ბორის ჯონსონის სავარძლის დასაკავებლად 8 კანდიდატი იბრძოლებს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოზიციის დაკავება 8 ადამიანს სურს. კანდიდატები ოფიციალურად უკვე წარდგენილია. მათ შორის არის პროკურორი, ყოფილი მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და სხვა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინეს: ინგლისის სოციალური განვითარების ყოფილმა მინისტრმა კემი ბადენოხმა; გენერალურმა პროკურორმა სუელა ბრევერმანმა; პარლამენტის წევრმა ჯერემი ჰანთმა; სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პენი მორდონტმა; ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა; საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა; პარლამენტის წევრმა და საგარეო საქმეთა სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ ტუგენდჰათმა და ფინანსთა მინისტრმა ნადჰიმ ზაჰავიმ. კენჭისყრა ხვალ გაიმართება. ვინც პირველ ეტაპზე კონსერვატორი დეპუტატების 30 ხმაზე ნაკლებს მიიღებს, გამოირიცხება. 30 ხმას…

მეტი...

უკრაინის რადაში, იჩქერიის დამოუკიდებლობის კანონპროექტი დაარეგისტრირეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ, იჩქერიის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების შესახებ, რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის ინიციატორები,  დეპუტატები – ალექსეი გონჩარენკო და მუსა მაგომედოვი არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალის გამოყენებით მიიტაცა იჩქერიის ტერიტორია და პრეზიდენტ ზელენსკის, იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა. ,,მოვუწოდებ უკრაინის პრეზიდენტს, აღიაროს იჩქერიის დამოუკიდებლობა და მივმართავ ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს და სხვა სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას “- წერს  გონჩარენკო საკუთარ Telegram არხზე.

მეტი...

,,ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირი დასტური, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა”- გიორგი ვაშაძე

,,ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირი დასტური და მტკიცებულება, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერ- მინისტრს ეს წერილი დაეწერა,”- ამის შესახებ, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელი წერილით, შესაძლოა ცდილობდეს, დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები არ შეეხოს მასაც. ,,რას უნდა მიანიშნებდეს ეს წერილი – ორი ალტერნატივაა: ერთი, ის ცდილობს დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები, რომელიც იქნება ივანიშვილთან მიმართებით, არ შეეხოს პერსონალურად მას ან მეორე ვარიანტი – ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო, რადგან შეიძლება მალე ვიხილოთ ის ამ თანამდებობის…

მეტი...

,,ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა”- დავით მათიკაშვილი

უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კარგად ახსოვს ზეწოლა და მუქარა, რომელიც „ქართუს“ თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა. მათიკაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას, პირველ რიგში, მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას. ,,ძალიან მოკლედ მინდა გამოვეხმაურო 2011 – 2012 წლებში „ქართუ ჯგუფიდან“ ადამიანების წასვლის ფაქტს, რაზეც თავის წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მაშინ მეც „ქართუს“ თანამშრომელი ვიყავი და კარგად მახსოვს ზეწოლა და მუქარა, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიმართ ხორციელდებოდა. პირადად მე ქონებაც კი დამიყადაღეს, რაც ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი სტრესი…

მეტი...

მაქსიმ გალკინი თბილისში, უკრაინელი დევნილების დასახმარებლად კონცერტს გამართავს

15 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში რუსი შოუმენი, მაქსიმ გალკინის კონცერტს გამართავს. გალკინი საქართველოში უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად, მსოფლიო ტურის ფარგლებში ჩამოდის. გალკინი საქართველოს გარდა, კონცერტებს მართავს ისრაელში, აშშ-ში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, თურქეთში, ავსტრალიაში, ახალი ზელანდიაში, ფინეთში, ესპანეთსა და გერმანიაში. კონცერტიდან შემოსული თანხა, უკრაინიდან დევნილებს მოხმარდება.

მეტი...

საოკუპაციო ძალებმა, უკრაინის ქალაქი მიკოლაევი დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, უკრაინის ქალაქი მიკოლაევი დაბომბეს ორშაბათს ღამით. არსებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაშავდა და განადგურდა სახლები. „მტერმა ღამით მასიურად დაბომბა ქალაქი. რუსები თავიანთ რაკეტებს ესვრიან საცხოვრებელ პუნქტებს, სავაჭრო ცენტრებს, რეკრეაციულ ცენტრებს და მრავალბინიან შენობებს“, – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე,  კირილო ტიმოშენკო Telegram-ზე. მიკოლაივის მერის, ალექსანდრე სიენკევიჩის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ორი საავადმყოფო დაზიანდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკა მიკოლაივის დაბომბვას გამოეხმაურად და აღნიშნა, რომ რუსეთს “ბავშვების სისხლი აქვს ხელებზე”.

მეტი...

,,1 მილიარდი ევრო უკრაინას”- ევროკავშირი უკრაინას მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს

ჩეხეთის პრეზიდენტის, ვალდის დომბროვსკისკის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 1 მილიარდ ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას ომის პირობებში, ეკონომიკის მხარდასაჭერად. ,,1 მილიარდი ევრო უკრაინას! დაჩქარებული მიღების შემდეგ, ევროკავშირი ომით განადგურებულ ქვეყანას მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს. ფული სხვადასხვა სფეროს გადაეცემა,” – წერს ვალდის დომბროვსკისკი Twitter-ზე.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა. მისივე თქმით, ეს ოპონენტებმაც კარგად იციან, თუმცა მაინც  ამბობენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია. „მოდი, გავამარტივოთ ყველაფერი: ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, სინამდვილეში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამ ქვეყნისთვის რამდენი აქვს გაკეთებული, ესეც ჩვენზე არანაკლებად კარგად იციან. რა თქმა უნდა, მაინც ამბობენ (კამპანიურად), რომ ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება – ნული! სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, სულ ასე იტყვიან. რა შეუშლით უსაფუძვლო ბრალდებებში ხელს? – ანუ, ეს რომ არ თქვან, “ქართული…

მეტი...

,,დღეს შეგვეძლო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მიგვეღო, მაგრამ ოპოზიციამ მისთვის ჩვეული დესტრუქციული გზა აირჩია”- გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. ამის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განმარტება გააკეთა და ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებაში დაადანაშაულა. „ოპოზიციამ ძალიან გასაკვირი და სამწუხარო ნაბიჯი გადადგა და სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას, რომელზეც ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო, როგორებიცაა რამდენიმე ათეული ოჯახისთვის ფართების დაკანონება, ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე ის ეკონომიკური აქტივობები, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს რამდენიმე დღეში მაინც მივიღებთ, უბრალოდ, სამწუხაროა მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება არა ჩვენი, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. საკრებულოს…

მეტი...

დონეცკში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

9 ივლისს, დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასოვ-იარიში, საოკუპაციოს ძალების მიერ, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე  გრძელდება.

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში 50 ქართველი სამხედროს გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უცხოელი სამხედროები გაანადგურეს, საიდანაც 50 ქართველია. ,,ბოლო სამი კვირის განმავლობაში 391 უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა. ამ პერიოდში 166 დაქირავებული ჯარისკაცი მოკლეს პოლონეთიდან, 50 – საქართველოდან, 23 – დიდი ბრიტანეთიდან, 23 – რუმინეთიდან, 15 – კანადიდან”, – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შეგახსნებთ, უკრაინაში, რუსეთის აგრესიას ომის დაწყების დღემდე 15 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპა.

მეტი...

„დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. როგორც მდინარაძე წერს,  შეუძლებელია, დავუშვათ ფილანტროპი – მიზანთროპად. „დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო. დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი – მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე – ბოროტებად, დემოკრატია – ავტორიტარიზმად, პერსპექტივა – უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო – მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი – მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და…

მეტი...

„განვიხილეთ მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება“ – კელი დეგნანის განცხადება

აშშ-ის ელჩი საქართველოში მედიაზე განხორციელებულ ძალადობას გმობს და მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც კელი დეგნანი აცხადებს, მედიაგარემო საგანგაშოდ გაუარესებულია „დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებს ვუმასპინძლე, რათა საქართველოში მედიაგარემოს შესახებ მათი აზრი მომესმინა. ჩვენ განვიხილეთ მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა. დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, მედია უნდა იყოს თავისუფალი, რათა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და ძირითადი მოვლენები ასახოს. პასუხისმგებელი, ეთიკური მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მქონე პირთა ანგარიშვალდებულებისთვის. აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო გადაიდო

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც  მოსამართლემ განმარტა, სასამართლომ კლინიკიდან წერილი მიიღო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან და კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილები წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის. დღევანდელი პროცესი საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთს ეხებოდა.  პროცესი კი  20 ივლისს ჩაინიშნა.  

მეტი...

კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“ –  ეს განცხადება კლინიკა ,,ვივამედის” დირექტორმა ზურა ჩხაიძემ მედიასთან გააკეთა. როგორც ექიმი აცხადებს, სააკაშვილს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. „რაც საჭიროა უკვე ყველაფერი აქვს ჩატარებული, სამკურნალო პროცესი არის ძალიან დინამიური, შესაბამისად, პერიოდულად ხდება საჭირო ამა თუ იმ კვლევის განმეორება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პერიოდულად საჭიროებს ლაბორატორიული კვლევების განმეორებას. ჩვენი მიზანია ვუმკურნალოთ პაციენტს, სხვა დანარჩენი ჩვენ არ გვეხება”, – აღნიშნა ზურა ჩხეიძემ მედიასთან.  

მეტი...

„რუსთაველზე მოქალაქეები როცა გამოდიან, ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუციის მოსაწყობად გამოდიან“ – ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს ურჩევს „ბუტიაობას“ თავი დაანებონ და საქმეში ჩაერთონ. „რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები როცა გამოდიან, ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუციის მოსაწყობად გამოდიან. საპროტესტო აქციაზე იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, იქ იყვნენ ძირითადად ქალები, ბავშვები და როგორ წარმოგიდგენიათ, სადმე შესავარდნად იყვნენ გამოსული? ამ ქვეყნის არჩევანია ევროპა და ხელისუფლებამ, ოპოზიციამ უნდა იმუშაონ 12 პუნქტის განხორციელებაზე. ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას, თავისი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას და ჩაერთოს ამ პროცესში“- აცხადებს იოსელიანი. მისივე შეფასებით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ხდება სასამართლო სისტემაში. „ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტში წერია, რომ…

მეტი...

ტურისტული მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა

თურქეთში უბედური შემთხვევა მოხდა. ტურისტებით დატვირთული მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 20-მდე ტურისტი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევა ქალაქ თუნჯელში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოს ეკიპაჟები და პოლიცია. მიმდინარეობს დაშავებულთა ამოყვანა და კლინიკებში გადაყვანა.  

მეტი...

,,დესტაბილიზაცია და რევოლუცია არ გამოუვიდათ, ახლა მუშაობაში რომ ჩაერთონ, ეს იქნება არაადეკვატური”- გია ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირი თანამშრომლობის ფორმატზე უარს ამბობენ, რადგან თანამშრომლობა და კანონპროექტების შემუშავება მათ ინტერესებში არ შედის. ვოლსკის თქმით, ოპოზიციის ქმედებები, განპირობებულია რევოლუციისა და დესტრუქციული გეგმის განხორციელების მცდელობების ,,ჩავარდნით”. „რადიკალური ოპოზიცია ყველანაირი თანამშრომლობის ფორმატზე უარს ამბობს, რაშიც გარკვეული აზრი დევს – თუ მათი პოზიციიდან შევხედავთ, თანამშრომლობა და კანონპროექტების შემუშავება მათ ინტერესებში არ შედის, რადგან ჩაფლავებული რევოლუციის მცდელობები ვერ აისახება იმ ნაბიჯებში, რომ ისინი მუშაობაში ჩაერთონ. დესტაბილიზაცია და რევოლუცია არ გამოუვიდათ. ახლა მუშაობაში რომ ჩაერთონ, ეს იქნება არაადეკვატური იმ ხასიათისთვის, რაც „ნაცმოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, არ…

მეტი...

„ვინ არის გალერი? უსამართლოდ მოგვექცნენ და გალერს და ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი“, – მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი ბიძინა ივანიშვილის დასაცავად გამოდის და აცხადებს რომ ევროპას ბოდიში აქვს მოსახდელი. მეუფე იაკობის შეფასებით,  ევროპა დეოლიგარქიზაციაში სხვა რაღაცას გულისხმობს,   ისეთი კანონების მიღებას, რომ პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო. „სორისი ხომ აფინანსებდა მაქარაშვილის… სოროსს ვინ ეკითხება, ამერიკელი მილიარდერია და ჩემ ქვეყანაში ვინ ეკითხება? მე ამერიკელმა მითხრა ევროპელ დეპუტატზე, რომ რასამ არასწორად თქვა, დეოლიგარქიზაცია სულ სხვა რამეს გულისხმობსო. ისეთი კანონები უნდა მიიღოთ ეკონომიკაში, რომ შენი პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო. ეს უტვინო ოპოზიცია… ვინც მაგას იძახის ბაზარში არ უნდა დააყენო“ – აცხადებს მეუფე იაკობი. მისივე განცხადებით, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა…

მეტი...

,,ეს არის მეშვიდე ტალღის დასაწყისი” – ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში“

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. მისივე თქმით, ქვეყანა „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისში იმყოფება. ,,ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი,”- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“. იმუნოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ვაქცინაციის ეფექტურობა,  ინფიცირებისგან თავის დასაცავად. ,,ამ ეტაპზე, არ გვაქვს უნიკალური ვაქცინა, რომელიც ინფიცირებისგან დაგვიცავს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაცვა ინფიცირებისგან, მკვეთრად არის შემცირებული. თუმცა, ვაქცინაცია იცავს მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან. ბუსტერ დოზა სამიზნე ჯგუფებისთვის…

მეტი...

20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, გარდაიცვალა

12 ივნისს დაშავებულ 20 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა კაცი  გარდაცვალებამდე, რეანიმაციულ განყოფილებაში,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ცნობისთვის, ფეხით მიმავალ 20 წლის ახალგაზრდას  მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი დაეცა.

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკთან არსებული ენერგეტიკისსასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ სასწავლო ცენტრის რეგულირებისტრენინგ კურსის წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები. სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობდა 3-თვიანი ტრენინგ კურსი – „რეგულირების საფუძვლები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში“. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში შეისწავლეს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების საფუძვლები, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო,ბაზრების მონიტორინგის პრინციპები, სატარიფო რეგულირება, წყალმომარაგების სექტორის რეგულირების ძირითადი ასპექტები. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებდნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სემეკის წარმომადგენლები. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, პარტნიორ…

მეტი...

ხანძარი თამარ მეფის ქუჩაზე – ცეცხლი ერთ-ერთ სახლში გაჩნდა

ხანძარი თბილისში –  თამარ მეფის N20-ში, სამსართულიან კორპუსში ცეცხლი ერთ-ერთ სახლში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის მიზეზი  სავარაუდოდ დენის კაბელია. ძლიერი დაკვამლიანების გამო, რამდენიმე მაცხოვრებელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.

მეტი...

,,ოპოზიცია ჩიხშია, კიდევ ერთი მცდელობა ქვეყნის არევის და გადატრიალების, ჩაეფარცხათ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშილის განცხადებით, ოპოზიცია ახლა ჩიხშია, რადგან კიდევ ერთი მცდელობა ქვეყნის არევის და გადატრიალების, ჩაეფარცხათ. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები რეგლამენტშიც ვერ ერკვევიან და არც მონაწილეობენ იმ საკითხებზე მუშაობაში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. „რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო არსებული პარტიებს, ჩვენ ამ დღეებში ვაკვირდებით, რომ ისინი ჩიხში არიან, კიდევ ერთი მცდელობა ქვეყნის არევის და გადატრიალების, ჩაეფარცხათ და ეს ვნახეთ. ახლა არიან ჩიხში, უკვე 1 კვირაზე მეტია გვესმის მათგან სურვილი, რომ რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ და პრეზიდენტს მიმართონ, თუმცა ვხედავთ, რომ ვერ მიმართავენ. ამიტომ, არც თემა, არც საკითხი…

მეტი...

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ობიექტური მიზეზი არ არსებობს

,,არ მგონია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოსალოდნელი იყოს, ამის წინაპირობა და საჭიროება ობიექტურად არ არის,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პირადად იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არ იქონიებს გავლენას სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომ ომი თავიდან იყოს აცილებული. „ეს არის პრინციპული მიდგომა და უპირველესად საქართველოს ინტერესის სამსახურში დგომა. შესაბამისად, ამის გაცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუ ვინმე ან რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანის იძულება შეიძლება იყოს გზა საქართველოს ომში ჩასათრევად, ამაზე მკაფიო…

მეტი...

,,ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს ხელისუფლებას”- შალვა პაპუაშვილი

,,ყველა, ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, ის ამავე დროს ამბობს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ხალხს, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრალდებები, თითქოს ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი, შეურაცხმყოფელია და იწვევს მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას. პაპუაშვილი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ევროპელ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ამგვარი რიტორიკისგან. „12 პრიორიტეტში ნახესენებ ერთ-ერთ პუნქტს, რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, იყენებენ შიდა პოლიტიკური ბატალიებისთვის, რათა მიზანში ამოიღონ ამ შემთხვევაში უკვე კერძო პირი, რაც შეეხება ივანიშვილს, ამოიღონ სამიზნედ და მეორე, კიდევ ერთელ მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტირება. ამიტომაც…

მეტი...

,,ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს 18 ადამიანი”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,B.A.4 და B.A.5-ის  გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია, ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს 18 ადამიანი,”-  ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, კოვიდინფექციის ახალი ვარიანტების გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია და პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ,,თუ შევხედავთ დომინირებულ ვარიანტებს ევროპის ქვეყნებში, აშშ-სა და საქართველოში, სადაც თითქმის 60% არის B.A.4 და B.A.5 ვარიანტი. B.A.4 და B.A.5-ის  გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. რეპროდუქციული ინდექსი 18% არის, რაც ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს 18 ადამიანი. მუტაციების სახეცვლილება განაპირობებს, იმას, რომ…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან”- ჰერმან საბო

ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰერმან საბოს განცახდებით, ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე არ ნიშნავს კანონს ივანიშვილის წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, შეუძლებელია, რიგ გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილს გავლენა არ ჰქონდეს. „ჩვენი ევროპელი მეგობრები ამბობენ, რომ ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე არ ნიშნავს კანონს ივანიშვილის წინააღმდეგ. აღნიშნული ჩანაწერი ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს და მისი პარტია იყოს ხელისუფლებაში, ხელისუფლების დანაწილება და სახელისუფლო შტოებს შორის ერთმანეთის კონტროლი უნდა იყოს შენარჩუნებული. თუ ამას ვერ მივაღწევთ, როგორი კანონიც არ უნდა მივიღოთ ფულიანი და გავლენიანი ადამიანების წინააღმდეგ, მომავალი მმართველი პარტია მომავალი ფულიანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოიყენებს. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი…

მეტი...

,,კოვიდს დამთავრების გეგმები არ აქვს”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს არ აქვს ეს გეგმები,”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, კოვიდინფექცია გარკვეული ტალღებით ხასიათდება  და ვირუსის გავრცელებაც მოულოდნელი არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ,,მოგეხსენებათ, კოვიდინფექცია გარკვეული ტალღებით ხასიათდება და ეს არის მსოფლიო ტენდენცია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ  განსაკუთრებული აღარაფერი ხდება. თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების ტენდენციას, იგივე ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის და ისრაელის, დაახლოებით ორი თვით ჩამოვრჩებით ხოლმე მათ. შემდეგ ტალღისებურად გადაინაცვლებს აღმოსავლეთ ქვეყნებში. ამიტომ, ახლა რაღაც საგანგაშო და მოულოდნელი არ უნდა იყოს. თუმცა, ადამიანების ფსიქიკაში თითქოს დასრულდა პანდემია, მაგრამ კოვიდს…

მეტი...

,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება,”-  ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. პრემიერის განმარტებით, მმართველ გუნდს ყოფილი ლიდერისგან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, კონკრეტული დირექტივები არ მიუღია. ,,სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი…

მეტი...

,,საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილი მთავრობას მართავს და აკონტროლებს, სრული აბსურდია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში, კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ,”-  ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია. ,,საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის…

მეტი...

„როდესაც ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს,”- ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია, როდესაც შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ. „როდესაც ჩვენი შიდა, თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს.…

მეტი...

,,იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ,”- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის…

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, ნაციონალური მოძრაობის თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა,”- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. პრემიერის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია. „საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს – დაშავდა 4 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას, ქალაქი  ნიკოლაევი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. ამასთან, დაზიანდა ორი სამედიცინო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსი. ნიკოლაევში დილით სულ მცირე 7 აფეთქება მოხდა.  

მეტი...