა, თუნდაც გავიხსენოთ შვიდთვიანი საპარლამენტო ბოიკოტის პროცესი, არამედ საკუთარი პარტიისთვისაც, სადაც ის მცდელობები იყო, რომ პოლიტიკა განახლებულიყო, მაგრამ სააკაშვილის გამო პარტია ვერ ახერხებდა განახლებას და ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. როგორც ჩანს, დღეს ეს დისკუსია ისევ აქტუალურია და ამაზე დისკუსია…

მეტი...

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული ბატალიონი “აზოვი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული ბატალიონი “აზოვი” “ტერორისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიაზე მისი საქმიანობა აკრძალა. რუსული მხარე ბატალიონ ,,აზოვს” “ნეონაცისტურად” მოიხსენიებს და ომის დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.  რუსეთში “აზოვის” საქმიანობა “ექსტრემისტულად“აღიარეს და მისი წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.  

მეტი...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საკითხთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე იმსჯელეს დღევანდელ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებისა და მისი შემადგენლობის შესახებ ისაუბრა.  „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკვშირებით თორმეტ პუნქტიანი  რეკომენდაციაა გაცემული საქართველოსთვის. საქართველოს პარლამენტში  თორმეტივე რეკომენდაციაზე შესაბამისი კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების ჩართულობით მუშაობა მიმდინარეობს. ამ სამუშაოს შესრულების დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ინკლუზიურობა, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული პარლამენტის შიგნით ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის უფრაქციო დეპუტატებიც, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი. ჩვენს კომიტეტთან დაკავშირებით…

მეტი...

,,ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტი ტაივანში, წმინდა პროვოკაციაა“- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტს მან პროვოკაციად შეაფასა და ჩინეთს მხარდაჭერას უცხადებს. „ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ჩავა თუ არა ნენსი პელოსი ტაივანში, თუმცა ყველაფერი, რაც ამ ტურს უკავშირდება და შესაძლო ვიზიტი ტაივანში, წმინდა პროვოკაციაა“, – განაცხადა  დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი აზიურ ტურნეში იმყოფება.  სავარაუდოდ ნენსი პელოსი  ტაივანში დღეს საღამოს ჩავა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან საუბარში დაჟინებით მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა ტაივანი ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიად აღიაროს.„ვინც ცეცხლს…

მეტი...

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში არსებულ სერვისებს სიახლეები დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების  არსებულ კომუნალურ სერვისებში 2 სიახლეა. – სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლში დააფიქსირონ ინფორმაცია სოციალურად დაუცველი სტატუსის შესახებ და ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას ისარგებლონ  დაწესებული შეღავათებით (მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობაზე ყოველი თვის 16 ან 22 რიცხვამდე, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობისა და დეპოზიტის მოთხოვნის აკრძალვის შესახებ). – ყველა მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს დენის, გაზის ან წყლის დარიცხვის გადამოწმება (თუ ქვითარში არასწორად არის მოცემული კილოვატ საათი, ტარიფი,…

მეტი...

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ

,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ. როგორც დეპუტატების განცხადებაშია ნათქვამი, მოძრაობის დაფუძნების მთავარი მიზანი, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ,,საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“, რომლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება. ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება. ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი…

მეტი...

,,რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა?”- ნიკა მელია

„საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, რამდენიმე დასკვნის თანახმადაც, არის შეუძლებელი. ადამიანი ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და ამის შემდეგ უბრუნდება საკუთარ პროფესიას,”- ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა  და სააკაშვილის ადვოკატების განცხადებები შეაფასა. ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და გასაკვირი  არ არის, რომ არ და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე. „ტაქტიკა არაფერ შუაში არ არის, რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა? ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე; არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშ…

მეტი...

,,საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ,,საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ,”- განაცხადა დავით არახამიამ. ,,საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა”- დიმიტრი მედვედევი – (mcm.ge)

მეტი...

,,კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს, მედვედევის დღევანდელი განცხადება გასაკვირი ნამდვილად არ არის”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. მელიას განცხადებით, კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს და მედვედევის დღევანდელი განცხადება გასაკვირი არ არის. ,,კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს. ისინი ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმებით ცდილობენ აღადგინონ საკუთარი იმპერია. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს ჩვენ უკრაინაში, სწორედ ამასთან გვქონდა საქმე 2008 წელს საქართველოში, თუმცა მედვედევის დღევანდელი განცხადება, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, გასაკვირი ნამდვილად არ არის, მეტიც, საწყენი ის არის, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, თავისი ქმედებით, საკუთარი რიტორიკით არაფერს განსხვავებულს არ საუბრობს,…

მეტი...

„ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს”- მარია ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი  მარია ზახაროვა, მ ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ, განცხადებას აკეთებს. ზახაროვა შტატებს დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. „ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს – არც ერთი დარეგულირებული კონფლიქტი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მრავალი – პროვოცირებული“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მეტი...

,,კითხვა მაქვს „ქართულ ოცნებასთან“ შეკითხვები ხომ არ გაუჩნდათ რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებით?!”- ვაშაძე მედვედევის განცხადებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძე რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ვაშაძის თქმით, მედვედევი აღნიშნული განცხადებით ცდილობს გააყალბოს ისტორია და დაამციროს ქართველი ხალხი. ,,არავის არაფერი გაუტეხავს, ეს მედვედევის პერსონალური პოზიციაა და არა მხოლოდ მისი, ეს არის მთლიანად რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით. რუსეთი არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს არ აღიარებს როგორც სახელმწიფოებს. თუ ჩვენ ეს კარგად არ გავიაზრეთ, რამხელა საფრთხის მატარებელია ეს ყველაფერი, წინ ვერ წავალთ. ამიტომ კითხვა მაქვს „ქართულ ოცნებასთან“, რას ფიქრობენ რუსეთის ხელისუფლებაზე, შეკითხვები ხომ არ გაუჩნდათ რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებით?! სხვათა შორის,…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. არახამიას თქმით, დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ,,საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ. ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს.…

მეტი...

,,არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია ქართულ პოლიტიკაში იმ მასშტაბის იყოს, რომ პოლიტიკიდან მისმა გასვლამ რაიმე ძვრები მოახდინოს”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის. მისივე თქმით, აღნიშნული თემების ერთმანეთთან დაკავშირება და სავაჭრო თემებად გამოყენება კატეგორიულად გამოსარიცხია. „რაც შეეხება საკითხს, თუ რაზე შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე, რასაკვირველია, შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. არ შეიძლება, განცხადება მისი პოლიტიკად გასვლის თაობაზე სასჯელის აღსრულების საკითხთან დაკავშირებით. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პატიმრის მკურნალობა და მისი უფლებების აღსრულება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან კავშირში არ არის. ამის ერთმანეთთან დაკავშირება და სავაჭრო თემებად გამოყენება კატეგორიულად გამოსარიცხია. არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, მისი…

მეტი...

,,სახელი და გვარი ის არის, მაგრამ ფიზიკურად სხვა ადამიანია”- სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს. ვალერი გელბახიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან აღარ კონტაქტობს. „ამ პარტიის ლიდერებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში არ კონტაქტობს. მხოლოდ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან და საიდან უნდა ჰქონოდეთ ინფორმაცია მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. მარტივი ფორმულაა მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ მას არ ეპოლიტიკება ამ წუთში. უნდა, რომ გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე. მან ისედაც ბევრი აიღო საკუთარ თავზე, როცა გარისკა იცოდა, რომ დაიჭერდნენ და მაინც ჩამოვიდა, მაგრამ სიცოცხლე ისეთი რამეა, აქ რისკები გამორიცხულია. უნდა ნახოთ სააკაშვილი როგორ არის, ნახავთ აჩრდილს იმისას რაც იყო.…

მეტი...

საფრანგეთში ქართველი კაცი, ყალბი პასპორტის გამოყენებით თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა

ფრანგული მედიის ინფორმაციით,  საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ყალბი პასპორტით ჩასული ქართველი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა. არსებული ცნობით, 60 წლის ქართველი კაცი  ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრში მივიდა და საფრანგეთში დროებით ბინადრობის ნებართვის მიღება მოითხოვა. კაცმა ყალბი პასპორტი წარადგინა, თუმცა თანამშრომლების მოტყუება ვერ შეძლო.

მეტი...

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა ობიექტური შეფასებით იმსახურებს უმაღლეს ქულებს”- შალვა პაპუაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა ობიექტური შეფასებით იმსახურებს უმაღლეს ქულებს, სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, რამხელა წინსვლა აქვს საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საერთაშორისო შეფასების (SAI PMF) და სტრატეგიული გეგმის შესრულების შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მიხარია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა ობიექტური შეფასებით იმსახურებს უმაღლეს ქულებს. თქვენც ახსენეთ რამდენიმე ანგარიში, რომელშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის საკმაოდ მაღალი შეფასებებით გამორჩეული და ამ კუთხით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ინსტიტუციური განვითარების დონეს საქართველოს მმართველობაში. სხვადასხვა რეიტინგიც ამას მოწმობს, რომ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი ჩვენ გვაჩვენებს, თუ…

მეტი...

,,აშშ მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას”- ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, აშშ-ის ფუნდამენტური როლი იქნება ბირთვული თავდასხმის შეკავება. მისივე განმარტებით, ატომური იარაღის გამოყენება მათაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ საგანგებო ვითარებაში. ,,მანამ, სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, აშშ-ის ფუნდამენტური როლი იქნება ბირთვული თავდასხმის შეკავება პარტნიორებსა და მოკავშირეებზე, ისევე როგორც საკუთარ თავზე. ამერიკის შეერთებული შტატები, მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, რათა დაიცვას საკუთარი პარტნიორებისა და მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესები”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მეტი...

,,მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით”- პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. მანჯგალაძის თქმით, მედვედევმა არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევს წარმოადგენს. „რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მას პრეტენზია ჰქონდა, ყოფილიყო ზესახელმწიფო და აღმოჩნდა, რომ უკრაინასთან მთელ რიგ ხაზზე აქვს სერიოზული ზიანი და მარცხი. სასოწარკვეთილ მედვედევს რა დარჩენია იმის გარდა, რომ უკრაინაში მარცხი დააკომპენსიროს საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე საუბრით? მან არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევს წარმოადგენს. მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და ვინმემ აუხსნას მათ, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის…

მეტი...

„მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას”- ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაერო-ში, ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას, რომლის მსგავსი ცივის ომის შემდეგ არ ყოფილა. გუტერეშის თქმით, მსოფლიოს მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე. „მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას, რომლის მსგავსი ცივის ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენ აქამდე არაჩვეულებრივად იღბლიანები ვიყავით, მაგრამ იღბალი არ არის სტრატეგია. არც ფარი არ არის გეოპოლიტიკური დაძაბულობისგან დასაცავად, რომელიც ბირთვული კონფლიქტისკენ მიემართება“,– განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მეტი...

„უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ. ანჯეი დუდას თქმით, უკრაინა ამჟამად იცავს, როგორც პოლონეთს, ასევე გერმანიასაც, რუსეთი კი საფრთხეს მთელ ევროპას უქმნის. „უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ. უკრაინის წყალობით, ეს საფრთხე ახლა კონტროლის ქვეშაა მაგრამ ვფიქრობ, მომავალში, სამწუხაროდ, ეს საფრთხე აქტუალური გახდება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება. უკრაინა გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კარგი იარაღით“, –  განაცხადა ანჯეი დუდამ.

მეტი...

,,ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად”- ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით,  სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში. წერილში პატრიარქი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა სულთათვის ლოცვები აღევლინება. „აღვავლენთ მათი უკვდავი სულთათვის…

მეტი...

კალიფორნიაში ,,მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიაში ,,მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.  კალიფორნიის გუბერნატორმის, გევინ ნიუსომის განცხადებით,საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მიზანი, ინფექციასთან ბრძოლის გააქტიურებაა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება  ადგილობრივ ხელისუფლებას დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი სამუშაოების კოორდინაციაში დაეხმარება. კალიფორნიამ უკვე მიიღო მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის 61 ათასი დოზა. აცრილია 25 000 ადამიანი. თუმცა იგეგმება უფრო მეტი ვაქცინის წარმოება.  

მეტი...

,,რუსებს ჩვენთან მიმართებით ძალიან საშიში გეგმები აქვთ, ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი”- ალეკო ელისაშვილი

პარტია ,,მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ელისაშვილის თქმით, რუსებს ჩვენთან მიმართებით ძალიან საშიში და კონკრეტული გეგმები აქვთ . ,,ეს დაწერა მედვედევმა და მერე წაშალა. ისტორიის გაგებაში რომ არაა, ფაქტია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსებს ჩვენთან მიმართებით ძალიან საშიში და კონკრეტული გეგმები აქვთ და რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამის საპირისპიროდ: ევროპელებს და ამერიკელებს ლანძღავს და ლაჩრულად “აბა ომი გინდა”-ს გაიძახის დღენიადაგ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას ვაძლიერებდეთ და ომისთვის ვემზადებოდეთ. დიახ, ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი. ზუსტად იმას არ ესხმიან…

მეტი...

უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელსაც აკონტროლებს სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო. „პირველი მატარებელი დღეს ჩავიდა კროპივნიცკში – ქალები, ბავშვები, მოხუცები. ყველას დავხვდით და დავაბინავეთ“, – აღნიშნა  ვერეშჩუკმა. უკრაინის ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების ტრანსპორტირებაზე, განსახლებასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე.

მეტი...

,,როგორც პოლარიზაცია ქართული პოლიტიკიდან გადავა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, ისე მათი თვითაღიარების კამპანია დასრულდება თვითგანადგურების კამპანიით“- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავისმართლების კამპანიაზე გადავიდნენ იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდნენ შიდა და გარე აქტორების მოწოდებებს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. „რომ კითხოთ, საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს და დასავლეთში არსებული ცალკეული ძალა, ან ძალები მთლიანად დასავლეთს წარმოადგენენ?! მაშინ, როდესაც ევროპარლამენტშიც კი არიან, სამწუხაროდ, პრორუსი დეპუტატები. რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას კამპანია არ სჭირდება, ეს არის ფაქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ ვერდიქტში ჩაიწერა „ქართული ოცნების“ ადვოკატირებით და ოფიციალურად დაერქვა რუსეთის აგრესიას ოკუპაცია, რუსეთს კი – ოკუპანტი! მაგრამ, როცა საერთაშორისო სასამართლოები და მთავარი პარტნიორები ოკუპირებულ…

მეტი...

მედვედევის თანაშემწის განცხადებით, პოსტი, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწის განცხადებით, რომ მის მიერ VKontakte-ის გვერდზე გამოქვეყნებული  პოსტი, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი განმარტებით, გვერდი გატეხეს და უცნობია თუ ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი. მისი თქმით, მიმდინარეობს იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც პოსტი მედვედევის ნაცვლად დაწერა. ,,საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა”- დიმიტრი მედვედევი – (mcm.ge)

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით,  ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 41 170; ტანკი – 1 768; ჯავშანტექნიკა – 4 014; საარტილერიო სისტემა – 936; სარაკეტო სისტემა – 259; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117; თვითმფრინავები – 223; ვერტმფრენი – 191; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 739; საკრუიზო რაკეტები – 174; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 914; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 82. აღნიშნული  მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდს.

მეტი...

პრეზიდენტმა გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ტრაგიკულად დაღუპულები  სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ტრაგიკულად დაღუპული 8 პირი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა. “საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა. 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ”, – იტყობინება  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

მეტი...

ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

გასული ერთი კვირის  განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 10 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 309 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 15.47%. წინა კვირის (18.07-24.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 508 პირი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

მეტი...

,,თბილისის უფასო სასადილოებში, როცა მენიუში წვნიანია, ბენეფიციარებს მხოლოდ პური გააქვთ, რაც შეიძლება აიხსნას საკვების დაწუნებით”- ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილოს მონიტორინგი განახორციელეს. ომბუდსმენის შეფასებით, საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში,  ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს, მაში, როდესაც  მენიუში მხოლოდ წვნიანებია. ,,კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ…

მეტი...

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, დაახლოებით, 13 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა, სადაც სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია მ. მესხის სახელობის საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“. „მინდა, სასიამოვნო სიახლე მოგაწოდოთ, განსაკუთრებით, დიღმის მასივში მცხოვრებ ადამიანებს: დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, დაახლოებით, 13 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს, სადაც სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ეს არის „ავაზას“ სპორტული ცენტრი, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოხდა მესაკუთრესთან – შპს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან“…

მეტი...