ერდოღანი ისევ იმუქრება, რომ ნატოს გაფართოებას გაყინავს

თურქეთის პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთისგან პირობის შესრულებას ისევ ითხოვს. თუ ეს ორი ქვეყანა თურქეთის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი ნატოს წევრები ვერ გახდებიან. საუბარია ტერორისტების თურქეთში ექსტრადირების თემაზე. შეგახსენებთ, რომ ერდოღანი ამ ორ ქვეყანას თურქი ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს. „კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გავყინავთ პროცესს, თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი პირობების შესასრულებლად. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ შვედეთს არ აქვს კარგი იმიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. ფინეთმა და შვედეთმა პირობა დადეს რომ აღნიშნული საკითხი მოგვარდებოდა. პრობლემასთან დაკავშირებით თურქეთში ნატოს გენერალური მდივანიც ი ჩავიდა, რომელიც პრეზიდენტს…

მეტი...

,,ბანკი თვითდაზიანებას იყენებს და ამ დაზიანებას შვეიცარიულ საბანკო სისტემას აყენებს”- ირაკლი კობახიძე ივანიშვილის და Credit Suisse-ის დავაზე

,,ის რომ მედია ამ ყველაფრით არ ინტერესდება ზუსტად ისეთივე უცნაურია, როგორც ის, რომ ბანკი თვითდაზიანებას იყენებს,”- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-თან დავით შვეიცარიული მედია არ ინტერესდება. კობახიძის განმარტებით, ერთ-ერთი პრესტიჟული შვეიცარიული ბანკი ახლა თვითდაზიანების მდგომარეობაში იმყოფება და აზიანებს, როგორც   შვეიცარიულ საბანკო სისტემას, ასევე  მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს. „რატომ შეიძლება თვითდაზიანების მდგომარეობაში იყოს ერთ-ერთი პრესტიჟული შვეიცარიული ბანკი, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი და რამე პოლიტიკური კავშირი აქვს თუ არა ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც ბანკი მიუთითებს იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და…

მეტი...

,,თუ ომი გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი,  თუ ომი გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება. „მინისტრები ერთხმად შეთანხმდნენ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომის გაგრძელების საჭიროებაზე და უკრაინისთვის მთელი ჩვენი მხარდაჭერის აღმოჩენაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მის ბრძოლაში. უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, ჩვენ მივაწვდით მას. თუ ომი გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შევთავაზე მომდევნო ტრანში. ეს არის პოლიტიკური შეთანხმება და გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებენ, მაგრამ დღეს მინისტრები ამაზე დათანხმდნენ. მაგიდაზეა წარმოდგენილი ერთობლივი წინადადება, რომელიც კიდევ უფრო მეტი ზომების დაწესებას…

მეტი...

,,ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს”- მამუკა მდინარაძე გოგაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმიანება. მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას შესაძლოა ხარვეზები ჰქონდეს, თუმცა სამხილებელი არაფერი აქვს. „ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ დაკავებას თუ გადაწყვეტილებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. „ოცნებას“ სამხილებელი არაფერი აქვს! ხარვეზები ყველას აქვს, მაგრამ სამხილებელი, როგორც ეს უნდათ ზოგიერთ ძალებს, არაფერი გვაქვს, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით! რაც შეეხება კონკრეტულ დაკავებას, ეს სამართალდამცავების საქმეა და ჩემი საქმე არ არის. მართლა უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ადამიანის დაკავებიდან მეორე მესამე დღეს გვეკითხებიან დეტალების შესახებ. ეს არ…

მეტი...

,,ღარიბაშვილის წერილი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება”- გიორგი გახარია

პარტია  “საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია,  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. როგორც გახარია აღნიშნავს, ღარიბაშვილის წერილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. ,,პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. მე მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი”,- წერს გიორგი გახარია. ,,ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერები საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად”- ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მეტი...

,,გავაორმაგებთ გაზის მიწოდებას აზერბაიჯანიდან ევროკავშირში”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთისგან დივერსიფიცირება და უფრო სანდო პარტნიორებზე გადართვა. მოხარული ვარ, რომ მათ შორის აზერბაიჯანიც მეგულება,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გაზის მიწოდებას აზერბაიჯანიდან გააორმაგებს, რაც დაეხმარება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის კომპენსირებას. „უკრაინაში რუსეთის ბრუტალურ შეჭრამდეც რუსული გაზის მიწოდება ევროკავშირში სანდო აღარ იყო, ამიტომ ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთისგან დივერსიფიცირება და უფრო სანდო პარტნიორებზე გადართვა. მოხარული ვარ, რომ მათ შორის აზერბაიჯანიც მეგულება. თქვენ ნამდვილად ხართ უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორი ჩვენთვის და ყოველთვის სანდო იყავით. უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხართ არა მხოლოდ უსაფრთხო…

მეტი...

,,რაც არ უნდა მოიგონონ, ვერ გააპრავებენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობენ“- მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

,,ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ გამოაცხადა, მივყვებით და ჩაერთონ ამ პროცესში. რაც არ უნდა მოიგონონ, პარალელური პროცესები, ვერ გააპრავებენ იმას, რომ ისინი რეალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობენ“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, სამართლებრივად და ტექნიკურად რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდებოდა, სესია ვერ გაიხსნებოდა, რადგან კომიტეტებზე საკითხების განხილვა არ ყოფილა. „ორი მდგენელი აქვს ამ ყველაფერს. ერთი, სამართლებრივ ტექნიკური და მეორე, პოლიტიკური. როდესაც მოიწვია პრეზიდენტმა დეპუტატების მოთხოვნით სხდომა, იმ ოთხი საკითხიდან, რაც დღის წერიგში ეწერა, ხომ არ იცით რომელიმე საკომიტეტო მოსმენაზე განხილული რომ ყოფილიყო? არც ერთი არ…

მეტი...

,,არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, დაიბაროს მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძე

,,არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით,”- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებას. კობახიძის განცხადებით, მოსამართლემ  სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა და ფაქტობრივად ბრალდება არის წაყენებული კონკრეტული დიპლომატის მიმართ. „საკმაოდ სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა მოსამართლემ. პრაქტიკულად ბრალდება არის წაყენებული კონკრეტული დიპლომატის მიმართ, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მკაფიო პასუხის გაცემა. როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, განაჩენები ასეთი ხარისხით ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი. უნდა…

მეტი...

,,სოსო გოგაშვილს წლებია, „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, გოგაშვილის დიდი ხანია შემხებლობა აღარ აქვს „ქართულ ოცნებასთან“  და აღნიშნულ საქმეზე კომენტარი პოლიტიკოსებმა არ უნდა აკეთონ. „მას ( სოსო გოგაშვილს) ძალიან დიდი ხანია შეხება არა აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ეს ერთი და მეორე, უმჯობესია, რა თქმა უნდა, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები აკეთონ არა პოლიტიკოსებმა, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა და ეს ასეც იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ სამართალდამცავი ორგანოების კომენტარს იმასთან დაკავშირებით თუ რას ეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და დეტალებს მოისმენთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის…

მეტი...

,,ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თავად შეუძლია”- ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. კობახიძის თქმით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან. „მთავარი მიზანი არის რა – ჩვენ ვნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება როგორც რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს, რათა სპეკულაციებისთვის არ დარჩეს…

მეტი...

,,არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც შემოგვთავაზა ოპოზიციამ“- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ   განაცხადა უარი „ქართულმა ოცნებამ“, ევროკავშირს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს იმ ,,სპექტაკლში”, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა. ,,სავარაუდო დღის წესრიგი ჰქონდა ოპოზიციას შედგენილი, წარმოდგენილი იყო ოთხი საკითხი. ოთხივე საკითხზე ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული. პირველი, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, წელს არ ვაპირებთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, ამაზე მყარი პოლიტიკური პოზიციაა. რაც შეეხება ანტიკორუფციას და სასამართლო საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია ორი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი და წარვადგინეთ კონკრეტული ვადები, შემჭიდროებული ვადები, რა ვადებშიც…

მეტი...

მკვლელობა ზესტაფონში – კაცმა ნაცნობს ესროლა და ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ც. ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა [ვ.ც.] მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში…

მეტი...

,,უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს”- შარლ მიშელი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანაცმადაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა ახლა 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. „ევროპა აგრძელებს მომარაგებას მშვიდობისა და ჩვენი ღირებულებების დასაცავად. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა ახლა 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროპა უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გავზარდოთ მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის წარმოება”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა. „პირველ რიგში საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, USAID -ში. ყველა ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის საჭირო და ის ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა აგრარული დარგის განვითარების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.…

მეტი...

,,ჩემი მთავარი გზავნილია: იარაღი უკრაინისთვის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ევროპაში მშვიდობის აღდგენისთვის, უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილურობის დაცვისთვის, საჭიროა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს. კულება აღნიშნავს, რომ საჭიროა სანქციების გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ და მეტი იარაღის მიწოდება უკრაინითვის. „დღეს, ჯოზეფ ბორელის თავაზიანი მოწვევით, მივმართე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს. ჩემი მთავარი გზავნილია: იარაღი უკრაინისთვის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის პასუხისმგებლობა არის სამი გზა ევროპაში მშვიდობის აღდგენისთვის, უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილურობის დაცვისთვის. იარაღი: მადლობელი ვარ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში დამატებით 500 მილიონი ევროსთვის და მოვუწოდებ დამატებით ორმხრივ სამხედრო დახმარების გამოყოფას. სანქციები: ენერგეტიკული ემბარგო, ნავთობის ფასის შემცირება, ყველა…

მეტი...

,,თითქმის 10 თვეა ადამიანი ჰაერზე არ ყოფილა, მზე არ უნახავს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედში”  მოინახულა. ალასანიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ სუსტად გრძნობს თავს. „წარმოიდგინეთ, თითქმის 10 თვეა ადამიანი ჰაერზე არ ყოფილა, მზე არ უნახავს, მე ძალიან მეჩქარება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. იგივე სისუსტე აქვს, იგივე ბარბაცი. გუშინდელი დღის შემდეგ 1 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო. არ ვიცი რა არის მიზეზი. დღეს მგონი, რაღაც ანალიზების პასუხს ელოდებიან,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სუს-ის მოთხოვნას და შეეცადა საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას”- სუს-ი 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტზე ინფორმაციას ავრცლებს. მათი ინფორმაციით, გოგაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის განიყენებით მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. მათივე ცნობით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას და არ გახსნა შესასვლელი კარი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პერსონალური მონაცემების ხელყოფის (სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-თან დავით შვეიცარიული მედია არ ინტერესდება

ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი შვეიცარიულ ბანკთან დავაში, იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ ვალდებულებების უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შვეიცარიულ მედიას. იურიდიული კომპანიის განცხადებით არც ერთმა მედიასაშუალებამ არ ისურვა აღნიშნული ტექსტის გამოქვეყნება. „2022 წლის 7 ივლისს იურიდიული ფირმის „ემ-ქეი-დი“ მიერ გამოქვეყნდა პრესრელიზი, რომელიც ბანკისა და მისი სატრასტო სტრუქტურების მხრიდან კლიენტის მიმართ არსებულ ვალდებულებათა იმგვარ დარღვევებს შეეხებოდა, რომლებსაც არათუ გამართლება, არამედ ახსნაც კი არ გააჩნია. მოცემულ პრესრელიზში ვაცხადებდით, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში არის და რომ მისი მოქმედებები ანგრევს არათუ უშუალოდ Credit Suisse-ის იმიჯს, არამედ…

მეტი...

,,ის არის ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარი, რომლისაც ძალიან ეშინოდათ”- გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გოგაშვილის მეუღლე მიიჩნევს, რომ  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტპატიმარია. ,,ეგენი არიან რუსი ოცნების პროკურორები და რუსი ოცნება ყველანაირად ცდილობს დახუროს სასამართლო პროცესი, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე. სოსო გოგაშვილმა როცა თქვა, რომ ვამხელ, ესე იგი, იქნება მხილებული, ის არის ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარი, რომლისაც ძალიან ეშინოდათ”, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა. ცნობისთის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური…

მეტი...

,,ვისაც გვინდა ევროპასთან საქართველოს მომავლის დაკავშირება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვიქცევით”- დავით უსუფაშვილი

,,ჩვენი გეგმები იქნება მიმართული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიერ იმ ამოცანების შესრულებისკენ, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად,”- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  ის რომ რიგგარეშე სესიაში მონააწილეობაზე მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა, სწორი ნაბიჯი არ არის. ,,სამართლებრივად კონსტიტუცია ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რიგგარეშე სესია პრეზიდენტი იწვევს და შემდეგ ბიურო ადგენს იმ გეგმას, რომლითაც უნდა იმუშაოს, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობა უმრავლესობამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, რაც სწორი ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ ყველა, პირველ რიგში კი, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს შეხების წერტილების გაჩენას და არა პირიქით. საკონსტიტუციო ცვლილებები თავისთავად,…

მეტი...

,,არ არსებობს მტკიცებულება, რომ სოსო გოგაშვილმა რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა”- გოგაშვილის ადვოკატი

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გოგაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოსო გოგაშვილმა რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა. მისივე თქმით, წერილობით სოსო გოგაშვილს არანაირი ინფორმაცია არ მოუპოვებია რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. ,,არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოსო გოგაშვილმა რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, თუმცა არის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი და მოწმე, სადაც სოსო გოგაშვილი ერთ-ერთ პიროვნებას ეკითხება, ნამდვილად გადმოკვეთა თუ არა საზღვარი ამა და ამ პიროვნებამ. იმ პერიოდში, როცა სოსო გოგაშვილმა ეს ინფორმაცია მოითხოვა…

მეტი...

,,სირცხვილია, ვიცე-პოლკოვნიკს ედავებიან, რატომ ამხილე რუსი ჯაშუშებიო, შეკერილი საქმეა”- გოგაშვილის შვილი

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გოგაშვილის შვილის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე ,,შეკერილია”. ,,სირცხვილია, ვიცე-პოლკოვნიკს ედავებიან, რატომ ამხილე რუსი ჯაშუშებიო, ეს ხო სასაცილოც აღარ არის. შეკერილი საქმეა, თქვენც ხო მოისმინეთ, რომ არ აცადეს ლაპარაკი, არ უნდათ რომ თქვას სიმართლე, იმიტომ რომ ეშინიათ, რცხვენიათ მაგ სიმართლის, იციან რომ ეს არის შეკერილი საქმე”, – განაცხადა ნიკა გოგაშვილმა. ცნობისთის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური…

მეტი...

ოთარ შამუგიას განცხადებით, რაჭაში ეროვნული პარკი შეიქმნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი დაარსდება. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოთარ შამუგიას თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა დავიცვათ უნიკალური ბუნება,  განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი. „დღეს საქართველოს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონის პროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 800 ჰექტარზე დაარსდება ეროვნული პარკი. ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა დავიცვათ…

მეტი...

,,შვეიცარიული ბანკი, რეზოლუციას იყენებს ბიძინა ივანიშვილის უფლებების შესალახად, რაც ქვეყნის დისკრედიტაციაა”- ირაკლი ღარიბაშვილი

საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევარის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის,”- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. პრემიერის თქმით, რეზოლუციის საფუზველზე შვეიცარიულმა ბანკმა, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური გადარიცხვები შეუჩერა. ,,რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად…

მეტი...

სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმაპროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები გოგაშვილის გირაოთი,  50 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ მოითხოვდნენ. ცნობისთვის,  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით აქვს წარდგენილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შემდეგი სასამართლო სხდომა 8 სექტმებერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მეტი...

,,ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას”- ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს

,,იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას,”-  ამის შესახებ ნათქვამია  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვს, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. „გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის…

მეტი...

,,რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად,”- ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. პრემიერის განცხადებით,  9 ივნისს ევროიპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში არსებული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. „რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების…

მეტი...

„დღეს, „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია არ ჩატარდება. ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი. „დღეს, „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალწინ მოვახდინეთ მათი ლუსტრაცია, მაგრამ დიდი პოლიტიკური მარცხი მათ უნდა განიცადონ შემოდგომაზე, იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ. ეს ჩარაზული კარი არის იმის სიმბოლო, როგორ უნდათ, რომ ჩარაზონ საქართველოს პერსპექტივა და ევროკავშირი არ შემოახედონ საქართველოში, დაგვტოვონ რუსეთთან პირისპირ. სამწუხაროდ, ეს…

მეტი...

,,ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერები საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, 9 ივნისს ევროიპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში არსებული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. „როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული…

მეტი...

„შემაგდეს სოროში, სადაც ეწერა: „ჟიზნ ვარამ“ – სოსო გოგაშვილი

სასამართლო სხდომის დახურვამდე, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მის სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ ჩადო. მისივე თქმით, ე.წ. მოდულის შენობაში სოროში შეაგდეს. „ჩემს მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება და ბავშვების სტრესის ქვეშ ყოფნა. მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს. არ მომცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება. უკანასკნელი შეურაცხყოფა, რაც მე ვიგრძენი, იყო, როდესაც აქ მომიყვანეს, შემაგდეს სადღაც სოროში კრიმინალებთან ერთად, სადაც კედლებზე ეწერა ,,ჟიზნ ვარამ”. ეს არ უნდა ხდებოდეს და ასე არ უნდა ექცეოდნენ სახელმწიფო მოხელეს,”- განაცხადა სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მეტი...

,,არანაირი ტერიტორიის გასხვისება არ მომხდარა, საუბარია კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე”- ოთარ შამუგია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ რაჭის ტყე გაასხვისეს. როგორც ოთარ შამუგია აღნიშნავს, სალიცენზიო პირობების შესაბამისად, კომპანიას ძალიან ბევრი ვალდებულება ექნება შესასრულებელი. „არანაირი ტერიტორიის გასხვისება არ მომხდარა. საუბარი არ არის გასხვისებაზე, საუბარია გარკვეულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 105 000 ჰექტარ ფართობზე სალიცენზიო პირობების შესაბამისად კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, რომელსაც თან სდევს ძალიან ბევრი ვალდებულება. არსებობს ჩამონათვალი, რომელიც კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე და განახორციელოს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას არ ექნება ტყეში შესვლისა და სხვადასხვა რესურსით სარგებლობის უფლება. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ…

მეტი...

შოიგუმ რუსულ არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურება უბრძანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურების ბრძანება გასცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პრიორიტეტი ახლა მაღალი სიზუსტის იარაღით მტრის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და არტილერიის განადგურებაა. „არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა რა დაჯგუფების დარტყმის შესაძლებლობების გაძლიერება, დაავალა მეთაურს, პრიორიტეტი მიანიჭოს მაღალი სიზუსტის იარაღით მტრის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და არტილერიის განადგურებას, რომლითაც ხორციელდება დონბასის დასახლებების საცხოვრებელი უბნების დაბომბვა და ხორბლის ველების, ასევე მარცვლეულის შესანახი საწყობების მიზანმიმართული გადაწვა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

,,როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი”- გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის განცხადებით,  ოჯახი მუქრის წერილებს იღებს. მისივე თქმით, სახლსა და ავტომობილებში მოსასმენი აპარატურებია დამონტაჟებული. მარტოფლიშვილი აღნიშნავს, რომ გოგაშვილის ოჯახი არ გაჩუმდება და ხელისუფლება მისგანაც “მიიღებს საჩუქარს”. ,,მაინტერესებს, თუ სოსო დამნაშავე იყო, აქამდე სად იყვნენ? ეს ცოტა სასაცილოა. რაც ჩვენს სახლში იკადრეს, დღესაც არაფერი გამიკვირდება. მოდის მუქარა ჩემი ოჯახის და შვილების მისამართით, ვიღებთ შეტყობინებებს მათ შორის კეთილისმსურველებისგან, რომ ფრთხილად იყავით, კამერები დააყენეთ მანქანებზეო. პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან, როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი,…

მეტი...

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საჯარო სამსახურში ხელფასები გაიზრდება

,,გასულ წელს, როდესაც დამტკიცდა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი, განსაზღვრული იყო გარკვეული პრინციპები, როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი. შესაბამისად, დაევალა საქართველოს მთავრობას, წარედგინა პარლამენტისთვის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში ხელფასების მოწესრიგება”,- ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2026 წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით 10 პროცენტით გაიზრდება. ,,2026 წლის პირველი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში გაიზრდება არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი. ასევე, 2026 წლიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი…

მეტი...

,,ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა”- სოსო გოგაშვილი

მოსამართლემ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დახურა. დახურვაზე შუამდგომლობა პროკურატურამ პროცესის დაწყებისთანავე დააყენა. გოგაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. დახურვამდე, მოსამართლემ გოგაშვილს საშუალება მისცა სპეცოპერაციისა და მისი დაკავების დეტალებზე ესაუბრა. გოგაშვილის  თქმით, მის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და ახლა ასამართლებენ, რუსი ჯაშუშების მხილებისთვის. ,,ღამის ორ საათზე, ჩვენს სახლში მოხდა შემოჭრა. არ მომხდარა არნაიარი წესების დაცვა. მათ ჰქონდათ განჩინება ჩხრეკზე და არა დაკავებაზე. მე მათ განვუმარტე, რომ სახლში იმყოფებოდნენ მცირეწლოვნები და ვუთხარი, რომ უკანა ოთახში გავიყვანდი და შემდეგ გავუღებდი კარს. მათ გააგრძელეს კარების შემონგრევა, ასაფეთქებელს აყენებდნენ კარებზე.…

მეტი...

ხანძარი რუსთავში – ცეცხლი აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ მეორადი პოლიეთილენის პარკებს გაუჩნდა. როგორც “მთავარი არხის” ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეტი...