კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, გზის მეწყრული მონაკვეთის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს. ამასთან, გადაადგილება შეიზღუდა კიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით. სატრანსპორტო საშუალებებისთვის კიკეთისა და მანგლისის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია წყნეთის გავლით. აღნიშნული ცვლილება ასევე, შეეხება N316 ავტობუსს, რომელსაც მარშრუტი დროებით შეეცვლება. კერძოდ, ავტობუსი კიკეთიდან კოჯრის ბატალიონის მიმართულებით იმოძრავებს, შემდეგ დაბა წყნეთის გავლით, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. უკუმიმართულებითაც გადაადგილდება შესაძლებელი იქნება  აღნიშნული სქემით.

მეტი...

,,ამერიკას ყოველთვის ახსოვდეს, იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი – ალასკა”- ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. ვოლოდინის განცხადებით, ამერიკას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ალასკა რუსეთის ტერიტორიის ნაწილია. ,,დაე, ამერიკას ყოველთვის ახსოვდეს: იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი – ალასკა. ასე რომ, როდესაც ისინი დაიწყებენ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ განკარგვის მცდელობას, სანამ ამას გააკეთებენ, უნდა დაფიქრდნენ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დასაბრუნებელი. ჩვენ არ ვერევით მათ საშინაო საქმეებში და ისინი ათწლეულებია ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც მათ თავს ხდება, ყველა მათი საპრეზიდენტო არჩევნები, რუსეთის ჩარევის შედეგია“ , – განაცხადა ვოლოდინმა.

მეტი...

ქვისცვენის გამო, კალა-უშგული მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ,გაძლიერებული ქვისცვენაა.

მეტი...

,,მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს – ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები”- კახა ოქრიაშვილი

,,მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ფსევდო-ოპოზიციურ პარტიებს, არ უნდა მივცეთ საშუალება, ხმები ოპოზიციურ ელექტორატში მოიპოვონ და შემდეგ სადეპუტატო მანდატები „ოცნებას“ მიჰყიდონ,”- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი წერს. კახა ოქრიაშვილი მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს “პოლიტიკურ აფერისტობაში ჩართული პირების” გამოვლენისკენ მოუწოდებს, რათა ქართველი ხალხი, არ შევიდეს შეცდომაში. ,,ჩემმა გუშინდელმა განცხადებამ მედიის ყურადღება მიიქცა და „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პარტიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.  ვადასტურებ – დღესაც მიმაჩნია, რომ ორივე პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია. ისინი ერთი ხის სხვადასხვა ტოტები არიან. რა იყო გაღიზიანების მიზეზი, ვერ გავიგე, რადგან ყველასთვის ყველაფერი ისედაც ნათელია. წლებია, ეს პარტიები „ოცნების“…

მეტი...

,,ევროკავშირის გზავნილი ნათელია, ახლა დროა, საქართველოს მთავრობამ საქმე გააკეთოს”- მირიამ ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ეხმიანება. მიშელის თქმით, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მას შემდედ, რაც ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას. მირიამ ლექსმანის განცხადებით, ახლა დროა, საქართველოს ხელისუფლებამ საქმე გააკოთს. ,,ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ახლა დროა, საქართველოს მთავრობამ თავის მართლების ნაცვლად, საქმე გააკეთოს,”- წერს მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში”. ,,მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას”- შარლ მიშელი

მეტი...

,,მარიუპოლის რეკონსტრუქციას 14 მილიარდ დოლარზე მეტი და 7-10 წელი დასჭირდება”- ვადიმ ბოიჩენკო

მარიუპოლის რეკონსტრუქციას 14 მილიარდ დოლარზე მეტი და 7-10 წელი დასჭირდება,- ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების გამო ქალაქში 1356 მაღალსართულიანი შენობა განადგურდა ან დაზიანდა. ასევე დაიბომბა სახლების 40%. მათი უმრავლესობა რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, გეგმებში შედის ახალი ობიექტების მშენებლობა. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის გუნდებთან, მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და იყენებენ ყველაზე თანამედროვე მიდგომებს ათეულობით ქვეყნისა და ქალაქის რეკონსტრუქციისთვის ზიანის, დანაკარგების და საჭიროებების შესაფასებლად. კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების შემდეგ. სარეკონსტრუქციო სამუშაოებში ასევე მონაწილეობენ პარტნიორი ქალაქები, როგორიცაა გდანსკი,…

მეტი...

„ქართული ოცნება” რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი”- გიორგი ვაშაძე

,,კობახიძის ლოგიკით, დეკემბერში როცა უარს გვეტყვიან საბოლოოდ, კი არ უნდა გავბრაზდეთ ხელისუფლებაზე, უნდა გაგვიხარდეს რომ ომს აგვაცილეს,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყუილია, თითქოს  დასავლეთი ომს გვთხოვს და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი ომის დაწყებასა და ევროპაში ინტეგრაციას შორის. „ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება” ვერაფრით უპირისპირდებიან საზოგადოების 85%-იანი ნაწილის ნებას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი და დეოლიგარქიზაცია და დემოკრატია ერთმანეთთან შეუთავსებელია, რაც პირდაპირ გულისხმობს, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისგან ჩამოშორებას. სწორედ ამიტომ, იგონებენ ტყუილს, რომ დასავლეთი ომს გვთხოვს და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი ომის დაწყებასა და ევროპაში ინტეგრაციას…

მეტი...

,,სანქციებზე საუბრისას ნებისმიერ სუბიექტს აქვს ვალდებულება, არგუმენტებიც მოიშველიოს”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკლ მაკფოლის განცხადებას ეხმიანება. იონათამიშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი შესაბამისი არგუმენტების გარეშე არასწორია. „ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. როცა ამას არ ახდენს, მსგავს აქტორებს ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. ამიტომ, თითოეულმა უნდა გაათვითცნობიეროს – უნდა, იყოს ჭორაობის მხარეს, თუ სხვა ამოცანები აქვს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, შესაბამისად, არგუმენტების გარეშე მსგავსი განცხადებები ფასდება, როგორც უპასუხისმგებლო განცხადება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. ცნობისთვის, მაიკლ მაკფოლის თქმით, განიხილება გარკვეული პირების დასანქცირება საქართველოდან და ბელარუსიდან. მაკფოლი გვარებს…

მეტი...

,,ველოდები, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება და პიკს მიაღწევს შემოდგომაზე”- თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სავარაუდოდ კორონავირუსის  შემთხვევები მოიმატებს და პიკს მიაღწევს შემოდგომაზე. მისივე თქმით, ახალი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან მნიშვნელზე. „მთელ მსოფლიოში ბოლო პერიოდში აღინიშნება ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მკვეთრი ზრდა. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა, სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა და დღეს იყო 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან მნიშვნელზე. ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჰყავს ბევრად ნაკლები გარდაცვლილი, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ისრაელს, ავსტრალიას, იაპონიას.…

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივები შესაძლოა უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენონ 

ევროკომისია ამზადებს საკანონმდებლო ბაზას, რათა გაყინული რუსული აქტივები და ბიზნესმენების აქტივები რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის აღდგენისთვის გადაცემისთვის,- ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთის აქტივები და, ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები გამოიყენონ უკრაინის აღდგენისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენმა ასევე შეაფასა შვეიცარიაში გამართული პრესკონფერენცია, სადაც  მრავალი ინიციატივის გაერთიანება მოხერხდა უკრაინის აღდგენისთვის. „რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს მართვის სისტემა, რომელიც იქნება კომპეტენტური, ანგარიშვალდებული, სანდო ყველა ინიციატივისთვის, რომელიც მიიღებს დაფინანსებას და აერთიანებს ინვესტიციებს უკრაინის აღსადგენად რეფორმებთან. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის…

მეტი...

„უკრაინა საქართველო და მოლდოვა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილები არიან”- ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

,,განაცხადის წარმატებისთვის საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა დაადგეს აუცილებელი რეფორმების მკაფიო გზას, სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობით,”- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დადგენილი კრიტერიუმები შესრულდება. „უკრაინა საქართველო და მოლდოვა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილები არიან. მოხარული ვარ, რომ ეს ერთხმად იქნა აღიარებული ლიდერების მიერ ევროკომისიის დასკვნის მიღებისთანავე და მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის. ეს დასკვნები დამყარებული იყო სამ კრიტერიუმზე – პოლიტიკურზე, ეკონომიკურზე და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღების უნარზე. საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა და…

მეტი...

,,პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია საგანგებო გეგმაზე მუშაობს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენი განცხადებით, რომ ევროკავშირი რუსეთისგან ენერგეტიკის სრული შეწყვეტისთვის უნდა მოემზადოს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი კვლავ აგრძელებს ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას. ,,ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი. ცხადია, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია ევროპის საგანგებო გეგმაზე მუშაობს. ჩვენ ამ გეგმასა და საჭირო ინსტრუმენტებს ივლისის შუა რიცხვებში წარვადგენთ. წევრ ქვეყნებს უკვე აქვთ ეროვნული საგანგებო გეგმა, ეს კარგია. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ერთიანი ქმედებები. ჩვენ დარწმუნებული  უნდა ვიყოთ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში გაზი მიეწოდებათ მათ,…

მეტი...

პროკურატურამ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 ივლისს, ქ. მარნეულში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.დ.-მ წარსულში არსებული შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, პისტოლეტიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რის შემდეგაც საკონტროლო გასროლა განახორციელა. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის ივნისში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკანონოდ შემოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ,,სამართალდამცველებმა ფ.დ. 5 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით…

მეტი...

,,მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას”- შარლ მიშელი

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამართული დებატებისას განაცხადა, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მას შემდედ, რაც ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას. „კრემლის ბარბაროსულმა ომმა ჩვენს კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები მოახდინა და შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. გასულ კვირას ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად მივიღეთ რამდენიმე მთავარი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და ხალხის მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ამით გავუგზავნეთ ძლიერი გზავნილი მათ ხალხს და ჩვენს ევროკავშირის მოქალაქეებს.  ჩვენ ასევე მზად ვართ,…

მეტი...

„ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა“ – დავით უსუფაშვილი

„დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული“  – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დავით უსუფაშვილი. მისი შეფასებით, დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია. „ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით ალბათ, მოცული რამდენიმე თვე – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული. მოკლედ გეტყვით – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია. გაგიგიათ ჩემგან, იმის მიუხედავად რა თქვა კობახიძემ ან ხვალ რას იტყვის, რომ ის არის ქვეყნის მტერი?! არა, მე ვლაპარაკობ, რომ მას რაღაც შეეშალა, არასწორად ესმის. ესე იგი, მე ხელს ვუწყობ…

მეტი...

„არასამთავრობოს სახელით პოლიტიკური მიზნების მიღწევა არ გამოუვათ“ – ბექა დავითულიანი არასამთავრობოებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბექა დავითულიანი არასამთავრობო სექტორს ურჩევს, პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ. „ოპოზიციის მხრიდან არასამთავრობო სფერო მთლიანად პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული“ – აცხადებს ბექა დავითულიანი. „პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს მთელი რიგი კანონით დაწესებული შეზღუდვები და არასამთავრობო ორგანიზაციას და მის წევრს არანაირი შეზღუდვა და მსგავსი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. რა თქმა უნდა, მათთვის არის კომფორტული, გამოვლენ დაფინანსებას აიღებენ უცხოური ფონდებიდან, რაც პარტიას ეკრძალება, როლს მოირგებენ ვითომ ობიექტური მონიტორისა, გამოვლენ და შეასრულებენ იმ პარტიის საქმეს, რომლის თანამოაზრეები და თანაგუნდელებიც არიან. თუ უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და პოლიტიკური მიზნები გაცხადებული აქვთ, მაშინ დარეგისტრირდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციად,…

მეტი...

„ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, გარდაცვალების მაჩვენებელი არ გაზრდილა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით,  ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, თუმცა, გარდაცვალებულთა მაჩვენებელი არ მომატებულა. „მოგვემატა შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ, არ მომატებულა გარდაცვალებულთა რაოდენობა. 0, 1, 3 ამ ფარგლებში ტრიალებს ბოლო 1 კვირა ინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობა. ასევე, მომატებულია მომართვიანობა სტაციონარებში. შემთხვევათა რაოდენობის პროპორციულად მოიმატებს საავადმყოფოში მიმართვიანობაც.  თუ შემთხვევათა მატება გაგრძელდება, შესაძლებელია, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება აუცილებელი გახდეს. ვისაც გაკეთებული აქვს აცრა ორჯერადად და არ გაუკეთებია მესამე დოზა ამ ადამიანებისთვის ერთ დამატებითი ბუსტერი იდეალური შესაძლებლობაა ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში იყოს დაცული ინფიცირებისგან ან რეინფიცირებისგან“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავაში“.       

მეტი...

„ომიკრონისთვის“ ბარიერი არ არსებობს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონი ისეთი მუტაციაა, რომლისთვისაც ბარიერი არ არსებობს. რეინფიცირების თვალსაზრისით, ომიკრონი არის სრულიად უნიკალური, ყველა სხვა მუტაციას შორის“ – აღნიშნა  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მისი შეფასებით, როგორც საქართველოში, ის მსოფლიოში, ამ ეტაპზე „ომიკრონის“ მეოთხე და მეხუთე ქვე-შტამი ცირკულირებს. „ომიკრონის“ ქვე-მუტაციებს შორის ყველაზე მეტად გამორჩეულია მეხუთე ვარიანტი, ე.წ. B.A.5,  რომელიც დღემდე ცნობილ ვირუსებს შორის ითვლება მხოლოდ წითელაზე ნაკლებად გადამდებ ვირუსად. ძალიან დიდია მისი გავრცელების და გადადების სისწრაფე. ერთი ინფიცირებული 10-12 ადამიანს აინფიცირბს, რაც ძალიან დიდი ციფრია. საქართველოში ამჟამად ძირითადად ცირკულირებს ომიკრონის მეოთხე და…

მეტი...

„ენჯოებისა“ და ოპოზიციისგან განსხვავებით, პრეზიდენტს ევალება, ფაქტებზე დაფუძნებით ისაუბროს” –კობახიძე პრეზიდენტზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს გუშინდელი განცხადებების გამო აკრიტიკებს. როგორც კობახიძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი არ არის არც „ენჯეო“ და არც პოლიტიკური პარტია. „მას პასუხისმგებლობა აქვს, ნებისმიერი განცხადება ფაქტებზე დაფუძნებით გააკეთოს, თუმცა არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია. მან ეს სტანდარტი დაარღვია… პრეზიდენტს არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია, რაც მისი პასუხისმგებლობაა. „ენჯოებისა“ და ოპოზიციისგან განსხვავებით, პრეზიდენტს ევალება, ფაქტებზე დაფუძნებით ისაუბროს, რაც მას არ გაუკეთებია. 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულები პირდაპირ დაკავშირებულია 12 პუნქტთან, მათ შორის გამოძიების სრულ გამჭვირვალობას და ჩვენ ამ საკითხზე ჩვენი ხედვა წარმოვადგინეთ. გამოძიება პროკურატურის საქმეა და მასში ჩარევა პარლამენტს არ…

მეტი...

ოქტომბერში კორონავირუსის პიკს ცუნამის სახით ელიან – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პიკი ოქტომბერში იქნება. „შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული – ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ასახავს მოლოდინის სიმძაფრეს. შესაძლოა, ჩვენ შემოდგომაზე გველოდეს კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღა, ცუნამის მსგავსი. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ, რეალურ მოლოდინს ასახავს. შემოდგომაზე იქნება მატება. ეს რამდენად მნიშვნელოვანი მატება იქნება, თქმა რთულია. ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს. პირველ რიგში, ისევ და ისევ ახალი მუტაციები, რომელიც გაცილებით…

მეტი...

„ის იღებს რუსულ ფულს” – ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას რუსულ ფულზე ისევ საუბრობს და ამბობს რომ ის რუსულ ფულს იღებს. „აღმოჩნდა, რომ ის დიდი ოდენობით რუსულ ფულს რუბლებში იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას რომ მალავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ დასამალი აქვს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. რუსულ ფულთან დაკავშირებით განმარტება ელენე ხოშტარიას მამამ გოგი ხოშტარიამ გააკეთა და ახსნა საიდანაა ამ ფულის წარმომავლობა. „ბიძაჩემი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სცენოგრაფი, ანუ არა უბრალოდ მხატვარ-გამფორმებელი, არამედ დამდგმელი სპექტაკლებში. მე ვარ მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად.…

მეტი...

,,ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიცაზიასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ხედვაზე საუბრობს. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს იმაზე, რა არის ოლიგარქის ცნება და ვის მიესადაგება ეს საქართველოში. კობახიძის განმარტებით, ოლიგარქის ცნება არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს. „თვითონ კანონი, რა თქმა უნდა, უნდა დაზუსტდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებელ სუბიექტებს, ანუ კონკრეტულ ფორმატში იქნება განხილული ეს თემა. მათ შორის კანონპროექტი, მისი დეტალები და კონკრეტული ვადებიც დავაზუსტეთ ამისთვის. დანარჩენი, დეტალები უნდა დაზუსტდეს სამუშაო ფორმატში ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით. მათ შორის ვთქვით, რომ შეიძლება, უკრაინული კანონიც გამოვიყენოთ ამისთვის. შესაბამისად,…

მეტი...

„ქვეყანაში არის სიმშვიდე, ამ სიმშვიდიდან გამომდინარეობს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში არის მშვიდობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რითაც ხელისუფლება იწერს ქულებს. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც ქულებს დაიწერს ხელისუფლება, ოპონენტები კი ყველაფერს აკეთებენ, რათა ქულები არა ხელისუფლებამ, არამედ თავად დაიწერონ. „ქვეყანაში არის სიმშვიდე და ამითაც ბუნებრივია, ხელისუფლება იწერს ქულებს, რადგან სიმშვიდე მოწონს საზოგადოებას. ამ სიმშვიდიდან გამომდინარეობს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან გვქონდა 10,4 პროცენტი, წელს ხუთი თვის განმავლობაში გვაქვს 11,2 პროცენტი. ამითაც ხელისუფლება იწერს ქულებს. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც ქულებს დაიწერს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, ახლა მათ ინტერესებში რა შედის, რომ ეს ყველაფერი…

მეტი...

„ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება”- კახა კალაძე

,,ომი არ დაიწყება საქართველოში, იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იყოს წამოწეული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო  უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. „ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება; ეს იქნება უდიდესი პრობლემა, ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე და უკრაინას თავი რომ დავანებოთ, 2008 წელს, ყველამ კარგად გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში – დაკარგული ტერიტორიები, ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სოფლები, გაქცეული მთავრობის წევრები. საქართველოში ომი რომ დაიწყოს, ქვეყანა აღარ…

მეტი...

,,საქართველო რომ ჩაერთოს ომში, გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომის და კანდიდატის სტატუსის კავშირი პირდაპირ იქნა აქცენტირებული  ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, როდესაც თქვეს, რომ უკრაინამ ომის გამო მიიღო კანდიდატის სტატუსი. მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მსგავს მდგომარეობაში, რომ ყოფილიყო ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. „ომის და კანდიდატის სტატუსის კავშირს რაც შეეხება, ეს კავშირი პირდაპირ იქნა აქცენტირებული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. მათ პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო, ომის მდგომარეობაში ყოფნის გამო მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. სწორედ ომის გამო შესთავაზეს მას განაცხადის შეტანა და ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ჩემი განცხადება არ არის. ეს არის ევროკავშირის ლიდერების განცხადება.…

მეტი...

საბერძნეთში “კანონიერი ქურდი” კაკო ბილანიშვილი და საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი ძარცვაში, ქურდობასა და ყაჩაღობაში ედებათ. დაჯგუფების მეთაურად “კანონიერ ქურდი”, 72 წლის  კაკო ბილანიშვილია დასახელებული. მის გარდა, დაკავებულები არიან: 33 წლის ბექა ბალახაძე, 31 წლის ლიკა ჟვანია, 26 წლის ზაზა თევზაძე, 38 წლის დავით რუბაშვილი , 30 წლის მიხეილ შანყულაშვილი, 27 წლის ჯემალ ლეჟავა, 32 წლის ლაშა ჯიმშიტაშვილი, 31 წლის ოთარ თხელიძე, 41 წლის რაშიდ მაჰმუდი, 31 წლის გიორგი ჯვარშეიშვილი, 38 წლის შალვა კუხიანიძე, 41 წლის დავით ბარძიმაძე. ქართველებმა საერთო ჯამში,  434 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. სულ…

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის ფაქტები გამოავლიანი

სურსათის ეროვნული სააგენტომ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა – ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის  მასშტაბით  ამოწმებენ. ლაბორატორიული  კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების  ნიმუშებსაც. მიმდინარე წელს, აღებულია  აგროქიმიკატების და  პესტიციდების 190-მდე ნიმუში.  წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება. უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი,”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

,,პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც სიტყვა არ ეთქმის”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, პარტია სამოქალაქო სექტორის თხოვნით, მონაწილეობას მხოლოდ რიგგარეშე სესიაში მიიღებს. ,,პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში “სტრატეგია აღმაშენებელი” არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს – პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის. სამოქალაქო სექტორის თხოვნით, ჩვენ ერთადერთ გამონაკლისს დავუშვებთ, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, თუ იქნება, ამას დავეთანხმებით, თუმცა, წინასწარ ვამბობთ, რომ ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებს და მკაფიო ამაზე მათი პოზიცია. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მას საქართველო მიიღებს ერთ…

მეტი...

,,მდგომარეობა შეიცვალა, მივდივართ მატებისკენ, 2 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ერთი თვის განმავლობაში ვირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, თუ შევადარებთ 2 კვირის წინანდელ სტატისტიკას, ხუთჯერ არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა,”- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. თსსუ-ს პროფესორის განმარტებით, ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ვირუსის შემთხვევების ზრდის მკვეთრი დინამიკა შეიმჩნევა. მისივე თქმით, თუ ციფრებს შევხედავთ, ჯერჯერობით ეს მატება საგანგაშო არ არის. ,,მდგომარეობა შეიცვალა, მივდივართ მატებისკენ. ვიმეორებთ იგივე ტენდენციას, რაც ევროპის ყველა ქვეყანაში არის. ერთი თვის განმავლობაში ვირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. თუ შევადარებთ 2 კვირის წინანდელ სტატისტიკას, ხუთჯერ არის მომატებული…

მეტი...

,,არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საბოლოო ჯამში მოუწია აღიარება, რომ პოლიტიკურ პარტიებად გაფორმებას აღარ გამორიცხავენ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და მათი მთავარი მიზანი  ხელისუფლების ინსტრუმენტების მიღებაა. პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ნაწილი პარტიების ველზე ლეგიტიმაციის გარეშე შემოდიან, რაც ანტიდემოკრატიულია. „ისინი შემოდიან პარტიების ველზე ლეგიტიმაციის გარეშე და ეს თავისთავად ანტიდემოკრატიულია, როდესაც ამავე დროს პრეტენზია გაქვს, რომ შენი დღის წესრიგით განვითარდეს ქვეყანა, როდესაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერაც კი არ გაქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საბოლოო ჯამში, ვინაიდან არ იმალებოდა მათი პოლიტიკოსობა, მოუწიათ გარკვეულწილად ამის აღიარება და თქმა, რომ აღარც გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფერმა იურიდიული სახე მიიღოს და გაფორმდნენ როგორც პარტიები. თავისთავად…

მეტი...

,,ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგენილია”- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგენილია. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს. საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს შეადგენს. ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302,602 შეადგინა, რაც + 126.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 64.1%-ით არის აღდგენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,625,928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით  +234.5% …

მეტი...

,,შესაძლებელია, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება აუცილებელი გახდეს” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,თუ შემთხვევათა მატება ამ ტემპით გაგრძელდება, ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს,”- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო, ამ ეტაპზე არ განიხილავს ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღებას. „ჯერჯერობით, ნიღბის ტარების ვალდებულებას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო სავარაუდოდ, არ გამოაცხადებს, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია მომდევნო კვირების განმავლობაში ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემდეგი…

მეტი...

,,მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას მერი ვარ”- კახა კალაძე

„ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა. მისი თქმით, დედაქალაქის გამგეობები გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, 99-100%-ით ასრულებენ სამუშაოებს. „მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გამგეობების მუშაობის თვალსაზრისით,გზების და კეთილმოწყობის თვალსაზრისით როგორია საბიუჯეტო შესრულება. მინდა გითხრათ, რომ 99-100%-ით არის შესრულებები, რაც ძალიან კარგია. არის გამგეობები, რომელსაც სჭირდება უფრო მეტის გაკეთება, რადგან გზების ნაწილში არის გარკვეული ჩამორჩენები, თუმცა, პრობლემას არ წარმოადგენს ეს იმ თვალსაზრისით, რომ უნდა ამოვწიოთ ეს ყველაფერი, სადაც არის შეფერხებები უფრო მეტი…

მეტი...

,,შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას ვაპირებ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს დეპოლარიაზაცია”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის”ლიდერი იაგო ხვიჩია დღეს,  შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. მისი თქმით, დეპოლარიაზაციის დასასრულებლად ორი რამეა გასაკეთებელი – საკონსტიტუციო ცვლილებები და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ,,ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას ვაპირებ. მინდა, რაღაცნაირად გავაჟღერო „ქართულ ოცნებასთან“ თუ „ნაცმოძრაობასთან“ ჩემი პოზიცია, რეალურად თუ როგორ შეიძლება მოხდეს დეპოლარიაზაცია. სულ ორი რამეა გასაკეთებელი, რათა ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ ვიმოძრაოთ – საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. რაც შეეხება ოპოზიციიის წარმომადგენლებს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ჩემი აზრით, არ…

მეტი...