კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მორიგ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

სამეგრელოში მყოფი ამერიკის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ დეპუტატ ყაველაშვილის მორიგი განცხადების შესახებ არაფერი იცის. „მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში, რაც ხდება და ეს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის ერთ-ერთი მშვენიერი რამაა. მე არ შემიძლია დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი რაზე საუბრობს ის“, – აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნება“ რამდენიმე კვირაა დატოვა, ასეთი შეფასება გააკეთა:  „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?  იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც…

მეტი...

„ხელისუფლების შეცვლის ისტერია კვლავ გრძელდება, რისთვის არის ეს საჭირო?“ – დიმიტრი ხუნდაძე

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი დმიტრი ხუნდაძე, რომელმაც „ქართული ოცნება“ ახლახან დატოვა, ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებულ შეტევაზე საუბრობს და კითხვას სვამს – რისთვის არის ეს საჭირო. „ხელისუფლების შეცვლის ისტერია კვლავ გრძელდება. მთავარი კითხვაა – რისთვის არის ეს საჭირო და რას ემსახურება. ჩვენ მიერ დასმული კითხვებზე, მაგალითად ომის რიტორიკასთან დაკავშირებით უშუალო კონკრეტულ ფაქტებზე, ამერიკის ელჩმა პრაქტიკულად, დუმილი არჩია და ეს დუმილიც გარკვეულწილად, პოზიციის დაფიქსირებად მივიღეთ. შემდეგი იყო ვალდებულებების ექვსთვიანი ვადის შემოღება, რაც თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ემსახურებოდა სხვა რამეს და არა რეალურად, ამ ვალდებულებების შესრულებას. ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ ემოცია პიკში შესულიყო დეკემბრისთვის…

მეტი...

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, გაიმართა პარაპლანით ფრენის ღონისძიება, რომლის მონაწილეებმაც, სპორტის ექსტრემალურ სახეობაში, კერძოდ პარაგლაიდინგში მოსინჯეს საკუთარი ძალები და პატარა ლილოს მთიდან პარაპლანით გადმოხტნენ. წელს, სხვა წლებთან შედარებით, ღონისძიებაში, ყველაზე მეტმა _80-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. პარასპორტსმენებმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა და საქართველოს სხვადასხვა მინიციპალიტეტებში მცხოვრებმა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, საკუთარი ოცნება აიხდინეს, მოირგეს პარაპლანი და თბილისის ზღვას გადაუფრინეს. მონაწილეთა შორის იყვნენ ტოტალურად უსინათლო, სმენის არმქონე, ამპუტანტი და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირები, რომლებმაც სპეციალური ეტლიკონსტრუქციით იფრინეს. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, მათი ცხოვრება, ამ დღემ, მართლაც…

მეტი...

პროკურატურამ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საუბარია დეპუტატ ანრი ოხანაშვილისა და პარლამენტის რამდენიმე წევრის მხრიდან ვატო წერეთლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. „მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის – მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან…

მეტი...

,,ევროკომისია უნდა გაემიჯნოს ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ითხოვენ სააკაშვილ-გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. მისი თქმით, პრემიერმა წერილის შინაარსი გუნდთან შეათანხმა. „ჩვენ ერთმანეთში გვქონდა შეთანხმებული წერილის შინაარსი, საქმის კურსში ჩამაყენა პრემიერმა, როდესაც ეს წერილი იგზავნებოდა და გუნდი ჩააყენა ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, კობახიძის განცხადებით, ევროკომისია უნდა გაემიჯნოს ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც სააკაშვილი-გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას ითხოვენ. „რაც შეეხება წერილის არსს, კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად გავიმეორებ, ერთ მარტივ რამეზეა საუბარი, უნდა გაემიჯნოს…

მეტი...

,,რუსეთი ყველა მიზანს მიაღწევს და იქნება მშვიდობა ჩვენი პირობებით”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი დასახულ მიზნებს მიაღწევს და მიაღწევს ,,მშვიდობას” რუსეთის პირობებით. „იარაღის პროფესიონალი ქურდები შეერთებულ შტატებსა და უკრაინაში ჯიბეებს კარგად გაივსებენ. ტერორისტებსა და რადიკალებს ექნებათ მეტი სასიკვდილო ტიპის სამხედრო ტექნიკა. რუსეთი კი ყველა მიზანს მიაღწევს და იქნება მშვიდობა ჩვენი პირობებით და არა იმათი პირობებით, რომლებზეც ევროპასა და ოკეანეს მიღმა დაბნეული პოლიტიკური იმპოტენტები ჩხავიან“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მეტი...

,,ეკა ბესელიამ თავისი შავი ფული მოიკითხოს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია პარტიიდან იმიტომ წავიდა, რომ ,,შავი ფული ვერ აკეთა”. ,,ეკა ბესელიამ რა იცის, სად რა ტრიალებს? იმან თავისი შავი ფული მოიკითხოს. „ქართული ოცნებიდან“ ზუსტად იმიტომ წავიდა, რომ შავი ფული ვერ აკეთა „ქართულ ოცნებაში“ ეკა ბესელიამ. ეს თამამად შემიძლია ვთქვა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

,,ვატო წერეთლის მხრიდან განხორციელდა უბინძურესი პროვოკაცია, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”- ანრი ოხანაშვილი

,,ყველა სამართლებრივ ნიუანსებზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. უმრავლესობის წევრის განმარტებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი ასახულია კამერებზე და ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს. „ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და პარტნიორებთან არაერთი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ადგილი ჰქონდა უბინძურეს პროვოკაციას უმძიმესი შეურაცხყოფით, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაფერი ასახულია კამერებზე, ყველაფერი დაინახა იქ მყოფმა ხალხმა. ტყუილების კასკადია, რაც ამ ადამიანმა იკადრა, თითქოს ის ჩემთან არ…

მეტი...

,,იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ჩნდება ლოგიკური კითხვა,  ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. მისივე თქმით, საჭიროა ბიძინა ივანიშვილმა ამ კითვაზე პასუხი გასცეს. „მე რომ გავემიჯნე “ქართულ ოცნებას”, ამის პირობაზე გავემიჯნე, რომ საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდი. წრედი იკვრება. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, თქვენ არავინ ხართ, მონები ხართ და ერთი ადამიანი გმართავთო, ეს ჩაწერეს პირდაპირ რეზოლუციაში და ამაზე პასუხი…

მეტი...

კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება. არსბული ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, ყოველდღიურად აწარმოებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს. როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ გენძეხაძე აცხადებს, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი აისახება ანაზღაურებაზე. „ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“, – აღნიშნავს თენგიზ გენძეხაძე.

მეტი...

,,ხელის გულზე დევს, ვინ მოხვდებიან ოლიგარქების რეესტრში”- ანრი ოხანაშვილი

,,თუკი ევროკომისია საჭიროდ მიიჩნევს, რომ უკრაინული კანონის ცხოვრებაში იმპლემენტაცია უნდა მოხდეს, ჩვენთვის, ევროკომისიის გეგმის შესრულების გზაზე, მათი ხედვა უპირატესია. თუკი ევროკომისიის მიზანი უკრაინაში ამ კანონის იმპლემენტაციაა, ლოგიკურია, ჩვენთან მიმართებაში აღნიშნული კანონის მიღება და იმპლემენტაცია სწორი უნდა იყოს,”-  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანიშვილმა განაცხადა. ოხანაშვილის განმარტებით, უკრაინული მოდელი ოთხ ძირითად კომპონენტს ეფუძნება და მათი გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილი  ვერავითარ შემთხვევაში  ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად. ,,უკრაინული მოდელი ოთხ ძირითად კომპონენტს ეფუძნება: – ეს არის შესაბამისი პირის მხრიდან პოლიტიკაში ჩარევა, დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი, გავლენა მედიაზე და დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე.…

მეტი...

ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს ჩაინიშნა

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი შვებულებების პერიოდია, რის გამოც მოსამართლეებს გრაფიკი გადანაწილებული აქვთ. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ორ თვე-ნახევრის შემდეგ პროცესის ჩანიშვნა ვადების დარღვევაა. ნიკა გვარამიას ადვოკატმა პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებისა და მის მიერ “იმედისთვის” მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა. ამასთან, ადვოკატმა  ნინო ლომჯარიას, მაია კოპალეიშვილის, ნიკა სიმონიშვილის, გვანცა წულუკიძის გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლეთა  კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  

მეტი...

,,შემთხვევების დიდი ნაწილი მსუბუქია და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას”- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კორონავირუსის შემთხვევები, რომელიც მიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. მისი თქმით, ინფიცირებას გაციების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. ,,შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

,,გოგაშვილი მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მხილების პროცესი 2 წელი არ იჭიმება ხოლმე”- ნიკა გვარამია

,,არ ვიცი რას გამოაქვეყნებს გოგაშვილი და რას არა, მაგრამ აქამდე იგი მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მხილების პროცესი 2 წელი არ იჭიმება ხოლმე, 2 წელი იჭიმება ვაჭრობის პროცესი,”- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, სოსო გაგაშვილზე საუბრისას განაცხადა. ,,მთავარი არხის” დამფუძნებლის თქმით, არსებობს ძალიან მაღალი რისკი უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველმა კადრებმა ,,გაჟონოს”. ,,რისკი არის ძალიან დიდი ამ საქმეში, რისკი იმისა, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი, არა მხოლოდ პირადი საუბრები, არამედ ის რაც გვესმის, ინტიმური ცხოვრება მათ შორის, აი ეს ყველაფერი მოაგროვოს სუს-მა, დააბრალოს გოგაშვილს. რამდენიმე აღიარება…

მეტი...

,,მათთვის მთავარი ინტერესია არა ევროპა, არა საქართველო, არამედ ძალაუფლების დაბრუნება“- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროკომისიის იმ რეკომენდაციაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, განიხილეს უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონიც. „დღეს გვქონდა პირველადი შეხვედრა. ამ პროცესის ხელმძღვანელი იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე. დეოლიგარქიზაციის საკითხი საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით არის რეკომენდაციებში. უკრაინის შემთხვევაში, რეკომენდაციებში საუბარია არსებული კანონის იმპლემენტაციაზე, ვინაიდან, უკრაინაში ეს კანონი მიღებულ იქნა შარშან შემოდგომაზე და მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. ამიტომ, რეკომენდაცია არის იმპლემენტაცია. აქედან, ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით ვივარაუდოთ, რა შეიძლება, იგულისხმებოდეს ჩვენი რეკომენდაციის შემთხვევაში. ასევე, განვიხილეთ უკრაინული კანონი,…

მეტი...

,,მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს”- ნიკა გვარამია

ამ წუთებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის  ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, დეოლიგარქიზაციის მისეულ ხედვაზეც ისაუბრა. ,,მთავარი რაუნდი უნდა იყოს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს. ძალიან სასაცილოა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, მოლოდინი ამ კანონის. კანონები არ არის კრიზისების განმუხტვის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალება. სხვათა შორის ძალიან კარგია ეს გადავადება ძალიან კარგი, უკიდურესად. ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ იყოს სიმწვავე. მოხდეს არა დეპოლარიზაცია, სრულიად არაკორექტული მგონია ეს ტერმინი, ბოდიში. დეესკალაცია. იმიტომ, რომ დეპოლარიზაცია ნიშნავს ორ თანაბარი…

მეტი...

,,უზბეკეთის რესპუბლიკისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია”- ირაკლი ღარიბაშვილი

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულია. “ნაყოფიერი საუბარი მქონდა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების ფართო სპექტრი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა”- შალვა პაპუაშვილი

,,დეოლიგარქიზაცია არის ქართული დემოკრატიის მიმართ შეურაცხყოფა, ვინაიდან ამბობენ, რომ ამ ქვეყანას არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, არამედ ეს ხელისუფლება არის თითქოსდა ფასადი და ვიღაცის დიქტატის ქვეშ მოქმედებს,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. „ამ წერილის მთავარი შინაარსი მე მგონი ცოტა არასწორად ესმით. ამ წერილის შინაარსი არის შემდეგი: როდესაც საუბარი არის ოლიგარქიზაციაზე, აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვისზე საუბრობენ, როგორც ოლიგარქი, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვისზე საუბრობენ, როგორც ხელისუფლებაზე. როდესაც…

მეტი...

,,ლაშა ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას”- ნიკა გვარამია

,,მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას, 8 კვირით გადადეს პროცესი და ზუსტად მივიდა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე, ამ კარში შესვლის დროს კარები დაკეტეს, – ამის შესახებ  ნიკა გვარამიამ, სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მისი საქმის განხილვა მიმდინარეობს. გვარამიას თქმით, არ ელოდა მისი საქმის გარშემო ამგვარ რეაქციებს არ ელოდა. “მე არ ველოდი გულწრფელად გეტყვით ასეთ რეაქციას, რეაქცია რომ იქნებოდა ვიცოდი, მაგრამ ასეთ რეაქციას არ ველოდი, ამ რეაქციის გარკვეული ნაწილი, რომ გითხრათ, მერჩივნა, რომ არ ყოფილიყო. ახლა გეტყვით, რაზე მე არ მინდა ვილაპარაკო იმაზე და განსაკუთრებით წიაღსვლებში…

მეტი...

,,სინამდვილეში მუშაობა და რაღაც საკითხების განხილვა კი არ სურთ, არამედ სცენების დადგმა”- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დღესაც თავი აარიდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას. მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიებს არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით სწორედ გაეკეთებინათ პრეზიდენტისადმი მიმართვა „ისინი სამუშაო ჯგუფში არ მოვიდნენ და არ საუბრობენ იმ საკითხებზე, რომელიც 12 პუნქტში შედის. ეს კლიშირება უკვე მომაბეზრებელია, მათ შორის ერთი და იგივე ტერმინის გამოყენება – შეეშინდა, შეუტია. დაზეპირებული სამი სიტყვაა, რომელსაც ატრიალებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილად. გუშინ მარტივი რაღაც მოხდა – ოპოზიციის რადიკალურ ფრთას – „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიოს, „ლელოსთან“ და „სტრატეგიასთან“ ერთად არ ეყო ის მინიმალური კომპეტენციაც…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე”- ნიკა გვარამია

ამ წუთებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის  ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს ხელისუფლებაზე ისაუბრა. ,,ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ, საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე. დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის, როდესაც სძულხარ, დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის როცა ეზიზღებით, დეგრადაციის ბოლო საფეხური არის, როცა დაგცინიან. როცა მოდური ხდება შენი ქილიკი და დაცინვა. მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა – ქართული ოცნება გახდა გოიმობა. მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის, ყველა ხელისუფლება,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მეტი...

„ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო”- ალეკო ელისაშვილი

პარტია  “მოქალაქეების” წევრი, ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილის წაკითხვის შემდეგ, არ იცოდა სად წასულიყო სირცხვილით. „ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე გუშინ, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, მინდოდა მიწა გამსკდარიყო. თან წერილს უგზავნის ადამიანს, რომელიც ამ დროს აზერბაიჯანშია ჩასული და ნავთობის და გაზის მიწოდების გაორმაგებაზე საუბრობს, იგულისხმება საქართველოც, რომ სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდოს ქვეყნის. იმ დროს სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილი, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ საკითხში ყოფილიყო ჩართული და ამ დროს უგზავნის წერილს, აქ ერთი დიდი მდიდარი კაცია,…

მეტი...

,,როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე”- ნიკა გვარამია 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც, რომელმაც საქმის განხილვის დაწყებამდე განცხადება გააკეთა მისი საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე. გვარამიას თქმით, დასაგმობია მოსამართლის ოჯახის წევრების მიმართ ბულინგი. ,,მოვისმინე ბატონი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებები, არ ვიცი მოსამართლის ეთერებში სიარული და ზემდგომი სასამართლოსთვის მიმართვა რას ემსახურება. როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე. ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება ბულინგი მისი მეუღლის და შვილების მიმართ, როგორი მიზეზიც არ უნდა…

მეტი...

საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების  მითვისების ფაქტს. ,,დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის…

მეტი...

,,ჩემი პატიმრობა არის პოლიტიკური შინაარსის”- ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც, რომელმაც საქმის განხილვის დაწყებამდე განცხადება გააკეთა. ,,მე მივიჩნევ და ეს სააპელაციო საჩივრითაც იკითხება, რომ ჩემი პატიმრობა არის პოლიტიკური შინაარსის, უკანონო. ზოგადად პოლიტიკურ სიტუაციაზეც მინდა განცხადების გაკეთება, რადგან მივიჩნევ, რომ უშუალო მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი არსებობს შექმნილ მდგომარეობასა და ჩემს პატიმრობას შორის,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.  

მეტი...

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ნიკს გვარამიაც. ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. მისი თქმით, როდესაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი აწვდის პირდაპირი ეთერი მასალებს სხვა არხებს, ხშირად ტექნიკური ხარვეზები ფიქსირდება და მოსამართლეს სთხოვა ,,მთავარი არხისთვის” ნება დაერთო სხდომის გაშუქებისთვის. აღნიშნული თხოვნით მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამაც. მოსამართლემ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მეტი...

,,სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზეა დამოკიდებული, ლაშა ჩხიკვაძის უკანონო განაჩენს ძალაში დატოვებენ, თუ პირიქით”- დიმიტრი საძაგლიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც. სხდომის დაწყებამდე, ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზეა დამოკიდებული შეცვლიან თუ არა, პირველ ინსტანციაში მიღბულ გადაწყვეტილებას. „არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ პროგნოზები გავაკეთო. რეალურად, დღეს უკვე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე: მერაბ ჯორბენაძეზე, დავით მამისეიშვილსა და ლავრენტი მაღლაკელიძეზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. კერძოდ, ლაშა ჩხიკვაძის უკანონო განაჩენს ძალაში დატოვებენ, რომლის შედეგად, ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი მივიღეთ და რომლის შედეგად, საქართველოს ევროპული მომავალი და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე…

მეტი...

ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს

აშშ-ის საელჩოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს მივა. შეგახსენებთ, “ტვ პირველის” დამფუძნებელის, ვატო წერეთელის განცხადებით, 30 ივნისს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ.

მეტი...

,,განიხილება დეოლიგარქიზაციის თაობაზე კანონის მომზადება, ოპოზიციას უკრაინულ მოდელს შევთავაზებთ”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტში  ოპოზიციის და მმართველ გუნდის წარმომადგენლებს შორის,  დახურული ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც დეოლიგარქიზაციის თაობაზე კანონის მომზადება განიხილება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის კანონის, უკრაინულ მოდელს შესთავაზებს. „დღევანდელ დახურულ შეხვედრაზე განიხილება დეოლიგარქიზაციის თაობაზე კანონის მომზადება. ოპოზიციას უკრაინულ მოდელს შევთავაზებთ, რომელსაც ეს კანონი აქვს მიღებული. ჩვენ გავმართავთ იმ პრინციპების პრეზენტაციას, რომელსაც უკრაინული კანონი ეყრდნობა და მოვისმენთ პოზიციებს. შეგვიძლია, ეს კანონი ავიღოთ, როგორც საფუძველი. უკრაინული კანონის ოთხი კრიტერიუმია განსაზღვრული – მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს,…

მეტი...

„რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოვაწერეთ, ეს სიცანცარე იყო”- ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტიამ რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოაწერა, იმ მიზეზით, რომ ეს ,,სიცანცარე” იყო. მისივე თქმით,  ოპოზიციის ,,სიცანცარის” გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა. „რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოვაწერეთ, ოპოზიციას ვეუბნებოდით, რომ ეს სიცანცარე იყო. მათ ვუთხარით, როგორ უნდოდათ, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოეტანათ, თუ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ იყო, რადგან 113 ხმა უნდა. ოპოზიციის ხმები რომ გაამრავლო, მაინც არ ეყოფოდა. რატომ აკეთებენ ამას? კი ბატონი, პოლიტიკაა და შოუს ელემენტებს შეიცავს, მაგრამ მხოლოდ შოუ ხომ არ უნდა იყოს? გუშინ, ხალხს რა ვაჩვენეთ, „ქართულ ოცნებას“…

მეტი...

,,სააპელაციო სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს სერიოზული ხარვეზები ნიკა გვარამიას საქმეზე”- ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს  ნიკა გვარამიასადმი გამოტანილი განაჩენი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს არსებული ბერკეტები და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ,,სააპელაციო სასამართლოს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს მართლმსაჯულების ის სერიოზული ხარვეზები რაც ჩვენ ვიხილეთ პირველი ინსტანციაში.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს  გამოტანილი აქვს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განაჩენი. ერთ-ერთ ბრალთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ  დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ იყო.  კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური…

მეტი...

ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერთან ერთად სკვერში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი მოინახულა და ყვავილებით შეამკო. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე განთავსებულია შოთა რუსთაველის ძეგლი და ასევე, მიმდებარე სკვერიც შოთა რუსთაველის სახელობისაა. უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ აბდუშელიშვილის ინიციატივითა და ტაშკენტის მერიის ხელშეწყობით რუსთაველის ძეგლსა და სკვერს სრული რეკონსტრუქცია 2022 წელს ჩაუტარდა. ამასთან, უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაშკენტის მერთან, ჯახონგირ არტიკხოჯაევთან…

მეტი...

,,უზბეკეთის პრემიერთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს. „იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში და მოხარული ვარ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს ვხვდები. შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ ყველა მიმართულებით“, -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,მათთვის მნიშვნელოვანია არა ევროინტეგრაცია, არამედ ერთი, კონკრეტული ადამიანის პირადი ინტერესები”- დაუშვილი ღარიბაშვილის წერილზე

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. დაუშვილის თქმით, აღნიშნული წერილი ადასტურებს,  რომ მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია არა ევროინტეგრაცია, არამედ ერთი, კონკრეტული ადამიანის პირადი ინტერესები. „გუშინ ერთ ჭკვიან ადამიანს ეწერა, რომ არ ახსენდება ღარიბაშვილს ევროკავშირისთვის ასე წერილობითი ფორმით მიემართოს და მოეწოდებინოს, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო საქართველოს. სწორედ ამაშია საქმე, როცა ქვეყანას სჭირდება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, მაშინ ვერ ვხედავთ ვერავითარ ქმედით ნაბიჯს მთლიანად მთავრობისგან და არამხოლოდ ღარიბაშვილისგან. როცა საჭირო გახდა მისი წერილი და მიმართვები ერთი კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარე, ღარიბაშვილი და მთელი…

მეტი...

,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ახორციელებენ ყველას მობილიზაციას, პატიმრებსაც კი აგზავნიან ფრონტზე“- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით,  საოკუპაციო ძალები, პატიმრებს ფრონტის წინა ხაზზე აგზავნიან. მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს დასახლებული რაიონების დაბომბვას. „რუსები თითქმის განუწყვეტლივ ბომბავენ როგორც ლუგანსკის ოლქს, ასევე დონეცკის ოლქის დასახლებულ რაიონებს. დღის განმავლობაში ოკუპანტები ერთდროულად ოთხი მიმართულებით ცდილობდნენ თავდასხმის განხორციელებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისინი უკვე ახორციელებენ ყველას მობილიზაციას, ვისაც კი ხედავენ. კრიმინალური მუხლებით გასამართლებულ პატიმრებსაც კი აგზავნიან ფრონტზე“,- განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

მეტი...

,,საქართველოს და უზბეკეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩემი ვიზიტის მიზანია, ეს ურთიერთობები სხვა დონეზე ავიყვანოთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. აქვე, ხაზი გაესვა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. ხაზი გაესვა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის…

მეტი...