ისტორიული გამარჯვება – საქართველომ იტალია დაამარცხა

​რაგბში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბათუმის „არენაზე“ იტალიის ნაკრებს უმასპინძლა  28:19-ის წინააღმდეგ დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ იტალიელების წინააღმდეგ სულ ოთხჯერ ითამაშეს და ყველა თამაშზე დამარცხდნენ. ეს იყო პირველი გამარჯვება იტალიის ნაკრებთან. განსაკუთრებულად ითამაშეს დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და სანდრო თოდუამ. საქართველოს ნაკრებმა, ისტორიაში პირველად, ტიერ პირველის წარმომადგენელი დაამარცხა და 6 ერის ტურნირზე შესასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.    

მეტი...

„მოვემზადოთ რუსული გაზის სრული გათიშვისთვის“ – საფრანგეთი ემზადება

საფრანგეთი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შესამცირებელია. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს. „უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის სრული გათიშვისთვის. ამისთვის საჭიროა დავაჩქაროთ  ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, დავაჩქაროთ მარაგების შევსება, სწრაფად ავაშენოთ LNG-ის მწარმოებელი ქარხანა  და ვაიძულოთ საკუთარი თავი, შევწყვიტოთ ორი ან სამი წლის ხარჯვა იმის კეთებაზე, რისთვისაც სხვა ერებს ექვსი თვე სჭირდებათ“, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან ერთად, რუსული ენერგომატარებლების შემცირებაზე გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნებიც მუშაობენ.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ქალაქ ლუგანსკის მახლობლად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. კახა გოგოლი ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა. ის მეომარი იყო და უკრაინაში სწორედ ამიტომ წავიდა. როგორც დაღუპულის ახლობლები აცხადებენ, კახა გოგოლი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან იბრძვის. მისი გადმოსვენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. ცხედარი ლუგანსკის ოლქშია დასვენებული.  

მეტი...

ავტომობილის მოპარვისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ვ.ფ. სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 1993 წელს დაბადებული მ.მ.-ს კუთვნილ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ავტომობილის ადგილსამყოფელის დადგენა, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება მყისიერად მოხდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – აცხადებენ შსს-ში.  

მეტი...

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის დაახლოება გვაწუხებს“ – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას არ ინარჩუნებს. როგორც ენტონი ბლინკენი ამბობს,  პეკინმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროში და ამით პრორუსული პროპაგანდა გააძლიერა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ი-სთან განიხილა. „ისევ ვუთხარი მინისტრს, რომ ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის დაახლოება გვაწუხებს“ – აცხადებს ბლინკენი და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩინეთის პრეზიდენტის საუბარი იგეგმება.  

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს

„ვემზადები მომავალი კვირისთვის, იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან“, – აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკი ელჩების გათავისუფლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მორიგი როტაცია იყო. „რუსეთი დარტყმებს საცხოვრებელ სექტორზე ახორციელებს. ეს ხდება აბსოლუტურად შეგნებულად, განზრახ, სახლების, სამოქალაქო ობიექტების, ხალხის წინააღმდეგ. არიან დაშავებულები, დაღუპულები, დაჭრილები. რუსული არტილერიის სასტიკი დარტყმები დონბასში ერთი დღეც არ წყდება – სლავიანსკის, ბახმუტის, ავდეევკას მიმართულებით“, – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ოთხი ქვეყნიდან ელჩები გაათავისუფლა.  

მეტი...

უსასყიდლო გრანტები უკრაინისთვის

1,7 მილიარდი დოლარი ის თანხაა, რომელსაც უკრაინა უსასყიდლო გრანტის სახით მიიღებს. ეს კი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD), საერთაშორისო განვითარების ასოციაციისა და USAID-ის ერთი დონორის ნდობის ფონდის მეშვეობით მოხდება, რომელიც ახლა შეიქმნა. ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს. პრემიერის ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი უკვე დამტკიცებულია. „გრანტის მოზიდვა  უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უსასყიდლოდ მოხდება, უკან დაბრუნების გარეშე, USAID-სგან IBRD-ისა და IDA-ს მხარდაჭერით…  წლის ბოლომდე კი უკრაინა კიდევ 20 მილიარდიან  დახმარებას და მხარდაჭერას მიიღებს“ – განაცხადა პრემიერმა შმიგალმა.  

მეტი...