პატიმარი, რომელმაც ციხეში თავი მოიკლა,ზაქრო ვარდიაშვილია, რომელმაც მეუღლე ჩაქუჩით მოკლა

ცნობილია იმ პატიმრის ვინაობა, რომელმაც გლდანის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ზაქარია ვარდიაშვილია, ადამიანი რომელმაც  საკუთარი მეუღლე ჩაქუჩის ჩარტყმით მაშინ მოკლა, როცა მას ეძინა. შემთხვევა რამდენიმე დღის უკან მოხდა. 58 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება ბრალდებულს, მან ციხეში თავი ჩამოიხრჩო.  

მეტი...

„ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ ვუმკურნალოთ“ – მინისტრი კორონაშეზღუდვების საჭიროებას ვერ ხედავს  

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ჩაიკეტება ამ დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. მინისტრი ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში, შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. „ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ არც იქნება“ – აცხადებს მინისტრი და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სამკურნალო პრეპარატები შემოტანილია. „მათთვის ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში ჩვენ მზად ვართ, რომ ვუმკურნალოთ. მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ ფაიზერის წარმოების მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ჩვენ ვიყავით იმ რამდენიმე ქვეყანას შორის რომლებმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ,…

მეტი...

კლინიკები, რომლებიც ადეკვატურ მკურნალობას ვერ შეძლებენ, დაფინანსებას მოუხსნიან და მკაცრ სანქციებს გაატარებენ

ჯანდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ კლინიკებში მომსახურების ხარისხით უკმაყოფილოა.  როგორც ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, მიმდინარეობს კლინიკების ინტენსიური შემოწმება და თუ პრობლემები არ გამოსწორდა, მათ დაფინანსებიდან ჩახსნიან და სანქციებსაც დაუწესებენ. „აქტიურად  მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როცა ესა თუ ის ოპერაცია უტარდებათ. ამას უკვე მიეცა სისტემური ხასიათი. შემოწმება არ არის ერთჯერადი, რომ შევედით მოვალეობის მოხდის მიზნით, ვნახეთ არსებობს ინფექცია, არ არის და წამოვედით. უკვე არის კლინიკები, სადაც ორჯერ და ზოგ შემთხვევაში, სამჯერაც მივიდნენ, რადგან ჩვენ ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, ამას თავს არ დავანებებთ. კლინიკები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ შეძლებენ, რომ…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, კლინიკების დაფინანსების გაუმჯობესების პარალელურად, მომსახურების ხარისხიც უნდა გაუმჯობესდეს  

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო კლინიკებს „დიარჯის“ (DRG) სისტემით დააფინანსებს. მისივე შეფასებით, ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი, რომელ წელს რა ეტაპზე უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება. „2030 წლის ბოლომდე უნდა ავიდეთ 90-95-პროცენტიან დაფარვაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო მიმართულებით დახმარება თუ დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება მათ დასახმარებლად. დღეს ეს ნიშნული არის 70%-ის ფარგლებში. ეს სისტემა აპრილიდან გაშვებულია, დაწყებული გვაქვს საპილოტე რეჟიმში, სექტემბერ-ოქტომბერში კი ვგეგმავთ, რომ კლინიკებზე გავავრცელოთ, ხოლო წლის ბოლოდან უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. ჩვენი აზრით, ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან, ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო…

მეტი...

,,საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა”- ვიოლა ფონ კრამონი

,,ქართულმა ოცნებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” წერს მისი განცხადებით, საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა “საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა. ევროკავშირის ინსტრუქციები კანდიდატის სტატუსისთვის ნათელია, თუმცა შესაძლებლობების ფანჯარა პატარაა. ,,ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ქართველების 80%-ზე მეტის ნების შესრულება,”- აღნიშნავს ვიოლა ფონ კრამონი.

მეტი...

,,კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ,  უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მოგვიწევს მათი საყოველთაოდან ჩახსნა”- ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აქტიურად  მიმდინარეობს კლინიკების კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. მისივე განმარტებით, კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ, უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მძიმე სანქციები დაეკისრებათ. „კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ აქტიურად  მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როცა ესა თუ ის ოპერაცია უტარდებათ. ამას უკვე მიეცა სისტემური ხასიათი. შემოწმება არ არის ერთჯერადი, რომ შევედით მოვალეობის მოხდის მიზნით, ვნახეთ არსებობს ინფექცია, არ არის და წამოვედით. უკვე არის კლინიკები, სადაც ორჯერ და ზოგ შემთხვევაში, სამჯერაც მივიდნენ, რადგან ჩვენ ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, ამას თავს არ…

მეტი...

პუტინმა უკრაინის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, უკრაინის ყველა მაცხოვრებელს დაჩქარებული პროცედურით რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. „დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ DPR, ან LPR, ან უკრაინის ტერიტორიაზე გააკეთონ განაცხადი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით,”- ნათქვამია დოკუმენტში.

მეტი...

,,ქვეყნის საინფორმაციო დისკრედიტირება ხდება, ამ პოლიტიკას აწარმოებს ოპოზიციის ნაწილი”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომს აწარმოებს. მისი თქმით, ოპონენტები ცდილობენ ქვეყნის  დისკრედიტირებას, რათა რაიმე რეაქცია გამოიწვიონ რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის და ამით საქართველოს ხელისუფლება შესუსტდეს. „ვხედავთ კამპანიას, გემი შემოვიდა თუ არ შემოვიდა, სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა თუ არა, ეს ყველაფერი აბსოლუტური სიყალბე გამოდის. ეს ყველაფერი არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი. რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი, როცა ქვეყნის საინფორმაციო დისკრედიტირება ხდება იმის მოლოდინში, რომ იქნებ, რაიმე რეაქცია გამოვიწვიოთ რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის და ამით საქართველოს ხელისუფლება შევასუსტოთ. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას აწარმოებს…

მეტი...

,,მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, სასამართლოში მთავარი პრობლემა ნდობაა”- ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილმა სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ  სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემაა ნდობა. მისი თქმით, უკვე 30 წელია  მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები. ,,ჯერჯერობით რაზეც საუბარი იყო, ყველაზე მეტი ტექნიკური სამუშაო და დაგეგმვა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, მოგვცეს თავიანთი ანალიზი და ვიწყებთ პროცესს. ჩვენი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით ვისაც აინტერესებს, ეს წლებია იცის. მსგავსი იდეები დღეს არ განხილულა, საერთოდ არანაირი იდეა არ განხილულა, მთავარი არის, რომ ეს პროცესი ვაწარმოოთ რაც შეიძლება ბევრი ხალხის ჩართულობით, ენჯეოები იქნება, ოპოზიციონერი კოლეგები თუ ა.შ. ჩვენ გვაქვს ერთი კვირა, რომ ჩვენი პოზიციები მოვამზადოთ შინაარსობრივად…

მეტი...

სუიციდი გლდანის ციხეში – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, დაახლოებით 03:10 საათზე​ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა სუიციდი განახორციელა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აღნიშნავენ უწყებაში.   გლდანის ციხეში  პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

მეტი...

,,შეზღუდვების, ჩაკეტვის, თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი დღეს არ არის”- ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,  ქვეყანაში საკმაოდ მშვიდი ეპიდვითარებაა. მისი განმარტებით, ინფიცირების  შემთხვევები იმატებს, თუმცა სიტუაცია სრულად მართვადია. „რაც შეეხება ეპიდვითარებას, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ შევადარებთ აბსოლუტურ ციფრებში, მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალო დღიური შემთხვევები თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ, სამი მილიონ 700 000-იან ქვეყანაში,”- განაცხადა მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რამე შეზღუდვის, ჩაკეტვის, თუ სხვადასხვა აკრძალვის შემოტანის საფუძველი დღეს არ არის. ,,რაც შეეხება ინფიცირების…

მეტი...

,,ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატების მიერ, პარტიის დატოვების ფაქტს ეხმიანება. ხუნდაძე მათ მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ როდესაც ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის წირავს, „ოცნების“ წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ. „მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს. ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და „თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“. მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან.…

მეტი...

,,ჩვენი პოლიტიკის სენია, რატომღაც მეორე მხარეს მიაკეროს რაღაც იარლიყი, მოახდინოს მისი დისკრედიტაცია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“  წასული სამი დეპუტატის ( მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი) მიმართ, დისკრედიტების მცდელობას აქვს ადგილის. მისი თქმით, პარლამენტის სამი წევრი თავის აზრს გამოთქვამს, გარკვეული ძალები კი ცდილობენ, მიაკერონ იარლიყი, თითქოს ეს არის ანტიდასავლური კამპანიაა. „რასაც ვხედავთ, არის ის, რომ პარლამენტის სამი წევრი თავის აზრს გამოთქვამს, სვამენ კითხვებს, შეფასებას აკეთებენ და ვხედავთ სტიგმატიზების მთლიან ტალღას, ადამიანის დისკრედიტების მცდელობას. მცდელობაა, მიაკერონ იარლიყი, თითქოს ეს არის ანტიდასავლური კამპანია, პრორუსულობა, „ფეესბე“ და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტური ხერხი. ადამიანთან დისკუსიაში შესვლის ნაცვლად, მისთვის იარლიყის მიწებება ხდება.…

მეტი...

,,არავითარი „ობშჩიაკი“ არ არის პენიტენციურ სისტემაში მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით, პატიმრებს არ აქვთ”- თორნიკე ჭეიშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშს ეხმიანება. მისი თქმით, გამოწვევები არსებობს, თუმცა ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა. „გამოწვევები არსებობს და გამოწვევები ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში არსებობს. რაც მთავარია, ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ან ე.წ. ობშჩიაკის აკრეფა და ა.შ. „ობშჩიაკს“ როგორ დავადასტურებ, ფული, როგორც ასეთი, ციხეში – პენიტენციურ სისტემაში არ ტრიალებს. სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, პენიტენციურ სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ჭეიშვილის…

მეტი...

,,სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხვიჩიას თქმით, სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ,,გირჩი” „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. „პრეზიდენტთან შეხვედრა და საუბარი საინტერესო იყო. მაინტერესებდა, როგორ უყურებდა ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს შევთავაზეთ და მისმა გუნდელებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკვრა დაგვაბრალეს. სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ. შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილიც უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან. მისი პატიმრობა პირდაპირ უშლის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს. მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომ ეს საკითხი იყოს მათთვის მნიშვნელოვანი, ტყუილად…

მეტი...

,,მძლავრი საპროტესტო მუხტის გარეშე, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი პარტია ნაკლებად ხედავს  საპარლამენტო მუშაობის პერსპექტივას. მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში მხოლოდ ერთადერთ საკითხს, რიგგარეშე სხდომის მოწვევას დაუჭერს მხარს. „ჩვენ სამი მიმართულება გვექნება. პირველი, მუშაობა სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ექსპერტებთან, რომ სექტემბრამდე ნამდვილად დეტალურად დაწერილი გეგმა გვქონდეს. მეორე, მუშაობა საქართველოს მოქალაქეებთან, რადგან მძლავრი საპროტესტო მუხტის გარეშე, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ და „ქართულ ოცნებას“ ვერ ავაღებინებთ ხელს ამ ანტიქართულ ქმედებებსა და შეთქმულებაზე საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მესამე, მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე. მერწმუნეთ, ევროპარლამენტარების თუ სხვების განცხადებები შემთხვევითი არ არის, რაც თუნდაც ახლა კეთდება. საერთაშორისო ასპარეზზე…

მეტი...

,,ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის  თქმით, ეს მთავრობის მუშაობის შედეგია. „მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, განახლება მოხდა და ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მაშინ, როდესაც ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმაზე და ა.შ. ამის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. პირველ ადგილზე გავიდა საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო საერთაშორისო  სავალუტო ფონმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და…

მეტი...

გლდანის ციხეში  პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის ციხეში  პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი. „სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შემთხვევა დღეს მოხდა.

მეტი...

,,ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,იმ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი მმართველი გუნდის დამსახურებაა. „მე ახლახანს ვიყავი ავსტრიაში, ჩემს კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება. ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში, ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები, ასევე ნაკლებად განვითარებული, ასევე ღარიბი ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგების კუთხითაც უკვე სერიოზული პრობლემები შეინიშნება და ექსპერტები და  მსოფლიო ლიდერები საუბრობენ…

მეტი...

,,ვისაც უნდა ევროკავშირი, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში”- შალვა პაპუაშვილი

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველი სხდომაა ჩანიშნული, სადაც ხელისუფლება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სასამართლო სისტემის რეფორმების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს. შალვა პაპუაშვილი განცხადებით, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. მისივე თქმით, ის, ვინც არ ჩაერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. ,,ვნახოთ, დღეს ვინ მოვა ვინ არ მოვა. შეიძლება, მიდგომა იყოს ორნაირი. ერთი მიდგომა არის აღქმების, რწმენის, აღიარება, არაღიარების საკითხი, მეორე არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტების მიდგომა. სამუშაო ჯგუფი როცა შეიქმნა, ჩვენ სწორედ შევთანხმდით იმაზე, რომ ვინაიდან საუბარი…

მეტი...

,,მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წელს  აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით საქართველო ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის კვიპროსს, ლატვიას, პოლონეთს,  ჩეხეთს, იტალიას, მალტას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, მონტენეგროს, ბულგარეთსა და რუმინეთს. „ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა განახლებული მმართველობის, კეთილსინდისიერების ინდექსები. ეს არის მსოფლიო ინდექსები, რომელიც…

მეტი...

,,სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმაზე საუბარი, თითქოს სოზარ სუბარის განცხადებები ანტიდასავლური რიტორიკის შემცველია, სასაცილოა. მისი თქმით, სოზარ სუბარს უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს. “სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს თუ ზოგიერთ სამოქალაქო აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს, ასე რომ აქ საუბარი თითქოს რაღაც ანტიდასავლური კამპანია არის სასაცილოა უბრალოდ, ეს არის არასერიოზული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს შედეგები ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია. „მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება – გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე დასახელება ჩვენი ქვეყნის, არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე ათი…

მეტი...

,,ქართულ ოცნებას” ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ტოვებს

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი, უერთდება კოლეგების მოწოდებას და ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. მისი თქმით, ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა ( ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი) გააკეთა. „ვიცი, რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს. რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ ნაცები არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, ყველა პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ თუ რა მდგომარეობაა პენიტენციურ დაწესებულებებში”- შალვა პაპუაშვილი

„დღეს, შესაძლებლობა გვექნება ბევრი განზომილებიდან განვიხილოთ  საკითხი, რომელიც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს. მნიშნელოვანია, რომ ყველა ეს პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში. გვექნება საუბარი სად არის გამოწვევები, რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT|) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  ევროპული კონვენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშები, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად. „რაც შეეხება ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღმოფხვრას, მნიშვნელოვანია, რომ…

მეტი...

,,ამერიკა ოფიციალურ დონეზე საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება,”- ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთა ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად არის სავაჭრო გზა, კერძოდ კი, საზღვაო-სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისთვის. მისივე თქმით, ამერიკა ოფიციალურ დონეზე უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება. „გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ, საუბრობს სანქციებზე თავიდან არიდების თვალსაზრისით უკვე არსებულ “შავ ხვრელებზე” და მეორეს მხრივ – მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები და რა ერთეულები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული…

მეტი...

,,წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ხედავს ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში”- ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ საჯარო განხილვას მართავს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქართულ ციხეებში არსებული ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია, როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ და დღეს საჭიროა მათი გადაწყვეტის გზებზე საუბარი. „დღევანდელი ღონისძიებაც ეხმაურება იმ რეკომენდაციების სულისკვეთებას, რაც ევროკავშირს აქვს საქართველოს მიმართ გაცემული. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პატიმართა უფლებებზე. მე 2020 წელს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე წარმოვადგინე ანგარიში, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობას კრიმინალურ სუბკულტურას და იმ გამოწვევასა და პრობლემებს, რაც ახლავს ამ სისტემის არსებობას პატიმრებისთვის. მაშინ სახალხო დამცველი…

მეტი...

,,გაემიჯნეთ ანტიდასავლურ ისტერიას, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ”- გიორგი ვაშაძე პაპუაშვილს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. ვაშაძე  შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, გაემიჯნოს ,,ქართულის ოცნებიდან” წასული დეპუტატების განცხადებებს და ანტიდასავლურ რიტორიკას. „მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: – შეეშვით ცრუ საქმეს, შეეშვით საქმის იმიტაციას! თქვენ კონსტიტუციით მეორე პირი ხართ – ფორმალურად მაინც. ამიტომ გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ. გაემიჯნეთ იმ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელსაც ვითომ თქვენგან გამოყოფილი „ტროიკა“ ავრცელებს ხოლმე. გაემიჯნეთ აშშ-ს ელჩზე თავდასხმებს, რასაც თქვენი თანაგუნდელები აკეთებენ. გაემიჯნეთ ანტიდასავლურ ისტერიას, რომელშიც ჩართულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და გადადგით კონკრეტული ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, გამოდის, რომ თქვენ ოლიგარქიული რეჟიმის ერთი…

მეტი...

,,დროა, ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ამ ქვეყანაზე იმუშაონ“ – ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე

,,ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმას ვინც არ შეუერთდება, ანტიევროპულად იქცევა. ,,ევროკავშირმა დავალება მოგვცა. ამ ქვეყანას ჰყავს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, კანონიერად არჩეული ხელისუფლება იწყებს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ეს ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება. ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დააანონსა, გახსნა კარი და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დაუჯერონ ევროკავშირის რეკომენდაციებს, დაასრულონ პოლარიზაცია და პროცესს შეუერთდნენ. ვინც შეუერთდება ის ამ რეკომენდაციებს ასრულებს, ვინც არ შეუერთდება – ის ანტიევროპულად…

მეტი...

,,როცა იყო მოთხოვნა, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების შემოსვლაზე, ახლა ამის მოთხოვნა აღარაა“,- თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუინია მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. გაბუნიას თქმით, როდესაც იყო მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების შემოსვლაზე,  მისივე განმარტებით, ახლა ამის მოთხოვნა აღარაა. „ამ ეტაპზე იუსტიცის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სრულად მართავენ სიტუაციას. ასევე კლინიკა, სადაც იმყოფება. კლინიცისტების მობილიზება შეუძლია ჯანდაცვის დეპარტამენტს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურს. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა, რომ ჩაერთოს ის, ვინც როდის იქნება საჭირო. არანაირი შეფერხება არ არსებობს. როცა იყო მოთხოვნა, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების შემოსვლაზე და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე. ახლა ამის მოთხოვნა…

მეტი...

,,უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ევროკავშირს დავანახოთ, მზად ვართ დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ,”- ნინო ლომჯარია

,,უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რომ ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია და მზად ვართ იმისთვის, რომ დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენმა გამოთქვა მზაობა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ პროცესში. „საქართველომ, ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ, როგორც მმართველმა ძალამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ წლის ბოლოს ევროპის კომისიამ გასცეს დადებითი მოსაზრება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. არის წარმოდგენილი ეს გეგმა, რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მაქვს, ბუნებრივია იმ განცხადებებიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რასაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა…

მეტი...

,,მინდა გავერკვიო მიხეილ სააკაშვილის ინტერესი რაში მდგომარეობს”- იაგო ხვიჩია სააკაშვილს შეხვდება

,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დღეს, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებს. ხვიჩიას თქმით, მას სურს გაერკვეს რაში მდგომარეობს სააკაშვილის ინტერესი და როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. „მიხეილ სააკაშვილი აქეთ რომ ყოფილიყო და არა უკრაინაში, აქამდეც შევხვდებოდი და გავიცნობდი. აქამდეც იდგა საჭიროება მისი პოზიციის მოსმენის, რადგან ვერ ვუგებდი „ნაცების“ პოზიციას. ამან განაპირობა სწორედ ჩემი შეხვედრის სურვილი, რადგან სხვადასხვა ადამიანისგან სხვადასხვა პოზიცია მოვისმინე, ერთი და იგივე პოზიციის გამო, ზოგი მაქებდა და ზოგი მლანძღავდა და „ქოცებთან” შეკრულს მიწოდებდა. მინდა გავერკვიო მიხეილ სააკაშვილის ინტერესი რაში მდგომარეობს, ეს ადამიანი როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ნაკლები…

მეტი...

გორში გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ

გორში,  მოვაჭრეები  გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და მერთან შეხვედრას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები  გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს. ორი დღის წინ კი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, რასაც გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მერიამ მათ ალტერნატიული ადგილები შესთავაზა, რაზეც მოვაჭრეებმა უარი განაცხადეს. ადგილზე იმყოფებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. შელაპარაკების დროს ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

მეტი...

,,ქართულ ოცნებას” ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტოვებენ

ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა სამხარაძე პარტიის რიგებს და თანამდებობას ტოვებს. სამხარაძემ ამის შესახებ პოსტს Facebook-ზე აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ. “ქართული ოცნებიდან” წასული სამი დეპუტატის პოზიციას იზიარებს „ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ, მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი. დიდი მადლობა თითოეულ…

მეტი...

,,რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე, მხოლოდ ერთი – საქართველოს წინააღმდეგ”- ალექსეი არეტოვიჩი

„დიახ, კარგი იყო. ყველგან ვლაპარაკობ. მე ფსიქოტიპით საბჭოთა სკოლელი ვარ და არც მიცდია და არც ვაპირებ შეცვლას. ვფიქრობ, ცხოვრების ამ წესზე უკეთესი არ არსებობს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, ჟურნალისტის კითხვის ”იყო თუ არა საბჭოთა კავშირი კარგი” საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, კრემლი საბჭოთა კავშირის უკრაინის გარეშე აშენებას ვერ შეძლებს. „არავითარი ახალი იმპერიის, არავითარი მცდელობა საბჭოთა კავშირის აშენების. კრემლში იდიოტები ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირს აშენებენ, უკრაინის გარეშე. ეს არა მხოლოდ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა, ეს ყველასთვის გასაგებია. საბჭოთა არმიის ყოველი მეორე ოფიცერი უკრაინელი იყო. რუსეთს არ მოუგია არც…

მეტი...

გერმანია ევროკავშირისგან უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს გადაცემას ეწინააღმდეგება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანია ევროკავშირისგან უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ბლოკავს. მედიის ცნობით, გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი  მხოლოდ ერთი მილიარდი ევროს გადაცემას თანხმდება. მინისტრი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის თანხების საერთო ევროპული სესხის მეშვეობით გამოყოფას, რადგან ლინდერი ფიქრობს, რომ სექტემბერში უკრაინამ შესაძლოა, ვერ გადაიხადოს 900 მილიონი ევროს ოდენობის საგარეო ვალი.    

მეტი...