ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ კარლ ჰარცელმა ევროკავშირისა და საქართველო ურთიერთობაში უარყოფითი როლი ითამაშა

კობახიძის განმარტებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე მათ  განუმარტეს, რაში გამოიხატებოდა ის უარყოფითი როლი, რომელიც კარლ ჰარცელმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ითამაშა. „დღევანდელი შეხვედრა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა. რა თქმა უნდა, იყო მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა, მათ შორის კითხვები დაისვა ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც. რა თქმა უნდა, ელჩის საკითხსაც შევეხეთ ძალიან კონკრეტულად და ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია, ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ. საჯაროდ რაღაცების საუბრისგან ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია, გავუზიაროთ…

მეტი...

„არ შეიძლება, უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და  არგუმენტირებულ შეკითხვებს დავარქვათ თავდასხმა“ – კობახიძე

თეთრი სახლის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ამერიკის ელჩს თავს ესხმიან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება, უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და ამავდროულად,  არგუმენტირებულ შეკითხვები დავარქვათ თავდასხმა. მისი თქმით, ისმის კითხვები, რომელსაც ელჩმა დეგნანმა პასუხები მარტივად უნდა გასცეს. „აქ შეიძლება, მარტივად გაეცეს პასუხები ამ შეკითხვებზე და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. თუმცა, როდესაც ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს, ასეთ დროს საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად უღრმავდება ეჭვები და ეს არის საშიში. ძალიან მნიშვნელოვანია, საჯაროდ დასმულ შეკითხვებს, ეს ეხება იგივე მოსამართლის თემას, ომის რიტორიკისგან გამიჯვნას, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს პასუხი…

მეტი...

„ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკის ელჩის მისამართით თავდასხმა არასდროს ყოფილა და მას მსგავსი არაფერი ახსენდება. „რაც შეეხება ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება, ითქვას ერთი რამ – თქვენ ვერ გამახსენებთ, შეგიძლიათ, ახლავე იმსჯელოთ და შემახსენოთ, ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ  თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არც ერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა.  ერთადერთი, რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. საუბარი არ მაქვს სხვების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე. ჩვენ დავსვით გარკვეული კითხვები ორ თემაზე. პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე…

მეტი...

„ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარის შეფასებით,  იმ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რომელიც კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლადაა საჭირო, ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააგრძელოს მუშაობა, შედეგი კი წლის ბოლოს გამოჩნდება. როგორც საქართველოში ვიზიტად მყოფი დევიდ მაკალისტერი აცხადებს, ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესასრულებლად მუშაობა. „გვქონდა აზრთა საინტერესო გაცვლა პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა. ჩამოყალიბდა 12 პრიორიტეტი, 12 რეკომენდაცია და ახლა პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ამაზე. ასევე, ვკითხეთ პარტია „ქართულ ოცნებას“, თუ როგორ აპირებს პროცესის ორგანიზებას,…

მეტი...

მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარებთან დეოლიგარქიაზეც ისაუბრა

„ქართული ოცნების“ ოფისში ევროპარლამენტარებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც ორაკლი კობახიძე აცხადებს, ერთ-ერთი სასაუბრო თემა დეოლიგარქიზაცია იყო. კერძოდ, მისი თქმით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოიყენება. „პირველ რიგში, ჩვენ განვმარტეთ ჩვენი პოზიცია დელეგაციის წინაშე რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ჩანაწერები და დოკუმენტი, ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ეს იყო ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა. მე შემიძლია,…

მეტი...

უეფამ საქართველოს საჩივარი დააკმაყოფილა, „ბასიანმა“ შესარჩევი ეტაპი გადალახა

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი საჩივარი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც, მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულმა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბმა ,,ბასიანი“ ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის – უეფას რეგიონთა თასის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად გადალახა. საჩივარი ყაზახეთის წარმომადგენელ „კესკელენთან“ 27 ივნისს გამართულ მატჩს ეხებოდა, რომელშიც, ყაზახური გუნდის შემადგენლობაში, რეგიონთა თასის დებულების დარღვევით, პროფესიონალმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. მომდევნო – შუალედურ ეტაპზე „ბასიანი“ მონაწილეობას ევროპის 31 ქვეყნის წარმომადგენელ სამოყვარულო საფეხბურთო კლუბთან ერთად მიიღებს.  

მეტი...

„ეს არის დიდი სისულელე“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აბსურდული უწოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაზე რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, პირველ რიგში, ეს კითხვის ნიშნები ეხება „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) გაყალბებულ პარალელურ დათვლებს. „ეს არის დიდი სისულელე. არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის დამტკიცებული ფაქტები, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შემდეგ მათი…

მეტი...

ამერიკის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფიცირებულია. თეთრი სახლი ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს „პაქსლოვიდით“ მკურნალობენ.  თეთრი სახლის ინფორმაციით, მას ძალიან მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. აშშ-ის პრეზიდენტი იზოლაციის პერიოდს თეთრ სახლში გაატარებს. პრეზიდენტი ორჯერ არის ვაქცინირებული და ბუსტერ დოზებიც აქვს გაკეთებული.  

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ის ჯანმრთელადაა და კლინიკაში არ იმყოფება

რუსული მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს თავად პრეზიდენტი პასუხობს. მისი თქმით, კარგადაა და კლინიკაში არც გადაუყვანიათ. „რუსეთმა კიდევ ერთი ყალბი ნიუსი გაავრცელა, რომ თითქოს, სახელმწიფოს არ ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ზელენსკი, რადგან ის საავადმყოფოშია, უფრო სწორად, რეანიმაციაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. თუმცა ახლა მე ოფისში ვარ”, – განაცხადა მან ვიდეომიმართვისას.  

მეტი...

„არც ერთი ამ შეხვედრის დროს მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება“ – კელი დეგნანი  

კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია, არ შეხვედრია. ხოლო მაშინ, როცა შეხვედრები ჰქონდა, არც ერთხელ უცდია მისი დაშანტაჟება. ელჩის თქმით, გასაკვირია, რატომ აკეთებს დეპუტატი ამგვარ განცხადებას, რომელიც არაფერს ეფუძნება. ამით, კელი დეგნანმა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს უპასუხა, რომელმაც გააჟღერა ინფორმაცია, შეხვდა თუ არა ელჩი ბიძინა ივანიშვილს. კერძოდ, ყავლაშვილმა ელჩს ასე მიმართა: „იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი“. „როდესაც ამის შესახებ სამშაბათს მკითხეს, არ მქონდა წაკითხული კომენტარები. არ…

მეტი...

„იყო მინიშნებები, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი უნდა დაგვეწყო“ – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველო უკრაინას გულშემატკივრობს, თუმცა, მოქმედებ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მისი განცხადებით, იყო პირდაპირი მინიშნებები, რომ საქართველო ჩართულიყო კონფლიქტში. „პირველ რიგში გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვგულშემატკივრობთ უკრაინას, გული შეგვტკივა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ყოველთვის გაგვიხარდება მათი წარმატება. ყოველთვის გაგვიხარდება უკრაინის ხელისუფლების წარმატება და ჩვენ ვართ პირველი გულშემატკივრები, მაგრამ არაერთხელ აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მიუხედავად იმისა, რომ იყო პირდაპირი მინიშნებები, პირდაპირი განცხადებები, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი…

მეტი...

ევროკომისიის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეთანხმებულია

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა. „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ევროკავშირის გაძლიერებულ, გახანგრძლივებულ სანქციებზე კრემლის წინააღმდეგ. მივესალმები ამას. ეს მოსკოვისთვის ძლიერი გზავნილია: ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

„კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, უბრალოდ, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. კარლ ჰარცელის მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ელჩს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში კარგი არაფერი გაუკეთებია, შეფასება ამერიკის ელჩმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები შემაშფოთებელია. კახა კალაძემ ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ეს შეფასებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ არ იცის კელი დეგნანი კრიტიკულ განცხადებებში რას გულისხმობს. „ვერ გეტყვით რას გულისხმობს კრიტიკაში. შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, მე როგორც ვიცი. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა”,…

მეტი...

,,მე არაფერს აღვიქვამ პერსონალურად, წარმოვადგენ აშშ-ის პრეზიდენტსა და ხალხს”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს პერსონალურად არ აღიქვამს, რადგან აშშ-ის მოსახლეობას და პრეზიდენტს წარმოადგენს. „მან თქვა, რომ ეს არ არის ის, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ დიპლომატი, მე წარმოვადგენ აშშ-ის მოსახლეობას. იქიდან, რაც აქ ხდება, მე, როგორც ელჩი, არაფერს აღვიქვამ პერსონალურად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტს. ის, რაც ბატონმა პრაისმა თქვა, სიმართლეა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები, რომლებიც ვართ. ვფიქრობ, ეს არის, რაც უნდა იყოს პრიორიტეტული“, – განაცხადა კელი დეგნანმა. მისივე თქმით, საქართელოში მიმდინარე მოვლენების შესახებ…

მეტი...

,,გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა”- ანდრეი კასიანოვი

,,როდესაც რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა,”- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა  საქართველო-უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. კასიანოვის თქმით, რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. „ბოლო წლებში უკრაინამ და საქართველომ მიაღწიეს წარმატებებს, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს ისტორიაში. რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული…

მეტი...

მკვლელობა და დაჭრა ფონიჭალაში – პოლიციამ ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში დედა – 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ გუნდი არავის დასხმია თავს, მით უმეტეს პარტნიორებს”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები  სტრატეგიულ პარტნიორებს თავს არავის დასხმიან. ოხანაშვილის თქმით, აშშ-ის გაერკვევა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საქმეზე რომელიმე პირის მხრიდან ხომ არ მოხდა თვითნებობა. ,,ქართული ოცნების“ გუნდი თავს არავის დასხმია, მით უმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ვინმეს როგორც არ უნდა სურდეს, კითხვის ნიშანი გააჩინოს, ობიექტურად არ არსებობს. მოსამართლემ განცხადება გააკეთა და რატომ შეიძლება, ისე იყოს დემოკრატიაში გაგებული, რომ კითხვის დასმის და პასუხის მიღების უფლება არ გაქვს? ზოგადად, გვაქვს თუ არა არსებობის უფლება? – ისეთ შეკითხვებს სვამთ, რომ მგონი, ეს უხერხულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხრიდან,…

მეტი...

,,რაც ბატონმა პრაისმა თქვა, სიმართლეა უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გუშინდელი განცხადებას ეხმიანება. ელჩი ეთანხმება ნედ პრაისს და აღნიშნავს, რომ დიპლომატები აშშ-სა და საქართველოში ერთმანეთს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ. „მან თქვა, რომ ეს არ არის ის, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ დიპლომატი, მე წარმოვადგენ აშშ-ის მოსახლეობას. იქიდან, რაც აქ ხდება, მე, როგორც ელჩი, არაფერს აღვიქვამ პერსონალურად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტს. ის, რაც ბატონმა პრაისმა თქვა, სიმართლეა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პატივისცემა, ერთმანეთს უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორები, რომლებიც ვართ. ვფიქრობ, ეს არის, რაც უნდა იყოს…

მეტი...

დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში – ასლან ბჟანია რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას აპირებს

დაპირისპირება დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში –  გულრიფშის რაიონში არსებულ კულტურის სახლში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ადგილობრივებთან შეხვედრას მართავდა ვითარება დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტებს არ მიეცათ შესაძლებლობა ბჟანიას შეხვედრას დასწრებოდნენ.  რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. ბჟანიას შეხვედრის შეწყვიტა მოუწია, შენობაში დაწყებული ჩხუბი კი ქუჩაში გაგრძელდა. დაპირისპირების მიზეზი, ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებაა. საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რომლის რუსეთისთვის გადაცემასაც საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს. ,,გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა”- ოკუპირებული აფხაზეთის დე…

მეტი...

,,აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს”- ილია დარჩიაშვილი

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება, რომელშიც ასახულია საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირებები, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ადასტურებს მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საერთო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილად განიხილავს და განაგრძობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ისევე, როგორც ხელს უწყობს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას. როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი, რომელშიც ასახულია არაერთი კონკრეტული მიმართულება, სადაც კანონმდებლები საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის…

მეტი...

,,არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გუშინდელი განცხადებით დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. „მე, როგორც აშშ-ის ელჩი, ყოველთვის მოხარული ვარ, ვუპასუხო შეკითხვებს. როგორც აშშ-ის წარმომადგენელს აქ, ყოველთვის მსურს, ვუპასუხო შეკითხვებს, რომლებიც ეხება საქართველოში აშშ-ის მუშაობას. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას და თქვენს მისწრაფებებს, გახდეთ სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. როგორც მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აქ, საქართველოში, დიდი ინტერესით აკვირდება ამბებს და აქ განვითარებულ მოვლენებს, რადგან საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,აი მეც გამოვჩნდი”- სოსო გოგაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილის ციხიდან მიმართვას ავრცელებს. გოგაშვილის თქმით, სანდო მეგობრებს წინასწარ გამზადებული Facebook სტატუსები დაუტოვა, რომელიც ეტაპობრივად გასაჯაროვდება. ,,მშვიდობა მოკეთეებო. აი მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. თქვენ თუ მაგრად და ერთად იდგებით, მე აქ არაფერი არ გამიჭირდება. ჩემო თეა, ჩემო მეგობარო, ხო მეუბნებოდი სულ, რომ ქვა და რკინა ვარო, ხოდა ახლა დადექი მტკიცედ და მართე ოჯახი კარგი ვაჟკაცივით. მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი…

მეტი...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს. უწყების ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მიიჩნევს, რომ აშშ-მა უნდა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტულ კამპანიებთან გამკლავების მიზნით, რომელიც მიმართულია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობას და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. კანონპროექტი მკაფიოდ ადასტურებს აშშ-ის…

მეტი...

არასამთავობო ორგანიზაციები სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაციას ასაჯაროებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები –  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და „სამართლიანი არჩევნები”  ერთობლივ დოკუმენტებს აქვეყნებენ, რომელში  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაციაა წარმოდგენილი. დოკუმენტში საუბარია მმართველ პარტიის სასარგებლოდ, არაკანონიერი გზებით, ამომრჩევლის მობილიზების მასშტაბურ სქემაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის securgd@gmail.com, 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამასთანავე, საჯარო ინფორმაციის მეშვეობით გადამოწმდა დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება…

მეტი...

,,ნედ პრაისის განცხადება მწვავე გაფრთხილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავს ესხმიან ამერიკის ელჩს”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. ვაშაძის შეფასებით, ნედ პრაისის განცხადება ზემწვავე გაფრთხილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, დასავლელ პარტნიორებს, ამერიკას. „ამ განცხადებას თუ არ გაიგებენ, უმძიმესი ბედი ელოდებათ ჯერ ქართველი ხალხისგან, შემდეგ ამერიკელი და დასავლელი პარტნიორებისგან. არავინ გაუტარებთ იმ ქმედებებს, რასაც ასე აღვირახსნილად აკეთებენ. ერთადერთი, ვინც ბედნიერია „ქართული ოცნების“ ქმედებებით, პუტინი და რუსეთია. ქართველი ხალხი და დასავლელი პარტნიორები კი მძიმედ უყურებენ „ქართული ოცნების“ ტრანსფორმირებას ვითომ პროდასავლური ძალიდან, პირდაპირ პრორუსულ ძალად. ნედ პრაისის განცხადება ზემწვავე გაფრთხილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც…

მეტი...

ავარია კვარიათში – უკრაინიდან დევნილ ქალს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა კვარიათში – უკრაინიდან დევნილ, 45 წლის ქალ  ქალს აჭარაში, კვარიათის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების წინასწარი შეფასებით, მას თავის ქალის ტრავმა აქვს მიღებული. არსებული ინფორმაციით, ავტობუსიდან ჩამოსული ქალი კვარიათის ცენტრალურ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ავტობუსისთვის გვერდის ასავლელად საპირისპირო მონაკვეთზე გადავიდა და ქალს დაეჯახა. გავრცელებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ სასტუმროსთან მოხდა , სადაც  უკრაინიდან დევნილი ქალი დროებით ცხოვრობს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მეტი...

,,აშშ-ის ხელისუფლებაზე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის მხრიდან თავდასხმა ან შეურაცხყოფა აშშ-ის მთავრობაზე ან მის რომელიმე წარმომადგენელზე არ ყოფილა. „ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი მომავალშიც გამორიცხულია. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ათწლეულობის განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან ფასეულია. თუ თავდასხმა და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას…

მეტი...

საქართველოს მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით უკრაინელი ბავშვები აჭარაში დაისვენებენ

მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩართულობით უკრაინელი ბავშვები ზაფხულის სეზონზე აჭარაში დაისვენებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი მოქალაქეების ჯგუფი – კერძოდ მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას დღეს ესტუმრნენ. სტუმრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი დახვდნენ. პატარა ვიზიტორებს გასართობი პროგრამით საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები შეეგებნენ. მათივე ცნობით, უკრაინელი ბავშვები ერთთვიან გამაჯანსაღებელ და დასვენების კურსს გონიოში გაატარებენ. აჭარის მთავრობის ორგანიზებით მათთვის დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი აქტივობები და ტურები. უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ქ.კიევის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.…

მეტი...

,,გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა”- ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს ეხმიანება.საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რომლის რუსეთისთვის გადაცემასაც საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს. ბჟანიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის გარდა ალტერნატივა არ აქვს. „შეგვიძლია თუ არა ჩვენ, უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და სიწყნარე რუსეთის მხარდაჭერის გარეშე? რა ალტერნატივა გვაქვს ჩვენ? გვყავს თუ არა მეზობლები, რომლებიც ასეთ მხარდაჭერას აღმოგვიჩენენ? სხვა მეზობელთან ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორ შეიძლება ამის დავიწყება? ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ან ვერ აცნობიერებს, ან გვაჩვენებს, რომ არ აცნობიერებს, რომ დასავლეთი დაინტერესებული…

მეტი...

,,ასე თუ გააგრძელებენ, ქვეყანას მიაყენებენ ძალიან დიდ დარტყმას”- იოსელიანი ,,ქართულ ოცნებაზე”

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. დეპუტატის განცხადებით, ახელმწიფო დეპარტამენტმა ყვითელი ბარათი ამოუღო „ქართულ იცნებას“ და ამაზე უნდა დაფიქრდნენ. „ასე თუ გააგრძელებენ, სიმართლე გითხრათ, მათი პოლიტიკური მომავალი ნაკლებად მადარდებს, მაგრამ ქვეყანას მიაყენებენ ძალიან დიდ დარტყმას. სტაბილურობის ერთადერთი გარანტი მთელი ამ წლების მანძილზე თუ ვინმე იყო, იყო ამერიკის შეერთებული შტატები და მათზე თავდასხმა ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ინტერესები უგულვებელყო. იმიტომაც ჰქონდათ მათ ასეთი მძაფრი რეაქცია. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ენით არ ესაუბრებიან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველი…

მეტი...

,,უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელშიც იყო, რასაც ემსახურებოდა?”- მეუფე ანტონი სოსო გოგაშვილზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის მონახულებას გეგმავს. მეუფეს განცხადებით, მას რამდენიმე კითხვა აქვს სოსო გოგაშვილთან. „ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო – რატომ სოსო, რატომ? შენ ხომ შეგზავნილი არ იყავი. იქ, სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, რომ „მე ასე ვიცი, მე ისე ვიცი“ – ამას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ. უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელშიც იყო, რასაც ემსახურებოდა? ასე მგონია, ვიღაცამ ძალიან „შეუჩხიკინა“,…

მეტი...

,,ივან ჩაი” უფრო სასარგებლოა, ვიდრე “კოკა კოლა”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა   სოფლის მეურნეობის მინისტრ, დიმიტრი პატრუშევს რუსული წარმოების სასმელის, “ივან ჩაის” წარმოების განვითარება დაავალა. პუტინის მტკიცებით, მცენარეული სასმელი ბევრად ჯანსაღი და სასარგებლოა, ვიდრე კოკა-კოლა, რომელიც მისი აზრით, “ქიმიაა”. ფორუმზე “ძლიერი იდეები ახალი დროისთვის”, ალექსანდრე ხლინოვი ივან ჩაის მწარმოებელთა კავშირიდან მივიდა პუტინთან და შესთავაზა ტრადიციული სასმელის წარმოება რუსეთში. „რა თქმა უნდა, ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერი კოკა-კოლა, ის მხოლოდ ქიმიაა“, – დაეთანხმა პუტინი.

მეტი...

გატაცება ცოლად შერთვის მიზნით – პოლიციამ მარნეულში 2 პირი დააკავა

პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც. პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით…

მეტი...

,,ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პოლიტიკოსები ამბობდნენ, რა მოხდება, თუ ქართული ტანკები ცხინვალისა და სოხუმისკენ დაიძვრებიან – ამას არ გამოვეპასუხოთ?”- მიხეილ სარჯველაძე

„პირდაპირ ვამბობ და დღემდე მგონია, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები – არა მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც სურვილი აქვთ და მსოფლიოს ახალ მოწყობას ასე ხედავენ, რომ კარგი იქნება ვინმესთვის ან პროცესების მიმდინარეობისთვის, რომ საქართველომ ომი გამოაცხადოს. ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება,”-  ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით,   შეიძლება, არსებობდნენ ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სწორი იქნება, თუ საქართველო დაიწყებს ომს, თუმცა კონკრეტულ პირებზე მისივე თქმით, არ საუბრობს. ,,საუბედუროდ, ასეთი ძალები არსებობენ. ამაზე შეგვიძლია, აბსოლუტურად დამაჯერებელად ვისაუბროთ, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გამოხატული პოზიცია მოგვისმენია. რატომ ითვლება ეს…

მეტი...

,,უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება. მისი თქმით, უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან. „ქალაქის გიჟებმა“ კი, რომლებიც საკუთარ თავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას უწოდებდნენ, სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან და აიძულებენ უბედურ უკრაინელებს, სიცოცხლე შესწირონ ევროკავშირში გაწევრიანებას. იმ ყველაფრის შედეგად, რაც ხდება, უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. მედვედევის თქმით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის საზღვრებს უახლოვდება, რაც  გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეს ქმნის.

მეტი...

ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ევროპარლამენტის  დელეგაცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა. ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს გაეცნენ. ევროპარლამენტის წევრები სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და იქ არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მათგანაც მიიღეს.  მათ ასევე  სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზების ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარები დღეს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდებიან.

მეტი...