„პირველივე სიმპტომისთანავე ჩავიტაროთ ტესტირება“ – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსზე   

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, პირველივე სიმპტომისთანავა უფასო კოვიდტესტირება ჩაიტაროს. „აუცილებელია შემდეგი: ომიკრონის შტამით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისგან. ამიტომ, აუცილებელია პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩავიტაროთ COVID ტესტირება (უფასოა) და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები“ – აცხადებს ცერცვაძე. ინფეციონისტის შეფასებით, აუცილებელია, ყველამ იცხოვროს კოვიდთან ერთად უსაფრთხოდ. „ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მით უმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა კატეგორიულად…

მეტი...

„ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, პიკს ველოდებით შემოდგომაზე“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პიკს შემოდგომისკენ ელოდებიან. „ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვისა და COVID ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები (22) ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია ვიდრე ამერიკაში (98), კანადაში (108), დიდ ბრიტანეთში (205), პრაქტიკულად მთელ ევროპაში ერთეული გამონაკლისების გარდა და ასე განსაჯეთ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ COVID შემთხვევების და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლებით – სამხრეთ კორეა (135), ტაივანი (262), ავსტრალია (140), ახალი ზელანდია (230), ჰონგ კონგი (136), იაპონია (24), ისრაელი…

მეტი...

ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიორგი ერმაკოვი თავისუფალია. ბათუმის ყოფილი მერის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი  ლევან მახარაშვილი ავრცელებს. . „უკანონოდ მსჯავრდებული ქ.ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ – აცხადებს  მახარაშვილი. ყოფილ მერს პროკურატურა 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. მას 7-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.  

მეტი...

„საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას“ – სალომე ზურაბიშვილი 5 ივლისის საქმეზე

შარშან, 5 ივლისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას ახსენებს, რომ საზოგადოება დამნაშავეების დასჯას ისევ ელოდება. „5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ…

მეტი...

ბრიტანეთი უკრაინაში გასაგზავნად  ახალ შეიარაღებას ამზადებს

ათი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და საბრძოლო მასალა უკრაინაში გასაგზავნად მზადდება. როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, აღნიშნულ ტექნიკას უკრაინა უახლოეს დღეებში მიიღებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის უკან მთელი მსოფლიო დგას. მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მებრძოლები შეძლებენ პუტინის ძალების მიერ წართმეული ტერიტორიების უკან დაბრუნებას“ – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მეტი...

ოპოზიცია-არასამთავრობოების შეხვედრაზე ორი პარტია არ მიიწვიეს

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ორი პარტია არ მიიწვიეს. „მიმდინარეობს ოპოზიციის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მიწვეული არ არიან. ეს არის ცხადი მაგალითი, რომ მათთვის განსხვავებული აზრი არის მიუღებელი“ – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-ცპიკერი ლევან იოსელიანი. მისი შეფასებით, მსგავსი რამ აუხსნელი და გაუგებარია. „გამოდის, რომ განსხვავებული მოსაზრებების მოსმენასთან აქვთ პრობლემა. თუ ვინმეს არ მოსწონს, რასაც ვამბობ, დიალოგს კი არ უნდა გაექცეს, უნდა დაჯდეს და დამისაბუთოს თავისი პოზიციის მართებულობა. ვიღაცას თუ ხელისუფლების ცვლილება, ღარიბაშვილის გადაყენება უნდა, მაშინ…

მეტი...

ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს   

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია დროებით დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს. როგორც ბორის ჯონსონი ამბობს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ეს გააკეთონ. „მჯერა, რომ უკრაინელ სამხედროებს აქვთ შესაძლებლობა, პუტინის ძალების მიერ  დაპყრობილი ტერიტორიების დაიბრუნონ. გაერთიანებული სამეფო განწყობილია დაეხმაროს უკრაინას საკუთარი თავის დაცვასა და აღდგენის პროცესშიც. უახლოეს პერიოდში უკრაინას გავუგზავნით დამატებით სამხედრო დახმარებას გაერთიანებული სამეფოსგან“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

მეტი...

,,სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, რომ წყალტუბო გახდეს მსოფლიო დონის სპა კურორტი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, რათა წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერმა წარადგინა პრეზენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს მთავრობა წყალტუბოს განვითარებას. პრემიერის თქმით, გენერალური გეგმა არის დასრულებული. „მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის…

მეტი...

შემოსავლების სამსახური 4 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში  რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლას ადასტურებს

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 4 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში  რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურდა, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე  საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება. მათივე ცნობით, თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში – მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი (რეგისტრაციის ნომრით- m/v „VF Tanker-15“ IMO # 9645047), რომელიც დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული…

მეტი...

,,უკრაინას არ სჯერა, რომ ბელარუსი მის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება, მაგრამ ემზადება შესაძლო პროვოკაციებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიიდან შეინიშნება გარკვეული პროვოკაციები და არსებობს საფრთხე, ბელარუსის უკრაინის წინააღმდე ომში ჩართვის. ზელენსკის თქმით,  ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბელარუსი არ ჩაერთოს ამ ომში. ,,უკრაინას არ სჯერა, რომ ბელარუსი მის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება, მაგრამ ემზადება შესაძლო პროვოკაციებისთვის. გულწრფელად უნდა ვისაუბროთ რეალურ მოვლენებზე, რაც ხდება. რაკეტები გაუშვეს ბელარუსის ტერიტორიიდან. ძალიან ბევრი, სხვადასხვა კალიბრის, რამაც სხვადასხვა ზიანი მიაყენა უკრაინას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ბელარუსი ხალხის გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ ჩაერთოს ამ ომში. მაგრამ პასუხისმგებლობა…

მეტი...

,,გვაქვს ამბიცია, წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე კურორტად”- ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა წყალტუბო განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე. „მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის გამართული, ხოლო მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-დასავლეთის…

მეტი...

,,საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ”- შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აქვს დრო ოპოზიციას,  საპარლამენტო მანდატების დასატოვებლად. მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ. „ისევ და ისევ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია, კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ გათვლით, რომ ივანიშვილი გამოძვრეს უკვე ფაქტობრივად დაწყებული სანქციებიდან, ხოლო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიაღწიოს 2024 წლამდე, შემდგომში იგივე ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობით. გაფრთხილებთ – ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, დატოვოთ მანდატები და შეუერთდეთ…

მეტი...

ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ინფორმაციას ამის შესახებ ,,CNN” ავრცელებს. მედიის ცნობით, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას და მას სჯერა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება. ამასთან, ჯონსონმა ზელენსკის განუცხადა, რომ  ბრიტანეთის მიერ გაგზავნილი უახლესი  სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის 10 თვითმავალი საარტილერიო სისტემა და მოძრავი საბრძოლო მასალები, უკრაინაში მალე ჩავა.

მეტი...

შვეიცარიაში, საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის გრძელვადიანი აღდგენისთვის პრინციპები შეიმუშავეს

შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს რიგი პრინციპები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის აღდგენას, გრძელვადიან პერსპექტივაში. აღნიშნილი პრინციპები, ორდღიანი კონფერენციის შემდეგ მიიღეს, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა. „ლუგანოში, ჩვენ დავიწყეთ უკრაინის აღდგენის პროცესი საერთაშორისო დონეზე და ჩამოვაყალიბეთ აღდგენის პრინციპები. დეკლარაცია ითვალისწინებს გრძელვადიან ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებას, რაც მოამზადებს უკრაინას ომის შემდგომი პერიოდისთვის. ეს  მისცემს უკრაინელ ხალხს იმედს და დაარწმუნებს, რომ ისინი მარტონი არ არიან”- განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იგნაციო კასისმა. შეგახსენებთ, ორშაბათს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისთვის დაახლოებით 750 მილიარდი…

მეტი...

,,გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“- კახა ოქრიაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დიდი ხანია, „ქართული ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ,,ასაღებს”. მისივე თქმით, აღნიშნული პარტიები  „ქართული ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც პარტიიდან წასული დეპუტატები(ყაველაშვილი, ხუნდაძე,სუბარი). ,,ივანიშვილის „ოცნებამ“ (კობახიძე-პაპუაშვილმა) დღეს შემოგვთავაზეს ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობის ახალი ეტაპი – ჯერ დეპოლარიზაცია და მერე საარჩევნო ბარიერის დაწევა. გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს: პატარა პარტიებო, თუ გინდათ, რომ 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი დავწიოთ 1, ან 2 %-მდე, მოგახვედროთ პარლამენტში და ერთად გავაგრძელოთ ივანიშვილის მსახურება, როგორც ახლა, მორიგ ჯერზე გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები და შემოდით ჩვენს მიერ დაანონსებულ კომისიებში. დიდი…

მეტი...

უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს

მელიტოპოლ მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, ოკუპირებულ ქალაქში , უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და 300-ზე მეტი დაშავდა. მისივე თქმით, განადგურდა  საწვავის და საბრძოლო მასალის საწყობები. “წინა დანაკარგების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ 200-ზე მეტი რაშისტი მთლიანად განადგურდა, ეს არა ოფიციალური, არამედ სანდო ინფორმაციით. 300-ზე მეტი რაშისტი დაიჭრა…” – აღნიშნა ქალაქის მერმა.

მეტი...

,,დაგველაპარაკოს ივანიშვილი და თქვას, როდის აპირებს თავი დაანებოს ფარულ ოლიგარქიულ მმართველობას”- რომან გოცირიძე

„ბიუროკრატების ძალიან კარგი გამოთქმაა, თუ გინდა, რომ საქმე არ გააკეთო, უნდა შექმნა კომისია. ეს კომისია თვალის ახვევისთვისაა მოგონილი. არ მოვტყუვდებით მეორეჯერ,”- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, ფაქტობრივად, მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ არაფერი გაკეთდეს. „ქართული ოცნების” მხრიდან არაერთ განცხადებას ვისმენთ, რომლის მთავარი შინაარსიც არის ის, თუ როგორ შეიძლება დრო გაწელონ დეკემბრის ბოლომდე. ივანიშვილის სიტყვებით რომ ვისარგებლოთ, კვლავ გამოიყენონ ის „ტრიუკები”, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ და 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, ფაქტობრივად, მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ არაფერი გაკეთდეს. გვთავაზობენ სასაცილო…

მეტი...

,,პარტია, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების განხორციელების პროცესში ჩართვაზე, გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა”- რატი  იონათამიშვილი

,,დღეს როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ იმას, რომ გეგმა შემუშავებულია, ამაზე რადიკალური რეაქციები ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იქნება,”- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვილის თქმით, ის პოლიტიკური პარტიები თუ ჯგუფები, რომლებიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, ავტომატურად გაფორმდებიან, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა. ,,ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, ავტომატურად გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომლის ერთადერთი ამოცანა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების ხელშეშლაა. დღეს როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები დადებითად…

მეტი...

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურმა, ერთი წლის წინ საპატიმროში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი  გახსნა. ამის შესახებ,  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, ქეთევან თეთრაულმა განაცხადა. ქეთევან თეთრაულის განცხადებით,გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17-ე პენიტენციური დაწესებულების პატიმარ ი.ჩ-ს, საკანში, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-თან, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანაშაულში მხილებულმა პატიმარმა, ჩხუბის დროს, შურისძიების მოტივით, მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი შ.ა. შებოჭა  და მოკვლის განზრახვით, მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა.განხორციელებული ძალადობის შედეგად, პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში …

მეტი...

,,ზეწოლა გაგრძელება, არავინ აპირებს ქვეყანა დაუთმოს „ქართულ ოცნებას“- ხატია დეკანოიძე

„არასდროს დამიმალავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ მექანიზმად მიმაჩნია პირველ რიგში შიდა ზეწოლა, ეს გულისხმობს მათ შორის აქციებს. ზეწოლა გაგრძელება და არავინ აპირებს, ქვეყანა დაუთმოს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის ვერ ხედავს  რაიმე სახის ნებას და ვალდებულებას ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ რაიმე პროცესის შესრულებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „საერთოდ არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშილის ხელისუფლებას, რადგან ამ ხელისუფლებაში არც ერთი წარმომადგენელი არ არის დამოუკიდებელი, აქვს პოლიტიკური ან შინაგანი ნება, რომ განახორციელოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც დაკისრებული აქვს საქართველოს, რათა…

მეტი...

,,ოპოზიციას ვთავაზობთ, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ივლისი და აგვისტო, რათა სამუშაო ჯგუფის ფორმატში პოზიციები შეჯერდეს”- გივი მიქანაძე

“მიმდინარე კვირიდან, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, პარლამენტში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ აქტივობებს. შედგება პირველადი განხილვა იმ მექანიზმების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან არის დაკავშირებული და რეგლამენტში შესაძლო ცვლილებების შეტანასთან მიმართებაში მოხდება პირველი პოზიციების განხილვა“ – ამის შესახება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების  შეხვედრა შედგება, რათა დეპოლარიზაციის საკითხთან მიმართებაში, მონიტორინგის ჯგუფის ფორმირების კუთხით პირველი კონსულტაციები გაიმართოს. „ჩვენ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას ძალიან ცხადი და კონკრეტული გეგმა წარვუდგინეთ, სადაც თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით გაწერილია როგორც ვადები, ასევე პასუხისმგებელი კომიტეტები. ამ…

მეტი...

სამეგრელოში დააკავეს მედდა, რომელიც თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს ვაქცინირებულ პირებად არეგისტრირებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამეგრელოში მედდა დააკავეს. უწყების ცნობით, მედდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ პლათფორმაზე, როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას. ,,სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას. დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის – 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ,…

მეტი...

პროკურატურა ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმის განაჩენს სასჯელის ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ბათუმში, გასული წლის 8 ოქტომბერს 26 მაისს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე, რასაც 9 პირის სიცოცხლის მოსპობა და ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, სამი პირი დამნაშავედ ცნო. ,,ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ბ. ქ.ბათუმში, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების, მათ შორის როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კედლების მოშლის თაობაზე შეუთანხმდა ხ.ს.-ს…

მეტი...

ნინო ლომჯარიამ მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ,,ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას შეეხება

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს ეხმიანება და  განცხადებას ავრცელებს. ლომჯარიას ინფორმაციით, მან მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება “კონსერვატიული მოძრაობის”( ალტ ინფოს)  აკრძალვას. სახალხო დამცველის განმარტებით,  მათი განცხადებები  შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას  და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. ,,2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად იძალადეს. ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერ ისარგებლეს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში, დაზიანდა და განადგურდა…

მეტი...

,,ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი,”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული  სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება. „ეს არის ერთი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით. ახლა უკვე დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც სახეზეა. ჩვენ დიდი მადლიერებით აღნიშნავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით, აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას…

მეტი...

,,ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს და ყველა ჩვენგანს კი უფრო დაცულს გახდის”- იენს სტოლტენბერგი

ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს ხელი მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება. ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგი განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანება იყო ფინეთისა და შვედეთის თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევანი, რაც მისივე თქმით,  ყველა ქვეყნის ფუნდამენტური უფლებას წარმოადგენს. „ფინეთი და შვედეთი მონაწილეობას მიიღებენ ჩვენს მოლაპარაკებებში მოწვეული ქვეყნების სტატუსით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ნატო-ს გაფართოება, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, არის დიდი წარმატება და აძლიერებს მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიას ევროპაში. ნატო-ში გაწევრიანება იყო ფინეთისა და შვედეთის თავისუფალი…

მეტი...

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 61-ე კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა. ამის გამო კმ30-კმ72 აბანო-ომალოს მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთან, საავტომობილო გზის ლეჩური-აბანოს მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  

მეტი...

იაპონია რუსეთს და ბელორუსს ახალ სანქციებს უწესებს

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიამ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. სანქციების სიაში 90 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა. იაპონიამ ასევე დააწესა აკრძალვა რუსეთიდან ოქროს იმპორტზე – ქვეყანამ აკრძალა საქონლის ექსპორტი, რომელიც აძლიერებს ინდუსტრიულ ბაზას 65 კომპანიას რუსეთიდან და 25 ბელორუსიიდან. სანქციების ქვეშ მოექცნენ ასევე ოკუპანტების თანამშრომლები ხერსონის ოლქში – ე.წ. ხერსონის ოლქის ე.წ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსი ვლადიმერ სალდო და მისი “მოადგილე” კირილ სტრემუსოვი. სანქციებს დაქვემდებარებული ორგანიზაციების სიაში შედის კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ თვითმფრინავების მშენებლობის, გემთმშენებლობის, რადიო ელექტრონიკის სფეროში, მათ შორის უმსხვილესი თვითმფრინავების ქარხნები, კერძოდ, ნოვოსიბირსკში და კომსომოლსკ-ონ-ამურში.

მეტი...

,,ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, რომ „ქართულ ოცნებას“  არ ვათქმევინოთ, ჩვენ რაღაცა გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო”- იაგო ხვიჩია

,,უნდა გავიგოთ, მართლა რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რეალურად რა არის ის შემოთავაზება, რასაც აკეთებენ, რამდენად აქვს მას კავშირი ევროინტეგრაციასთან,”- ამის შესახებ  განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას განცხადებით, ის ​ყველა პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმარება. „რაც შეეხება 12 პუნქტს და „ქართული ოცნების“ ჯგუფებში მონაწილეობას, როგორც ჩემთვის ცნობილია, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. კომიტეტებზე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აქამდეც დავდიოდით. მე ვფიქრობ, მოსმენების ამ ნაწილსაც ოპოზიცია უნდა დაესწროს – მეც უნდა დავესწრო და სხვებიც უნდა დაესწრონ. უნდა გავიგოთ, მართლა რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რეალურად რა არის ის შემოთავაზება,…

მეტი...

ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ერთი კვირის (27.06.2022-03.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  1 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 443 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 56 699, „პისიარ“ ტესტით – 6 744. 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 4.05%.

მეტი...

,,5-6 ივლისის ძალადობრივ ქმდებებზე პასუხისმგებელი პირები ერთი წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან”- ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს ხელისუფლებას,  უზრუნველყოს სწრაფი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, ორგანიზატორებისა და ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი ყველა სავარაუდო პირის იდენტიფიცირება და პასუხისმგებლობის დაკისრება. ,,2021 წლის 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა ტვ “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც, 2021 წლის 11 ივლისს, საკუთარ სახლში, ღამით გარდაიცვალა. სამწუხაროდ, 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. არ მომხდარა საჭირო რაოდენობით სამართალდამცავების მობილიზება, ხოლო ადგილზე მყოფი…

მეტი...

,,ზოგადად ასე, რატომ არ არის 100 ადამიანი დაკავებული 20-ის მაგივრად და ა.შ. არასწორია”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ  მაჭარაშვილი გასული წლის 5 ივლისს მომხდარ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, თუ ვინმე არ არის დასჯილი, ჟურნალისტებს შეუძლიათ გამოიკვლიონ და კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ. “თქვენ გაქვთ საშუალება, რომ თუ რამე პროცესზე შეამჩნევთ, რომ ეს არის არასწორი, არასაკმარისი, არალეგიტიმური და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიკვლიოთ, მოიტანოთ კონკრეტული ფაქტები და აქედან გამომდინარე, შეიძლება კომენტარები ვაკეთოთ. ზოგადად ასე, რატომ არ არის 100 ადამიანი დაკავებული 20-ის მაგივრად და ა.შ. არასწორია. თუ კონკრეტულ მაგალითად იტყვით სახელს და გვარს თავისი მტკიცებულებებით, რომ ამ მტკიცებულებების შესაბამისად ეს სახელი და გვარი რატო არაა დაკითხული და ა.შ.…

მეტი...

,,2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას.  მისივე თქმით, პუტინი შეცდა, როდესაც ფიქრობდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულების გამო . ,,2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს. ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აფერხებდა ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიულობის წინაშე. ის ალბათ თვლიდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულების გამო. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი, არასწორი გათვლებიდან, რომელიც…

მეტი...

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში, გასული წლის 8 ოქტომბერს 26 მაისს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით პატიმრობა მიესაჯათ. შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სახლის ჩამონგრევის მიზეზი ბინის რეკონსტრუქციის დროს საყრდენი კედლების გამოცლა გახდა.

მეტი...

„სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია”- გურამ მაჭარაშვილი

,,სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ  მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ერთი რამე გაიგო მხოლოდ, რომ “ნაცმოძრაობა” სირცხვილია. ,,სირცხვილია” ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერების გამოსვლა აქციებზე სირცხვილია, “ნაცმოძრაობა” ამბობს, რომ “სირცხვილიას” ქმედებებია ამ აქციებზე სირცხვილი. შესაბამისად, საზოგადოებამ ერთი რამე გაიგო მხოლოდ, რომ “ნაცმოძრაობა” სირცხვილია. საზოგადოებამ დაინახა, რომ “ქართულმა “ოცნებამ” გეგმა დადო, შეხვედრებია ჩანიშნული ოპოზიციასთან თუ არასამთავრობო სექტორთან, რაც უკვე მოიწონეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ევროპარლამენტარებმაც კი. საზოგადოება ხედავს, რომ აქციებზე აშკარა გახდა პოლიტიკური მიზანი. არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო სექტორი, რომ…

მეტი...

,,ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები”- ალექსანდრე ვინიკოვი

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები. მისივე განმარტებით, ვაშინგტონის შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემები. „იმისთვის, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში მოწვევასთან დაკავშირებით, როგორც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, აუცილებელია ორი რამ – უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები. ეს მოთხოვნები ცდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, რადგან ნატო-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არა მხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული…

მეტი...