რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში  347 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში  347 ბავშვი დაიღუპა, 646-ზე მეტი კი დაშავდა. პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში -347, ხარკოვის ოლქში – 186, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31. შეგახსენებთ, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

,,მძლავრად ამუშავდა დასავლური არტილერია, ოკუპანტების დანაკარგები გაიზრდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართას ავრცელებს და აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან მიღებულმა არტილერიამ ძალიან მძლავრად დაიწყო მუშაობა. მისივე თქმით, ოკუპანტების დანაკარგები იზრდება. ,,როგორც იქნა, იგრძნობა, რომ მძლავრად ამუშავდა დასავლური არტილერია. იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, მისი სიზუსტე ისეთია, როგორიც საჭიროა. ჩვენი დამცველები ძალიან საგრძნობ დარტყმებს აყენებენ შემადგენლობებსა და სხვა წერტილებს. ეს არსებითად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს. ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირას მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

რუსეთი ემანუელ მაკრონს დიპლომატიური კონფიდენციალობის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, დიპლომატიური კონფიდენციალობის დარღვევაში ადანაშაულებს. რუსეთი მაკრონს მიერ, დოკუმენტურ ფილმში, ვლადიმერ პუტინთან პირადი სატელეფონო საუბრის დეტალების გასაჯაროვებას ედავება. ,,ჩვენ მოლაპარაკებებს ყოველთვის ისე ვაწარმოებთ, რომ საკუთარი თავის არ შეგვრცხვეს. ყოველთვის ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ. თუმცა დიპლომატიური პრაქტიკა მსგავსი ჩანაწერების ცალმხრივად გამჟღავნების შესაძლებლობას არ იძლევა”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ცნობისთვის, ფილმში საუბარია მაკრონის წარუმატებელ მცდელობაზე, დაერწმუნებინა ვლადიმერ პუტინი, არ დაეწყო ომი უკრაინაში.

მეტი...

,,ჩანასახშივე ჩანს, რომ ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებენ”- მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

,,საკუთარ ქვეყანას აბრალებენ რომ ქართველი ხალხი და მათი ქვეყანა, ირჩევს რუსულ ხელისუფლებას და მართავს რუსული ხელისუფლება. ამ ნარატივის გატანა უნდათ როგორც ქვეყნის შიგნით, შიგნით არავინ იჯერებს ამას და ქვეყნის გარეთ ცდილობენ ამ ნარატივის დანერგვას,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებენ. „ყველაფერი ხელისგულზეა, შევასრულებთ თუ არა, ქართული საზოგადოებაც და საერთაშორისო საზოგადოებაც ხომ დაინახავს. რანაირად უნდა მოხდეს, რომ არ შევასრულოთ და მერე სხვა რამეს დავაბრალოთ? თუ ჩვენ ეს გეგმა მოქმედებაში არ მოვიყვანეთ, რაზეც ვილაპარაკეთ და ხვალიდან პირველი შეხვედრა…

მეტი...

ბორის ჯონსონი გადადგომას არ აპირებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა მინისტრებმა გადადგომისკენ მოუწოდეს. ჯონსონის თქმით, მას სურს, გააგრძელოს ფოკუსირება ქვეყნის წინაშე არსებულ უზარმაზარი მნიშვნელობის საკითხებზე. არსებული ინფორმაციით, პრემიერი თითოეულ მინისტრთან აუდიენციას ცალ-ცალკე მართავს. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტი რეკორდული რაოდენობის – 14-მა მინისტრმა დატოვა. „კონსერვატიული პარტიის“ 358 დეპუტატიდან 75-მა კანონმდებელმა უკვე შეიცვალა პრემიერის მხარდამჭერი პოზიცია და ახლა ნეიტრალურ ან მის საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს.    

მეტი...

„ჩვენ არ დავთვმობთ ჩვენს მიწას – უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია უკრაინული იქნება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობას წვდომა აღარ აქვს სოციალურ ქსელებთან, შესაბამისად, ისინი ვერ იღებენ რეალურ ინფორმაციას. ზელენსკი მოუწოდებს ყველას, გამოიყენონ ნებისმიერ შესაძლებლობა და უთხრან ამ ხალხს სიმართლე. „ჩვენ არ დავთვმობთ ჩვენს მიწას – უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია უკრაინული იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უთხრათ ხალხს, რომ ჩვენ მათთვის ვიბრძვით. ვიბრძვით მთელი სამხრეთისთვის, მთელი უკრაინული დონბასისთვის, იქ ახლა სასტიკი სისხლისღვრაა, სლავიანსკთან და ბახმუტთან. ჩვენ ვიბრძოლებთ ხარკოვისთვის,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...