დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას და თეთრი სახლის დაბრუნებას გეგმავს

„წელს, „რესპუბლიკური პარტია“ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის, 2024 წელს კი, თეთრი სახლის დაბრუნებას აპირებს“ – ასეთია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის გეგმები, რომელზეც მან პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ისაუბრა. „თუ გამოვაცხადებ, რომ აღარ ვაპირებ პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრას, დონალდ ტრამპის დევნა მაშინვე შეწყდება, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ, მე არ შემიძლია ამის გაკეთება“ – აღნიშნა ტრამპმა. მან მისი პრეზიდენტობის პერიოდსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც თავად გაატარა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ გააკეთა. „პრეზიდენტად ყოფნისას ბევრი რამ გავაკეთე, მათ შორის ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ამერიკის ისტორიაში; გადასახადების შემცირება, რომელიც ყველაზე დიდი იყო ისტორიაში; მარეგულირებლის შემცირება, რომელიც…

მეტი...

„მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალურად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ეტაპისთვის, „მაიმუნის ყვავილი“ 75 ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანმოს მონაცემებით, მთლიანობაში, გამოვლენილია „მაიმუნის ყვავილის“ 16 500-ზე მეტი შემთხვევა. ტედროს ადანოს გებრეიესუსის ინფორმაციით, გარდაცვლილია 5 ადამიანი. „ეს არის ეპიდემია, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა გვესმის და რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების კრიტერიუმებს“, – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.  

მეტი...

ოდესის დაბომბვას ანტონიო გუტერეშიც ეხმიანება

რუსეთის მიერ ოდესის ნავსადგურს დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადებას გაეროს გენერალური მდივანიც ავრცელებს. როგორც ანტონიო გუტერეში წერს, ეს დასაგმობი ქმედებაა. გუტერეში უპირობოდ გმობს დღეს განხორციელებულ დარტყმებს უკრაინის ოდესის ნავსადგურზე. „გუშინ ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება მსოფლიო ასპარეზზე უკრაინული მარცვლეულისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ მსოფლიო ბაზრებზე. ეს პროდუქტები აუცილებელია გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელ მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრული განხორციელება სავალდებულოა“, – აღნიშნულია გუტერეშის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსული რაკეტები ოდესის ნავსადგურს დღეს დაეცა.

მეტი...

„კრემლი აგრძელებს სურსათის იარაღად გამოყენებას“ – აშშ-ის ელჩი უკრაინაში

ოდესის ნავსადგურზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას ელჩი ბრიჯიტ ბრინკი ეხმიანება. „აღმაშფოთებელია. რუსეთი საპორტო ქალაქ ოდესას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ურტყამს. კრემლი აგრძელებს სურსათის იარაღად გამოყენებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს“, – წერს აშშ-ის ელჩი უკრაინაში. შეგახსენებთ, ოდესაზე ოთხი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.  

მეტი...

„ოდესისთვის რაკეტის სროლა გუტერეშისა და ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს“ – უკრაინული მხარის განცხადება

ოდესაში რუსული რაკეტების ჩამოგდებას უკრაინული მხარე ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს იგივეა, რაც პუტინის მიერ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებაა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რაკეტების წვიმა სწორედ მას შემდეგ განხორციელდა, რაც სტამბოლში უკრაინიდან მარცვლეულის გატანაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა. „რუსეთის ფედერაციას ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმისთვის 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რათა ეჭვქვეშ დადგეს გუშინ სტამბოლში გაფორმებულ დოკუმენტში გაერო-სა და თურქეთისთვის მიცემული შეთანხმებები და დაპირებები. ოდესისთვის რუსული რაკეტების სროლა ვლადიმერ პუტინის მიერ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება“ – სოსო გოგაშვილი

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მას ყველანაირი დავალების შესრულებას სთხოვდნენ. „დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი: 1. სამსახურიდან წამოსვლა, 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა, 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ. ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის…

მეტი...

ლიზ ტრასი პრემიერობის შემთხვევაში ევროკავშირის ყველა კანონის გაუქმებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გახდა 2023 წლისთვის გააუქმებს ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს, რომელიც კვლავ მოქმედებს ბრიტანეთში. მისი თქმით, არსებული რეგულაციები ხელისშემშლელია. „ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს. დაუნინგ სთრითზე გამოვიყენებ შანსს, უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე და გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც წინ გვაქვს“, – აცხადებს პრემიერობის კანდიდატი.  

მეტი...

მატარებლით მგზავრობა ძვირდება

მატარებლის ბილეთი  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით გაძვირდა. 25 ივლისიდან, ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი – 34 ლარი; პირველი…

მეტი...

„კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია, ეს რუსეთს დასვენების შესაძლებლობას მისცემს“ – პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის „გაყინვის“ შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, ომის გაყინვა სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის, რომ მას დასვენების შესაძლებლობა ჰქონდეს. „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა იგივეა, რაც  პაუზა. ამას რუსეთი დასვენებისთვის გამოიყენებს. ისინი ამ პაუზას არ გამოიყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად, ან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე პრეტენზიებზე უარის თქმისთვის. ამ, ვეშაპმა  უკვე გადაყლაპა უკრაინის ორი რეგიონი და ახლა ამბობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს“ – აცხადებს პრეზიდენტი. მისივე შეფასებით, ახლა უკვე უკრაინელებს არ სურთ რუსეთთან მოლაპარაკება. „საზოგადოებას სჯერა, რომ ჯერ ყველა ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს, ამის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება…

მეტი...

უკრაინისთვის 270 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტი დამტკიცდა

ომში მყოფი უკრაინა ამერიკისგან მორიგ, უმსხვილესი დახმარების პაკეტს მიიღებს. საუბარია 270 მილიონი დოლარის მოცულობაზე. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, საუბარია სამხედრო დახმარებაზე, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება. ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებ სისტემას, 36 000 ერთეულ საარტილერიო ჭურვს, ჯავშანსატანკო სისტემებს და 580 ერთეულ Phoenix Ghost-ის ტიპის დრონს.    

მეტი...