გოგაშვილმა დოკუმენტების საქართველოდან გატანა მოასწრო და უცხოეთში სანდო პირებს ჩააბარა  

როგორც „მოდულის“ შენობიდან გამოსული სოსო გოგაშვილის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, დოკუმენტები, რომლის გამოც გოგაშვილი დააკავეს, საზღვარგარეთაა გატანილი და სანდო ხელში ინახება. „მისი დაკავება მოხდა უკანონოდ. განხორციელებულია ბევრი სავარაუდო დანაშაული.   სანამ მის ეზოში დასაკავებლად შევიდოდნენ, გოგაშვილის მეუღლემ დაინახა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც იდებდა ლეპტოპს ზურგის არეში, საქამრეში. შემდეგ, ეს ლეპტოპი ფლეშკებთან და გარე მეხსიერების ბარათებთან ერთად ამოღებულ იქნა სახლის ჩხრეკისას…. როდესაც სოსო გოგაშვილს ხელები ჰქონდა შეკრული უკანა მხარეს, გაშლილ ხელებში მას უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით. რაც შეეხება დოკუმენტებს, ეს დოკუმენტები, რის გამოც ის დააკავეს, არის…

მეტი...

სოსო გოგაშვილი ადვოკატმა მოინახულა, ის დაკავების მოტივებზე საუბრობს

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ერთ-ერთი ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე შეხვდა. როგორც ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა მედიას განუცხადა, მისი დაკავება იმ მასალების გამოქვეყნებას ეხებოდა, რომელსაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში გეგმავდა. „თავს გრძნობს მხნედ და არის ბრძოლისუნარიანი. როგორც გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება ბოლო პერიოდში მის მიერ დაკავებულ საქმიანობას და ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს. ის მუშაობდა ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე. როგორც ამბობს, აქვს კონკრეტული შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები, თუ რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში და ამ დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას აპირებდა რამდენიმე დღის გამავლობაში. როგორც აცხადებს, ეს…

მეტი...

საქართველომ პორტუგალია 23:14-ით დაამარცხა

რაგბის ვარსკვლავმა, დავით ნინიაშვილმა ლელო ისევ დადო. ქუთაისის არენაზე საქართველოსა და პორტუგალიის შერკინება რამდენიმე წუთის უკან დასრულდა. საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 23:14-ით დაამარცხა. მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მეორე ნახევარში კი მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და თედო აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა და გამარჯვებით დაგვირგვინდა.

მეტი...

„სოსო გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება“ – სახალხო დამცველის წარმომადგენელი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მოდულის შენობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა როგორც ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა უფლებადამცველმა აღნიშნა, ფიზიკური დაზიანებები ხილულია. „მას უფლებადარღვევებზე ჰქონდა საუბარი. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელიც თვალსაჩინოა. როგორც ვიცი, ნახა უკვე ექიმმაც და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წარმომადგენლებს და როგორც ვიცი, მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბრალთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება და არანაირი შეტყობინება არ მისვლია. სახის არეში აღენიშნება შეშუპება. ხელის არეში და ფეხის არეში აქვს დაზიანებები, სილურჯეები., როგორც ამბობს, დაზიანებები დაკავების დროს მიაყენეს“…

მეტი...

„ასეთ სისულელეებზე არასდროს მისაუბრია“ – მეუფე ყველაფერს უარყოფს

სუს-ის მაღალჩინოსნის მეუღლის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გააკეთა. მეუფე უარყოფს, რომ მან სოსო გოგაშვილს მისი ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. „შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, – ასეთია მეუფეს განცხადება. შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მეუფე იაკობი მათ სახლში მივიდა და სოსო გოგაშვილს 3 გვარი დაუსახელა,…

მეტი...

გუდაურში პარაპლანით ფრენას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი დახმარება უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა.  

მეტი...

“არ შეგრჩებათ მკვლელებო! მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული” – გოგაშვილის შვილი

სუს-ის დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სოსო გოგაშვილს დაზიანებები აქვს მიყენებული და ამას არავის შეარჩენს. ის სპეცოპერაციის ორგანიზატორებს მკვლელებს უწოდებს. „მამა დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში, რაც განხორციელდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ღამბაშიძისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჩემი ოჯახის წევრების თანდასწრებით. ასევე დაკავების პროცესში დედა გახდა შეუძლოდ და 4 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს. სახლში დანაშაულებრივი და უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და…

მეტი...

„მას ახლა კი არ კითხავენ, საქმეს ურჩევენ“ – ხუხაშვილი გოგაშვილზე

პოლიტოლოგი, ბიძინა ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი გია ხუხაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „გოგაშვილის დაკითხვას რომ აზრი არა აქვს, გასაგებია. ყველა მისი დანაშაული ერთობლივი დანაშაულია და ისედაც კარგად იციან. ასე რომ, მას ახლა კი არ კითხავენ, საქმეს ურჩევენ. შეიძლება ჩაცუცქულებიც არიან…” – აცხადებს გია ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება.  

მეტი...

„მეუფე იაკობმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ პარტიიდან მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი“ – გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსმის მეუღლე აცხადებს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა მის მეუღლეს მიაწოდა ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის დაგეგმვის შესახებ. „სოსოს ჰქონდა მოლოდინი, რომ მას დააკავებდნენ. მასალები, მტკიცებულებები, რაც მას გააჩნდა, მოასწრო და უცხოელებს უკვე გადასცა.  შევეწირები და სიმართლე გაიმარჯვეს. მეუფემ დაურეკა ჩემს მეუღლეს და უთხრა, რომ პირადი საქმე ჰქონდა. მოვიდა და ეუბნება დაგეგმილიაო შენი ლიკვიდაცია. პარტიიდანო, ანუ, ღარიბაშვილი-ლილუაშვილისგან და ივანიშვილისგანო. ეს გვარები დაუსახელა. გამოვიდეს მეუფე იაკობი, ბიბლიაზე დადოს ხელი და დაიფიცოს, თუ მე ვიტყუები“ – აცხადებს სოსო გოგაშვილის მეუღლე.

მეტი...

„მაჩალიკაშვილს კი არა, ამ მთავრობას სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია“ – გოგაშვილის მეუღლე

დაკავებული სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლემ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოსო გოგაშვილი იმიტომ დააკავეს, რომ მისი ეშინოდათ. მან პატრიარქიც ახსენა და აღნიშნა, რომ როცა პატრიარქს სიბინძურე დააბრალეს, მთავრობის არც ერთი წევრი გამოსულა მის დასაცავად. „მე რომ ტკივილები დამეწყება, მორფის გარდა არაფერი მშველის., 4 საათი მატყუებდნენ, რომ სასწრაფო გამოძახებულია. მერე ჩემმა დამ უთხრა, გოგო იკეცებაო, მერე გავიდა ერთ-ერთი და გამომძიებელმა მითხრა ახლავე მოვაო სასწრაფოო. ტელეფონი ჩამორთმეული მქონდა, ყველას ჩამოგვართვეს ტელეფონები, ბავშვებსაც კი. თუ ჩემი მეუღლე დამნაშავე იყო, მოდი ლამაზად, განჩინება წამიკითხე და რაც კანონით ფარგლებშია ყველაფერი გავაკეთოთ. ტერორისტებს რომ იჭერდნენ, ზუსტად ეს…

მეტი...

„ტკივილებისგან მორფზე დამსვეს“ – სოსო გოგაშვილის ცოლი აცხადებს, რომ დაინახა, როგორც ჩაუდეს მის მეუღლეს 2 იარაღი

მას შემდეგ, რაც სოსო გოგაშვილი სახლიდან გაიყვანეს და მოდულში გადაიყვანს, სახლში მედიის წარმომადგენლები შეიყვანეს. დაკავების დეტალებზე ჟურნალისტებთან გოგაშვილის მეუღლემ ისაუბრა. „არ ვაპირებ გაჩერებას. როგორც დედა, როგორც ქალი გამაგიჟეს. ძალიან ბევრი რამ გავუტარე, ძალიან ბევრი ცილისწამება გავუტარე ყველას, მაგრამ ჯანმრთელობა მომირყიეს. ოპერაცია გამაკეთებინეს, პანკრეასი დამიზიანეს. ტკივილებისგან მორფზე დამსვეს, გუშინაც გერმანიაში მივდიოდით, კატე უნდა გადამეღო, ღამის 2 საათზე მესმის საშინელი ხმა, საშინელი ხმა, ბავშვს 10 წლისას ეგონა ტერორისტები მოვიდნენ და უნდა აგვაფეთქონო. შემოვიდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს, ღამბაშიძე, ნაძირალა. პირობას ვდებ, ან მე ვიქნები ან ღამბაშიძე. წიხლი დაარტყა ბეჭზე. აქვს…

მეტი...

სოსო გოგაშვილი მოდულის შენობაში გადაიყვანეს  

რამდენიმე წუთის უკან, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარი სახლიდან გაიყვანეს და მოდულის შენობაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მისი სახლიდან ყველა მისი ნივთი წაიღეს, რაც საჭიროდ ჩათვალეს. დატვირთეს რამდენიმე მანქანა და დაკავებულთა ერთად მოდულის შენობაში გადაიტანეს. გოგაშვილი წუხელ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, თუმცა, ამ დრომდე, ის საკუთარ სახლში ჰყავდათ დაკავებული და მხოლოდ რამდენიმე წუთის უკან გადაიყვანეს. მანამდე კი მის სახლში ჩხრეკა და სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებს, წაღებულია მათი პირადი ნივთებიც, ყველას ჩამოართვეს ტელეფონები და პირადი კომპიუტერები. ასევე, როგორც ოჯახი წევრები აცხადებენ, მათ საკუთარი თვალით ნახეს, როგორც ჩაუდეს სოსო გოგაშვილს საძინებელში…

მეტი...

„არჩევნების გაყალბების მონაწილე გოგაშვილი ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში“ – ოქრიაშვილი

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ის 2021 წლის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, განცხადებას ავრცელებს. როგორც დეპუტატი აცხადებს,  გოგაშვილი თავად იყო არჩევნების გაყალბების მონაწილე. „ბატონმა გოგაშვილმა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა და როგორც ჩანს, შესაბამისი მტკიცებულებები გადასცა ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოებას. აგრეთვე, ის თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს თათბირებს შპს „ოცნების“ წევრებთან ონლაინ, დისტანციურად. დასკვნა: სრულად ჩამოიშალა ოცნების ლეგიტიმაცია. არჩევნების გაყალბების მონაწილე ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში.  მალე დამთავრდება უკანონობა საქართველოში“ – აცხადებს ოქრიაშვილი.  

მეტი...

სუს-ი სოსო გოგაშვილის დაკავებაზე განცხადებას აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი დაკავებულია. სუს-ი დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ გოგაშვილის დაკავება ერთ-ერთ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით მოხდა. „დაკავება მოხდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად კი მისი დაკავება გარდაუვალი გახდა“ – აცხადებენ სუს-ში და სხვა, დამატებით ინფორმაცის არ ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილი წუხელ, სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავებამდე კი მან განცხადება გაავრცელა, სადაც მმართველ გუნდს გარკვეული მასალების გასაჯაროებით დაემუქრა. ასევე, აღნიშნა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები მან დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო…

მეტი...

“კანალიზაციის მანქანა მოვიდა, ვითომ ჭა უნდა გაეწმინდათ, მერე გადმოცვივდნენ ჯარისკაცები“ – სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში, რომელიც ხელისუფლებას მხილებით დაემუქრა, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება, სახლი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით, ირგვლივ, პერიმეტრი  სავსეა საპატრულო ეკიპაჟებითა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებით. გოგაშვილის ახლიდან არც არავის უშვებენ და არც შიგნით უშვებენ ახლობლებს. სოსო გოგაშვილის შვილმა კი პირველ კომენტარი გააკეთა და მედიასთან ისაუბრა, როგორ შეაღწიეს სპეციალურმა რაზმებმა მათ სახლში. „კანალიზაციის მანქანა მოვიდა, ვითომ ჭა უნდა გამოეცვალათ. მერე ორი „მუშა“ მოვიდა, მერე მოვარდნენ მარშრუტკები და გადმოცვივდნენ ჯარისკაცები, შემოანგრიეს კარები, ამერიკულ ფილმებში რომ არის, ვესტერნები, ეგეთი რაღაც იყო. კედელთან აყუდებული ვიდექი საკმაოდ დიდი ხანი, პატარა ბავშვი მყავდა სახლში 4 წლის.…

მეტი...

„ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან“ – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმიანება და აცხადებს, რო  ეს არის თავდასხმა. „ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან, ხოლო პარტნიორებს – თავს ესხმიან. „მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები აშშ-ს ელჩზე ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან და სტრატეგიულ პარტნიორებს პირადი ინტერესის გამო თავს ესხმიან”,- წერს გახარია „ტვიტერზე“.

მეტი...

სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს

წუხელ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოფიციალური უწყების მხრიდან დაკავებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე, განცხადება არ გაკეთებულა. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში, გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ გოგაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც 2021 წლის არჩევნების გაყალბებასა და ხელისუფლების სხვა „ცოდვებზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მტკიცებულება  დიპლომატებსა და არასამთავრობოებს გადასცა. მანვე ხელისუფლებას მიმართა, სასწრაფოდ დაკავშირებოდნენ „იმას“ (ბიძინა ივანიშვილს) და მიეღოთ სათანადო ზომები. ,,2021 წლის არჩევნების მიმდინარეობისას მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ ხმებს”- სოსო…

მეტი...

მელიქიშვილის გამზირის ნაწილზე ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტარას შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 15 ივლისის 22:00 საათიდან 20 ივლისის 10:00 საათამდე შემდეგ ლოტებზე: A255, A256, A257 და A258, ჯამში, 39 პარკირების ადგილზე იმოქმედებს. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მელიქიშვილის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები…

მეტი...