პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე ელჩი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან უკრაინის სრულუფლებიანი ელჩები გამოითხოვა და გაათავისუფლა. ელჩები გათავისუფლდნენ გერმანიიდან უნგრეთიდან, ნორვეგიიდან და ჩეხეთიდან.  

მეტი...

„გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი“ – მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას „ქართული ოცნებიდან“ წასული მორიგი დეპუტატი – მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებს. როგორც დეპუტატი წერს,  ქ-ნი ელჩს მისი წერილი  ბოლომდე რომ წაეკითხა,  ცრუ ბრალდებას არც წამოაყენებდა. „ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით (დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს), რომელიც მასში ჩემ მიერ, საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია, კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუ სვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა. ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი. შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა…

მეტი...

“რუსეთთან ასე შეგვაგდეს” – მეუფე ევროპას საყვედურობს

მეუფე იაკობი საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვებისთვის ევროპას საყვედურობს. როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, ევროპამ დიდი შეცდომა დაუშვა. „უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, „იმას“ რუმინეთი დაუდგეს და იმასაც მისცეს და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს…. ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა და მანამდე, სხვა გავლენიანმა ადამიანმა მითხრა, არასამთავრობოებს თქვენთან თუ აქვთ ეკლესიასთან ურთიერთობაო. სულ რამდენიმე არასამთავრობოა ჩვენთან რომ მოდიან. ვუთხარი ძირითადად – არა. დღეს შეიძლება აღარც გვიტევენ…ჭკუა სად აქვთო, ამოდენა ძალის ინსტიტუციაა და მანდ არ მოდიანო. ეკლესიის გარეშე ჩვენთან, საქართველოში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, „სირცხვლიასავით? დარჩებიან და ასე იქნება.  რომელ სამოქალაქო საზოგადოებაზეა საუბარი, როდესაც ეკლესიის მოსმენა არ უნდათ“…

მეტი...

„ევროპარლამენტარებმა როგორ უნდა შეგვარიგოს…რა იციან ევროპელებმა“ – მეუფე იაკობის ქადაგება

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ევროპარლამენტარებსა და მათ მიმდევრებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ ჩვენზე მეტი არაფერ იციან.  იმათ როგორ უნდა გვირჩიონ, თუ ჩვენ აქ ერთმანეთი ვერ ავიტანეთ, რომელ ევროპაზეა ლაპარაკი – აცხადებს მეუფე ქადაგებისას და პერსპექტივის მოცემისთვის ტაშის დაკვრას არ აპირებს. „დიახაც, ევროპამ ჩვენგან უნდა ისწავლოს ქრისტიანობა. ჩვენ არ ვიცით ხოლმე არავის მიტოვება. 2008 წელი, იქაც მიგვატოვეს და ტაში დავუკრათ პერსპექტივა რომ მოგვცეს? ჩვენი ერი უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. რატომ უნდა შევცვალოთ კანონები? ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ თუ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ რა გვჭირდება ჩვენ? რა იციან ევროპელებმა 12 მჭირდება თუ…

მეტი...

სამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი გარდაიცვალა

გლდანში უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის გივი კუბ­ლაშ­ვი­ლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გივი კუბლაშვილს ერთ-ერთ საწყობში ხის პალეტები დაეცა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

მეტი...

„კელი დეგნანის გუშინდელი პასუხი იყო ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ქართული ოცნებიდან“  წასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის ელჩის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ კელი დეგნანის გუშინდელი პასუხი ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა და პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მიმართული. „ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი. არა მგონია, დემოკრატიის პრინციპებში სადმე ამას ვკითხულობდეთ და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის“ –…

მეტი...

რუსებმა უკრაინაში ხორბლის მინდვრები გადაწვეს

უკრაინაში რუსული ძალების სისასტიკე გრძელდება. მათ,  ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრები გადაწვეს. ინფორმაციას და ფოტოს  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს. საუბარია ხორბლის მინდვრებზე, რომელიც ასაღებად იყო გამზადებული. „რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს ცეცხლი წაუკიდეს. გაიხსენეთ ეს სურათი ყოველ ჯერზე, როდესაც რუსები ამბობენ, რომ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილის წინაშე აღმოჩნდება, რადგან, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი წამოიწყო”, – აცხადებს ნიკოლენკო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტია. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეფასებით კი, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე,  შიმშილი მსოფლიოში 40-50 მილიონით მოიმატებს. აღნიშნულის მიზეზად კი “მარცვლეულის ომი” სახელდება.…

მეტი...

აშშ-ი საქართველოდან და ბელორუსიდან ადამიანთა დასანქცირებაზე მუშაობას იწყებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის დახმარებისა და „რუსული საქმის“ კეთების გამო სანქცირების სიაში შესატანთა შესახებ წინასწარ არასდროს საუბრობენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ საქართველოსა და ბელარუსზე მსჯელობა იწყება. „როგორც ზოგადი წესი, ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებთან დაკავშირებულ პოტენციურ მოქმედებებს. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის გაფრთხილებას, არ დაეხმარონ რუსეთს ჩვენი სანქციების თავიდან აცილებაში“, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში „ამერიკის ხმა-სთან“. რუსეთში აშშ-ი ს ყოფილი ელჩი  მაიკლ მაკფოლი კი განმარტავს, რომ მა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „განიხილება ადამიანები როგორც საქართველოდამ ისე  ბელარუსიდან. უეჭველად იქნებიან ინდივიდები,  რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩს დეპუტატის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

„როდესაც შენ გეუბნებიან, რომ არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს რბილად რომ ვთქვათ, დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კელი დეგნანს განცხადებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ამერიკის ელჩმა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი მიშა ყაველაშვილი  ტყუილში დაადანაშაულა, რაც არასწორია. „სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ. მიშა ყაველაშვილი არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი. „მიშა ყაველაშვილს, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატი და გამორჩეულად ღირსეული კაცია, აქვს…

მეტი...

კანადამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი ჩამონათვალი გამოაქვეყნდა, რომელშიც რუსეთის პატრიარქი კირილის მოექცა. სანქციებში მოექცა „დეზინფორმაციის 30 აგენტი” და პატრიარქი კირილი. სანქციების პარალელურად, კანადა უარს აცხადებს, რუსეთიდან ოქროს იმპორტი განახორციელოს.  

მეტი...