სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა

მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები  ახალციხიდან თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა, გადაბრუნდა. სამარშრუტო ტაქსიში 14-მდე ადამიანი იმყოფებოდა, არიან დაშავებულები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.  

მეტი...

რომის პაპს სურვილი აქვს, ომში მყოფ ქვეყანაში ჩავიდეს

რომის პაპი უკვე მეორედ აფიქსირებს, რომ სურვილი აქვს, უკრაინაში ჩავიდეს. „დიდი სურვილი მაქვს კიევში წავიდე” , – განუცხადა პაპმა მედიის კითხვის საპასუხოდ. პაპმა ფრანცისკემ რუსეთს არაერთხელ მოუწოდა შეეწყვიტა ეს სასტიკი ომი, სადაც ადამიანები იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ. მან უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სასტიკი და უაზრო აგრესიული ომი უწოდა და რუსეთი დაადანაშაულა.

მეტი...

„მეტი ადამიანი დაიღუპება და უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული ვითარება“ – სერგეი ლავროვი

რუსეთი წინააღმდეგი არ არის, უკრაინასთან მოლაპარაკებები აღდგეს. სერგეი ლავროვი უკრაინასთან დიალოგის პროცესზე ალაპარაკდა. როგოც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთი წინააღმდეგი არ არის, შეხვედრების ფორმატი განახლდეს. „ჩვენ არ გვაქვს უარყოფითი აზრი იმაზე, რომ აღვადგინოთ მოლაპარაკებები, თუმცა, საკითხი ჩვენზე არ არის დამოკიდებული.  უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტით დაწყებული, უამრავი რაოდენობის მრჩევლებით დამთავრებული, გამუდმებით აცხადებს, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს“, – განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს  დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას, მით უარესია უკრაინელი ხალხისთვის. „რაც უფრო მეტხანს განაგრძობენ ისინი უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლის მოთხოვნას, ამასთან, ჩვენ ყველას გვესმის,…

მეტი...

აშშ-ში რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას განიხილავენ

უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბიჯიტ ბრინკის განცხადებით, აშშ-ში რუსეთის  ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას განიხილავენ. „ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, თუმცა, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, მათ შორის ბევრ ისეთს, რომელიც გამოყენებული იქნებოდა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ასეთ სპონსორს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ ასევე სერიოზულად განვიხილავთ მსგავს განცხადებას და გავაგრძელებთ რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონების შესაბამისად“, – განაცხადა ბრინკმა. ელჩის შეფასებით, აშშ ყველაფერს აკეთებს რუსეთზე ზემოქმედებისთვის და მის შესაჩერებლად.

მეტი...

„თავდასხმა მაღალი სიზუსტის რაკეტით განხორციელდა“ – რუსული მხარე ოდესის დაბომბვაზე

რუსეთის მხრიდან ოდესის ნავსადგურის დაბომბვას მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან და ბარბაროსობად აფასებენ. რუსული მხარე კი ტრაბახობს, რომ ეს იყო თავდასხმა „მაღალი სიზუსტით“. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ავრცელებს. თან, განმარტავს, რომ დარტყმების სერიის სამიზნე, სავარაუდოდ, ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები. „რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე მაღალი სიზუსტით დარტყმით”, – წერს ზახაროვა.  

მეტი...

სანქციები მკაცრდება, ჯარიმები იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით სანქციებს ამკაცრებს. საკანონმდებლო ინიციატივა შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: • დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება; • შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი; • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი…

მეტი...

„დრიფტაობა“ დასჯადი ხდება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტები შეიმუშავა. კანონპროექტს ერთ-ერთი პუნქტი „დრიფტაბას“ ეხება, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს. ცვლილებები შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილებების მიხედვით, დასჯადი ხდება „დრიფტი“, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.  

მეტი...

„პრეზიდენტმა აქამდე უარყოფითი როლი შეასრულა ქვეყნის ევროინტეგრაციაში“ – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, ევროინტეგრაციის გზაზე უარყოფით ქმედებებში ადანაშაულებს. „როდესაც პრეზიდენტი ჩადის ბრიუსელში, მერე კი ჩამოდის და ამბობს, რომ შარლ მიშელმა რაღაცები უთხრა და მას პასუხი არ ჰქონდა, ესეც არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ უნდა წავიდეს ვიზიტით მთავრობა და არა პრეზიდენტი. მთავრობა როდესაც მიდის, ის ობიექტურად და სუბიექტურადაც დაინტერესებულია, ბოლომდე დაიცვას ქვეყნის პოზიციები, მთავრობის პოზიციებიც და ქვეყნის პოზიციებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც აკრიტიკებს მთავრობის, პარლამენტის, ან მმართველი გუნდის საქმიანობას, მთავრობა სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, საკუთარი პოზიციები დაიცვას, პრეზიდენტს კი ეს ინტერესი არ აქვს. ფაქტია, პრეზიდენტმა აქამდე…

მეტი...

„დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ“ – ირაკლი კობახიძე „ნაციონალებზე“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მუდმივად „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში არიან, რადგანაც, დაისვამ ზურგზე და მაინც იკბინებიან. „ევროპარლამენტარებთან  შეხვედრა მეგობრულ სტილში გაიმართა.  გავაცანით ჩვენი გეგმები, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ძირითადად, ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა მსჯელობა. ვუთხარით ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, რომ 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დეტალური გეგმა, რაც გულისხმობს პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრას, ფორმატების შეთავაზებას, ვადებს და ა.შ. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი საქმეა, რას გააკეთებენ და რას არა, ჩვენ, ასეც და ისეც, კეთილსინდისიერად უზრუნველვყოფთ 12-ვე პუნქტის შესრულებას ევროპული სტანდარტების მიხედვით. მუდმივად ვართ „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში.  დაისვამ…

მეტი...

„პატრიარქი 90 წლის რომ გახდება, გადადგომას აპირებს“ – მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარიას ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქი საკუთარი 90 წლის იუბილეზე გადადგება. „ახალ-ახალი, ცხელი ინფორმაციაა საპატრიარქოდან გამოსული, პატრიარქი 90 წლის რომ გახდება, გადადგომას აპირებს. ეს იქნება ერთგვარი გაცილებაც. გამოდის, რომ იუბილეც ექნება და ამავე დროს გაცილებაც, მაგრამ რამდენად გამართლდება ეს, ამას ჩვენ შევხედავთ და დავაკვირდებით. სხვათა შორის, საპატრიარქოსთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იქნება, მის სიცოცხლეშივე მოხდეს ძალების გადანაწილება. ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია, იმიტომ რომ საპატრიარქო სადავეები ახლა უჭირავს რუსეთს ყველაზე კარგად. მათ არ იციან სამომავლოდ, როგორ დაუსხლტებათ ეს სადავეები. შესაბამისად, ახლა უნდა იმუშაონ ყველაზე მეტი და…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

დღეს, დილით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. ბიძგების სიმძლავრემ კი 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი სექსუალურ ძალადობის 150-ზე მეტ შემთხვევა ოფიციალურად დასტურდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ორგანიზაციამ უკრაინაში  რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ძალადობის ფაქტები ბავშვების მიმართაც არის განხორციელებული. „გაერო-მ ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ეს არის გაუპატიურება იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით… სექსუალური ძალადობა არის დანაშაული, რომლის შესახებაც ქრონიკულად არასაკმარისი ინფორმაცია არსებობს. სექსუალური ძალადობა, ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად ჩადენილია ქალებისა და გოგოების მიმართ, მაგრამ ასევე მამაკაცებისა და ბიჭების წინააღმდეგ. ეს ტოვებს საშინელ ნაკვალევს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე და მთლიან საზოგადოებაზე, ეს…

მეტი...