„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რამხელა ყურადღება ექცევა სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას და აქტივობებს. ბევრი საინტერესო პროგრამა დავაინიცირეთ, კულტურული, შემეცნებითი ღონისძიებები, რაც ძალიან კარგია. თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, დასრულდა „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდა ტურნირები სპორტის 15 სახეობაში და კულტურული მიმართულების ტურები. ღონისძიების მასშტაბური დახურვა გაიმართება 6 ივლისს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც დაჯილდოვდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები სხვადასხვა მიმართულებით, ასევე,…

მეტი...

რუსეთის მიერ სლოვიანსკის დაბომბვისას სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით,  სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, რუსეთის მიერ სლოვიანსკის დაბომბვისას. ,,რუსები კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად უტევენ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა თავმოყრილი. ეს არის სუფთა ტერორიზმი”,- აცხადებს  კირილენკო. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მეტი...

,,დონბასისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დონბასისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი წერტილი სლავიანსკი იქნება. უწყების ცნობით, რუსული ძალები ახლა  ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან. „ქალაქის ცენტრალური და სამხრეთ ძალების დარტყმის საფრთხეს ქვეშაა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლავიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იქნება“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ძალების დიდი ნაწილი იზიუმის მიმართულებით გადაისროლა და სლავიანსკზე შეტევას აგრძელებს.

მეტი...

ჩილეში კომპანიამ თანამშრომელს შეცდომით 330-ჯერ მეტი ხელფასი ჩაურიცხა, რის შემდეგაც კაცი გაუჩინარდა

Businessinsider- ის ინფორმაციით, ჩილეში მოქალაქეს შეცდომით 330-ჯერ მეტი ხელფასი ჩაურიცხეს, რის შემდეგაც მან  თანამდებობა დატოვა და გაუჩინარდა. გამოცემის ცნობით, დისტრიბუტორმა ყოველთვიური  ხელფასის სახით, 545 დოლარის ნაცვლად  180 418 აშშ დოლარი მიიღო. მეორე დღეს კაცი სამსახურში აღარ მისულა და სამი დღის განმავლობაში ზარებს არ პასუხობდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი  ადვოკატის დახმარებით, სამსახურიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადება გაააგზავნა. კომპანიამ თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა,  კერძო კომპანია ყოფილ თანამშრომელს თანხების მითვისებას ედავება.

მეტი...

,,იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა”- მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა კვლავ გრძელდება, კერძოდ, 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ – 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. ასევე, განიხილეს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება. აღინიშნა, რომ 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 %-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი – 63.3 %-ით. ტურიზმზე…

მეტი...

,,არის გარკვეული აღქმები, მაგრამ ნული ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს გავლენას დღეს პოლიტიკაზე, ან მედიაზე”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს არ არსებობს არავითარი ფაქტი, თუ მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, ან მედიაში ერევა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რაღაც გაუგებარი აღქმებით საუბრობენ. „საზოგადოება ამას ხომ ხედავს?! არც საზოგადოებას და არც მათ არავითარი ფაქტი არ აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთი-ერთზე მქონია საუბარი და ვეკითხები – როგორ წარმოგიდგენიათ ეს გავლენა, მსოფლიო ისტორიაში თუ გახსენდებათ შემთხვევა, რომ პირი პოლიტიკურ პროცესში არავითარი ფორმით არ არის ჩართული, არც მედიას ფლობს, არავისთან კონტაქტი არ აქვს, არც ერთი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია და ახერხებს სახელმწიფოს კონტროლს მეთქი. მსოფლიო ისტორიაში ასეთი რამ არ არსებობს.…

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 346 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 346 ბავშვი დაიღუპა, 645-ზე მეტი კი დაშავდა. მათივე  ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში -346, ხარკოვის ოლქში – 186, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31. შეგახსენებთ, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

ზაპორიჟიეში რუსული ძალები დაახლოებით ორი მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალს იღებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპორიჟიეს ტერიტორიების სამხედრო ხელმძღვანელის, ევგენი ბალიცკის განცხადებით, რუსული ძალები დაახლოებით ორი მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალს იღებენ სამხრეთ ზაპორიჟიეს რეგიონის მინდვრებიდან. ”რეგიონში მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა ბალიცკიმ სამშაბათს თავის Telegram არხზე და დასძინა, რომ რეგიონიდან წლევანდელი მოსავალი სავარაუდოდ გადააჭარბებს შარშანდელ 1,5 მილიონ ტონას. ბალიცკიმ აღნიშნა , რომ გასული წლის მარცვლეულის 70% რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეში უკვე გაყიდულია. „მარცვლეულის მიწოდებას ხელს უწყობს ყირიმის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელმაც უზრუნველყო საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების შეუფერხებელი გავლა“, – განაცხადა ბალიცკიმ.

მეტი...

,,როცა ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, მეორე მხარეს კი ომი, რანაირად შეიძლებოდა, მიგვეღო გადაწყვეტილება ომის სასარგებლოდ”- ირაკლი კობახიძე

,, ჩვენ, პრემიერთან ერთად, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, როცა ვმსჯელობთ და ვხედავთ ამას, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, მეორე მხარეს კი ომი, რანაირად შეიძლებოდა, მიგვეღო გადაწყვეტილება ომის სასარგებლოდ?!,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. კობახიძის თქმით,  საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ომთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. მისივე განმარტებით, მოხალისეების გაშვება  მთავრობის მიერ სანქცირებული თვითმფრინავით, უკვე ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. „როცა საქმე ეხებოდა სანქციების დაწესებას, ეს არა მარტო ასამმაგებდა და ახუთმაგებდა, აათმაგებდა ომთან დაკავშირებულ რისკებს. ოპოზიციის წარმომადგენლებს ზუსტად ამიტომ უნდოდათ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები დაგვეწესებინა, რაც ქვეყნისთვის…

მეტი...

საბერძნეთში ყაჩაღობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში დააკავეს 48 წლის ქართველი ქალი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით მოხუცებს აძინებდა, შემდეგ კი ძარცვავდა. ბერძნული მედიის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი, მეტსახელად “ობობა” 26 ივნისს დააკავეს.  “ობობას” მონაწილეობით ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე. პროკურატურა დამნაშავის ფოტოსურათებს აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მეტი...

„ნაცმოძრაობა“, როგორც მორიელი, ზურგზე აღარასდროს უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის შესამცირებლად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში. მისივე განმარტებით, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება მეტ-ნაკლებად ძლიერად წარმოდგენილი  პოლიტიკურ სპექტრში, მანამდე  პოლარიზაცია შენარჩუნდება. „უკვე პოლიტიკურ პარტიებს თუ ვეხებით, პოლარიზაცია გადმოვიდა „ქართულ ოცნებას“, ანუ მმართველ ძალასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება მეტ-ნაკლებად ძლიერად წარმოდგენილი ამ პოლიტიკურ სპექტრში, მანამდე, რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაცია გვექნება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში. მათ შორის, შემდეგი ორი წელიც უნდა იყოს გამოყენებული ამისათვის. ეს ყველაფერი მარტივი არ არის, თუმცა ჩვენი მხრივ, ამისთვის…

მეტი...

,,თუ დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, 2032-2034 წლისთვის შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ  თუ დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, შესაძლოა 2032-2034 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როდის მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „პროგნოზები, რაც უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კეთდება, მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ჩვენ მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ჩვენზე ადრე მიენიჭა, პოლიტიკური მიზეზების გამო, უკრაინა და მოლდოვა ყველა თვალსაზრისით ბევრად ჩამორჩება საქართველოს. ეს ეხება დემოკრატიას, კონსტიტუციურ სისტემას,…

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევები მზარდია, პიკს შემოდგომაზე ელოდებიან

​კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება. თუ ადრე დღეში ინფიცირების 100 შემთხვევა ფიქსირდებოდა,  დღეს ეს მაჩვენებელი 600-მდე ავიდა. როგორია ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც შტამი ფიგურირებს ქვეყანაში, როდის ველოდებით პიკს, მოგვიწევს თუ არა ისევ პირბადეებით სიარული – ამ დას სხვა საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ს პროფესორი ივანე ჩხაიძე 10:30 საათზე ისაუბრებს.

მეტი...

„რომ დავუშვათ, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება პოლარიზაციის წამახალისებელი მოვლენა“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ქვეყანაში პოლარიზაციის წამახალისებელი იქნება. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების ხსენება სწორედ პოლარიზაციისკენაა მიმართული. „როდესაც საუბარია ე.წ პოლიტპატიმრების, ანუ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებაზე, ნებისმიერი ასეთი განცხადება არის პოლარიზაციისკენ მიმართული და იძლევა ახალი სპეკულაციების წამოწყების საშუალებას.  ნებისმიერი ასეთი განცხადება და მით უმეტეს, რეზოლუცია, რა თქმა უნდა, წყალს ასხამს იმ წისქვილზე, რასაც პოლარიზაცია ჰქვია“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისივე შეფასებით, დეპოლარიზაციის საუკეთესო საშუალება სტატუსის მინიჭებაა. „თუ ევროპული საბჭო გადაწყვეტს, რომ ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას, ვითარების განმუხტვას და პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ…

მეტი...

„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი“ – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ 12 პუნქტიან გეგმაში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი და მას კორექტირება არ სჭირდება. მისივე შეფასებით, ოპოზიციის ინტერესია, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი დეკემბერშიც ვერ მიიღოს. „ წარმოვადგინეთ დეტალური გეგმა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. აქ დეტალურად არის გაწერილი პასუხისმგებელი სუბიექტები და ეჭვს ვერავინ შეიტანს იმაში, რომ რამე ლოგიკაა დარღვეული. არის მისაღები კანონები. ძირითადად საუბარია კანონების მიღებაზე სხვადასხვა სფეროში. დეტალურად წერია, ვინ რას აკეთებს და როდის აკეთებს. აქედან გამომდინარე, კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისივე შეფასებით, კანდიდატის…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი გენერალური შტაბისგან ყველა გადაწყვეტილების მასთან შეთანხმებას ითხოვს

„ვუბრძანე თავდაცვის სამინისტროს, ასევე გენერალურ შტაბს, რომ მომაწოდონ ყველა სახის ინფორმაცია“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალის შესახებ საქმის კურსში ჩაყენებას ითხოვს. საქმე ეხება წვევამდელების, სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვისტებისთვის რეგისტრაციის მისამართის ცვლილებაზე. „გენერალური შტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. საქმე ეხება წვევამდელთა და რეზერვისტთათვის  ნებართვების მიღების წესის დამტკიცებას. ვხედავ, რომ არსებობს სხვადასხვანაირი შეფასებები. ვუბრძანე თავდაცვის სამინისტროს, ასევე გენერალურ შტაბს, რომ მომაწოდონ ყველა სახის ინფორმაცია, ვპირდები მოსახლეობას, რომ ამ საქმეს გავუმკლავდები“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ინფორმაციისთვის, უკრაინის გენერალური შტაბის დადგენილებით მიხედვით, წვევამდელებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და რეზერვისტებს ომის…

მეტი...