ხვალ, მიხეილ სააკაშვილს პირადი ექიმები და ექსპერტები გასინჯავენ

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს ხვალ მოინახულებენ, გასინჯავენ და შეაფასებენ. განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც კლინიკა დატოვა. „დღეს გავეცანით სამედიცინო დოკუმენტაციას, გარკვეული გამოკვლევების შედეგებს, ასევე გასაუბრება გვქონდა ექიმებთან. ხვალ იგეგმება პაციენტის გასინჯვა, დღეს ვეღარ მოესწრო პაციენტთან საუბარი. ვფიქრობ, რომ პროგრესი არსებითი და მნიშვნელოვანი არ არის და ჩვენი მოსაზრებით, მას ისევ სჭირდება სპეციალიზირებულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაცია. ქვეყნის შიგნით სამწუხაროდ, არ არსებობს იმდაგვარი ცენტრები, სადაც მე მეგულება ადგილი, რომ ამ სინდრომებით რეაბილიტაცია და მკურნალობა მოხდეს“ –  განაცხადა ჯიშკარიანმა მედიასთან.  

მეტი...

„ძირითადად ზის“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი კლინიკაში მოინახულა. როგორც მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად მჯდომარე მდგომარეობაშია და ვერ გადაადგილდება. „ძირითადად ზის, ურჩევნია ასეთ მდგომარეობაში იყოს. ექიმები ცდილობენ, რომ ცოტა ავარჯიშონ, ცოტა აამოძრავონ. მგონი, მოსწონს ექსპერტების ჩართულობა, მისაღებია მისთვის”, – აღნიშნა ალასანიამ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახის მის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს. ასევე, მიესალმებიან საქმეში უცხოელი ექიმების ჩართვას.  

მეტი...

„ყველაზე საშიში მტერი, ვინც კი შეიძლება, საქართველოს ჰყავდეს, არის გარუსებული ქართველი“ – დეპუტატი დავით არახამიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს დავით არახამიას საშიშ მტერს უწოდებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, გარუსებული ქართველი ყველაზე საშიშია. „საერთოდ არ მაინტერესებს გარუსებული და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქართველების არც მესიჯები და არც მათი მომართვები. მგონი, არც ქართულ საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელიც საჯაროდ იცავს აბრამოვიჩს, რომელიც თურმე რუსი ოლიგარქი არ ყოფილა და არ უნდა იყოს დასანქცირებული. ამაზე მეტი ლუსტრაცია საჭირო აღარ არის. ყველაზე საშიში მტერი, ვინც კი შეიძლება, საქართველოს ჰყავდეს, არის გარუსებული ქართველი. არახამია არის კლასიკური გარუსებული ქართველის მაგალითი, რომელიც ჩვენ და ჩვენს საზოგადოებას…

მეტი...

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება  

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს  „უკრაინის ნამდვილ მეგობარს“ უწოდებს და დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ ჯონსონის გადადგომის მიუხედავად არ შეიცვლება. ,,უკრაინამ ბევრი რამ მოიპოვა ბორის ჯონსონსთან ურთიერთობით, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერით,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბორის ჯონსონმა დღევანდელ ბრიფინგზე, რომელზეც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, უკრაინელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იბრძოლებს უკრაინის თავისუფლებისთვის. „ნება მიბოძეთ, ახლა მივმართო უკრაინელ ხალხს – მე ვიცი, რომ ჩვენ დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება ეს“, – განაცხადა ბორის…

მეტი...

,,ბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”- ლიზ ტრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ბორის ჯონსონის გადადგომას დადებითად აფასებს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანას ახლა სიმშვიდე და ერთიანობა სჭირდება. „პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბორისის ხელმძღვანელობით მთავრობას ბევრი მიღწევა ჰქონდა – ბრექსითის უზრუნველყოფა, ვაქცინები და უკრაინის მხარდაჭერა. ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და მართვის გაგრძელება, ვიდრე ახალი ლიდერი მოიძებნება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა. ბორის ჯონსონი გადადგა

მეტი...

,,ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვაჭრობას”- ირაკლი კობახიძე საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე

ჟურნალისტის კითხვაზე, საარჩევნო ბარიერის შემცირება ხომ არ არის მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ვაჭრობა ახლა, როდესაც ეს საკითხი იყო 19 აპრილის შეთანხმების თემა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი კანონის მიღების ვალდებულება ხელისუფლებას არ აქვს,  შესაბამისად აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ ვაჭრობად ვერ ჩაითვლება. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და მზად ვიყავით, განგვეხორციელებინა შესაბამისი ცვლილებები, თუმცა ამის შემდეგ გავიდა 100 დღე, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა რამდენიმე სატელიტმა ხელი არ მოაწერეს, აქედან გამომდინარე, მოხდა შეთანხმების ანულირება. დღეს არ გვაქვს არავითარი ვალდებულება და ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ ევროკავშირის წინაშე, როგორც კი ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან…

მეტი...

„პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს”- ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკით, კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას. „პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს – თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, ამ შემთხვევაში, ისინი კეთილ ნებას გამოიჩენენ და საარჩევნო ბარიერს 2 პროცენტამდე დასწევენ. ეს არის აბსურდი, რადგან ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ევროკავშირს დამატებითი მოთხოვნები წავუყენოთ. ასეთი რიტორიკით და განცხადებებით კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში რუსული ნარატივის გაგრძელებას. აჩვენებენ, რომ მათთვის მთავარი კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ არის,…

მეტი...

,,Credit Suisse-ს მოქმედებები შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  დღეს,  პარტიის ოფისში  ირაკლი ღარიბაშვილთან  გამართულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილის  სანქცირების შესახებ არ უსაუბრიათ. მისი თქმით, გაუგებარია ვის ან რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს  არაფორმალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის. „პრემიერის მონაწილეობით დღეს პარტიაში შეხვედრა ნამდვილად შედგა. სხვადასხვა მიმდინარე, მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ, რაც პარტიის საქმიანობას და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განცხადება გაავრცელა. ადვოკატი აცხადებს, რომ დე ფაქტო არაფორმალური სანქციები დიდი ხანია მოქმედებს. ეს არის პოზიცია, რომელიც არის წარმოდგენილი და აშკარად ბუნებრივია, ამ განცხადებაში ლოგიკა არის. რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ვიღაცებს ამ…

მეტი...

პარლამენტში ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს

პარლამენტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე ამ წუთებში კონსულტაციები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან იმართება, რამდენიმე ოპოზიციური პარტია ესწრება.  მათ შორის არიან – „გირჩი“, „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“ და ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე.  

მეტი...

,,არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი აქვს, ევროკომისიას ევაჭროს”- ლევან იოსელიანი

,,ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ, დაბალ ბარიერსო. დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას” – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციას უნდა ესაუბროს, რადგან დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას. „ყველას მიერ ყველაზე მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამ ქვეყანაში შემდგომი არჩევნები უნდა ჩატარდეს ღია პლურალისტურ გარემოში, სადაც განსხვავებულ პარტიებსა და ლიდერებს საშუალება ექნებათ, საარჩევნო ბარიერი გადალახონ და პარლამენტში შემოვიდნენ. თუ ეს ასე არ მოხდება…

მეტი...

ბორის ჯონსონი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა, თუმცა  პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. ამასთან, ჯონსონის თქმით, პოლიტიკაში შეუხვლელი არავინაა და მზადაა, ახალ ლიდერს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. „პოლიტიკაში არავინაა შეუცვლელი. ჩვენი ბრწყინვალე და დარვინისტული სისტემა სხვა ლიდერს გამოიმუშავებს, რომელიც თანაბრად მოწოდებული იქნება ამ ქვეყნის წინ წაწევისთვის რთულ პერიოდებში, არა მხოლოდ ოჯახების დახმარებით, არამედ პირობების გაუმჯობესებით, ბიზნესისთვის და…

მეტი...

,,მართლა სამარცხვინოა ეს ქალი”- ირაკლი კობახიძე ხოშტარიაზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც  სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, შსს-ის მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, კობა კობაიძის დასანქცირება მოითხოვა. კობახიძის თქმით, ელენე ხოშტარიამ თავის მილიონობით რუბლს უნდა მიხედოს, რითაც მისი ოჯახი  ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამდიდრდა.. „ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი. სხვა კომენტარის გაკეთება ხოშტარიაზე უბრალოდ არ შეიძლება, თავის მილიონობით რუსულ რუბლს მიხედოს, რითაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამდიდრდა მისი ოჯახი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ელენე ხოშტარია ვახტანგ გომელაურის, გრიგოლ ლილუაშვილის და კობა კობაიძის დასანქცირებას ითხოვს

მეტი...

,,ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია“ – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება. ზარქუას თქმით, გარკვეული სუბიექტები ცდილობენ ქვეყანა არიონ და ქაოსში გამოიწვიონ. გიორგი ვაშაძის განცხადებას ვადასტურებ, „ფეესბეს“ გარკვეული ჯგუფი საქართველოში დიდი ხანია, არის და მას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, ხოშტარია და ასე შემდეგ. ეს ხალხი მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ. მათ შორის მცდელობა აქვთ, რომ ეს ქვეყანა არიონ და ქაოსში გადაზარდონ. ამის მცდელობა ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. რაც შეეხება ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, , სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთმა საქართველოში FSB-ს ჯგუფი მოავლინა. ,,სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთიდან მოვლენილი იქნა…

მეტი...

,,არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს, რომელიც საკუთარ ხალხს შეუქმნა”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, მათ შორის, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძე დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა სანქციების ქვეშ აღმოჩნდება. “არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს, რომელიც საკუთარ ხალხს შეუქმნა. როდესაც არახამია საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ეს პროექტები დგება ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, ჯერ თავისია თუ არა ისიც თვითონ არ იცის…

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ”- ირაკლი კობახიძე

,,ბუნებრივია, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი – „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობისთვის “2%-იანი ბარიერის პირობებში,  ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. ,,მაგალითისათვის, შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 47%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33% მიიღო. ბუნებრივია, ასეთ სხვაობას „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე ვერაფრით შეამცირებს; თუმცა, იმავე არჩევნებში ხმების 2%-ზე მეტი „ნაცმოძრაობის“ ორმა სატელიტმა პარტიამაც მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ 47%-ის საპირწონედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ხმების…

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას”- ირაკლი კობახიძე

,,ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას” –  ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განმარტებით, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს. ,,როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში…

მეტი...

,,2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება”- ირაკლი კობახიძე

,,დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი – „ნაციონალურ მოძრაობას“. ,,როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. ცხადია, ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში არ იყო ნახსენები. მათ…

მეტი...

,,ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით,  უკრაინა “დიდი ოცეულის” სამიტისგან კრემლის სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას ელოდება. პოდოლიაკის თქმით, ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა. ,,რას ელის უკრაინა G20 შეხვედრისგან? ლიდერობა და გადაწყვეტილებები: კრემლის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია. რუსეთის წარმომადგენლებისთვის G20-ის ინდონეზიის სამიტი სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს. ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა”,- წერს მიხაილო პოდოლიაკი.

მეტი...

,,სანქციების საკითხის გადასაფარად, რუსეთიდან მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთმა საქართველოში FSB-ს ჯგუფი მოავლინა. მისი თქმით, სწორედ  FSB-ს გეგმის ნაწილია ,,ქართული ოცნებიდან” სამი დეპუტატის – სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლა. ,,სანქციები მოახლოვდა, და არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ახლა მინდა გაცნობოთ საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამ სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილი იქნა FSB-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს, სანქციების დაწესება მიმდინარეობს იმის გამო, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი…

მეტი...

,,უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით”- კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ კლინიკა “ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნაყოფიას თქმით,  უკრაინაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი ძალიან სწრაფად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში. ,,უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ცნობილია, ეს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი პატიმარი. პუტინი ამას ბიძინა ივანიშვილის ხელით ახორციელებს საქართველოში. ყველა არის ამაში დარწმუნებული. უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თვლიან, რომ ძალიან სწრაფად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც მას აღმოუჩენენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება ექსპერტიზას, “ქართული ოცნებისგან” ყველაფერია…

მეტი...

პარლამენტი ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულების მიზნით ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესწავლას იწყებს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო დაიწყოს ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესწავლა. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევის შედეგად მიღებულ დოკუმენტზე იმუშავებს.  „ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაო ჯგუფში ჩვენ უკვე საგნობრივად შეგვეძლება ყველა ჩართულ მხარესთან ერთად კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ. კონკრეტული შედეგი გულისხმობს შემდეგს, როცა გვეცოდინება და შეჯერებული გვექნება ის გამოწვევები, რაც შეიძლება საპარლამენტო კონტროლის სახით არსებობდეს ან დამატებითი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეიძლება საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდან კიდევ საჭიროდ ჩავთვალოთ, ამის კანონპროექტად ქცევა და დარეგისტრირება მოვახერხოთ“, – განაცხადა კომიტეტის…

მეტი...

,,გამუდმებით გეუბნებიან, რომ ფაშისტი ხარ, ნაცისტი“- ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი ექიმი

ცნობილი უკრაინელის მედიკოსი, რომელიც რუს სეპარატისტულ ძალებს სამი თვის განმავლობაში ტყვედ ჰყავდათ,  ოკუპანტებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებაში ადანაშაულებს. 53 წლის იულია პაიევსკა 16 მარტს მარიუპოლის მახლობლად საგუშაგოზე ამოიცნეს და მძღოლთან ერთად დააკავეს. „ხუთი დღის განმავლობაში არ მქონდა საჭმელი და წყალი“, – განუცხადა პაიევსკამ CNN-ს. მისი თქმით, აგრესორები მუდიმავად ძალადობნენ მასზე, : “ამ სამი თვის განმავლობაში ერთი წუთითაც არ გაჩერებულან. გამუდმებით გეუბნებიან, რომ ფაშისტი ხარ, ნაცისტი,” – აღნიშნნა პაიევსკამ. ცნობისთვის, უკრაინელი ექიმი მარტის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დონეცკის წინასწარი დაკავების ცენტრში იყო დატყვევებული.

მეტი...

,,ხელისუფლება უნდა გადადგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება”- ხათუნა სამნიძე

,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს. სამნიძის თქმით, ის არ იზიარებს პოზიციას, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს. „ვგეგმავ, საკუთარი დღის წესრიგით მივიდე და სპიკერს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაციის პრობლემის მოგვარება და თუ ხელისუფლება თვლის, რომ ერთ-ერთი ნაბიჯია ოპოზიციასთან საუბარი, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი. ხელისუფლება უნდა გადადგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. პარლამენტში მუშაობა საუბარს ნიშნავს და თუ ვერ ვთანხმდებით, საზოგადოებისთვის ამის შესახებ პოზიციების ღიად გაცნობა უნდა მოხდეს. შეხვედრამდე იმის თქმა, რომ აზრი არ აქვს, არ ვიზიარებ. ასჯერ თუ ვცადეთ და „ქართული…

მეტი...

ბორის ჯონსონი სავარაუდოდ თანამდებობას ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს. არსებული ინფორმაციით, ჯონსონი  პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება. ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია 57-მა წევრმა დატოვა, თუმცა დიდი-ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თავდაპირველად უარყოფდა. არსებული ცნობით, ჯონსონი უკვე ესაუბრა სერ გრეჰემ ბრედის, 1922 წლის კონსერვატიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა ეცნობებინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

მეტი...

ელენე ხოშტარია ვახტანგ გომელაურის, გრიგოლ ლილუაშვილის და კობა კობაიძის დასანქცირებას ითხოვს

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია  სამი მაღალჩინოსანის –  სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, შსს-ის მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, კობა კობაიძის დასანქცირებას ითხოვს. “ჩვენ მივაწვდით ჩვენ პარტნიორებს ინფორმაციას გრიგოლ ლილუაშვილის, სუს-ის ხელმძღვანელის შესახებ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან, “ქართუ-ს” სისტემიდან, როგორც ბევრი ამ მთავრობაში მყოფი ადამიანი, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი პირადი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს საქმეებში. ის უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური”, – განაცხადა ხოშტარიამ. ხოშტარიას თქმით, სუს-ი  სანქცირებული ტვრითით შემოსული გემის საქმეში ფიგურირებდა. “სუს-დან ჩვენ გამოვყავით კობა…

მეტი...

,,გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკლ მაკფოლის განცხადებას ეხმიანება. ქადაგიშვილის თქმით, ყველაფერს საზღვარი აქვს და როდესაც, რომელიმე სუბიექტი სანქციებზე ლაპარაკობს, შესაბამისი ფაქტებიც უნდა დაასახელონ. ,,დააკონკრეტა მაკფოლმა ვინ იგულისხმა? მე მაიკლ მაკფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. კარგად ვიცით, უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე 4 თვეა აქვს. ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ეს არის, მეტი კი არაფერი სიახლეა. 4 თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვახსენა და რომ…

მეტი...

,,ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას კი ხელისუფლებაში მოსვლა”- გურამ მაჭარაშვილი

,,ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, მათ (ოპოზიციას) უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, როდესაც მიზნები განსხვავებულია შეთანხმების მიღწევა  რთულია. „პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიზნები. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, მათ უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს. ეს არის განსხვავება და როცა მიზნები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია. მათი განცხადებები იყო, რომ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ევროკომისიის მოთხოვნებს და აქციაზე ხალხის მისვლა დააანონსეს, თუმცა…

მეტი...

,,აშკარაა, რომ Credit Suisse-ს მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება”- იურიდიული ფირმა “ემ ქეი დი”

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი, წამყვან შვეიცარიულ ბანკთან დავაში, იურიდიული ფირმა “ემ ქეი დი” განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბიძინა ივანისვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები აძლევს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან და  კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში. ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ…

მეტი...

,,კარგი ამბავი მაქვს, განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ”- დავით არახამია

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოეს გარემოცვა სანქციების ქვეშ აღმოჩნდება. მისი თქმით, საჭიროა საერთაშორისო დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახლწმიფოს ცხოვრებაში. ,,კარგი ამბავი მაქვს. მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოესი სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. პირველ რიგში, მინდა საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი არ დაზარალდება. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახლწმიფოს ცხოვრებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისის თვეში, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს. ამასთან, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახეობის 375 289 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 67 871 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 307 418 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი ამოიღეს, რომლებიც სააგენტოს საქმიან ეზოებში დასაწყობდა. „ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 15 ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 8 გამოვლენილია შიდა ქართლის, 3 – სამცხე-ჯავახეთის, 9 – იმერეთის, 1 – გურიის, ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო…

მეტი...

ხანძარი ბათუმში – ცეცხლი პლასტმასის ერთ-ერთ საწარმოში გაჩნდა

ბათუმის სამრეწველო ზონაში, პლასტმასის ნარჩენებს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი  პლასტმასის ერთ-ერთ საწარმოში გაჩნდა, სადაც ცელოფნის პარკებს ამზადებდნენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

პარლამენტი დღეს, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე მუშაობას იწყებს

პარლამენტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერდადგენილ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე მუშაობა დღეს დაიწყება. დღის წესრიგით პირველს სხდომას, 7 ივლისს, 12:00 საათზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს. შეგახსენებთ, ევროკავშირმა 23 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში კი, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა მიიღო.

მეტი...

რუსეთმა კუნძულ ზმეინზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივნის, სერგეი ბრაჩუკის ინფორმაციით, 7 ივლისის გამთენიისას რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ოდესის რეგიონსა და ზმეინის კუნძულზე. ბრაჩუკის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი სასოფლო-სამეურნეო საწყობი და 35 ტონა მარცვლეული განადგურდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მეტი...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიური სესიის ბოლოს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებები სრულად უნდა შეასრულოს. რეზოლუცია  გმობს აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევის შედეგად, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას სხვადასხვა ფორმით. ამასთან, დოკუმენტი  სთავაზობს შედეგზე ორიენტირებული შუამავლობის გააქტიურებას და არსებულ მექანიზმებზე დაფუძნებულ მოლაპარაკებებს კონფლიქტების მოგვარების მიზნით.

მეტი...

,,რუსეთს აღარ აქვს ძალა, თავდასხმები ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს”- ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთს აღარ აქვს ძალა, შეტევები ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს. დანილოვის თქმით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ, რუსეთი სამხედრო არსენალის ამოწურვის ზღვარზეა. მისივე განმარტებით, პირველი შეცდომების შემდეგ, რუსეთმა იპოვა ტაქტიკა, რომელიც მუშაობს. კერძოდ, საწყის ეტაპზე, რუსები ცდილობდნენ ღრმად შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, რის გამოც მათ  დაკარგეს ელიტარული ნაწილები ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ  ოკუპანტები  დიდი რაოდენობით არტილერიას და ჯავშანტექნიკას აგროვებენ, რასაც უკრაინელი სამხედროები ვერ უმკლავდებიან.  

მეტი...