„ეს სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით – მარცვლეულით და იმედით“ – უკრაინიდან ხომალდი გავიდა

ოდესის ნავსადგურიდან მარცვლეულით დატვირთული ხომალდი გავიდა. სატვირთო ხომალდზე 26 000 ტონა ხორბალია, რომელიც თურქეთისკენ მიემართება. როგორც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, ეს არის მსოფლიოს იმედი. „სატვირთო ხომალდი უნდა ჩავიდეს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სადაც შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი დანიშნულების ადგილისკენ, ტრიპოლიში გაემგზავრება. ეს სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით – მარცვლეულით და იმედით.  ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინული პორტების შეუფერხებელ მუშაობაზე, რათა გამოკვებონ თავიანთი ოჯახები. ეს უნდა გახდეს პირველი მრავალ სავაჭრო ხომალდს შორის, რომლებიც მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე შვებას და სტაბილურობას ჩაიტანენ“, – აცხადებს გუტიერეში.…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი “კრედიტ სუისთან“ მიმოწერის გამოქვეყნებას არ გამორიცხავს

“კრედიტ სუისთან“ საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნების საკითხს აქტიურად განიხილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს. „ვაცნობიერებთ რა საბანკო ჯგუფსა და ბატონ ივანიშვილს შორის წარმოებული დავისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების აქტუალურობას, განზრახული გვაქვს საგანგებო და ცალკე წესით მივმართოთ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპარლამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს – ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. ისევე, როგორც შვეიცარიული მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ვეთანამშრომლოთ შვეიცარიელ პოლიტიკოსებსა და ქვეყნის შესაბამის უწყებებს.…

მეტი...

კახა კალაძის განცხადებით, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და უკრაინელ ოჯახებს მიღებული თანხით ბინის ქირაობა შეუძლიათ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ თანხით, რაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის გამოიყოფა, თავისუფლად ეიძლება ბინის ქირაობა. მისი თქმით, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის. „უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით განცხადება გავავრცელეთ და თქვენ ზედმიწევნით იცი, თუ რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო. მთლიანად პასუხისმგებლობას იღებს ჯანდაცვის სამინისტრო. ოჯახზე გამოიყოფა 300-ლარიანი დახმარება. გარდა ამისა, ერთ სულზე 45 ლარი იქნება თვის განმავლობაში. ასევე, ლტოლვილთა გაერო-ს ფონდი იღებს ვალდებულებას და 230 ლარს უყოფენ თითოეულ ოჯახს. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იქირაონ ბინები. საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია ბინის ქირაობა. ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ჩართულია, კონკრეტული ბინების შეთავაზებასაც…

მეტი...

„საქართველო ომში არ ჩაერთვება“ – კახა კალაძე

თბილის მერი კახა კალაძე მედიასთან იმ ბანერებზე საუბრობს, რომელიც დღეს დილით ქალაქში გაჩნდა. ბანერის სლოგანი შემდეგია: „ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს.“ როგორც კახა კალაძე აცხადებს, ხელისუფლება  საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით მოქმედებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება. „არ ვიცი, რა კამპანიაა და რას ემსახურება ეს ბანერი. გამიჭირდება ამაზე რაიმე კონკრეტიკა. ალბათ, ეს შეკითხვა იმ ადამიანებს უნდა დაუსვათ, რომელიც დგას ამ კამპანიის უკან და ისინი უფრო ვრცლად გეტყვიან. რაც შეეხება ომის დაწყებას და საქართველოს ჩართვას, ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ. უამრავი კონკრეტული მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, პოლიტიკური, პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი…

მეტი...

ექთნის მინიმალური ხელფასი საათში 3 ლარით განისაზღვრა

მინიმალური სახელფასო განაკვეთი კერძო კლინიკებსაც დაუდგინდებათ. აღნიშნული ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მსგავსი სისტემა რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე დაინერგა და შემდეგია: ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარია; უმცროსი ექიმის – 8 ლარი; ექთნის – 5.75 ლარი; ექთნის დამხმარე – 3 ლარი; სანიტარი – 2.80 ლარი. მსგავსი სისტემა კერძოს კლინიკებზეც გავრცელდება და მინიმალური სახელფასო განაკვეთი აქაც დაწესდება.  

მეტი...

„ტყუილია, ტყუილი“ – ირაკლი კობახიძე ელჩის თვალთვალზე

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს. „ეს არის ტყუილი… ტყუილია, ტყუილი. მე ვიცი, რომ ტყუილია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან. მმართველი გუნდი ამერიკის ელჩისგან კითხვებზე პასუხებს ისევ ელოდება

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას ირაკლი კობახიძე ტაქტიკურ მანევრს უწოდებს

განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას ემიჯნება, მმართველი გუნდი ტაქტიკურ მანევრს უწოდებს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საიდუმლო ნიკა მელიამ გასცა. „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა რეალურად ტაქტიკა, რომელიც რეალურად აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე – არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ის არის, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

მმართველი გუნდი ამერიკის ელჩისგან კითხვებზე პასუხებს ისევ ელოდება

„ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათ არ მოუსმენიათ ამერიკის ელჩისგან კონკრეტული პასუხები იმ კითხვებზე, რაც პარლამენტის წევრებმა გააჟღერეს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ძალიან ლოგიკური და მარტივია, ელჩმა კითხვებს მარტივი პასუხები გასცეს, „მსგავს საკითხებზე საჯარო პოლემიკა ჩვენთვის არ არის მისაღები გამომდინარე ჩვენი სტატუსიდან. ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, როცა პარლამენტის წვერები სვამენ გარკვეულ კითხვებს და დისკუსია საჯარო სივრცეში გამოდის, ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა კითხვებს გასცეს სათანადო პასუხი. დღე,დე, არც ერთ კითხვაზე არ არის პასუხი გაცემული, როცა შესაძლებელია იყო მარტივი პასუხების გაცემა. როდესაც კითხვა ისმის ომის რიტორიკისგან გამიჯვნასთან დაკავშირებით, ან…

მეტი...

,,უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოვყოფთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარება გამოყო. ,,ჩვენ უკრაინისთვის 500 მილიონ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გამოვყავით. ხვალ დამატებით 500 მილიონ ევროს გამოვყოფთ. ეს ერთი მილიარდი ევრო უკრაინას დაეხმარება დაუყოვნებლელი ფინანსური საჭიროებების მოგვარებასა და ქვეყანას გადამწყვეტ ფაზაში გააძლიერებს”, – აღნიშნავს ურსულა ფო დერ ლაიენი.

მეტი...

„საზოგადოება დაღალეს ამ უაზრო საუბრით“ – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა-არგადაყვანის თემის განხილვით საზოგადოება უკვე დაიღალა. „მოსახლეობა დაიღალა ამ ყველაფერზე საუბრით. საქართველოში არის 9500 პატიმარი და 9 500 პატიმარ იხდის სასჯელს. ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას.

მეტი...

,,უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით საკითხის რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის”- ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უკრაინელ დევნილებთან დაკავშირებით ყველა სპეკულაცია და საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის. მისივე თქმით, უკრაინელი დევნილებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების ფარგლებში, სხვადასხვა რაიონში ბინები იქირაონ. „უკრაინელ დევნილებთან დაკავშირებით საკითხს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ივლისში გამოიცა მთავრობის დადგენილება და მარტიდან სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ასევე მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროებში განთავსებული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში და მათი მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით. ასევე, თითოეულ ადამიანს, რომელსაც ამისი საჭიროება აქვს, 45 ლარით. მინდა, მოკლე განმარტება გავაკეთო, საიდან…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესის გამჭედველი – ვერაფერს ცვლის და პროცესს ჭედავს”- ალეკო ელისაშვილი

,,სააკაშვილს უნდა შევხედოთ, როგორც ისტორიის ნაწილს, რომელმაც თავისი თავი ქართულ პოლიტიკაში ამოწურა და რომელსაც ჯანმრთელობის აღდგენის საშუალება უნდა მივცეთ,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესის ,,გამჭედველი” – ვერაფერს ცვლის და პროცესს ჭედავს. „მიხეილ სააკაშვილის შვილის გამოსვლა ძალიან მომეწონა. კარგი შვილი გაუზრდიათ, რადგან ძალიან გონიერი, გაწონასწორებული და მოაზროვნე ბიჭი ჩანს. რაც სააკაშვილის შვილმა თქვა, აბსოლუტურად ვიზიარებ – მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა, ის არის ისტორიის ნაწილი. მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც ძალიან ეფექტური რეფორმებით, ასევე ჯოჯოხეთური რაღაცებით, მათ…

მეტი...

,,შემთხვევითი არაა, რომ სუს-ის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა, შიდა თუ გარე მტრების მიერ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმა – შეიქმნა დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა, ”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით. “დიდი მადლობა, ბატონო გრიგოლ! ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით! დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა. გილოცავთ, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის…

მეტი...

,,12-პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმაზე ყველა პოლიტიკური პარტიისა და დაინტერესებული პირების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ საკითხად ანტიკორუფციულ ღონისძიბებთან ერთად გამოყოფილია აღნიშნული სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. „12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ საკითხად ანტიკორუფციულ ღონისძიბებთან ერთად გამოყოფილია აღნიშნული სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ სამსახურის ხელმძღვანელებს ვთხოვეთ, დაემუშავებიათ კონკრეტული ჩარჩო, ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი სამსახურების გაძლიერება და შემდგომი ცვლილებები. ამიტომ, მოვისმენთ მათ ხედვას, პოზიციებს. ხუთშაბათს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციულ ღინისძიებებს და იმუშავებს ამ ორი სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. პროცესში ყველა პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო სექტორი, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული. პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის,…

მეტი...

,,ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ იანვარი-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10.5%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული ზრდა არის მართლაც ძალიან გამორჩეული არა მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. „რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ. მინდა, ასევე, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ მაგალითისთვის, ივნისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 20.4%-ით, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6 641 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 36%-ით არის მეტი გასული თვის მონაცემთან შედარებით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ექსპორტი გაიზარდა…

მეტი...

,,ოკუპანტების მიერ ხარკოვისა და მიკოლაევის დაბომბვა ინფანტილური შურისძიებაა მათ მიმართ, ვინც აირჩია თავისუფლება”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით,  რუსეთის მიერ ხარკოვისა და მიკოლაევის დაბომბვა ინფანტილური შურისძიებაა მათ მიმართ, ვინც აირჩია თავისუფლება. ,,რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვისა და მიკოლაევის დაბომბვა ინფანტილური შურისძიებაა მათ მიმართ, ვინც აირჩია თავისუფლება და ვინც სულიერად ძლიერები არიან. ტერორისტი სახელმწიფო აგრძელებს ადამიანებთან ბრძოლას გაჩერებებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ეს არის რუსების ინფანტილური შურისძიება მათ მიმართ, ვინც სულიერად ძლიერია და აირჩია თავისუფლება „რუსულ სამყაროში“ მონობის ნაცვლად,”- განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

მეტი...

,,ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოველ წელს, 2026 წლამდე, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა დაახლოებით 50%-იანი მატება. პრემიერის თქმით,   საჯარო სექტორში არსებული შრომითი ანაზღაურება კერძო სექტორში არსებულ ანაზღაურებას საგრძნობლად ჩამორჩება. ,,სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება. დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო. და, რა თქმა უნდა უფრო, მეტი თანხა გვექნება გადასანაწილებელი თვეების მიხედვით და უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოაგდოებას, რომ ჩვენი, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება. მინდა ასევე…

მეტი...

,,გუდაურში დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 100 000 ლარს გამოუყოფს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების ოჯახებს სამინისტრო 100 ათას ლარს გამოუყოფს. ამასთან, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს. „მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ღირსეული შვილები ამ ქვეყნის მოქალაქენი, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია, ჩვენ ერთად ვმგზავობდით, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას. სამინისტროს შემადგენლობასა და თითოეულ თანამშრომლებს, ასევე დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ. მინდა, კიდევ ერთხელ…

მეტი...

რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, “აზოვსტალი” ტექნოპარკი გახდება

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა, რუსულ მედიასთან  დროებით ოკუპირებული მარიუპოლის “აღდგენის” გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  “აზოვსტალი” ტექნოპარკი გახდება. მარატ ხუსნულინის თქმით, ვლადიმერ პუტინის დავალებით ქალაქში ახალ პარკებს გახსნიან. მისივე ცნობით,   პირველი საცხოვრებელი და სოციალური ობიექტების მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება შეგახსენებთ, ორთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ მარიუპოლის 90% განადგურებულია. არსებული ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 150 000 ადამიანი იმყოფება, რომელთა ნაწილს ამ დრომდე არ აქვს სასმელი წყალი, ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი.

მეტი...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტი პიტბულის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

აშშ-ში, ლონგ-აილენდზე  მცხოვრები ქართველი პიანისტი, მარინა გაბუნია-ვერესტი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა. მედიის ინფორმაციით, ძაღლი გარდაცვლილის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა. 70 წლის ქალის დასახიჩრებული  ცხედარი სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ქმარმა საკუთარი სახლის უკანა ეზოში იპოვა. „პოლიციის ოფიცერი, რომელიც ადგილზე ნანახით ტრავმირებული იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია შემთხვევის ადგილს „საშინელებას“ უწოდებს. პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული ქალის გერს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ, მოტოციკლით, ავარიაში დაიღუპა. ის და ძაღლი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ და კაცის დაღუპვის შემდეგ, ძაღლს მისი მშობლები უვლიდნენ“, – წერს გამოცემა NBC New York-ი. მედიის ცნობით,  ძაღლმა შემთხვევის ადგილზე…

მეტი...

ვაზიანში დაკარგული 12 და 13 წლის გოგოები პოლიციამ თბილისში იპოვა

6 დღის წინ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანიდან გაუჩინარებული 12 და 13 წლის  გოგოები პოლიციამ თბილისში იპოვა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვნები მაღაზიაში მიდიოდნენ, რის შემდეგაც სახლებში აღარ დაბრუნებულან.

მეტი...

ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმებას აჩერებს

რუსეთის მიერ ფსკოვში ლატვიის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ, ლატვიამ რუსეთთან მოქალაქეების გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმება შეაჩერა. ლატვია არის ერთ-ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა კი ევროკავშირს მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩეროს. შეთანხმების საფუძველზე, ლატვიის და რუსეთის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე გამარტივებული წესით გადასვლა შეეძლოთ.

მეტი...

,,თუ სააკაშვილი გადაწყვეტს დროებით მაინც, პოლიტიკიდან წავიდეს, ვფიქრობ “ქართულ ოცნებას” ამ კარტის გათამაშების შანსები აღარ ექნება”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს დროებით მაინც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტიკიდან წავიდეს,  “ქართულ ოცნებას” ამ ,,კარტის” გათამაშების შანსები აღარ ექნება. მისი თქმით,  პოლარიზების უფრო ნაკლები რისკები იქნება. ,,მე პატივს ვცემ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პატიმრობაში და ტყვეობაშია ფაქტობრივად, ამიტომ არ ვაპირებ კრიტიკას, არ განვსჯი მას. დარჩენაზე, წასვლაზე, მკურნალობაზე, გადარჩენაზე მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩემი მხრიდან ექნება პატივისცემა. მე სხვა პარტიის წარმომადგენელი ვარ და თუ ჩემი შეხედულება გაინტერესებთ, პოლარიზების შემცირებისთვის პირველი რიგის ამოცანა დეოლიგარქიზაციაა და შემდეგი საკითხებია სხვა დანარჩენი საკითხები. ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” 10…

მეტი...

,,გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს”- ელენე ხოშტარია

,,ჩვენ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ, გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგან და მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა”,- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულება არის მტრული ნაბიჯი ომის პირობებში. “ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს გამოაგდო ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან. დასრულდა პროგრამა, რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის გაუგონარი მტრული ნაბიჯი ომის პირობებში, ეს არის მტრული ნაბიჯი და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის…

მეტი...

,,უნდა აიღოს ხელი პოლიტიკაზე, უნდა ნუ აიღებს, თუმცა, სამართლის აღსრულებასთან ეს კავშირში არ იქნება”- მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლას  სამართლის აღსრულებასთან კავშირი არ აქვს. სარჯველაძის თქმით, სამართლებრივი პროცედურები აღსრულდება იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია კონკრეტული პირის პოლიტიკური პრეფერენციები. „რომელიც არ უნდა იყოს სიმართლე, ადვოკატების თუ პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, ეს თვისობრივად არაფერს შეცვლის, თუმცა გარკვეული გაუგებრობები რომ არსებობს, ალბათ, ეს მათი ამომრჩევლებისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო სანახავი. დამაჯერებელი იქნება ან რეალური იქნება თუ არა ეს, ალბათ, დღის წესრიგზე, არც პოლიტიკურზე და არც სამართლებრივზე, რომელიც სასჯელის აღსრულებას უკავშირდება, გავლენა არ ექნება. შესაძლოა, ვინმე გეგმავდეს რომ პოლიტიკაზე უარის თქმის…

მეტი...

პატიმარს, რომელმაც მძინარე თანასაკნელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა წაიკითხა პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ოქმი, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს შესთავაზეს პროცესში მონაწილეობა, როგორც დარბაზში დასწრების, ისე დისტანციური გზით, მაგრამ მან უარი განაცხადა და მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. სააკაშვილმა უარი განაცხადა პროცესის მის დაუსწრებლად ჩატარებაზეც. შემდეგი პროცესი 20 სექტემებრს, 11 საათზე ჩაინიშნა.

მეტი...

მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა.  მომღერალი ავარიაში მოყვა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა. ავარია გუშინ, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

მეტი...

ამერიკაში, ქართველი ქალი პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალი, მარინა გაბუნია-ვერესტი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა. მედიის ინფორმაციით, ძაღლი გარდაცვლილის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა. პოლიციის ცნობით, 70 წლის ქალის ცხედარი სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ქმარმა ეზოში აღმოაჩინა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ძაღლს ესროლეს, რადგან პოლიციელზე  თავდასხმას ცდილობდა.  

მეტი...

თბილისის მერიამ თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დედაქალაქის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამა ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. ,,გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე ხანძარი იყო – დაშავდა ორი ადამიანი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხანძარი იყო.  ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე გაჩნდა. არსებული  ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველების  ცნობით, ორივე მათგანმა ხანძრის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო და  ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

,,სუპერ პუმა” შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე, ამიტომ მისი გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი 29 ივლისს გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება. უწყების განმარტებით,  “სუპერ პუმას” სამაშველო ოპერაციებში ვერ იყენებს, რადგანს ის 2011 წელს შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე შეიძინეს. ,,გვსურს ასევე განმარტება გავაკეთოთ, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ 2 ,,სუპერ პუმასთან“ დაკავშირებით, რომელიც 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ ერთი სუპერ პუმა, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით…

მეტი...

უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა დატოვა

უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა დატოვა. გემი 26 ათასი ტონა მარცვლეულით არის დატვირთული. „უკრაინამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად დღეს გადადგა მორიგი ნაბიჯი მსოფლიო შიმშილის შესაჩერებლად“, – განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა. როგორც ცნობილია, უკრაინული ხორბლის ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმება გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის 22 ივლისს გაფორმდა.  

მეტი...

,,ყოველი აფრენისას მოწმდება, დაუშვებელია, ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი 29 ივლისს გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება. უწყების განმარტებით, ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ. ,,პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბორტზე მყოფი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები: პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ვიცე- პოლკოვნიკი ლევან ჩოხელი, მაიორი დიმიტრი ქააძე და ლეიტენანტი ანდრო ქუჯოშვილი თავისი საქმის მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ. ბორტს მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, რომელიც 1992 წლიდან გახლდათ მფრინავი და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში  41 030 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში  41 030 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ცნობით ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ასეთია: უკრაინელმა დამცველებმა, გაანადგურეს მტრის 1 768 ტანკი, 4 011 ჯავშანტექნიკა, 932 საარტილერიო სისტემა, 259 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 736 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 912 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 82 ერთეული სპეცტექნიკა. აღნიშნული მონაცემები 24 თებერვლიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

მეტი...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. „პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). ქართული ენისა და…

მეტი...