„ეს არის ტერორისტული ომი“ – ემანუელ მაკრონი უკრაინაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის მხარდამჭერ მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მიერ წარმოებულ ომს „ტერორისტულ ომს“ უწოდებს. „რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც გვეგონა, რომ ევროპული მიწიდან გაქრა. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის, თუნდაც მე-19 საუკუნის ომი. მე ვსაუბრობ კონტინენტზე, რომელიც  კოლონიური იმპერიალიზმისგან დაზარალდა. რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალა, რომელმაც თავის ინტერესების დასაცავად, მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა“, – ასეთია პრეზიდენტ მაკრონის გზავნილი.  

მეტი...

მომავალი წლიდან, წამლის ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება

ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წლიდან  მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას  გეგმავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  დაწესებული ზედა ზღვრის ზევით, წამლებს ვერავინ გაყიდის. როგორც სამინისტროში განმარტავენ, პირველ ეტაპზე, ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება. „თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით და არის ყველაზე ძვირადღირებული. ახლა სწორედ მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზე ვართ. პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ვისაც ნამუშევარი აქვს ამ რეფორმაზე ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ა.შ.“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა…

მეტი...

რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქის ტახტთან?! – გოგაშვილის მორიგი გზავნილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მორიგი წერილი ციხიდან  საპატრიარქოს და პატრიარქის ტახტს ეხება. როგორც გოგაშვილი წერს, ყველაფერს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აკონტროლებდა. „ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან”, – წერს გოგაშვილი.  

მეტი...

„მეუფემ გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდიაცია დავალებული ჰქონდა ქისტ „ქილერს“  – სოსო გოგაშვილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი სუს-ის მაღალჩინოსანი მისი ლიკვიდაციის გეგმაზე ისევ საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ ის მეუფემ გააფრთხილა. „მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწადნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ ,,ქილერს” და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს ,,ქილერი” იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა…

მეტი...

,,იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები” – რა უთხრა პატრიარქმა გოგაშვილის – მორიგი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ამჯერად, წერილი საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთობას ეხება. როგორც გოგაშვილი წერს, პატრიარქი ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენა. როგორც გოგაშვილი ყვება, 2020 წელს პირადად შეხვდა პატრიარქს და დეტალებში მოუყვა მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ, დაანახა მზაობა შეეჩერებინა ეს ყველაფერი, რაზეც პატრიარქმა მას უთხრა: ,,იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”. „საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს: ჩემთვის უცნაურია ხელისუფლებამ რატო გადაწყვიტა ჩემი დასჯა ამ საქმით, რომელიც არის შეკერილი, როდესაც ვითომდა დაზარალებულები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან, ამით პირდაპირ…

მეტი...

„ვკრძალავთ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს“ – ევროკავშირის ახალი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის საპასუხოდ, ახლახან ევროკავშირმა შემზღუდველი ზომების „შენარჩუნებისა და ჰარმონიზაციის“ პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, მათი განხორციელების სრულყოფას და ეფექტიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. „დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობები, გააგრძელოს და დააფინანსოს თავისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ვკრძალავთ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს ენერგომატარებლების შემდეგ – რუსეთის ოქროს. ასევე გამონაკლისს ვაკეთებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვისა და ნავთობის მესამე ქვეყნებში გადატანის ტრანზაქციებზე იმის გამო, რომ ევროკავშირს თავის მხრივ შეაქვს წვლილი მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად. ახლა რუსეთის გადასაწყვეტია, რომ შეწყვიტოს უკრაინის მინდვრებისა…

მეტი...

„არასწორი და შეურაცხმყოფელი იყო მისი პირველი პასუხი“ – ყაველაშვილი ამერიკის ელჩს ისევ აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც მმართველი გუნდა ახლახან დატოვა, აცხადებს, რომ მედიამაც უნდა დაუსვას კელი დეგნანს ის კითხვები, რასაც თავად სვამს. დეპუტატი ელჩს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას სხვა მიზნები ჰქონდა. „ჩემი ვარაუდით, იმას, რასაც ვფიქრობდი, ჩემთვის ეს დადასტურდა, მაგრამ თუ თქვენ გააგრძელებთ, რომ ვერ მიხვდით და გინდა თუ არა სიტყვა-სიტყვით რაზე იყო საუბარი, გვაქვს ამის შესაძლებლობა ჩვენც და თქვენც, მოვითხოვოთ როგორც ქალბატონი კელი დეგნანისგან, ასევე ბიძინა ივანიშვილისგან ტექსტუალურად, რა დონის შეხვედრა იყო და რაზე იყო ზუსტად საუბარი. ეს ხომ ჩემი პირადი ახირება არ არის, დარწმუნებული ვარ, თქვენც…

მეტი...

„მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა“ – დეპუტატი ყაველაშვილი ამერიკის ელჩზე

მმართველი გუნდიდან წასული „სამეულის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რთული მისახვედრი არ არის, რა უნდოდა ელჩს და რას ცდილობდა ბიძინა ივანიშვილისგან. „ჩემთვის გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი – მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება,- ასეთია ყაველაშვილის პოზიცია კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით.

მეტი...

„სწორედ ის არის მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და ვაჭრობს“ – გახარია ივანიშვილზე  

„ივანიშვილის წერილი არის მორიგი დადასტურება, რომ სწორედ ის არის მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით პირადი ინტერესების გამო. ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი და გაანადგუროს საკუთარი კეთილის მსურველობის მითი, დატოვოს საქართველო იზოლაციაში და სრულიად მარტო საოკუპაციო ძალის პირისპირ“, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც დღეს გავრცელდა.  

მეტი...

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქციების ქვეშ მოექცა. ლიეტუვამ პატრიარქს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. აღნიშნულის მიზეზი რუსეთის საომარი მოქმედებების მხარდაჭერა გახდა. როგორც ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,  ცნობით, პატრიარქი კირილი ე.წ. შავ სიაში იმის გამო მოექცა, რომ ის უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. „პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, -ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.  

მეტი...

სასამართლომ 112-ის მიერ ჩამოჭრილი ყოველთვიური საფასური უკანონოდ ცნო – როგორ დავიბრუნოთ წართმეული თანხა?!

იურისტმა ლევან ალაფიშვილმა 112-ის წინააღმდეგ სასამართლოში დავა მოიგო. საუბარია 112-ის მიერ, მოქალაქეებისთვის მობილური ანგარიშიდან ყოველთვიური საფასურის იძულებით ჩამოჭრაზე. ალაფიშვილმა სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო, რომელიც მთავრობამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო დავაც იურისტის გამარჯვებით დასრულდა. „კიდევ მოვიგე! სააპელაციო სასამართლოშიც. 112-ის საფასური, რომელიც 8 წლის განმავლობაში 2020 წლამდე მეჭრებოდა, უნდა დააბრუნოს მთავრობამ. თანხა ბევრი არ არის მაგრამ, პრინციპი და კანონი არ იზომება. შეგახსენებთ, 2019 წელს საკონსტიტუციოც მოვუგე მთავრობას“, – წერს ლევან ალაფიშვილი. შეგახსენებთ, რომ მთავრობის 489-ე დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლომაც ანტიკონცტიტუციურად ცნო, სწორედ 112-ის საფასურის ჩამოჭრას ითვალისწინებდა. დადგენილებით ფიზიკურ პირებს 112-სთვის ყოველთვიურად…

მეტი...

„უკრაინაში განცხადება იყო გაკეთებული იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ომში ჩაერთვებოდა“ – თალაკვაძე ივანიშვილის წერილზე

ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც მან დღეს გამოაქვეყნა, მართველი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი ეხმიანება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს,  წერილში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია. „ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ დასმულ კითხვას პასუხს პირდაპირ სცემს. ასევე საუბრობს რეგიონის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ომის საფრთხეზეც, რომლის წინაშეც უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოც აღმოჩნდა. როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო, პრიორიტეტულ საკითხად სვამდა  ამერიკასთან და ევროკავშირთან პარტნიორულ ურთიერთობებს. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნას მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, ვინ ითხოვდა ომსო, ეს უფრო თავის მართლებას ჰგავს, ვიდრე კითხვას. ვინ ითხოვდა?  ეს იყო მათ მიერ მართული ტელევიზიები, მათი მოლაპარაკე…

მეტი...

ვარაზისხევის და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  წყალარინების  ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და  ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

მეტი...

„კულისებში ხდება ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი“ – ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს მმართველის გუნდის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აფასებენ. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ამ წერილში ბევრი მინიშნებებია და კულისებში გაცილებით საინტერესო მოვლენები ვითარდება, ვიდრე საჯაროდ. „სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი, არის რაღაც გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ძალიან ბევრი რამ იკითხება, მათ შორის ქვეტექსტებიც არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გაგვიჭირდება…

მეტი...

საბავშვო კერამიკულ ჭურჭელში ტყვია აღმოაჩინეს – გაფრთხილება მოსახლეობას  

კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო იმპორტიორს პროდუქციის ამოღება დაევალა. ინფორმაციას სურსათის უვნებლობლობის სამსახური ავრცელებს. მის მიხედვით, მიმდინარე წლის 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება (2022.4294), რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური წარმოების -He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD კერამიკული თეფშებიდან (საკვებთან შეხებაში მყოფი მასალიდან), ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2). საქართველოში აღნიშნული პროდუქციის – თეფშები -Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB, მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ – სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“.…

მეტი...

„ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები“ – კალაძე ევროდეპუტატებზე

ევროპარლმენტის იმ დეპუტატებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, კახა კალაძე კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებად მიიჩნევს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი საქართველოს მეგობრები არასდროს ყოფილან. „ის ცალკეული განცხადებები, რომელსაც ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ვისმენთ, ეს არც მეგობრული განცხადებაა, არც პარტნიორული განცხადებაა, არანაირი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, იყოს განვითარებული, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და ამ რეფორმებით იმ დიდი ოჯახის წევრი გავხდეთ, რასაც ევროპა ჰქვია. ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და კონკრეტული პოლიტიკოსის მხარდამჭერები. შესაბამისად, მათ და მათ განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს,“ –…

მეტი...

„ეს არც მეგობრული განცხადებაა, არც პარტნიორული, არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს“ – კალაძე ევროპარამენტარებზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს  ბიძინა ივანიშვილს მიერ გავრცელებულმა წერილმა ბევრი კითხვა საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა. მათ შორის, ივანიშვილსა და საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს შორის გამართული შეხვედრასთან დაკავშირებით. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშკარაა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ  ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და კონკრეტული პოლიტიკოსის მხარდამჭერები. „ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ის პოლიტიკაში აღარ არის, ასე რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ პასუხები გაეცემა… დღეს, ისე…

მეტი...

,,შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ”- მიხეილ სარჯველაძე

,,ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, რადგან გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე პოზიცია არის წარმოდგენილი და დადებითად არის შესაფასებელი ის დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებზე არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. უმრავლესობის წევრის თქმით, არსებობენ გარკვეული პირები ქვეყნის შიგნით და გარეთა, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ. ,,რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, რაზეც კითხვა დაისვა, არსებობს კითხვები, ბუნებრივია, გარკვეული ინტერესი კიდევ უფრო მეტად გააღვივა და შეხვედრის დადასტურებამ გარკვეული როლი ითამაშა ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თემასა და გარკვეულ დეტალებზე საუბრის უფლება არ…

მეტი...

20-მდე მანქანის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, შსს-მ 12 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის და მითვისების ფაქტებზე, თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარის რეგიონში 12 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი წარედგინა. ,,წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის და მითვისების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული თ.თ., 1987 წელს დაბადებული ა.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული კ.დ., 1997 წელს დაბადებული ა.ფ., 1997 წელს დაბადებული ი.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1995 წელს დაბადებული ა.ს., 1992 წელს დაბადებული შ.შ., 1985 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული უ.ბ., 1995 წელს დაბადებული ხ.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ხ. და წარსულში…

მეტი...

,,ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით”- გიორგი გახარია ივანიშვილზე

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს. გახარიას თქმით,  პერსონალური ინტერესების გამო ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდე მივედით. ,,სამწუხაროა ეს ყველაფერი, საიდან სადამდე, საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით, და ასე იმსხვრევა მისი მითები საერთოდ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ,,შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”- ბიძინა ივანიშვილი – (mcm.ge)

მეტი...

,,გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა – ეს თქვენს წერილშიც ჩანს“- კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი  „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება. როგორც დეპუტატი აცხადებს, წერილშიც ჩანს, რომ ივანიშვილმა იგრძნო, თუ რით დამთავრდება მისი მმართველობა. ,,რა გავიგეთ ბატონი ივანიშვილის წერილიდან: 1. თავადვე დასვა კითხვა „ყაველაშვილის ტრიოს“ მეშვეობით ჰქონდა თუ არა შეხვედრა ამერიკის ელჩთან და თავად უპასუხა, რომ დიახ, ეს შეხვედრა ჰქონდა. 2. რამდენიმე თვის წინ თავადვე შეატყობინა თავის მდივნებს -ღარიბაშვილს, კობახიძეს, კალაძეს და დანარჩენებს, ვისაც „ოცნების“ გუნდს ეძახის, რომ საქართველოში სადაცაა, ომი დაიწყება და ახლა თავადვე მოხსნა ომის საშიშროება. 3. შვეიცარულ ბანკთან ფინანსური დავა საქართველოში მიმდინარე…

მეტი...

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს  გენერალური მდივანი გახდეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით,  პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც თანამდებობას მალე დატოვებს, შესაძლოა, ნატო-ს  გენერალური მდივნის თანამდებობა  დაიკავოს. მედიიის ცნობით, უკრაინის მიმართ მისი ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, რომელმაც აჩვენა პოლიტიკოსის ძლიერი ლიდერული თვისებები, ნაკლებად სავარაუდოა, ჯონსონმა მაღალი რანგის თანამდებობა არ დაიკავოს. შეგახსენეთ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანს ამჟამად იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს,  ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, სტოლტენბერგი თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება.

მეტი...

,,საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება არის შანტაჟის გაგრძელება”- რომან გოცირიძე ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე  ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ივანიშვილი  ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ის  ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. „როგორც ვვარაუდობდით, „ის ბრძენი კაციც“ გამოჩნდა. რა იყო ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი? ის, რომ ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა. თურმე ომის საფრთხე რუსეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვებისგან, რომლებიც იმდენს უჩხიკინებენ პუტინს, რომ იმ წესიერ კაცს შემოეპყობა კიდევაც ქვეყანა. ასე ამბობდა 2008 წლის აგვისტოს ომზეც, ასე ამბობენ მისი ენით მოლაპარაკეები “ოცნებიდან” რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შესახებ-თურმე უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან ომი (როგორც მაშინ საქართველომ), ანუ უკრაინაა…

მეტი...

,,დაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა”- გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა  „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება. უგულავას განცხადებით, ივანიშვილს დააგვიანდა. ,,ივანიშვილმა წერილი გამოაცხო. ფარისევლური და ამაზრზენი. “ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო.” აბა “ვერტალიოტზე”, ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და “სვის კრედიტთან” დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ. მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ააწყეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ – პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი. ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს? დღე და ღამე რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღავენ! ახლა როცა ყველა ხიდი დაწვა ოცნებამ დასავლეთთან,…

მეტი...

,,დაველოდოთ სიუჟეტის გახსნას”- იაგო ხვიჩია ივანიშვილის წერილზე

,,გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია  ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, თუ რაზე ისაუბრეს ელჩმა დეგნანმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ შეხვედრის დროს. დეპუტატი აღნიშნული წერილი არის რაღაცის დასაწყისი და შემდეგი მოქმედებები წინ გვაქვს. ,,ჩვენ გავიგეთ, რომ ივანიშვილი შეხვდა ამერიკის ელჩს, მაგრამ რაზე ილაპარაკა არ ვიცით, ისაუბრა ომის საფრთხეზე, მაგრამ პოზიცია არ ვიცით, დაველოდოთ სიუჟეტის გახსნას, რომელიც მისი შემდეგი წერილებით გაიხსნება. არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, არც არასდროს მეპარებოდა ეჭვი და არც არაფერი ახალი ამით არ გამიგია. უბრალოდ, იმ თამაშის გაგებას ვცდილობ, რომლის ნაწილიცაა ეს ყველაფერი. მთელი სურათი არის გაუგებარი…

მეტი...

,,ელჩთან შეხვედრით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველი”- ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ დაადასტურა ის, რასაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა. ბეჟაშვილის თქმით, , აშშ-ის ელჩთან შეხვედრით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია. „კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააშკარაოზე გამოვიდა. რეალურად, დაადასტურა ყველაფერი ის, რასაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა. პირველი, ბანკთან მისი პრობლემები არის გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ის, როგორც ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი და როგორც ოლიგარქი აწარმოებს ქვეყანაში რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებით. ომთან დაკავშირებით საუბრობენ მარტო ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს მათი რიტორიკა, მათი ქიმერაა,…

მეტი...

,,მრცხვენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც მთელი საქართველო ედგა გვერდით, საბოლოოდ თავის სახედ კობახიძე დაიტოვა”- დავით ჭიჭინაძე

,,მართლა მრცხვენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც მთელი საქართველო ედგა გვერდით, საბოლოოდ თავის სახედ კობახიძე დაიტოვა,” – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ  მმართველი გუნდის წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით,  პოლიტიკურ ”მამას” ამზადებენ გარდაუვალი დასჯისთვის. „მართლა მრცხვენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც მთელი საქართველო ედგა გვერდით, საბოლოოდ თავის სახედ კობახიძე დაიტოვა. შედეგიც შესაბამისია – ახალგაზრდებს, ქვეყნის მომავალს დღეს სწორედ ივანიშვილი ლანძღავს კობახიძის პირით. “პავლიკა მოროზოვს” რაც ეხება, მე „მოროზოვებს“ მაგათ ვეძახდი უმრავლესობის სხდომებზე და გამართლდა კიდეც. რადგან, მოროზოვმა საკუთარი მამა დასაჯა, ესენიც, თავისი განცხადებებით, სწორედ თავის პოლიტიკურ მამას ამზადებენ გარდაუვალი დასჯისთვის“,-…

მეტი...

,,ყველაფერს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან საქმე ეხება მოსახლეობისგან ლეგიტიმურ ინტერესს”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ივანიშვილი  ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ის  ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. ღუდუშაური საჭიროდ მიიჩნევს, ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს. „ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან საქმე ეხება მოსახლეობისგან ლეგიტიმურ ინტერესს. სტრატეგიული პარტნიორობა აშშ- ისთან, ევროკავშირთან შეუქცევადი პროცესია და ვერავინ და ვერანაირი ძალები ამას ხელს ვერ შეუშლიან, მაგრამ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს, მიმაჩნია საჭიროდ, რომ ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის უკან ქალბატონმა…

მეტი...

,,მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს”- ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა და ახლა აქვს შესაძლებლობა ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს. ,,უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო…

მეტი...

,,ყაზახეთის პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. აღინიშნა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, დღესაც აქტუალურია”- ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ. მისივე თქმით, ხელისუფლებას და  საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ ომი  აიცილოს თავიდან. „რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი…

მეტი...

,,კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ შესაძლოა, მეტად იქნეს ათვისებული”- ირაკლი ღარიბაშვილი

კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ შესაძლოა მეტად იქნეს ათვისებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის  შესაძლებლობები განიხილეს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები ორმაგ და მრავალმხრივ ფორმატებში. კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი შესაძლოა, მეტად იქნეს ათვისებული ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ კელი დეგნანს მისივე თხოვნით შეხვდა

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილი განცხადებაში ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ის  ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ,,რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ,,შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”- ბიძინა ივანიშვილი

მეტი...

,,მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს”- ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დავაზე

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც შვეიცარიულ ბანკთან არსებულ დავაზეც საუბრობს. ივანიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მისი პირადი პრობლემაა და არ აპირებს ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს მოახვიოს. ,,რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო.…

მეტი...

,,მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა”- ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა, რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე  გაანეიტრალა. ,,რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი…

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებს ეკონომიკურ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო. საბჭოს გადაწყვეტილებით, ექვსი თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივდა  სანქციები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე. სანქციები  ამჟამად შედგება დარგობრივი ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის ფინანსების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვების ჩათვლით.

მეტი...